პაკისტანის ყოფილი ლიდერი იმრან ხანი აღმოსავლეთ პენჯაბის პროვინციაში გამართულ აქციაზე დაჭრეს.
შეიარაღებულმა პირებმა მას ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად კი იმრან ხანი ფეხში დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
"მდგომარეობა სტაბილურია, ტყვია ფეხში მოხვდა და გადაყვანილია კლინიკაში“, - განაცხადა იმრან ხანიხ პრესსპიკერმა მუზამილ ისლამმა.
შემთხვევის ადგილზე ორი თავდამსხმელი მოქმედებდა. პოლიციამ მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ერთი დაიღუპა, ხოლო მეორე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.