მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლექსუსის ახალი ფლაგმანი - ყველაფერი 2023 წლის RX-ის შესახებ
ლექსუსის ახალი ფლაგმანი - ყველაფერი 2023 წლის RX-ის შესახებ

1998 წელს, როცა ლექ­სუს­მა RX 300-ის სა­ხით პრე­მი­უმ სეგ­მენ­ტის პირ­ვე­ლი SUV წარ­მო­ად­გი­ნა, ევ­რო­პა­ში ამ კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლებს ჯერ კი­დევ არ აღი­ა­რებ­დნენ, ზედ­მე­ტად ამე­რი­კულ თე­მად მი­აჩ­ნდათ. დღეს უკვე რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა: SUV-ები ევ­რო­პა­შიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ციფ­რე­ბით რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ: ევ­რო­პა­ში გა­ყი­დუ­ლი ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 40 პრო­ცენ­ტი SUV-კლა­სის მან­ქა­ნაა. და ცხა­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი სწო­რედ პრე­მი­უმ-ვერ­სი­ე­ბია.

25 წლი­სა და 3.5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რის წარ­მო­ე­ბის შემ­დეგ, ლექ­სუს­მა სრუ­ლი­ად ახა­ლი, მე­ხუ­თე თა­ო­ბის RX წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც უკვე ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ახა­ლი პლატ­ფორ­მა

ახა­ლი მო­დე­ლის სიგ­რძე წი­ნა­მორ­ბე­დის იდენ­ტუ­რია. ზუს­ტად ისე, რო­გორც ახ­ლა­ხან წარ­მოდ­გე­ნი­ლი NX და პირ­ვე­ლი ელექტრო-SUV Lexus RZ, ახა­ლი RX-იც ახალ, GA-K პლა­ტოფრ­მა­ზე აგე­ბუ­ლი.

სწო­რედ ლექ­სუ­სის ამ ახა­ლი პლატ­ფორ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის კორ­პუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მტკი­ცეა, სიმ­ძი­მის ცენ­ტრი კი - კი­დევ უფრო და­ბა­ლი. უფრო ზუს­ტად: სიმ­ძი­მის ცენ­ტრმა 15 მი­ლი­მეტ­რით და­ი­წია, თვლე­ბის ბაზა 6 სან­ტი­მეტ­რით გა­ი­ზარ­და და ახლა 2 850 მი­ლი­მეტ­რია. ავ­ტო­მო­ბი­ლის სიგ­რძე კი, რო­გორც გი­თხა­რით, უც­ვლე­ლი დარ­ჩა. კი­დევ ერთი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე ის არის, რომ შემ­ცირ­და მან­ქა­ნის წონა - კომ­პლექ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მაქ­სი­მუმ 90 კი­ლოგ­რა­მით. ყვე­ლა ეს დე­ტა­ლი და ელე­მენ­ტი ახა­ლი Lexus RX-ის დი­ნა­მი­კუ­რო­ბას და კომ­ფორ­ტს მი­ნი­მუმ ერთი სა­ფე­ხუ­რით ამაღ­ლებს.

ექ­სტე­რი­ე­რი

ია­პო­ნელ­თა გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბის ბესტსე­ლე­რი RX-ის ახა­ლი თა­ო­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ლექ­სუ­სის ახა­ლი, ე.წ. Next Chapter-დი­ზა­ი­ნის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია. რა­დი­ა­ტო­რის მა­სი­უ­რი ცხა­უ­რა თით­ქმის სრუ­ლი­ად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლის ცხვი­რის სი­გა­ნე­ში. LED-მა­შუ­ქე­ბი L-ის ფორ­მის დღის გა­ნა­თე­ბით უფრო მძაფ­რა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­ერ­თო ჯამ­ში, ახა­ლი RX წი­ნა­მორ­ბედ­ზე უფრო ათ­ლე­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რაც წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი კა­პო­ტის, 1.5 სან­ტი­მეტ­რით და­დაბ­ლე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვის ხა­ზი­სა და 6 სან­ტი­მეტ­რით გაზ­რდი­ლი, 2.85-მეტ­რი­ა­ნი თვლე­ბის ბა­ზის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ცნო­ბი­სათ­ვის, ავ­ტო­მო­ბი­ლის სი­მაღ­ლე 1.71 მეტ­რია.

