პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტერმინი "ოლიგარქიზაცია" "დატრენდილია" მსოფლიოში და ცუდს ნიშნავს" - იაგო ხვიჩია
"ტერმინი "ოლიგარქიზაცია" "დატრენდილია" მსოფლიოში და ცუდს ნიშნავს" - იაგო ხვიჩია

ზო­გა­დად, ტერ­მი­ნი „დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია“ კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღა­ცის­თვის არის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი კონ­კრე­ტულ კონ­ტექ­სტში. ჩვე­ნი კონ­ტექ­სტი უც­ვლე­ლია ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - ჩვენ ყო­ველ­თვის, ოლი­გარ­ქე­ბიც რომ არ გვყავ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ანა­ლო­გი­უ­რი ტი­პის პრობ­ლე­მა გვა­წუ­ხებ­და, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „რე­ზი­უ­მე­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხვი­ჩი­ამ აღ­ნიშ­ნა, ერ­თპი­როვ­ნუ­ლი და ერ­თპარ­ტი­უ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის პრობ­ლე­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­თვის იყო, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავ­და ოლი­გარ­ქი მმარ­თვე­ლი.

"ჩვენ ახ­ლაც იგი­ვე პრობ­ლე­მა გვაქვს. სა­დღაც, სა­ერ­თოდ სხვა ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც პრობ­ლე­მას ოლი­გარ­ქი­ზა­ცია და­ერ­ქვა და იმის გამო რომ და­ემ­თხვა, რომ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი ფუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და ეს ტერ­მი­ნი რა­ღაც­ნა­ი­რად დატ­რენ­დი­ლია მსოფ­ლი­ო­ში და ცუდს ნიშ­ნავს, ჩვენ გვინ­და მისი პირ­და­პირ აქეთ გად­მო­ტა­ნა. ერთს უნდა მისი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­მო­ტა­ნა, ხოლო მე­ო­რე ასე­ვე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი უარ­ყო­ფა. და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი უარ­ყო­ფა ნიშ­ნავს, რომ კა­ნო­ნი ყვე­ლას შე­ე­ხე­ბა ერთი კა­ცის გარ­და“, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, „ამას უნდა და­ვა­ნე­ბოთ თავი“ და სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მას სხვა რამ წარ­მო­ად­გენს.

„იმას, რაც მარ­თლა პრობ­ლე­მაა: ვგუ­ლის­ხმობ ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბას, ამ 6 თვე­ში ვერ ეშ­ვე­ლე­ბო­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩვენ რომ აქამ­დე დაგ­ვე­წყო და­ნარ­ჩენ პუნ­ქტებ­ზე მუ­შა­ო­ბა, შევ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვით და გვეთ­ქვა, რომ რა­ღა­ცებ­ზე კი­დევ ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას და ვდგამთ ნა­ბი­ჯებს - მა­გა­ლი­თად, დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში ვდგამთ კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ზღვარ­გა­რეთ ვუშ­ვებთ სამ­კურ­ნა­ლოდ. სა­ნაც­ვლოდ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ­ბობს, რომ კონ­სენ­სუ­სით ვა­კე­თებთ იმას, რომ ევ­რო­პას­თან ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თუ­ლი იყოს. ჩვენ ვრიგ­დე­ბით, რომ ევ­რო­პის წინ ხელი ჩა­მო­ვარ­თვათ ერ­თმა­ნეთს. ეს თემა რომ გაგ­ვევ­ლო, ჩვენ შიგ­ნით პო­ლა­რი­ზა­ცი­ის სი­ტუ­ა­ცი­ას ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვად გა­ვუმკლავ­დე­ბო­დით კარგ ხა­სი­ათ­ზე.

ჩემი აზ­რით, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ერთი მო­ტი­ვა­ცია ამოძ­რა­ვებს - 10 წე­ლია ერ­თმა­ნეთს ებ­რძვი­ან და ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სტრუქ­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­და რა­ღაც კვა­ზი ბრძო­ლა­ში „ქო­ცებ­სა“ და „ნა­ცებს“ შო­რის. ისე­თი ბრძო­ლაა, რომ ბო­ლომ­დე სე­რი­ო­ზუ­ლო­ბაც აკ­ლია და თით­ქოს რა­ღაც ღა­და­ო­ბის ელე­მენ­ტე­ბიც დაკ­რავს. ამ ბრძო­ლამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ამ ორმა პარ­ტი­ამ რა­ღაც მო­გო­ნილ ბრძო­ლა­ში იცის თა­ნა­არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც არა­ვის არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა. ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ფე­რი გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან საბ­რძოლ­ვე­ლი, ეს და­ყო­ფა ხე­ლოვ­ნუ­რად არის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი შე­იქ­მნას და ადა­მი­ა­ნე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ დაჰ­ყო „წით­ლე­ბად“ და „ლურ­ჯე­ბად“. ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ამ­ბავ­შიც ამა­ზე ვერ თქვეს უარი. ამა­ზე თუ უარი თქვეს, რა უნდა გა­ა­კე­თონ?“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვიოლა
0

