მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლადო ბაკურიანში გავიცანი... 19 წლის ასაკში დამატყდა თავს დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელმაც მთელი ჩემი მომავალი განსაზღვრა"- ლანა ღოღობერიძის ცხოვრების გზა
"ლადო ბაკურიანში გავიცანი... 19 წლის ასაკში დამატყდა თავს დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელმაც მთელი ჩემი მომავალი განსაზღვრა"- ლანა ღოღობერიძის ცხოვრების გზა

კა­ცის ცხოვ­რე­ბა ერთი მთლი­ა­ნი წიგ­ნია, ზოგი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ზო­გიც - ნაკ­ლე­ბად... და არა­სო­დეს ისე გუ­ლახ­დი­ლი არ არის ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ათე­უ­ლი წლე­ბის გა­და­სა­ხედ­ზე დგო­მი­სას. ფიქ­რე­ბი, გრძნო­ბე­ბი ცო­ცხლდე­ბი­ან და მათ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლი იწყებს ყვე­ლა­ზე მარ­თალ შე­ფა­სე­ბა­საც...

ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე - ლი­ტე­რა­ტო­რი და რე­ჟი­სო­რი, იმ ადა­მი­ან­თა­გა­ნია, რო­მელ­მაც წლე­ბის შემ­დეგ ბევ­რი რამ ახ­ლე­ბუ­რად აწონ-და­წო­ნა. გა­სა­ო­ცა­რი კი ის გახ­ლავთ, რომ ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი გრძნო­ბე­ბი დღემ­დე სულ ახალ­გან­ცდი­ლი­ვით ახ­სოვს. ქარ­თველ რე­ჟი­სორს ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძეს 13 ოქ­ტო­მებრს 94 წელი უს­რულ­დე­ბა.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან - "ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ღამე იყო" (ავ­ტო­რი - მა­რი­ნა ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი):

  • სუს­ხი­ა­ნი და ტკი­ვი­ლი­ა­ნი ბავ­შვო­ბა

პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მეს­მო­და სი­ტყვე­ბი: "მოხ­სნა", "ჩხრე­კა", "და­პა­ტიმ­რე­ბა", "გა­და­სახ­ლე­ბა"... ბო­ლომ­დე ვერც ერთს ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, მაგ­რამ ვხვდე­ბო­დი, რომ ამ სი­ტყვებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბის შიში და ტკი­ვი­ლი­ა­ნი გან­ცდე­ბი...

ჩემი ინ­გი­ლო პაპა (დე­დის მამა), ბათ­ლო­მე ხუ­ციშ­ვი­ლი ჩემს და­ბა­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წლით ადრე გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ იმ­დე­ნი რამ მსმე­ნია და წა­მი­კი­თხავს მის შე­სა­ხებ, ასე მგო­ნია, პი­რა­დად ვიც­ნობ­დი ამ სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს.

1917 წელს, როცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუ­სა­ვა­ტე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, ბათ­ლო­მე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ინ­გი­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. კა­ხეთ­ში, სო­ფელ ცოდ­ნის­კარ­ში და­სახ­ლდა და პა­ტა­რა სა­ხერ­ხი ქარ­ხა­ნა და წის­ქვი­ლი იყი­და. პა­პამ სა­ინ­გი­ლოს­თან გან­შო­რე­ბა ვერ აი­ტა­ნა და მალე გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც.

  • ჩემი რაჟ­დენ ბი­ძია

ჩემი რაჟ­დენ ბი­ძია (დე­დის ძმა), დიდი მეც­ნი­ე­რი, ფი­ზი­კის პირ­ვე­ლი პრო­ფე­სო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლი­სის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი, აინშტა­ი­ნის და პლან­კის მო­წა­ფე გახ­ლდათ. ჯერ მა­მის, მერე დე­დის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ რაჟ­დენ ბი­ძია იყო ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უან­გა­როდ, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. ერთხელ რაჟ­დენ ბი­ძი­ამ სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვილს, თა­ვის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც ხში­რად მო­დი­ო­და ჩვენ­თან, უთხრა: ჩემი გოგო პირ­და­პირ ყლა­პავს წიგ­ნებ­სო. ეს სი­ტყვე­ბი ჩამ­რჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რო­გორც უდი­დე­სი შე­ქე­ბა.

დე­დას­თან ამა­ნა­თის გაგ­ზავ­ნის უფ­ლე­ბა მოგ­ვცეს, მაგ­რამ ფუ­ლის გაგ­ზავ­ნა მა­ინც აკ­რძა­ლუ­ლი იყო, არა­და, მას ყვე­ლა­ზე მე­ტად ფული სჭირ­დე­ბო­და. რაჟ­დენ ბი­ძი­ამ ასე­თი რამ მო­ი­ფიქ­რა: მა­გარყდი­ა­ნი ბლოკ­ნო­ტის ყდას ვჭრი­დით სა­მარ­თებ­ლით, შიგ ვდებ­დით ას­მა­ნე­თი­ა­ნებს, მერე ყდას ვა­წე­ბებ­დით. მერე მე ვწერ­დი წე­რილს, რო­მე­ლიც ასე იწყე­ბო­და: "Моя дорогая, кдаши пулия!"-ში რო­გორც ჩანს, ცენ­ზო­რებს არ აკ­ვირ­ვებ­დათ ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის უც­ნა­უ­რი ჟღე­რა­დო­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის მერე მო­დი­ო­და პა­სუ­ხი: "Моя дорогая, пули мивиге!"

