სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია" - იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია" - იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მი­მართ გა­მო­ტა­ნილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას და­ე­თან­ხმა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ მომ­წამ­ლა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბის "ჩა­დე­ბა“ გა­მო­რი­ცხუ­ლია.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ში და­ი­ნა­ხა, პრო­ცე­დუ­რუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და ის გავ­ლე­ნას არ ახ­დენს გა­ნა­ჩე­ნის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი კა­ნო­ნი­ე­რად მი­იჩ­ნია და მომ­ჩივ­ნის პრე­ტენ­ზია მო­რა­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე და­ობ­და, რომ და­ირ­ღვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ("ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დის“) მო­პო­ვე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო. იგი, აგ­რეთ­ვე, ასა­ჩივ­რებ­და მის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის სრუ­ლად და­ხურ­ვის სა­კითხს და ამ­ტკი­ცებ­და, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ირ­ღვა მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მომ­ჩივ­ნის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა ("ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დის“) და მათი სან­დო­ო­ბის კუ­თხით დარ­ღვე­ვა არ და­ად­გი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ და­ა­ყე­ნა ეროვ­ნულ დო­ნე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­სა და სა­სა­მარ­თლო­ე­ბის დას­კვნე­ბი მომ­ჩივ­ნის მი­მართ წარ­მო­ე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო და­ე­თან­ხმა მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია მომ­წამ­ლა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბის "ჩა­დე­ბა“, რო­გორც ამას მომ­ჩი­ვა­ნი ამ­ტკი­ცებ­და. ამას­თან, ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის გა­ნა­ჩე­ნი ეფუძ­ნე­ბა საქ­მე­ში არ­სე­ბულ არა­ერთ სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რო­გო­რი­ცაა მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, აუ­დიო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და სხვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ჩივ­ნის სხვა მო­თხოვ­ნებს, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მომ­ჩივ­ნის მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი საქ­მის სხდო­მე­ბის სრუ­ლად და­ხურ­ვა არ იყო მკაც­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი. კერ­ძოდ, ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს შე­ფა­სე­ბით, შიდა სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ სა­თა­ნა­დოდ არ იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, თუ რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და სხდო­მის ნა­წი­ლის სა­ჯა­როდ ჩა­ტა­რე­ბა. ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნია ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში მომ­ჩივ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ცალ­კე­უ­ლი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან საქ­მის მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლის სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც დაც­ვის მხა­რის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­უთ­ქმე­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი არის პრო­ცე­დუ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის და გავ­ლე­ნას არ ახ­დენს გა­ნა­ჩე­ნის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე, რაც კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და თა­ვად ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის­წარ­მო­ე­ბა მთლი­ა­ნო­ბა­ში იყო სა­მარ­თლი­ა­ნი, მომ­ჩივ­ნის ჩხრე­კა იყო კა­ნო­ნი­ე­რი და ცი­ა­ნი­დის "ჩა­დე­ბას“ ად­გი­ლი არ ჰქო­ნია“, - ნათ­ქვა­მია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავცრე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არ მეცოდება.
0

უსინდისოს აფურთხებდნენ დ ა ჟუჟუნა წვიმა მოდისო, ისეა, ამ მამალაძეების საქმე. 

ქეთი
45

თუ მოიგეთ, ჯარიმას თქვენ რატო გაკისრებენ? ნუ, ქოცებს ლოგიკაში მაგრად გიჭირთ. მაგრამ მაინც

ავტორი:

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია" - იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია" - იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტრასბურგის სასამართლო მთავრობის პოზიციას დაეთანხმა, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მომწამლავი ნივთიერების "ჩადება“ გამორიცხულია.

უწყების ცნობითვე, დარღვევები, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საქმეში დაინახა, პროცედურული ხასიათისაა და ის გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დაობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების ("ნატრიუმის ციანიდის“) მოპოვების გარემოებების გამო. იგი, აგრეთვე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს და ამტკიცებდა, რომ გენერალური პროკურატურისა და თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა ("ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების "ჩადება“, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვა.

რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმისწარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის "ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.