ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, კიდევ დამძიმდეს თუ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ.
როგორც მან კლინიკა" ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს კვლავ ტემპერატურა აქვს, რაც სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი მიმდინარეობს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს, სხვადასხვა ექსპერტები შევდივართ. დასკვნა დასასრულისკენ მიდის. შემთხვევა არის ძალიან რთული, ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა. უამრავი ექსპერტია ჩართული, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. პრაქტიკულად, სრულფასოვანი დიაგნოსტიკა არ ჩატარებულა. დასკვნის მოდუსი იქნება, რომ სასწრაფოდ გაყვანილი იყოს სადმე უცხოურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა მოხდება. ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის დიაგნოსტიკა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმება არის მოსალოდნელი. ტემპერატურის მატებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადღაც არის ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი, ეს ჩემი მოსაზრება გახლავთ. საჭიროა სასწრაფოდ გადაყვანა, სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია",-განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, სიცხის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტს, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ტესტი უარყოფითია და მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ აქვს.
დიაგნოზს რატომ არ ასაჯაროვებთ?! რა სჭირს ბოლო ბოლო ისეთი რომ აქ ვერ მკურნალობენ?! ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა ბოლო ბოლო საქართვოში, წარმატებით და... ამ დედა ქფეთქებულს რა სჭირს ესეთი?! ან რით ვერ მოკვდა ამდენი თვე მძიმდება თურმე. კი ვიცით რა მუცლის გვრემა გაქვთ თქვენ და მასაც. საქართველოს ჰაერი მოქმედებს თურმე ცუდად.
აღიარეთ ბოლო ბოლო რომ ოფიციალურად არის გიჟი და ესაჭიროება ფსიქიატრიული კლინიკა და მკურნალობა. გაბედეთე და თქვით. მერე გაუშვით სადაც გინდათ.
ნერვული მოშლილობა მოლაშვილს არ ქონდა? ვინმემ თუ ამოიღეთ ხმა. თუ ესენი ბევრს გაფინანსებენ? ცეცხლს ნუ ეთამაშებით.