რაჟ­დენ ბი­ძია ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ ჩემ­თვის უმ­შობ­ლე­ბოდ ყოფ­ნა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა. მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დამ­რჩა ასე­თი ეპი­ზო­დი: ერთხელ დე­ი­და თა­მა­რი და დე­ი­დაშ­ვი­ლი ლალი მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან. ლა­ლის მშვე­ნი­ე­რი ახა­ლი ქურ­ქი ეცვა. რაჟ­დენ ბი­ძი­ამ თა­ვის დას არა­ფე­რი აგ­რძნო­ბი­ნა, თა­მა­ში გვა­ცა­ლა. როცა წა­ვიდ­ნენ, უსი­ტყვოდ და­მავ­ლო ხელი და მა­ღა­ზი­ის­კენ გა­მა­ქა­ნა. მთე­ლი ქა­ლა­ქი შე­მო­ვირ­ბი­ნეთ ქურ­ქის ძებ­ნა­ში და ბო­ლოს რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი ცხო­ვე­ლის, მაგ­რამ სა­ოც­რად ლა­მა­ზი, შავ­ლა­ქე­ბი­ა­ნი ოქ­როს­ფე­რი ქურ­ქი ვი­ყი­დეთ. არც იქამ­დე და არც მერე არ გან­მიც­დია ასე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა ტა­ნი­სა­მო­სის გამო, ვი­ნა­ი­დან იმ დღეს მარ­ტო ახა­ლი ქურ­ქი კი არ შე­ვი­ძი­ნე, არა­მედ და­ვიბ­რუ­ნე გან­ცდა იმი­სა, რომ არ­სე­ბობს ამ­ქვეყ­ნად ადა­მი­ა­ნი, ვის­თვი­საც მე ერ­თა­დერ­თი ვარ, ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი. რაჟ­დენ ბი­ძი­ას მთე­ლი არ­სე­ბით სძულ­და საბ­ჭო­თა სის­ტე­მა. არც ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი არ ყო­ფი­ლა (პროფ­კავ­ში­რი­საც კი), არც ერთ კრე­ბას არ ეს­წრე­ბო­და და, რაღა თქმა უნდა, არ­ჩევ­ნებ­შიც არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს მისი ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი იყო საბ­ჭო­თა სის­ტე­მის მი­მართ. როცა მისი შვი­ლი, გივი, კომ­კავ­შირ­ში შე­ვი­და, მთე­ლი წელი არ ელა­პა­რა­კე­ბო­და... იმ სა­ში­ნელ­მა დრო­ე­ბამ უსაყ­ვარ­ლე­სი რაჟ­დენ ბი­ძი­აც წა­მარ­თვა. როცა და­ი­ჭი­რეს, 13 წლის ვი­ყა­ვი. შინ შეს­ვლა აღარ მინ­დო­და, უგზო-უკვლოდ და­ვე­ხე­ტე­ბო­დი მარ­ტო, მე­გო­ნა, სი­ცო­ცხლე დამ­თავ­რდა-მეთ­ქი. ერთხელ, ქუ­ჩა­ში გუ­ლიც კი წა­მი­ვი­და აუ­ტა­ნე­ლი და გა­უ­საძ­ლი­სი დარ­დის გამო. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, უც­ნო­ბი ქალი მა­სუ­ლი­ე­რებ­და, მერე კი თა­ნაგ­რძნო­ბით მკი­თხა: - შვი­ლო, პატ­რო­ნი არა გყავ­სო? მინ­დო­და მეყ­ვი­რა, - მყავს პატ­რო­ნი, მაგ­რამ ცი­ხე­შია-მეთ­ქი, მაგ­რამ ამის ნაც­ვლად სას­წრა­ფოდ გა­ვე­ცა­ლე იქა­უ­რო­ბას. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ცი­ხე­ში მი­სულ მა­მი­და მა­როს უთხრეს, - თქვენს პა­ტი­მარს დი­ზენ­ტე­რია სჭირს და თეთ­რი პური სჭირ­დე­ბაო. ერთი პური ხუ­თა­სი მა­ნე­თი ღირ­და მა­შინ. სას­წრა­ფოდ რამე უნდა გაგ­ვე­ყი­და. უცებ ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა თქვა, - აი, ამ სუ­რათს ვი­ყი­დი ხუ­თას მა­ნე­თა­დო. სუ­რა­თი ძვირ­ფას ძვე­ლე­ბურ ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი და ვი­ღა­ცის მიერ 5.000 მა­ნე­თად შე­ფა­სე­ბუ­ლი, ოჯა­ხურ რე­ლიკ­ვი­ად ით­ვლე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ამ ფა­სად მყიდ­ვე­ლიც გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ოჯა­ხურ­მა საბ­ჭომ და­ად­გი­ნა, რომ გა­ჭირ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სუ­რათს არა­სო­დეს გა­ყიდ­და. ახლა კი უყოყ­მა­ნოდ მი­ვე­ცით მე­ზო­ბელს. უფ­რო­სებ­მა სას­წრა­ფოდ იყი­დეს ის სა­ნატ­რე­ლი თეთ­რი პური, მე­ო­რე დი­ლას, გა­თე­ნე­ბი­სას, ჩად­გნენ ცი­ხის კარ­თან რიგ­ში და, როცა სარ­კმელს მი­აღ­წი­ეს, მი­ი­ღეს პა­სუ­ხი - თქვე­ნი პა­ტი­მა­რი გარ­და­იც­ვა­ლაო...

  • დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი

დედა სულ პა­ტა­რა იყო, როცა მა­მა­მის­მა სა­ინ­გი­ლო­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა ურ­მით. აქ და­ამ­თავ­რა გიმ­ნა­ზია, შე­ვი­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. მერე ძმის, რაჟ­დე­ნის დახ­მა­რე­ბით, შეძ­ლო გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის იქ დამ­თავ­რე­ბა. მის ხელ­მძღვა­ნელს, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძეს, ძა­ლი­ან უნ­დო­და, ფი­ლო­სო­ფი­ა­ში ემუ­შა­ვა, მაგ­რამ დე­დამ კინო აირ­ჩია.

ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის დედა

პირ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, "18-28", მიშა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ი­ღო, მომ­დევ­ნო ორი ფილ­მი, "უჟ­მუ­რი" და "ბუბა", მისი და­პა­ტიმ­რე­ბის მერე გა­აქ­რეს. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო დედა. დიდი, მოგ­რძო თვა­ლე­ბი­სა და ეგ­ვიპ­ტუ­რი პრო­ფი­ლის გამო, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ნე­ფერ­ტიტს ეძახ­დნენ. ჰყავ­და საქმრო, მაგ­რამ ძმის ოჯახ­ში შეხ­ვდა რძლის ძმას (რაჟ­დე­ნის ცო­ლის, ლი­ზას ძმას), ლე­ვანს, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ე­ბით შთა­გო­ნე­ბულ, მომ­ხიბ­ლავ ახალ­გაზ­რდა კაცს, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რო­და. მათ თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. რაჟ­დე­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ამ სიყ­ვა­რულს, ვი­ნა­ი­დან, ვერ ეგუ­ე­ბო­და ვე­რა­ფერს, რაც ბოლ­შე­ვი­კებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დედა ერთი კვი­რით მო­ნას­ტერ­ში ჩა­ი­კე­ტა, რათა მარ­ტოს მი­ე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. როცა მო­ნას­ტრი­დან დაბ­რუნ­და, არ­ჩე­ვა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და უეც­რად თავს დამ­ტყდა­რი სიყ­ვა­რუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. ასე გაჰ­ყვა დედა მა­მას. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი რაჟ­დე­ნი ვერ შე­ე­გუა ამ ნა­ბიჯს, მო­იკ­ვე­თა უსაყ­ვარ­ლე­სი უმ­ცრო­სი და. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ რაჟ­დე­ნი ბო­ლოს, ცოლს, ლი­ზა­საც გა­შორ­და. ბევრ სა­კი­თხში არ ეთან­ხმე­ბო­და მა­მას. რო­გორც ჩანს, ამ უთან­ხმო­ე­ბებს, ბო­ლოს და ბო­ლოს, სიყ­ვა­რულ­მაც ვერ გა­უძ­ლო, მა­მა­ჩემს ახა­ლი, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გა­უჩ­ნდა - გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ქალი. დე­და­ჩემ­მა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია გა­და­ი­ტა­ნა... ბო­ლოს, დედა, მამა და მე ერ­თად ვი­ყა­ვით ხოს­ტა­ში, სა­დაც მამა და­ა­პა­ტიმ­რეს. ცი­ხი­დან მა­მამ დე­დას წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა. სთხოვ­და: და­წე­რე, რომ გა­შო­რე­ბუ­ლი ხარ ჩემ­თან და და­ჭე­რას გა­დარ­ჩე­ბიო. დე­დამ ეს არ გა­ა­კე­თა. ერთხელ მი­თხრა: მა­მა­შე­ნი ჩემი ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ასე­თი­ვე დიდი უბე­დუ­რე­ბა იყოო. მა­შინ მივ­ხვდი, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბი­სა, რაც მას თავს და­ა­ტყდა, ალ­ბათ, მის­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი მა­ინც ღა­ლა­ტი იყო.