ავ­ტო­მო­ბი­ლის გვერ­დი­თა ხაზი, დახ­რი­ლი სა­ხუ­რა­ვით, ახალ RX-ს კუ­პეს სტი­ლის ვი­ზუ­ალს აძ­ლევს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ბუ­რა­ვე­ბის თა­ღე­ბი ახალ მო­დელ­ში უფრო პა­ტა­რა ზო­მი­საა და მათ 21-დუ­ი­მი­ა­ნი დის­კე­ბი იდე­ა­ლუ­რად ავ­სებს. ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა ნა­წილს კი უფრო ეფექ­ტურს ხდის გა­ნა­თე­ბის გამ­ჭო­ლი ხაზი წარ­წე­რით, რო­მელ­ზეც ბრენ­დის სა­ხელ­წო­დე­ბა დიდი ასო­ე­ბი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

ინ­ტე­რი­ე­რი და სა­ბარ­გუ­ლი

ახა­ლი Lexus RX-ის კოკპიტ­ზე, ანუ მძღო­ლის "სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე" მუ­შა­ო­ბი­სას ია­პო­ნელ­თა შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ცხე­ნის სა­და­ვე (აღ­ვი­რი) იყო და სა­ხე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი მო­ი­ფიქ­რეს: Tazuna კოკპი­ტი. მი­ზა­ნი ის იყო, რომ მხე­დარს, ანუ ამ შემ­თხვე­ვა­ში მძღოლს ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტუ­ი­ტი­უ­რად უნდა ჰქონ­დეს კონ­ტრო­ლის ქვეშ - სხვა­ნა­ი­რად რომ ვთქვათ, სა­და­ვე­ე­ბი ხე­ლი­დან არას­დროს უნდა გა­ექ­ცეს.

ავ­ტო­მო­ბი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ეს გუ­ლის­ხმობს მან­ქა­ნის მარ­თვი­სა და 14-დუ­ი­მი­ა­ნი სენ­სო­რუ­ლი ეკ­რა­ნით გა­ფორ­მე­ბუ­ლი გა­სარ­თობ-სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის კომ­ფორ­ტუ­ლად კონ­ტროლს. ტესტ-დრა­ი­ვი­სას დარ­წმუნ­დე­ბით, რომ და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია - ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მი, სა­მარ­თა­ვი და სა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლია. კოკპი­ტი მძღოლ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მულ­ტი­მე­დი­უ­რი სის­ტე­მე­ბი საგ­რძნობ­ლად უკეთ, უფრო სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ობს. ლექ­სუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­ყობს იმით, რომ სა­ბა­ზო ვერ­სი­ა­შიც კი პირ­ვე­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვე­გა­ნუ­რი ტყა­ვი.

ცალ­კე აღ­ნიშ­ვნას იმ­სა­ხუ­რებს ინ­ტე­რი­ე­რის Ambient-გა­ნა­თე­ბა. ეს არის ავ­ტო­მო­ბილ­ში უნი­კა­ლუ­რი გა­რე­მოს შექ­მნის გა­რან­ტია, რო­მე­ლიც იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტავს "ომო­ტე­ნა­შის" - ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბას, რაც ლექ­სუ­სის დე­ვი­ზი და სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. კონ­კრე­ტუ­ლად, RX-ის სა­ლო­ნის Ambient-გა­ნა­თე­ბა გუ­ლის­ხმობს 64 სხვა­დას­ხვა ფე­რის გა­ნა­თე­ბას და ჯამ­ში გა­ნა­თე­ბის 14 თე­მას. რე­ა­ლუ­რად ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­ტე­რი­ერ­ში ამა­ზე უფრო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­რე­მოს შექ­მნა რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია.

თვლე­ბის ბა­ზის გაზ­რდა ლექ­სუ­სის ინ­ჟინ­რებ­მა სა­ი­მი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მსხდომ­თათ­ვის ახლა რე­ა­ლუ­რად მეტი სივ­რცე მი­ე­ღოთ. ვინც წინა თა­ო­ბის RX-ში მჯდა­რა, გან­სხვა­ვე­ბას მარ­ტი­ვად შე­ამ­ჩნევს.

