მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ ოსიმენის გზა ნაგავსაყრელიდან ვარსკვლავობამდე - წყლის გამყიდველი, მეოცნებე ბიჭუნას მძიმე ბავშვობისა და წარმატების ამბავი: "ჩემი ცხოვრება იყო ბრძოლა გადარჩენისთვის"
ვიქტორ ოსიმენის გზა ნაგავსაყრელიდან ვარსკვლავობამდე - წყლის გამყიდველი, მეოცნებე ბიჭუნას მძიმე ბავშვობისა და წარმატების ამბავი: "ჩემი ცხოვრება იყო ბრძოლა გადარჩენისთვის"

"ყო­ველ კვი­რას ნა­გავ­საყ­რელ­ზე დავ­დი­ო­დი, რომ იქ სა­მო­სი და ფეხ­საც­მე­ლე­ბი მე­პო­ვა, ახლა აქამ­დე მო­ვე­დი. დედა, მამა - ნამ­დვი­ლად ია­მა­ყებ­დით ჩე­მით", - ეს "ნა­პო­ლის" ვარ­სკვლა­ვის, ნი­გე­რი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ვიქ­ტორ ოსი­მე­ნის სი­ტყვე­ბია.

ის მე­ოც­ნე­ბე და მებ­რძო­ლი ბი­ჭია, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში ქუ­ჩა­ში წყალს ყიდ­და ოჯა­ხის გა­მო­საკ­ვე­ბად, რო­მე­ლიც არ და­ნებ­და, არც მა­შინ, როცა სულ პა­ტა­რას დედა გარ­და­ეც­ვა­ლა, არც მა­შინ, როცა მა­მამ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა და ხუთი ბავ­შვი საჭ­მლის გა­რე­შე დარ­ჩა - ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცა, რომ ნა­გავ­საყ­რე­ლი­დან შე­იძ­ლე­ბა კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი ამობრწყინ­დეს.

ქარ­თვე­ლებს ოსი­მე­ნი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან მე­გობ­რო­ბის გამო გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ.

თუმ­ცა, ამის გარ­და, არა­ერ­თი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, რომ ის გიყ­ვარ­დეთ და პა­ტივს სცემ­დეთ.

  • ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის

ბავ­შვი იყო, როცა დედა გარ­და­ეც­ვა­ლა. ამ ამ­ბი­დან სამ თვე­ში მა­მამ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა და ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი თა­ვის ხუთ და-ძმას­თან ერ­თად იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლი­ყო, რათა ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად სა­ჭი­რო ფული გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა.

"როცა დედა გარ­და­იც­ვა­ლა, ისე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ არ მახ­სოვს რო­მე­ლი წელი იყო, მხო­ლოდ ის ვიცი, რომ თე­ბერ­ვალ­ში დაგვტო­ვა", - იხ­სე­ნებს ოსი­მე­ნი France Football-თან.

  • ბიჭი, რო­მე­ლიც დი­დიე დროგ­ბას აღ­მერ­თებ­და და "ჩელ­სის" მა­ი­სუ­რი მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო, სა­ცო­ბებ­ში მან­ქა­ნებს შო­რის დარ­ბო­და, წყლის ბოთ­ლე­ბით ხელ­ში და მძღო­ლებს მათ ყიდ­ვას სთხოვ­და

"დე­და­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან სამი თვის შემ­დეგ, მა­მამ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა და ეს ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი იყო. ჩემი ძმა სპორ­ტულ გა­ზე­თებს ყიდ­და, და - ფორ­თო­ხალს, ხოლო მე - წყალს. ლა­გოს­ში, ქუ­ჩა­ში, მან­ქა­ნებს შო­რის დავ­დი­ო­დით და მძღო­ლებს მათ ყიდ­ვას ვთა­ვა­ზობ­დით.

ვი­ცო­დით, რომ უნდა გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით და გვეს­მო­და, რომ ერ­თად ყოფ­ნას ასეთ დროს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. სა­ღა­მოს ვიკ­რი­ბე­ბო­დით და გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ფულს მა­გი­და­ზე ვაგ­რო­ვებ­დით. შემ­დეგ ყვე­ლა­ფერს უფ­როს დას ვაძ­ლევ­დით, ის საჭ­მელს გვიმ­ზა­დებ­და, ყვე­ლა­ფერს აწეს­რი­გებ­და და ფულს გან­კარ­გავ­და.