ხში­რად ვფიქ­რობ­დი ჯა­ლა­თი­სა და მსხვერ­პლის მა­რა­დი­ულ თე­მა­ზე. მამა მსხვერ­პლი იყო. ამას ადას­ტუ­რებ­და მისი ტრა­გი­კუ­ლი და­სას­რუ­ლიც. მამა შთა­გო­ნე­ბუ­ლი ბოლ­შე­ვი­კი იყო და, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ყვე­ლა­ფერს გა­ნა­პი­რო­ბებ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში.

  • პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი

მე და რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რის წრე­ზე და­ვახ­ლოვ­დით. მერე ცემ­ში, პი­ო­ნერ­თა ბა­ნაკ­ში კი­დევ უფრო გაღ­რმავ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. როცა თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი, რე­ზომ მი­ნა­ხუ­ლა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ლექ­სი მო­მი­ტა­ნა. იმ­დე­ნად გან­ვი­ცა­დე, 40 გრა­დუ­სამ­დე ამი­ვარ­და სი­ცხე. ჩვენ, ლი­ტე­რა­ტუ­რის წრის წევ­რე­ბი, ხში­რად დავ­დი­ო­დით ე.წ. გას­ტროლ­ზე. ასე გავ­მარ­თეთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო ქუ­თა­ის­ში. ქუ­თა­ი­სე­ლი გო­გო­ნე­ბი რე­ზო­ზე გა­და­ი­რივ­ნენ, ის ხომ მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ლა­მა­ზი იყო, თან პო­ე­ტი, თან ასე­თი მღელ­ვა­რე­ბით კი­თხუ­ლობ­და სა­კუ­თარ ლექ­სებს.

რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი

გო­გო­ნე­ბი რე­ზოს გუნ­დად დას­დევ­დნენ, მე ვე­რა­ფერს ვამ­ხელ­დი სი­ა­მა­ყის გამო, არა­და სა­შინ­ლად ვი­ტან­ჯე­ბო­დი. ბო­ლოს, სულ უმი­ზე­ზო შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოგ­ვი­ვი­და. გე­ლა­თი­დან ვბრუნ­დე­ბო­დით, ხიდ­ზე გას­ვლი­სას ისე ვი­ჩხუ­ბეთ, რომ მე, გონ­და­კარ­გულ­მა, ხელი ვკა­რი და რეზო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. დიდი ხნის მერე, როცა რე­ზოს­თან უკვე და­შო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მან მოს­კო­ვი­დან ლექ­სი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, სა­დაც სევ­დი­ა­ნად და მო­ნატ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბით იხ­სე­ნებ­და იმ ხიდ­ზე მომ­ხდარ ამ­ბავს. ჩვე­ნი და­შო­რე­ბა ყვე­ლას წარ­მო­უდ­გენ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­და. მერე? მერე რე­ზომ მოს­კოვ­ში გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა, მე აქ დავ­რჩი. ჩვე­ნი და­შო­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი აღ­მოჩ­ნდა. მალე მას შეხ­ვდა ქარ­თუ­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო, მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე, რო­მელ­თა­ნაც მთე­ლი სი­ცო­ცხლე გა­ა­ტა­რა, მე კი - ლადო მეს­ხიშ­ვი­ლი.

  • მე და ლადო

ლადო ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი ბა­კუ­რი­ან­ში გა­ვი­ცა­ნი, იგი სა­ოც­რად ელე­გან­ტუ­რი, მოხ­დე­ნი­ლი და სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბი­სა გახ­ლდათ. არა­სო­დეს აკ­ლდა ქა­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. შე­ჯიბ­რე­ბა ბა­კუ­რი­ა­ნის ცენ­ტრში, პარკში ტარ­დე­ბო­და. იმ დღეს სწრა­ფად დაშ­ვე­ბა­ში ვე­ჯიბ­რე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ჯერ ბი­ჭე­ბი უნდა გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, მერე - გო­გო­ე­ბი. მე მე­ცა­მე­ტე ნო­მე­რი შემ­ხვდა, ლა­დო­საც. ფი­ნიშს უახ­ლოვ­დე­ბო­და, როცა თხი­ლა­მუ­რი გა­ექ­ცა, შე­ტორ­ტმან­და და ხეს შე­ას­კდა. გულ­გა­ხეთ­ქი­ლი მივ­ჩე­რე­ბო­დი, მან კი გა­და­ი­ხარ­ხა­რა, თოვ­ლი და­ი­ფერთხა და მო­მი­ახ­ლოვ­და. თა­ვი­სი ნო­მე­რი მო­იხ­სნა და სი­ცი­ლით მი­თხრა, - იმე­დია, ეს რი­ცხვი თქვენ­თვის უფრო იღ­ბლი­ა­ნი იქ­ნე­ბაო. ამ დღი­დან ჩვე­ნი გზე­ბი გა­და­იკ­ვე­თა.