სა­ბარ­გულ­ში დატ­ვირ­თვის 5 სან­ტი­მეტ­რით მეტი სივ­რცე დაგ­ხვდე­ბათ, სა­ბარ­გუ­ლის ზღურ­ბლმა კი 3 სან­ტი­მეტ­რით დაბ­ლა და­ი­წია, რაც ბარ­გის ჩა­დე­ბის­თვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ კომ­ფორ­ტს ნიშ­ნავს. ახ­ლე­ბუ­რად ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­ბარ­გუ­ლის კარი კი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, 1-2 ჩან­თით მეტი მო­ა­თავ­სოთ.

მსუ­ბუ­ქი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რა­შიც პირ­ველ რიგ­ში ფრთე­ბის­თვის და კა­პო­ტის­თვის ალუ­მი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბა, ახა­ლი Lexus RX-ის წონა 90 კი­ლოგ­რა­მით შემ­ცირ­და და მან­ქა­ნა ახლა 2 ტო­ნა­ზე ნაკ­ლებს იწო­ნის, რაც კლას­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ეს კარ­გი წი­ნა­პი­რო­ბაა ელექტრი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ამძრა­ვე­ბის­თვის. და აი, ძრა­ვე­ბის სა­კი­თხსაც მი­ვა­დე­ქით.

ძრა­ვე­ბი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი Lexus RX-ის სამი ძი­რი­თა­დი ვერ­სია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, აქე­დან ორი ჰიბ­რი­დი. სა­წყი­სი ვა­რი­ან­ტია RX 350h, რო­მე­ლიც ბენ­ზი­ნის 2.5-ლიტ­რი­ან ძრა­ვას და მე­ო­თხე თა­ო­ბის ჰიბ­რი­დულ სის­ტე­მას მო­ი­ცავს. მის სა­ვი­ზი­ტო ბა­რათ­ზე 250 ცხე­ნის ძა­ლას ვკი­თხუ­ლობთ. ეს ვერ­სია ად­გი­ლი­დან 100 კმ/სთ-მდე 7.9 წამ­ში ჩქარ­დე­ბა. საწ­ვა­ვის და­პი­რე­ბუ­ლი ხარ­ჯი სა­შუ­ა­ლოდ 100 კი­ლო­მეტრზე 6.3-დან 6.6 ლიტ­რამ­დე უნდა იყოს.

შემ­დეგ მო­დის მე­ო­რე ჰიბ­რი­დუ­ლი ვერ­სია 500h, რო­მე­ლიც, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, TOP-ვა­რი­ან­ტია. ეს არის ლექ­სუ­სის პირ­ვე­ლი ჰიბ­რი­დი ბენ­ზი­ნის ტურ­ბი­რე­ბუ­ლი ძრა­ვით! 2.4-ლიტ­რი­ან ტურ­ბო-აგ­რე­გატ­თან ერ­თად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მის სიმ­ძლავ­რე 371 ცხე­ნის ძა­ლაა. ეს სიმ­ძლავ­რე 6-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი კო­ლო­ფის მეშ­ვე­ო­ბით ნა­წილ­დე­ბა. ამ სის­ტე­მით აღ­ჭურ­ვი­ლი RX 100 კმ/სთ-მდე 6.2 წამ­ში ჩქარ­დე­ბა. სა­შუ­ა­ლო წვა: 8.0 – 8.3 ლიტ­რი. წინა ელექტროძ­რა­ვა შიგა წვის ძრა­ვა­სა და გა­და­ცე­მა­თა კო­ლოფს შო­რი­საა გან­თავ­სე­ბუ­ლი, უკან კი 80-კი­ლო­ვა­ტი­ა­ნი ელექტრო-ღერძთან გვაქვს საქ­მე. ძა­ლის ოპ­ტი­მა­ლურ გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე, სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მი­ლი­წა­მებ­ში ზრუ­ნავს სრუ­ლი ამძრა­ო­ბის ახა­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ლექ­სუს­მა ახ­ლა­ხან RZ 450e-ში წარ­მო­ად­გი­ნა. ეს სის­ტე­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უფრო სწრა­ფად რე­ა­გი­რებს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი მე­ქა­ნი­კუ­რი სის­ტე­მა. კი­ნა­ღამ დაგ­ვა­ვი­წყდა: მო­სახ­ვე­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­ნა­მი­კუ­რად გავ­ლა­ზე უკა­ნა ღერ­ძის მოხ­ვე­ვა ზრუ­ნავს - ახალ RX-ში უკა­ნა თვლე­ბიც უხ­ვე­ვენ.

