პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესტორანმა "წისქვილმა" FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ზე ოქროს ჯილდო მოიპოვა
რესტორანმა "წისქვილმა" FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ზე ოქროს ჯილდო მოიპოვა

28 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პრო­ექ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბა – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გა­ი­მარ­თა. ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სულ 11 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დნენ. „სა­ვაჭ­რო ფარ­თე­ბის“ (Retail) კა­ტე­გო­რი­ა­ში კი მთა­ვა­რი, ოქ­როს ჯილ­დო ჟი­უ­რიმ რეს­ტო­რან „წის­ქვილს“ გა­დას­ცა.

„წის­ქვი­ლი“ არ არის მხო­ლოდ კვე­ბის ობი­ექ­ტი, მისი გა­რე­მო ვი­ზი­ტო­რებს აძ­ლევს ემო­ცი­ას, რო­მე­ლიც მათ თან დიდ­ხანს მიჰ­ყვე­ბათ. უცხო­ე­ლე­ბის­თვის კი ჩვენ­თან სტუმ­რო­ბა არის ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის, კულ­ტუ­რის, ფოლკ­ლო­რი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის გაც­ნო­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჟი­უ­რი­სა და და­ჯილ­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს „წის­ქვი­ლის“ ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის და­ნახ­ვი­სა და და­ფა­სე­ბის­თვის, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ჯილ­დო“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი შვე­ლი­ძე.

FIABCI World Prix d'Excellence, რო­მე­ლიც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ოს­კა­რად მი­იჩ­ნე­ვა, ად­გენს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ კრი­ტე­რი­უ­მებ­თან. ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რი, ასე­ვე, აფა­სებს პრო­ექ­ტის ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა­სა და მის ეს­თე­ტი­კურ­სა და ფუნ­ქცი­ურ მხა­რე­ებს.

„ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა ყვე­ლა აღი­ა­რე­ბა. ეს არის ერ­თგვა­რი სტი­მუ­ლიც, გა­ვაგ­რძე­ლო ამ სივ­რცის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მის დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბა, რათა „წის­ქვილ­ში“ მო­სულ­მა ყვე­ლა სტუ­მარ­მა თავი გა­მორ­ჩე­უ­ლად იგ­რძნოს“, – გვი­თხრა „სტუ­დიო-9“-ს მთა­ვარ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა მა­მუ­კა ჩხა­ი­ძემ, რო­მელ­საც „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ რეს­ტორ­ნე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კონ­ცეფ­ცია და დი­ზა­ი­ნი ეკუთ­ვნის. ამას­თან ერ­თად, ის „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

მშე­ნებ­ლო­ბის სექ­ტო­რის გა­მორ­ჩე­ულ მო­ნა­წი­ლე­თა და და­ჯილ­დო­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა რი­გებ­ში მოხ­ვედ­რა „წის­ქვი­ლი ჯგუფს“ FIABCI-Georgia-ს პრე­ზი­დენ­ტმა, ლიკა ქარ­და­ვა­მაც მი­უ­ლო­ცა.

„და­ჯილ­დო­ე­ბის მი­ზა­ნი ინო­ვა­ცი­უ­რი, კარ­გად ნა­ფიქ­რი კონ­ცეფ­ცი­ი­სა და მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის შე­ნო­ბე­ბის და პრო­ექ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა იყო. ასე­ვე, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რე­ბენ გა­რე­მოს ეკო­ლო­გი­უ­რი ნაკ­ვა­ლე­ვის შემ­ცი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ არის, ამი­ტომ ვუ­ლო­ცავ „წის­ქვი­ლი ჯგუფს“ წარ­დგე­ნილ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ოქ­როს ჯილ­დოს მო­პო­ვე­ბას“, – გვი­თხრა ლიკა ქარ­და­ვამ.