ლადო უკვე ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო. 19 წლის ასაკ­ში და­მა­ტყდა თავს დიდი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გრძნო­ბა, რო­მელ­მაც მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა გან­სა­ზღვრა...

ის იყო უკი­დუ­რე­სო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნი: თუ უხა­რო­და, უხა­რო­და ისე­თი თავ­და­ვი­წყე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლით, რომ გარ­შე­მო ყვე­ლას სხი­ვი ეფი­ნე­ბო­და; თუ და­დარ­დი­ან­დე­ბო­და, მის გვერ­დით მყოფ­საც გა­და­ე­დე­ბო­და მისი ნაღ­ვე­ლი. შე­ეძ­ლო, რამ­დე­ნი­მე დღე და ღამე თავი არ აეღო და 2 000 ეს­კი­ზი და­ე­ხა­ტა; ქე­ი­ფიც თავ­და­ვი­წყე­ბუ­ლი იცო­და, თა­მა­დო­ბაც, მაგ­რამ, თუ მო­ბეზ­რდე­ბო­და, შე­ეძ­ლო, უცებ ამ­დგა­რი­ყო სუფ­რი­დან და თა­მა­დო­ბაც კი მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა. სა­ერ­თოდ, ერთ ად­გილ­ზე დიდ­ხანს ვერ ძლებ­და...

იყო მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა, ტკი­ვი­ლი, ვნე­ბა­თა­ღელ­ვა (მას ხომ ოჯა­ხი ჰყავ­და), რამ­დენ­ჯერ­მე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ უნდა დავ­შო­რე­ბუ­ლი­ყა­ვით - ამ­დე­ნი ჭორი და ტყუ­ილ-მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში ირე­ო­და და, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, ჩვენ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. შე­ვუღლდით და შეგ­ვე­ძი­ნა ქეთი და ნუცა.

  • როცა ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე შე­ირ­თო ცო­ლად, იმ­ხა­ნად სპორ­ტის სა­სახ­ლეს აშე­ნებ­და. ლანა კი თა­ვის პირ­ველ სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მს იღებ­და, "ერთი ცის ქვეშ“ , რომ­ლის მე­სა­მე ნო­ვე­ლა მხატ­ვრი­სა და გო­გო­ნას სიყ­ვა­რულ­ზეა... სპორ­ტის სა­სახ­ლის ფონ­ზე.

გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლანა
5

ლანა არის არაჩვეულებვრივი ადამიანი და მეგობარი!

 

კაცმა რომ თქვას.
0

უნდა იცოდეს ყველამ რომ, ყველაფერი რაც ბრწყინავს ძვირფასი არ არის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ლადო ბაკურიანში გავიცანი... 19 წლის ასაკში დამატყდა თავს დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელმაც მთელი ჩემი მომავალი განსაზღვრა"- ლანა ღოღობერიძის ცხოვრების გზა

"ლადო ბაკურიანში გავიცანი... 19 წლის ასაკში დამატყდა თავს დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელმაც მთელი ჩემი მომავალი განსაზღვრა"- ლანა ღოღობერიძის ცხოვრების გზა

კაცის ცხოვრება ერთი მთლიანი წიგნია, ზოგი ძალიან საინტერესო, ზოგიც - ნაკლებად... და არასოდეს ისე გულახდილი არ არის ადამიანი, როგორც ათეული წლების გადასახედზე დგომისას. ფიქრები, გრძნობები ცოცხლდებიან და მათთან პირისპირ დარჩენილი იწყებს ყველაზე მართალ შეფასებასაც...

ლანა ღოღობერიძე - ლიტერატორი და რეჟისორი, იმ ადამიანთაგანია, რომელმაც წლების შემდეგ ბევრი რამ ახლებურად აწონ-დაწონა. გასაოცარი კი ის გახლავთ, რომ ბავშვობის დროინდელი გრძნობები დღემდე სულ ახალგანცდილივით ახსოვს. ქართველ რეჟისორს ლანა ღოღობერიძეს 13 ოქტომებრს 94 წელი უსრულდება.

გთავაზობთ სტატიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან - "ჩემს ცხოვრებაში ბევრი ღამე იყო" (ავტორი - მარინა ბაბუნაშვილი):

  • სუსხიანი და ტკივილიანი ბავშვობა

პატარაობიდანვე მესმოდა სიტყვები: "მოხსნა", "ჩხრეკა", "დაპატიმრება", "გადასახლება"... ბოლომდე ვერც ერთს ვაცნობიერებდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ამ სიტყვებთან იყო დაკავშირებული ახლობლების შიში და ტკივილიანი განცდები...

ჩემი ინგილო პაპა (დედის მამა), ბათლომე ხუციშვილი ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა, მაგრამ იმდენი რამ მსმენია და წამიკითხავს მის შესახებ, ასე მგონია, პირადად ვიცნობდი ამ საოცრად საინტერესო ადამიანს.