იაგო კარგად იყის და კობახიძე სადაა, ხალხს ენატრება 

გიორგი
0

ოლიგრაქია მაგ ტერმინის ავტორების პლატონის და არისტოტელის მიხედვით მდიდრების ძალაუფლებას ნიშნავს, მსოფლიოს ხელისუფლებებში ოლიგრაქები იყვნენ და არიან მომჯდრები: სხვადასხვა ჯურის არაბი სულთნები,პრინცები , შეიხები , მდიდარი ადამიანების სიების თავში არიან მოქცეული,აშშ-ს ოლიგრაქები და მათი ლობისტები მართავენ ბლუმბერგი,პერო,როკფელერი, ფორბსი,ქერი, გორი, კენედი,ტრამპი.ბერლუსკონი იტალიაში. სუნაკი ბრიტანეთში. კოლომაისკი, პოროშენკო უკრაინაში. მაგრამ სწორედ უკრაინაში შემოიღეს (თუ შემოაღებინეს ) უნიკალური,იდიოტური ანტიოლიგრაქიული კანონი,რომლეილც "საკუთარი და უცხო" მდიდრების დახარისხებას ემსახურება და უფრო ბოლშევიკურ "გაკულაკებას"წააგავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ტერმინი "ოლიგარქიზაცია" "დატრენდილია" მსოფლიოში და ცუდს ნიშნავს" - იაგო ხვიჩია

"ტერმინი "ოლიგარქიზაცია" "დატრენდილია" მსოფლიოში და ცუდს ნიშნავს" - იაგო ხვიჩია

ზოგადად, ტერმინი „დეოლიგარქიზაცია“ კონკრეტული რაღაცისთვის არის მოფიქრებული კონკრეტულ კონტექსტში. ჩვენი კონტექსტი უცვლელია ბოლო 30 წლის განმავლობაში - ჩვენ ყოველთვის, ოლიგარქებიც რომ არ გვყავდნენ ხელისუფლებაში, ანალოგიური ტიპის პრობლემა გვაწუხებდა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლების პრობლემა ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო, მაშინაც კი, როდესაც საქართველოს არ ჰყავდა ოლიგარქი მმართველი.

"ჩვენ ახლაც იგივე პრობლემა გვაქვს. სადღაც, საერთოდ სხვა ქვეყანაში რაღაც პრობლემას ოლიგარქიზაცია დაერქვა და იმის გამო რომ დაემთხვა, რომ ერთპიროვნული მმართველი ფულიანი ადამიანია და ეს ტერმინი რაღაცნაირად დატრენდილია მსოფლიოში და ცუდს ნიშნავს, ჩვენ გვინდა მისი პირდაპირ აქეთ გადმოტანა. ერთს უნდა მისი დაუსაბუთებელი შემოტანა, ხოლო მეორე ასევე დაუსაბუთებელი უარყოფა. დაუსაბუთებელი უარყოფა ნიშნავს, რომ კანონი ყველას შეეხება ერთი კაცის გარდა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე შეფასებით, „ამას უნდა დავანებოთ თავი“ და სინამდვილეში საქართველოს პრობლემას სხვა რამ წარმოადგენს.

„იმას, რაც მართლა პრობლემაა: ვგულისხმობ ერთპარტიული მმართველობას, ამ 6 თვეში ვერ ეშველებოდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ აქამდე დაგვეწყო დანარჩენ პუნქტებზე მუშაობა, შევთანხმებულიყავით და გვეთქვა, რომ რაღაცებზე კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას და ვდგამთ ნაბიჯებს - მაგალითად, დეპოლარიზაციაში ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ ვუშვებთ სამკურნალოდ. სანაცვლოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ კონსენსუსით ვაკეთებთ იმას, რომ ევროპასთან ყველაფერი გამართული იყოს. ჩვენ ვრიგდებით, რომ ევროპის წინ ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს. ეს თემა რომ გაგვევლო, ჩვენ შიგნით პოლარიზაციის სიტუაციას ბევრად უფრო მარტივად გავუმკლავდებოდით კარგ ხასიათზე.

ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ერთი მოტივაცია ამოძრავებს - 10 წელია ერთმანეთს ებრძვიან და ეს პოლიტიკური კონსტრუქცია ჩამოყალიბდა რაღაც კვაზი ბრძოლაში „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის. ისეთი ბრძოლაა, რომ ბოლომდე სერიოზულობაც აკლია და თითქოს რაღაც ღადაობის ელემენტებიც დაკრავს. ამ ბრძოლამ საბოლოო ჯამში ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, თუმცა ფაქტია, რომ ამ ორმა პარტიამ რაღაც მოგონილ ბრძოლაში იცის თანაარსებობა, რომელიც არავის არაფერში სჭირდება. ამ ქვეყნის მოსახლეობას არაფერი გვაქვს ერთმანეთთან საბრძოლველი, ეს დაყოფა ხელოვნურად არის შენარჩუნებული იმისთვის, რომ პოლიტიკური განსხვავებები შეიქმნას და ადამიანები წინასაარჩევნოდ დაჰყო „წითლებად“ და „ლურჯებად“. ევროინტეგრაციის ამბავშიც ამაზე ვერ თქვეს უარი. ამაზე თუ უარი თქვეს, რა უნდა გააკეთონ?“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.