არის კი­დევ ერთი, მე­სა­მე ვერ­სია: RX 350 ბენ­ზი­ნის 2.4 ლი­ატ­რი­ა­ნი ტურ­ბო-ძრა­ვით და 8-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტი­კით. ამ შემ­თხვე­ვა­ში სიმ­ძლავ­რე 279 ცხე­ნის ძა­ლაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­სია 100 კმ/სთ-მდე აჩ­ქა­რე­ბას 7.6 წამ­ში ახერ­ხებს და მისი სა­შუ­ა­ლო და­პი­რე­ბუ­ლი ხარ­ჯი 100 კი­ლო­მეტრზე 8.8 ლიტ­რია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი Lexus RX-ის Plug-in-ჰიბ­რი­დუ­ლი ვერ­სი­აც იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რაც ამ მო­დე­ლის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა. ეს არის იდენ­ტუ­რი Plug-in-ჰიბ­რი­დი, რო­გორ­საც ახა­ლი NX-იდან იც­ნობთ - 306 ცხე­ნის ძა­ლით, ელექტროს­ვლის 65-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რე­სურ­სით და საწ­ვა­ვის ხარ­ჯის ზღაპ­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით: 1.2 ლიტ­რი 100 კი­ლო­მეტრზე.

ახა­ლი Lexus RX-ის ყვე­ლა ვერ­სია აღ­ჭურ­ვი­ლია სრუ­ლი ამძრა­ო­ბის ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მით.

და­კი­დე­ბის სის­ტე­მა და სხვა დე­ტა­ლე­ბი

თა­ვი­ან­თი ახა­ლი ფლაგ­მა­ნი SUV-ის ერთ-ერთ მთა­ვარ ღირ­სე­ბად ია­პო­ნე­ლე­ბი ახალ მრა­ვალ­ბერ­კე­ტი­ან უკა­ნა სა­კი­დარს მი­იჩ­ნე­ვენ. ასე­ვე ციფ­რულ უკა­ნა ხედ­ვის სარ­კეს, რო­მე­ლიც კა­მე­რით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ავ­ტო­მა­ტუ­რი და­პარ­კინ­გე­ბის სის­ტე­მას, რო­მელ­საც ლუქს-სე­დან Lexus LS-დან იც­ნობთ.

წინ მა­კ­ფერ­სო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სა­კი­და­რი აქვს, რომ­ლის ოპ­ტი­მი­რე­ბა სვლის კომ­ფორ­ტი­სა და მოხ­ვე­ვის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად მოხ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს RX 500h გა­მო­იწ­ვევს, რომ­ლის გო­ნივ­რუ­ლი ამძრა­ვი, ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მა ბენ­ზი­ნის ტურ­ბი­რე­ბუ­ლი ძრა­ვით და ელექტრი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 6-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტი­კით მარ­თლაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სი­ახ­ლეა.

ჩვენს ბა­ზარ­ზე ახა­ლი Lexus RX-ის გა­ყიდ­ვე­ბი 2023 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში და­ი­წყე­ბა.

R

00:00 / 00:00
ავტორი:

ლექსუსის ახალი ფლაგმანი - ყველაფერი 2023 წლის RX-ის შესახებ

ლექსუსის ახალი ფლაგმანი - ყველაფერი 2023 წლის RX-ის შესახებ

1998 წელს, როცა ლექსუსმა RX 300-ის სახით პრემიუმ სეგმენტის პირველი SUV წარმოადგინა, ევროპაში ამ კლასის ავტომობილებს ჯერ კიდევ არ აღიარებდნენ, ზედმეტად ამერიკულ თემად მიაჩნდათ. დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა: SUV-ები ევროპაშიც ძალიან პოპულარულია. ციფრებით რომ ვილაპარაკოთ: ევროპაში გაყიდული ახალი ავტომობილების დაახლოებით 40 პროცენტი SUV-კლასის მანქანაა. და ცხადია, განსაკუთრებით პოპულარული სწორედ პრემიუმ-ვერსიებია.

25 წლისა და 3.5 მილიონზე მეტი ეგზემპლარის წარმოების შემდეგ, ლექსუსმა სრულიად ახალი, მეხუთე თაობის RX წარმოადგინა, რომელიც უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.