1917 წელს, როცა აზერბაიჯანის ხელისუფლებაში მუსავატელები მოვიდნენ, ბათლომე იძულებული გახდა, საინგილო დაეტოვებინა. კახეთში, სოფელ ცოდნისკარში დასახლდა და პატარა სახერხი ქარხანა და წისქვილი იყიდა. პაპამ საინგილოსთან განშორება ვერ აიტანა და მალე გარდაიცვალა კიდეც.

  • ჩემი რაჟდენ ბიძია

ჩემი რაჟდენ ბიძია (დედის ძმა), დიდი მეცნიერი, ფიზიკის პირველი პროფესორი საქართველოში, თბილისის ობსერვატორიის დამაარსებელი, აინშტაინის და პლანკის მოწაფე გახლდათ. ჯერ მამის, მერე დედის დაპატიმრების შემდეგ რაჟდენ ბიძია იყო ყველაზე ახლობელი და თბილი ადამიანი, რომელიც უანგაროდ, დიდი სიყვარულით ზრუნავდა ჩემზე. ერთხელ რაჟდენ ბიძიამ სიმონ ყაუხჩიშვილს, თავის უახლოეს მეგობარს, რომელიც ხშირად მოდიოდა ჩვენთან, უთხრა: ჩემი გოგო პირდაპირ ყლაპავს წიგნებსო. ეს სიტყვები ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორც უდიდესი შექება.

დედასთან ამანათის გაგზავნის უფლება მოგვცეს, მაგრამ ფულის გაგზავნა მაინც აკრძალული იყო, არადა, მას ყველაზე მეტად ფული სჭირდებოდა. რაჟდენ ბიძიამ ასეთი რამ მოიფიქრა: მაგარყდიანი ბლოკნოტის ყდას ვჭრიდით სამართებლით, შიგ ვდებდით ასმანეთიანებს, მერე ყდას ვაწებებდით. მერე მე ვწერდი წერილს, რომელიც ასე იწყებოდა: "Моя дорогая, кдаши пулия!"-ში როგორც ჩანს, ცენზორებს არ აკვირვებდათ ქართული სახელების უცნაური ჟღერადობა. რამდენიმე თვის მერე მოდიოდა პასუხი: "Моя дорогая, пули мивиге!"

რაჟდენ ბიძია ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემთვის უმშობლებოდ ყოფნა შეემსუბუქებინა. მეხსიერებაში დამრჩა ასეთი ეპიზოდი: ერთხელ დეიდა თამარი და დეიდაშვილი ლალი მოვიდნენ ჩემთან. ლალის მშვენიერი ახალი ქურქი ეცვა. რაჟდენ ბიძიამ თავის დას არაფერი აგრძნობინა, თამაში გვაცალა. როცა წავიდნენ, უსიტყვოდ დამავლო ხელი და მაღაზიისკენ გამაქანა. მთელი ქალაქი შემოვირბინეთ ქურქის ძებნაში და ბოლოს რაღაც გაუგებარი ცხოველის, მაგრამ საოცრად ლამაზი, შავლაქებიანი ოქროსფერი ქურქი ვიყიდეთ. არც იქამდე და არც მერე არ განმიცდია ასეთი ბედნიერება ტანისამოსის გამო, ვინაიდან იმ დღეს მარტო ახალი ქურქი კი არ შევიძინე, არამედ დავიბრუნე განცდა იმისა, რომ არსებობს ამქვეყნად ადამიანი, ვისთვისაც მე ერთადერთი ვარ, ყველაზე ახლობელი და განუმეორებელი. რაჟდენ ბიძიას მთელი არსებით სძულდა საბჭოთა სისტემა. არც ერთი ორგანიზაციის წევრი არ ყოფილა (პროფკავშირისაც კი), არც ერთ კრებას არ ესწრებოდა და, რაღა თქმა უნდა, არჩევნებშიც არ მონაწილეობდა. ეს მისი ერთგვარი პროტესტი იყო საბჭოთა სისტემის მიმართ. როცა მისი შვილი, გივი, კომკავშირში შევიდა, მთელი წელი არ ელაპარაკებოდა... იმ საშინელმა დროებამ უსაყვარლესი რაჟდენ ბიძიაც წამართვა. როცა დაიჭირეს, 13 წლის ვიყავი. შინ შესვლა აღარ მინდოდა, უგზო-უკვლოდ დავეხეტებოდი მარტო, მეგონა, სიცოცხლე დამთავრდა-მეთქი. ერთხელ, ქუჩაში გულიც კი წამივიდა აუტანელი და გაუსაძლისი დარდის გამო. თვალი რომ გავახილე, უცნობი ქალი მასულიერებდა, მერე კი თანაგრძნობით მკითხა: - შვილო, პატრონი არა გყავსო? მინდოდა მეყვირა, - მყავს პატრონი, მაგრამ ციხეშია-მეთქი, მაგრამ ამის ნაცვლად სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. რამდენიმე თვის შემდეგ ციხეში მისულ მამიდა მაროს უთხრეს, - თქვენს პატიმარს დიზენტერია სჭირს და თეთრი პური სჭირდებაო. ერთი პური ხუთასი მანეთი ღირდა მაშინ. სასწრაფოდ რამე უნდა გაგვეყიდა. უცებ ერთმა მეზობელმა თქვა, - აი, ამ სურათს ვიყიდი ხუთას მანეთადო. სურათი ძვირფას ძველებურ ჩარჩოში ჩასმული და ვიღაცის მიერ 5.000 მანეთად შეფასებული, ოჯახურ რელიკვიად ითვლებოდა. რამდენიმე თვით ადრე ამ ფასად მყიდველიც გამოჩნდა, მაგრამ ოჯახურმა საბჭომ დაადგინა, რომ გაჭირვების მიუხედავად, სურათს არასოდეს გაყიდდა. ახლა კი უყოყმანოდ მივეცით მეზობელს. უფროსებმა სასწრაფოდ იყიდეს ის სანატრელი თეთრი პური, მეორე დილას, გათენებისას, ჩადგნენ ციხის კართან რიგში და, როცა სარკმელს მიაღწიეს, მიიღეს პასუხი - თქვენი პატიმარი გარდაიცვალაო...