ჩემი ცხოვ­რე­ბის ეს ნა­წი­ლი იყო ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის. მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შემ­ქმნა მე, ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა იმ ადა­მი­ა­ნად, რო­მე­ლიც ახლა ვარ“, - ამ­ბობს სპორ­ტსმე­ნი.

ოსი­მე­ნის თქმით, ის მუდ­მი­ვად ეძებ­და გზებს, რომ თავი და­ეღ­წია ასე­თი ცხოვ­რე­ბის­თვის, უბ­რა­ლოდ ეცხოვ­რა ისე, რომ საჭ­მლის ფული ჰქო­ნო­და, მი­ე­ღო გა­ნათ­ლე­ბა. იმის­თვის, რომ ტან­საც­მელ­ში ფული და­ე­ზო­გა, ნა­გავ­საყ­რელ­ზე და­დი­ო­და - იქ პო­უ­ლობ­და სა­მოს­სა და ფეხ­საც­მე­ლებს.

“ყო­ველ პა­რას­კევს, ან კვი­რას დავ­დი­ო­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ფეხ­საც­მე­ლე­ბის სა­პოვ­ნე­ლად. დიდ­ხანს ვრჩე­ბო­დით იქ და ეს სა­ხა­ლი­სოც კი იყო. ჩვენ ამას ისე ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორც თა­მაშს, მაგ­რამ რო­დე­საც ამა­ზე ვფიქ­რობ... ეს ბრძო­ლაა.

  • ხან­და­ხან ვი­პო­ვი­დი ფეხ­საც­მელს მარ­ჯვე­ნა ფე­ხის­თვის, შემ­დეგ ვი­წყებ­დი მარ­ცხე­ნა ფე­ხის­თვის ფეხ­საც­მლის ძებ­ნას. ბო­ლოს, ბევ­რი ძებ­ნის შემ­დეგ, ვპო­უ­ლობ­დი. ჩემი და ყვე­ლა­ფერს კე­რავ­და და სა­ბო­ლო­ოდ, კარ­გი გა­მო­დი­ო­და. დიახ, ეს გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა იყო", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

პრე­მი­ერ ლი­გის ყუ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "ჩელ­სის" თა­მა­შე­ბის ნახ­ვა ვიქ­ტორ ოსი­მე­ნის­თვის რე­ა­ლო­ბის­გან გაქ­ცე­ვის და ოც­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. ხში­რად იც­ვამ­და ლურჯ მა­ი­სურს, უფ­როს ძმას­თან, ენ­დი­უს­თან ერ­თად, უბ­ნის ცენ­ტრში და­დი­ო­და, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ფეხ­ბურ­თის სა­ყუ­რებ­ლად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ.

ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი დას­თან ერ­თად

  • კა­რი­ე­რა

მე­ოც­ნე­ბე ბი­ჭუ­ნამ ლა­გოს­ში, Ultimate Strikers Academy-ში და­ი­წყო ვარ­ჯი­ში. მისი სა­ფეხ­ბურ­თო მო­ნა­ცე­მე­ბი მა­ლე­ვე შე­ამ­ჩნი­ეს და ევ­რო­პის ტოპ კლუ­ბებს შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

2015 წელს, რო­დე­საც ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი 15 წლის იყო, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში, 17-წლამ­დე­ლებ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ მი­იწ­ვი­ეს. ოსი­მე­ნი მალე 17-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ძალა გახ­და და თავ­დას­ხმის ხა­ზის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რად იქცა. გუნდს ჯერ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­ვედ­რა­ში და­ეხ­მა­რა, ხოლო შემ­დეგ, ჩი­ლე­ში 17-წლამ­დელ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­იბრწყი­ნა - მან 10 გოლი გა­ი­ტა­ნა, "ვერ­ცხლის ბურ­თი" მო­ი­გო და ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხელ­და.

ვიქ­ტორ ოსი­მე­ნის ევ­რო­პუ­ლი კა­რი­ე­რა გერ­მა­ნულ კლუბ "ვოლფსბურ­გში“ თა­მა­შით და­ი­წყო. ბევ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა ჰქონ­და, მათ შო­რის ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ ისე­თი კლუ­ბე­ბი რო­გო­რე­ბი­ცაა "არ­სე­ნა­ლი", "ტო­ტე­ნ­ჰე­მი", "მან­ჩეს­ტერ სიტი." ფეხ­ბურ­თელ­მა აღი­ა­რა, რომ სა­ბო­ლო­ოდ, ის კლუ­ბი აირ­ჩია, რო­მელ­მაც უფრო მეტი ფული შეს­თა­ვა­ზა.

