საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანხას მე როგორ ავიღებდი" - რას ამბობს ნანა გოთუა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეობასა და მეუღლის - ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაწესებულ 10 000-ლარიან ჯილდოზე?
"თანხას მე როგორ ავიღებდი" - რას ამბობს ნანა გოთუა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეობასა და მეუღლის - ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაწესებულ 10 000-ლარიან ჯილდოზე?

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ოზურ­გე­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად 10 ადა­მი­ა­ნი და­ა­სა­ხე­ლეს, რო­მელ­თაც 10 000-ლა­რი­ა­ნი ჯილ­დო ბიზ­ნეს­მენ­მა ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­მა გა­დას­ცა, რის თა­ო­ბა­ზეც ოზურ­გე­თის მერ­მა ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძემ და­წე­რა და ამის­თვის ჩხარ­ტიშ­ვილს მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის იყო ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნანა გო­თუა, რო­მელ­მაც სა­მად­ლო­ბე­ლი პოს­ტიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მას ეს წო­დე­ბა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­ლო­ბი­სა და ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, ქველ­მოქ­მე­დე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სფე­როს მხარ­და­ჭე­რის­თვის მი­ე­ნი­ჭა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ქალ­ბა­ტონ ნა­ნას, მი­ვუ­ლო­ცეთ სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი და და­ვინ­ტე­რეს­დით მე­უღ­ლის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ჯილ­დო თუ მი­ი­ღო.

"ამ­ბე­ბი.გე" ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე­სა და ოზურ­გე­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე ნანა გო­თუ­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ჩვენ­თან შემ­დე­გი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა:

"იქ ისე­თი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი და ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, მე მარ­თლა არ ვიცი, რით და­ვიმ­სა­ხუ­რე მათ გვერ­დით დგო­მა და იმ სი­ხა­რუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბა, რა­საც თი­თო­ე­უ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გა­ნიც­დი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა "თან­ხამ­დე და­სულ", იმ დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და სტი­მულს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი აკე­თო შენი ქა­ლა­ქის­თვის, რა­საც ოზურ­გე­თის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქვია - ფუ­ლა­დი ჯილ­დო გა­და­ე­ცა ყვე­ლას. მე, რა თქმა უნდა, არ ამი­ღია. ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სი ჩემი გუ­რუ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლია, სხვა და­ნარ­ჩე­ნი ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღა­რაა. რაც მთა­ვა­რია, იდეა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ გაგ­ვე­ხა­რე­ბი­ნა, ვა­ნომ გა­მი­ზი­ა­რა და მეც სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხმდი... თან­ხას მე რო­გორ ავი­ღებ­დი. რაც იყო და რა­საც ვფიქ­რობ, გულ­წრფე­ლად გი­თხა­რით".

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

მარაზმია

მიმი
1

თქვენმა ოჯახმა თავი დანებეთ მეცენატობის თამაშს და ხალხს დაუბრუნეთ მათი და მათი მშობლების დანაზოგი. რატომ ხელისუფლება არ ინტერესდება ამ ფაქტით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თანხას მე როგორ ავიღებდი" - რას ამბობს ნანა გოთუა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეობასა და მეუღლის - ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაწესებულ 10 000-ლარიან ჯილდოზე?

"თანხას მე როგორ ავიღებდი" - რას ამბობს ნანა გოთუა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეობასა და მეუღლის - ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაწესებულ 10 000-ლარიან ჯილდოზე?

როგორც ცნობილი გახდა, ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებად 10 ადამიანი დაასახელეს, რომელთაც 10 000-ლარიანი ჯილდო ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გადასცა, რის თაობაზეც ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაწერა და ამისთვის ჩხარტიშვილს მადლობაც გადაუხადა. როგორც აღმოჩნდა, საპატიო მოქალაქეებს შორის იყო ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე ნანა გოთუა, რომელმაც სამადლობელი პოსტიც გამოაქვეყნა. მას ეს წოდება ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის მიენიჭა. ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ ნანას, მივულოცეთ საპატიო მოქალაქის სტატუსი და დავინტერესდით მეუღლის მიერ დაწესებული ჯილდო თუ მიიღო.

"ამბები.გე" ვანო ჩხარტიშვილის მეუღლესა და ოზურგეთის საპატიო მოქალაქე ნანა გოთუას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან შემდეგი განმარტება გააკეთა:

"იქ ისეთი დამსახურებული და ღვაწლმოსილი ადამიანები იყვნენ, მე მართლა არ ვიცი, რით დავიმსახურე მათ გვერდით დგომა და იმ სიხარულის გაზიარება, რასაც თითოეული ჯილდოს მფლობელი განიცდიდა.

რაც შეეხება "თანხამდე დასულ", იმ დიდ პატივისცემას, პასუხისმგებლობას და სტიმულს, რაც შეიძლება მეტი აკეთო შენი ქალაქისთვის, რასაც ოზურგეთის საპატიო მოქალაქეობა ჰქვია - ფულადი ჯილდო გადაეცა ყველას. მე, რა თქმა უნდა, არ ამიღია. ჩემთვის უმთავრესი ჩემი გურულების სიყვარულია, სხვა დანარჩენი ჩემთვის საინტერესო აღარაა. რაც მთავარია, იდეა, ეს ადამიანები რომ გაგვეხარებინა, ვანომ გამიზიარა და მეც სიხარულით დავთანხმდი... თანხას მე როგორ ავიღებდი. რაც იყო და რასაც ვფიქრობ, გულწრფელად გითხარით".