  • დედაჩემი და მამაჩემი

დედა სულ პატარა იყო, როცა მამამისმა საინგილოდან თბილისში ჩამოიყვანა ურმით. აქ დაამთავრა გიმნაზია, შევიდა უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. მერე ძმის, რაჟდენის დახმარებით, შეძლო გერმანიაში წასვლა და უნივერსიტეტის იქ დამთავრება. მის ხელმძღვანელს, შალვა ნუცუბიძეს, ძალიან უნდოდა, ფილოსოფიაში ემუშავა, მაგრამ დედამ კინო აირჩია.

ლანა ღოღობერიძის დედა

პირველი დოკუმენტური ფილმი, "18-28", მიშა კალატოზიშვილთან ერთად გადაიღო, მომდევნო ორი ფილმი, "უჟმური" და "ბუბა", მისი დაპატიმრების მერე გააქრეს. ძალიან ლამაზი იყო დედა. დიდი, მოგრძო თვალებისა და ეგვიპტური პროფილის გამო, ახალგაზრდობაში ნეფერტიტს ეძახდნენ. ჰყავდა საქმრო, მაგრამ ძმის ოჯახში შეხვდა რძლის ძმას (რაჟდენის ცოლის, ლიზას ძმას), ლევანს, რევოლუციური იდეებით შთაგონებულ, მომხიბლავ ახალგაზრდა კაცს, რომელიც შესანიშნავად მღეროდა. მათ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. რაჟდენი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ სიყვარულს, ვინაიდან, ვერ ეგუებოდა ვერაფერს, რაც ბოლშევიკებთან იყო დაკავშირებული. დედა ერთი კვირით მონასტერში ჩაიკეტა, რათა მარტოს მიეღო გადაწყვეტილება. როცა მონასტრიდან დაბრუნდა, არჩევანი გაკეთებული ჰქონდა უეცრად თავს დამტყდარი სიყვარულის სასარგებლოდ. ასე გაჰყვა დედა მამას. სასოწარკვეთილი რაჟდენი ვერ შეეგუა ამ ნაბიჯს, მოიკვეთა უსაყვარლესი უმცროსი და. ურთიერთობები იმდენად დაიძაბა, რომ რაჟდენი ბოლოს, ცოლს, ლიზასაც გაშორდა. ბევრ საკითხში არ ეთანხმებოდა მამას. როგორც ჩანს, ამ უთანხმოებებს, ბოლოს და ბოლოს, სიყვარულმაც ვერ გაუძლო, მამაჩემს ახალი, დიდი სიყვარული გაუჩნდა - გამორჩეულად ნიჭიერი და საინტერესო ქალი. დედაჩემმა უმძიმესი ტრაგედია გადაიტანა... ბოლოს, დედა, მამა და მე ერთად ვიყავით ხოსტაში, სადაც მამა დააპატიმრეს. ციხიდან მამამ დედას წერილი გამოუგზავნა. სთხოვდა: დაწერე, რომ გაშორებული ხარ ჩემთან და დაჭერას გადარჩებიო. დედამ ეს არ გააკეთა. ერთხელ მითხრა: მამაშენი ჩემი ცხოვრების ერთადერთი დიდი სიყვარული და ასეთივე დიდი უბედურება იყოო. მაშინ მივხვდი, რომ მიუხედავად ყველა უბედურებისა, რაც მას თავს დაატყდა, ალბათ, მისთვის ყველაზე მტკივნეული მაინც ღალატი იყო.

ხშირად ვფიქრობდი ჯალათისა და მსხვერპლის მარადიულ თემაზე. მამა მსხვერპლი იყო. ამას ადასტურებდა მისი ტრაგიკული დასასრულიც. მამა შთაგონებული ბოლშევიკი იყო და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერს განაპირობებდა მის ცხოვრებაში.