ფეხ­ბურ­თე­ლი ამ­ბობს, რომ ასე სი­ხარ­ბის გამო არ მოქ­ცე­უ­ლა. ასე იმი­ტომ მო­იქ­ცა, რომ თა­ვი­სი ოჯა­ხის უკი­დუ­რე­სი გა­სა­ჭი­რით სა­სო­წარ­კვე­თი­ლი იყო და სურ­და, რომ მათ დახ­მა­რე­ბო­და.

"რო­დე­საც "ვოლფსბურგთან" კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მე, პირ­ვე­ლად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხი­თა და ბო­ნუ­სით ჩემ­თვის არა­ფე­რი მი­ყი­დია, სას­წრა­ფოდ ვი­ყი­დე სახ­ლი ლა­გოს­ში მა­მა­ჩე­მის­თვის. ფული მი­ვე­ცი ჩემს და-ძმებს და დღეს ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი საქ­მე, ყვე­ლა კარ­გა­დაა. მა­ხა­რებს იმის ცოდ­ნა, რომ მათ საჭ­მე­ლი აქვთ. ისი­ნი ყო­ველ­თვის მეხ­მა­რე­ბი­ან და მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და ლო­გი­კუ­რია, რომ მსურს მათი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ცვა­ლო", - ამ­ბობს სპორ­ტსმე­ნი.

ოსი­მე­ნი ხში­რად ჩა­დის ლა­გოს­ში, იმ უბან­ში, სა­დაც გა­ი­ზარ­და და ად­გი­ლობ­რი­ვებს ეხ­მა­რე­ბა

"ვოლფსბურ­გში“ ოსი­მე­ნი იბ­რძო­და სა­თა­მა­შო დრო­ის მო­სა­პო­ვებ­ლად. კლუბ­ში მისი კა­რი­ე­რა კარ­გად ვერ აე­წყო - ჯერ ტრავ­მებ­მა შე­უ­შა­ლა ხელი, შემ­დეგ - მა­ლა­რი­ამ. სა­ბო­ლო­ოდ, ფეხ­ბურ­თე­ლი იჯა­რის წე­სით, ბელ­გი­ურ Charleroi-ში გა­და­ვი­და.

აღ­ნიშ­ნულ კლუბ­ში მან ერთი სე­ზო­ნის 36 მატჩში, 20 გოლი გა­ი­ტა­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფეხ­ბურ­თე­ლით ფრან­გუ­ლი კლუ­ბი, "ლილი" და­ინ­ტე­რეს­და და სა­ბო­ლო­ოდ, ის 20-მი­ლი­ონ ევ­როდ გა­ი­ფორ­მა. "ლილ­ში" გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, მა­ლე­ვე ყვე­ლა ტურ­ნირ­ზე კლუ­ბის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი გახ­და,18 გო­ლით.

  • "ლი­ლის" შემ­დეგ, იტა­ლია და "ნა­პო­ლი"

"ნა­პო­ლი­ში" თვლიდ­ნენ, რომ ოსი­მე­ნი იქ­ნე­ბო­და ის ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც კლუბს ძველ დი­დე­ბას და­უბ­რუ­ნებ­და. მათ ფორ­ვარ­დში "ნა­პო­ლის­თვის" რე­კორ­დუ­ლი თან­ხა, 80 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დეს. 2020 წელს ვიქ­ტო­რი იქცა ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ აფ­რი­კელ ფეხ­ბურ­თე­ლად.

თუმ­ცა ამ წარ­მა­ტე­ბას თან სდევ­და სევ­და - "ნა­პო­ლის­თან" გა­რი­გე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, ვიქ­ტორ­მა მამა - პატ­რი­კი და­კარ­გა. მა­მას ფეხ­ბურ­თე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი ჰქონ­და, ის გან­კარ­გავ­და შვი­ლის კა­რი­ე­რის ად­რე­ულ ეტა­პებს. ოსი­მე­ნი ყო­ველ­თვის წუ­ხი­ლით აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­მა მშობ­ლებ­მა ვერ ნა­ხეს მისი მიღ­წე­ვე­ბი.

"დედა და მამა ნამ­დვი­ლად ია­მა­ყებ­დნენ“, - და­წე­რა ფეხ­ბურ­თელ­მა "ტვი­ტე­რის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, რო­დე­საც "ლი­ლი­დან" ნე­ა­პო­ლურ გუნდში გა­და­ვი­და.

  • ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია

ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი ერთ-ერ­თია "ნა­პო­ლის" იმ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის, რო­მელ­თა­ნაც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მე­გობ­რობს და რო­მე­ლიც "კვა­რას" თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს.

ოსი­მენს არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან. მისი თქმით, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კი­დევ უფრო მე­ტია იმა­ზე, რაც აქამ­დე გვი­ნა­ხავს. ის არას­დროს მა­ლავს გულ­წრფელ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას. უხა­რია "კვა­რას" მიერ გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბი და მად­ლო­ბას უხ­დის სა­გო­ლე გა­და­ცე­მე­ბის­თვი­საც.

გან­სა­კუთ­რე­ბით კი ერთი მო­მენ­ტით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი - რო­დე­საც 11-მეტ­რი­ა­ნი დარ­ტყმის შე­სას­რუ­ლებ­ლად კვა­რა­ცხე­ლი­ას ბურ­თი გა­უ­წო­და და გა­ამ­ხნე­ვა.

“გვა­ო­ცებს თუ არა კვა­რა­ცხე­ლია? მე ვფიქ­რობ, რომ ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, თუ რამ­დე­ნი რამ შე­უძ­ლია მას. მი­ხა­რია, მისი ასე­თი კარ­გი სა­თა­მა­შო ფორ­მა, რად­გა­ნაც კვა­რა ამას იმ­სა­ხუ­რებს. ვარ­ჯი­შის დროს ის კი­დევ უფრო უკე­თე­სია და მჯე­რა, რომ ჩვენს გა­ო­ცე­ბას თან­და­თან უფრო მე­ტად შეძ­ლებს”, - ამ­ბობს ნი­გე­რი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქუთაისელი
1

ფეხბურთი არის ღარობების თამაში და ამას ოსიმენიც ამტკიცებს,,, მდიდარი ბავშვი ვერასოდეს ვერ ითამაშებს ისეთ ფეხბურთს როგორიც ღარიბები თამაშობენ

ცეცე
3

მარიო რუი არის ხვიჩას საუკეთესო მეგობარი იქ, როგორც თქვა. ნუ ლანძღავთ მარიო რუის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ვიქტორ ოსიმენის გზა ნაგავსაყრელიდან ვარსკვლავობამდე - წყლის გამყიდველი, მეოცნებე ბიჭუნას მძიმე ბავშვობისა და წარმატების ამბავი: "ჩემი ცხოვრება იყო ბრძოლა გადარჩენისთვის"

ვიქტორ ოსიმენის გზა ნაგავსაყრელიდან ვარსკვლავობამდე - წყლის გამყიდველი, მეოცნებე ბიჭუნას მძიმე ბავშვობისა და წარმატების ამბავი: "ჩემი ცხოვრება იყო ბრძოლა გადარჩენისთვის"

"ყოველ კვირას ნაგავსაყრელზე დავდიოდი, რომ იქ სამოსი და ფეხსაცმელები მეპოვა, ახლა აქამდე მოვედი. დედა, მამა - ნამდვილად იამაყებდით ჩემით", - ეს "ნაპოლის" ვარსკვლავის, ნიგერიელი ფეხბურთელის, ვიქტორ ოსიმენის სიტყვებია.

ის მეოცნებე და მებრძოლი ბიჭია, რომელიც ბავშვობაში ქუჩაში წყალს ყიდდა ოჯახის გამოსაკვებად, რომელიც არ დანებდა, არც მაშინ, როცა სულ პატარას დედა გარდაეცვალა, არც მაშინ, როცა მამამ სამსახური დაკარგა და ხუთი ბავშვი საჭმლის გარეშე დარჩა - ყველას დაუმტკიცა, რომ ნაგავსაყრელიდან შეიძლება კაშკაშა ვარსკვლავი ამობრწყინდეს.

ქართველებს ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიასთან მეგობრობის გამო განსაკუთრებით უყვართ.

თუმცა, ამის გარდა, არაერთი მიზეზი არსებობს, რომ ის გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ.

  • ბრძოლა გადარჩენისთვის

ბავშვი იყო, როცა დედა გარდაეცვალა. ამ ამბიდან სამ თვეში მამამ სამსახური დაკარგა და ვიქტორ ოსიმენი თავის ხუთ და-ძმასთან ერთად იძულებული გახდა, ქუჩაში გასულიყო, რათა ოჯახის სარჩენად საჭირო ფული გამოემუშავებინა.

"როცა დედა გარდაიცვალა, ისე პატარა ვიყავი, რომ არ მახსოვს რომელი წელი იყო, მხოლოდ ის ვიცი, რომ თებერვალში დაგვტოვა", - იხსენებს ოსიმენი France Football-თან.

