ევროკავშირი, ალბათ, ერთ წელს მოგვცემს პრობლემების გამოსასწორებლად, იქნება ეს მოთხოვნების შესრულება თუ ეს იქნება "ქართული ოცნების“ შეცვლა, მაგრამ ეს პროცესი დაუსრულებლად არ წავა - როგორც ევროკავშირის ელჩმა გაგვაფრთხილა პირადი შეხვედრის დროს, ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მთელი სამყარო ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ არ შეიმჩნია, რას ითხოვს ევროკავშირი, ამიტომ ახლა ეს ამ ანგარიშით "დაუმარცვლეს“. ხვიჩია აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ყურადღება ევროპაში, შარლ მიშელის უშედეგო ვიზიტების შემდეგ, მილევადია და თუ არსებულ პრობლემებს ქვეყანამ დროულად არ მოაგვარებს, ეს ყურადღება საერთოდ გაქრება.
"საქართველოს მთავრობამ არ შეიმჩნია შენიშვნები, რასაც ეუბნებოდა დასავლეთი, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე, რომლის მიზანი, როგორც დაზუსტდა, ყოფილა ერთპიროვნული მმართველობის შესუსტება და შეჩერება, ეს არ შეიმჩნია "ქართულმა ოცნებამ“ და მიიღო პირველი მოსმენით კანონპროექტი, რომელიც თითქმის ყველას შეეხებოდა, ვისაც ფული აქვს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, შესაბამისად, იმათ თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად, ამიტომ დაუმარცვლეს და დამარცვლით მიაწოდეს ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას. რაც უფრო ხშირად მოიტყუებ და გაისულელებ თავს, თითქოს შენ არ გეხება ეს რაღაცები, რაც სინამდვილეში შენ გეხება, მით უფრო გასაგებად დაგიმარცვლავენ და ისე გეტყვიან ამას.
სანქციებს რაც შეეხება, იცით, რომ ამის მომხრე არ ვარ. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გადავა იქით წელს და ალბათ, ერთ წელს მოგვცემენ ამ პრობლემების გამოსასწორებლად, იქნება ეს მოთხოვნების შესრულება თუ ეს იქნება "ქართული ოცნების“ შეცვლა , მაგრამ ეს პროცესი დაუსრულებლად არ წავა და როგორც ევროკავშირის ელჩმა გაგვაფრთხილა პირადი შეხვედრის დროს, მათ შორის ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მთელი სამყარო ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და მთელი სამყაროს და ევროპის ტვინი ახლა დაკავებულია საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარჩევით და იმით, თუ რა ეშველება ამ ქვეყანას. ეს ასე არ არის და ჩვენს მიმართ ყურადღება შარლ მიშელის უშედეგო ვიზიტების შემდეგ მილევადია. თუ ჩვენ ამას სასწრაფოდ არ ვუშველით, საერთოდ, ფეხებზე ეკიდება ცოტა ხანში ყველას, რა ხდება ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა.
ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ; დოკუმენტი ამ კუთხით განიხილავს ტელეკომპანია "მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების, როგორიცაა "ფორმულას“ და "პირველი TV“-ს დირექტორებისა და დამფუძნებლების შემთხვევას და იმეორებს გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის მოწოდებას.
თავს სენ და შენისთანები ისულელებთ როცა ვერ ამჩნევთ რა შეურაცმყოელ და მავნე რეზოლუციებს ღებულობს ევროპარლამენტი. ვინც ასეთი რეზოლუციების მომხრეა ყველა საქართველოს მტერია.
ევროკავშირში რამდენმა დაუჭირა მხარი ამ შესწორებას?და ეს უმრავლესობაა?ესენი არიან ნაცების გამოკვებილი ხალხი ვინც დაუჭირა მხარი.მიკერძოებულები.