  • პირველი სიყვარული

მე და რეზო თაბუკაშვილი პიონერთა სასახლეში, ლიტერატურის წრეზე დავახლოვდით. მერე ცემში, პიონერთა ბანაკში კიდევ უფრო გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა. როცა თბილისში დავბრუნდი, რეზომ მინახულა და სასიყვარულო ლექსი მომიტანა. იმდენად განვიცადე, 40 გრადუსამდე ამივარდა სიცხე. ჩვენ, ლიტერატურის წრის წევრები, ხშირად დავდიოდით ე.წ. გასტროლზე. ასე გავმართეთ ლიტერატურული საღამო ქუთაისში. ქუთაისელი გოგონები რეზოზე გადაირივნენ, ის ხომ მართლაც არაჩვეულებრივად ლამაზი იყო, თან პოეტი, თან ასეთი მღელვარებით კითხულობდა საკუთარ ლექსებს.

რეზო თაბუკაშვილი

გოგონები რეზოს გუნდად დასდევდნენ, მე ვერაფერს ვამხელდი სიამაყის გამო, არადა საშინლად ვიტანჯებოდი. ბოლოს, სულ უმიზეზო შეხლა-შემოხლა მოგვივიდა. გელათიდან ვბრუნდებოდით, ხიდზე გასვლისას ისე ვიჩხუბეთ, რომ მე, გონდაკარგულმა, ხელი ვკარი და რეზო მოულოდნელობისგან მდინარეში გადავარდა. დიდი ხნის მერე, როცა რეზოსთან უკვე დაშორებული ვიყავი, მან მოსკოვიდან ლექსი გამომიგზავნა, სადაც სევდიანად და მონატრებული გრძნობით იხსენებდა იმ ხიდზე მომხდარ ამბავს. ჩვენი დაშორება ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. მერე? მერე რეზომ მოსკოვში გააგრძელა სწავლა, მე აქ დავრჩი. ჩვენი დაშორება გარდაუვალი აღმოჩნდა. მალე მას შეხვდა ქართული მშვენიერების სიმბოლო, მედეა ჯაფარიძე, რომელთანაც მთელი სიცოცხლე გაატარა, მე კი - ლადო მესხიშვილი.

  • მე და ლადო

ლადო ალექსი-მესხიშვილი ბაკურიანში გავიცანი, იგი საოცრად ელეგანტური, მოხდენილი და სპორტული აღნაგობისა გახლდათ. არასოდეს აკლდა ქალების ყურადღება. შეჯიბრება ბაკურიანის ცენტრში, პარკში ტარდებოდა. იმ დღეს სწრაფად დაშვებაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ჯერ ბიჭები უნდა გამოსულიყვნენ, მერე - გოგოები. მე მეცამეტე ნომერი შემხვდა, ლადოსაც. ფინიშს უახლოვდებოდა, როცა თხილამური გაექცა, შეტორტმანდა და ხეს შეასკდა. გულგახეთქილი მივჩერებოდი, მან კი გადაიხარხარა, თოვლი დაიფერთხა და მომიახლოვდა. თავისი ნომერი მოიხსნა და სიცილით მითხრა, - იმედია, ეს რიცხვი თქვენთვის უფრო იღბლიანი იქნებაო. ამ დღიდან ჩვენი გზები გადაიკვეთა.

ლადო უკვე ცნობილი არქიტექტორი იყო. 19 წლის ასაკში დამატყდა თავს დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა...

ის იყო უკიდურესობების ადამიანი: თუ უხაროდა, უხაროდა ისეთი თავდავიწყებული სიხარულით, რომ გარშემო ყველას სხივი ეფინებოდა; თუ დადარდიანდებოდა, მის გვერდით მყოფსაც გადაედებოდა მისი ნაღველი. შეეძლო, რამდენიმე დღე და ღამე თავი არ აეღო და 2 000 ესკიზი დაეხატა; ქეიფიც თავდავიწყებული იცოდა, თამადობაც, მაგრამ, თუ მობეზრდებოდა, შეეძლო, უცებ ამდგარიყო სუფრიდან და თამადობაც კი მიეტოვებინა. საერთოდ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ძლებდა...

იყო მრავალი პრობლემა, ტკივილი, ვნებათაღელვა (მას ხომ ოჯახი ჰყავდა), რამდენჯერმე გადავწყვიტეთ, რომ უნდა დავშორებულიყავით - ამდენი ჭორი და ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირეოდა და, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენზე ძალიან მოქმედებდა, მაგრამ ჩვენი სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა. შევუღლდით და შეგვეძინა ქეთი და ნუცა.

  • როცა ლანა ღოღობერიძე შეირთო ცოლად, იმხანად სპორტის სასახლეს აშენებდა. ლანა კი თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს იღებდა, "ერთი ცის ქვეშ“ , რომლის მესამე ნოველა მხატვრისა და გოგონას სიყვარულზეა... სპორტის სასახლის ფონზე.

გააგრძელეთ კითხვა