  • ბიჭი, რომელიც დიდიე დროგბას აღმერთებდა და "ჩელსის" მაისური მისთვის ყველაფერი იყო, საცობებში მანქანებს შორის დარბოდა, წყლის ბოთლებით ხელში და მძღოლებს მათ ყიდვას სთხოვდა

"დედაჩემის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ, მამამ სამსახური დაკარგა და ეს ჩვენი ოჯახისთვის უმძიმესი პერიოდი იყო. ჩემი ძმა სპორტულ გაზეთებს ყიდდა, და - ფორთოხალს, ხოლო მე - წყალს. ლაგოსში, ქუჩაში, მანქანებს შორის დავდიოდით და მძღოლებს მათ ყიდვას ვთავაზობდით.

ვიცოდით, რომ უნდა გადავრჩენილიყავით და გვესმოდა, რომ ერთად ყოფნას ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საღამოს ვიკრიბებოდით და გამომუშავებულ ფულს მაგიდაზე ვაგროვებდით. შემდეგ ყველაფერს უფროს დას ვაძლევდით, ის საჭმელს გვიმზადებდა, ყველაფერს აწესრიგებდა და ფულს განკარგავდა.

ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. მაგრამ ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, შემქმნა მე, ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, რომელიც ახლა ვარ“, - ამბობს სპორტსმენი.

ოსიმენის თქმით, ის მუდმივად ეძებდა გზებს, რომ თავი დაეღწია ასეთი ცხოვრებისთვის, უბრალოდ ეცხოვრა ისე, რომ საჭმლის ფული ჰქონოდა, მიეღო განათლება. იმისთვის, რომ ტანსაცმელში ფული დაეზოგა, ნაგავსაყრელზე დადიოდა - იქ პოულობდა სამოსსა და ფეხსაცმელებს.

“ყოველ პარასკევს, ან კვირას დავდიოდი მეგობრებთან ერთად ფეხსაცმელების საპოვნელად. დიდხანს ვრჩებოდით იქ და ეს სახალისოც კი იყო. ჩვენ ამას ისე ვუყურებდით, როგორც თამაშს, მაგრამ როდესაც ამაზე ვფიქრობ... ეს ბრძოლაა.

  • ხანდახან ვიპოვიდი ფეხსაცმელს მარჯვენა ფეხისთვის, შემდეგ ვიწყებდი მარცხენა ფეხისთვის ფეხსაცმლის ძებნას. ბოლოს, ბევრი ძებნის შემდეგ, ვპოულობდი. ჩემი და ყველაფერს კერავდა და საბოლოოდ, კარგი გამოდიოდა. დიახ, ეს გადარჩენისთვის ბრძოლა იყო", - ამბობს ფეხბურთელი.

პრემიერ ლიგის ყურება, განსაკუთრებით კი "ჩელსის" თამაშების ნახვა ვიქტორ ოსიმენისთვის რეალობისგან გაქცევის და ოცნების შესაძლებლობა იყო. ხშირად იცვამდა ლურჯ მაისურს, უფროს ძმასთან, ენდიუსთან ერთად, უბნის ცენტრში დადიოდა, სადაც ადამიანები ფეხბურთის საყურებლად იკრიბებოდნენ.

ვიქტორ ოსიმენი დასთან ერთად

  • კარიერა

მეოცნებე ბიჭუნამ ლაგოსში, Ultimate Strikers Academy-ში დაიწყო ვარჯიში. მისი საფეხბურთო მონაცემები მალევე შეამჩნიეს და ევროპის ტოპ კლუბებს შეატყობინეს.

2015 წელს, როდესაც ვიქტორ ოსიმენი 15 წლის იყო, ეროვნულ ნაკრებში, 17-წლამდელებში სავარჯიშოდ მიიწვიეს. ოსიმენი მალე 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი ძალა გახდა და თავდასხმის ხაზის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. გუნდს ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაში დაეხმარა, ხოლო შემდეგ, ჩილეში 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა - მან 10 გოლი გაიტანა, "ვერცხლის ბურთი" მოიგო და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ვიქტორ ოსიმენის ევროპული კარიერა გერმანულ კლუბ "ვოლფსბურგში“ თამაშით დაიწყო. ბევრი შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის ინტერესდებოდნენ ისეთი კლუბები როგორებიცაა "არსენალი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ სიტი." ფეხბურთელმა აღიარა, რომ საბოლოოდ, ის კლუბი აირჩია, რომელმაც უფრო მეტი ფული შესთავაზა.