FIABCI World Prix d'Excellence-ს ჯილ­დო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ანი­ჭებს უფ­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნონ Prix-ის ლოგო. ამას­თან ერ­თად, ისი­ნი იღე­ბენ წვდო­მას FIABCI-ის უნი­კა­ლურ სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა­სა და ქსელ­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 60-ზე მეტ წევრ ქვე­ყა­ნას და 120-ზე მეტ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პრო­ფე­სი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

FIABCI Prix d’Excellence-ს 30 წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც და­ჯილ­დო­ე­ბას უმას­პინ­ძლა. ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლიო რუ­კა­ზე პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბაა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რესტორანმა "წისქვილმა" FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ზე ოქროს ჯილდო მოიპოვა

რესტორანმა "წისქვილმა" FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ზე ოქროს ჯილდო მოიპოვა

28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართა. ცერემონიალზე გამარჯვებულები სულ 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ. „სავაჭრო ფართების“ (Retail) კატეგორიაში კი მთავარი, ოქროს ჯილდო ჟიურიმ რესტორან „წისქვილს“ გადასცა.

„წისქვილი“ არ არის მხოლოდ კვების ობიექტი, მისი გარემო ვიზიტორებს აძლევს ემოციას, რომელიც მათ თან დიდხანს მიჰყვებათ. უცხოელებისთვის კი ჩვენთან სტუმრობა არის ქართული კულინარიის, კულტურის, ფოლკლორისა და არქიტექტურის გაცნობის საუკეთესო საშუალება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურისა და დაჯილდოების ორგანიზატორებს „წისქვილის“ ამ მახასიათებლების დანახვისა და დაფასებისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჯილდო“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შველიძე.

FIABCI World Prix d'Excellence, რომელიც უძრავი ქონების ოსკარად მიიჩნევა, ადგენს უძრავი ქონების შესაბამისობას საერთაშორისოდ აღიარებულ კრიტერიუმებთან. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური, ასევე, აფასებს პროექტის ინოვაციურობასა და მის ესთეტიკურსა და ფუნქციურ მხარეებს.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ყველა აღიარება. ეს არის ერთგვარი სტიმულიც, გავაგრძელო ამ სივრცის გაუმჯობესება და მის დიზაინზე მუშაობა, რათა „წისქვილში“ მოსულმა ყველა სტუმარმა თავი გამორჩეულად იგრძნოს“, – გვითხრა „სტუდიო-9“-ს მთავარმა არქიტექტორმა მამუკა ჩხაიძემ, რომელსაც „წისქვილი ჯგუფის“ რესტორნების არქიტექტურული კონცეფცია და დიზაინი ეკუთვნის. ამასთან ერთად, ის „წისქვილი ჯგუფის“ დამფუძნებელია.

მშენებლობის სექტორის გამორჩეულ მონაწილეთა და დაჯილდოების გამარჯვებულთა რიგებში მოხვედრა „წისქვილი ჯგუფს“ FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა, ლიკა ქარდავამაც მიულოცა.

„დაჯილდოების მიზანი ინოვაციური, კარგად ნაფიქრი კონცეფციისა და მაღალი სტანდარტის შენობების და პროექტების გამოვლენა იყო. ასევე, იმ ადამიანების, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება მარტივი არ არის, ამიტომ ვულოცავ „წისქვილი ჯგუფს“ წარდგენილ ნომინაციაში ოქროს ჯილდოს მოპოვებას“, – გვითხრა ლიკა ქარდავამ.

FIABCI World Prix d'Excellence-ს ჯილდო გამარჯვებულებს ანიჭებს უფლებას გამოიყენონ Prix-ის ლოგო. ამასთან ერთად, ისინი იღებენ წვდომას FIABCI-ის უნიკალურ საერთაშორისო პლატფორმასა და ქსელზე, რომელიც მოიცავს 60-ზე მეტ წევრ ქვეყანას და 120-ზე მეტ უძრავი ქონების პროფესიულ ორგანიზაციას.

FIABCI Prix d’Excellence-ს 30 წლიანი ისტორია აქვს. კავკასიის რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაჯილდოებას უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი უძრავი ქონების ბაზარზე მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებაა.

NS