ფეხბურთელი ამბობს, რომ ასე სიხარბის გამო არ მოქცეულა. ასე იმიტომ მოიქცა, რომ თავისი ოჯახის უკიდურესი გასაჭირით სასოწარკვეთილი იყო და სურდა, რომ მათ დახმარებოდა.

"როდესაც "ვოლფსბურგთან" კონტრაქტი გავაფორმე, პირველად მიღებული თანხითა და ბონუსით ჩემთვის არაფერი მიყიდია, სასწრაფოდ ვიყიდე სახლი ლაგოსში მამაჩემისთვის. ფული მივეცი ჩემს და-ძმებს და დღეს ყველას აქვს თავისი საქმე, ყველა კარგადაა. მახარებს იმის ცოდნა, რომ მათ საჭმელი აქვთ. ისინი ყოველთვის მეხმარებიან და მეხმარებოდნენ და ლოგიკურია, რომ მსურს მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო", - ამბობს სპორტსმენი.

ოსიმენი ხშირად ჩადის ლაგოსში, იმ უბანში, სადაც გაიზარდა და ადგილობრივებს ეხმარება

"ვოლფსბურგში“ ოსიმენი იბრძოდა სათამაშო დროის მოსაპოვებლად. კლუბში მისი კარიერა კარგად ვერ აეწყო - ჯერ ტრავმებმა შეუშალა ხელი, შემდეგ - მალარიამ. საბოლოოდ, ფეხბურთელი იჯარის წესით, ბელგიურ Charleroi-ში გადავიდა.

აღნიშნულ კლუბში მან ერთი სეზონის 36 მატჩში, 20 გოლი გაიტანა. მოგვიანებით ფეხბურთელით ფრანგული კლუბი, "ლილი" დაინტერესდა და საბოლოოდ, ის 20-მილიონ ევროდ გაიფორმა. "ლილში" გატარებული პერიოდიც წარმატებული იყო, მალევე ყველა ტურნირზე კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა,18 გოლით.

  • "ლილის" შემდეგ, იტალია და "ნაპოლი"

"ნაპოლიში" თვლიდნენ, რომ ოსიმენი იქნებოდა ის ფეხბურთელი, რომელიც კლუბს ძველ დიდებას დაუბრუნებდა. მათ ფორვარდში "ნაპოლისთვის" რეკორდული თანხა, 80 მილიონი დოლარი გადაიხადეს. 2020 წელს ვიქტორი იქცა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ აფრიკელ ფეხბურთელად.

თუმცა ამ წარმატებას თან სდევდა სევდა - "ნაპოლისთან" გარიგების დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე, ვიქტორმა მამა - პატრიკი დაკარგა. მამას ფეხბურთელის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა, ის განკარგავდა შვილის კარიერის ადრეულ ეტაპებს. ოსიმენი ყოველთვის წუხილით აღნიშნავს, რომ მისმა მშობლებმა ვერ ნახეს მისი მიღწევები.

"დედა და მამა ნამდვილად იამაყებდნენ“, - დაწერა ფეხბურთელმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე, როდესაც "ლილიდან" ნეაპოლურ გუნდში გადავიდა.

  • ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია

ვიქტორ ოსიმენი ერთ-ერთია "ნაპოლის" იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთანაც ხვიჩა კვარაცხელია მეგობრობს და რომელიც "კვარას" თავის დამკვიდრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ოსიმენს არაერთხელ უსაუბრია კვარაცხელიას შესახებ მედიასთან. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტია იმაზე, რაც აქამდე გვინახავს. ის არასდროს მალავს გულწრფელ აღფრთოვანებას. უხარია "კვარას" მიერ გატანილი გოლები და მადლობას უხდის საგოლე გადაცემებისთვისაც.

განსაკუთრებით კი ერთი მომენტით დაგვამახსოვრა თავი - როდესაც 11-მეტრიანი დარტყმის შესასრულებლად კვარაცხელიას ბურთი გაუწოდა და გაამხნევა.

“გვაოცებს თუ არა კვარაცხელია? მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რამდენი რამ შეუძლია მას. მიხარია, მისი ასეთი კარგი სათამაშო ფორმა, რადგანაც კვარა ამას იმსახურებს. ვარჯიშის დროს ის კიდევ უფრო უკეთესია და მჯერა, რომ ჩვენს გაოცებას თანდათან უფრო მეტად შეძლებს”, - ამბობს ნიგერიელი ფეხბურთელი.