ახალი პლატფორმა

ახალი მოდელის სიგრძე წინამორბედის იდენტურია. ზუსტად ისე, როგორც ახლახან წარმოდგენილი NX და პირველი ელექტრო-SUV Lexus RZ, ახალი RX-იც ახალ, GA-K პლატოფრმაზე აგებული.

სწორედ ლექსუსის ამ ახალი პლატფორმის დამსახურებაა ის, რომ ავტომობილის კორპუსი განსაკუთრებით მტკიცეა, სიმძიმის ცენტრი კი - კიდევ უფრო დაბალი. უფრო ზუსტად: სიმძიმის ცენტრმა 15 მილიმეტრით დაიწია, თვლების ბაზა 6 სანტიმეტრით გაიზარდა და ახლა 2 850 მილიმეტრია. ავტომობილის სიგრძე კი, როგორც გითხარით, უცვლელი დარჩა. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ის არის, რომ შემცირდა მანქანის წონა - კომპლექტაციის მიხედვით, მაქსიმუმ 90 კილოგრამით. ყველა ეს დეტალი და ელემენტი ახალი Lexus RX-ის დინამიკურობას და კომფორტს მინიმუმ ერთი საფეხურით ამაღლებს.

ექსტერიერი

იაპონელთა გლობალური მასშტაბის ბესტსელერი RX-ის ახალი თაობა ვიზუალური თვალსაზრისით ლექსუსის ახალი, ე.წ. Next Chapter-დიზაინის კიდევ უფრო განვითარებული ვარიანტია. რადიატორის მასიური ცხაურა თითქმის სრულიად ინტეგრირებულია ავტომობილის ცხვირის სიგანეში. LED-მაშუქები L-ის ფორმის დღის განათებით უფრო მძაფრადაა წარმოდგენილი. საერთო ჯამში, ახალი RX წინამორბედზე უფრო ათლეტურად გამოიყურება, რაც წაგრძელებული კაპოტის, 1.5 სანტიმეტრით დადაბლებული სახურავის ხაზისა და 6 სანტიმეტრით გაზრდილი, 2.85-მეტრიანი თვლების ბაზის დამსახურებაა. ცნობისათვის, ავტომობილის სიმაღლე 1.71 მეტრია.

ავტომობილის გვერდითა ხაზი, დახრილი სახურავით, ახალ RX-ს კუპეს სტილის ვიზუალს აძლევს. აღსანიშნავია, რომ საბურავების თაღები ახალ მოდელში უფრო პატარა ზომისაა და მათ 21-დუიმიანი დისკები იდეალურად ავსებს. ავტომობილის უკანა ნაწილს კი უფრო ეფექტურს ხდის განათების გამჭოლი ხაზი წარწერით, რომელზეც ბრენდის სახელწოდება დიდი ასოებითაა შესრულებული.

ინტერიერი და საბარგული

ახალი Lexus RX-ის კოკპიტზე, ანუ მძღოლის "სამუშაო მაგიდაზე" მუშაობისას იაპონელთა შთაგონების წყარო ცხენის სადავე (აღვირი) იყო და სახელიც შესაბამისი მოიფიქრეს: Tazuna კოკპიტი. მიზანი ის იყო, რომ მხედარს, ანუ ამ შემთხვევაში მძღოლს ყველაფერი ინტუიტიურად უნდა ჰქონდეს კონტროლის ქვეშ - სხვანაირად რომ ვთქვათ, სადავეები ხელიდან არასდროს უნდა გაექცეს.

ავტომობილის შემთხვევაში ეს გულისხმობს მანქანის მართვისა და 14-დუიმიანი სენსორული ეკრანით გაფორმებული გასართობ-საინფორმაციო სისტემის კომფორტულად კონტროლს. ტესტ-დრაივისას დარწმუნდებით, რომ დასახული მიზანი მიღწეულია - ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომი, სამართავი და საკონტროლებელია. კოკპიტი მძღოლზეა ორიენტირებული. მულტიმედიური სისტემები საგრძნობლად უკეთ, უფრო სწრაფად და ეფექტიანად მუშაობს. ლექსუსი განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ საბაზო ვერსიაშიც კი პირველადაა წარმოდგენილი ვეგანური ტყავი.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ინტერიერის Ambient-განათება. ეს არის ავტომობილში უნიკალური გარემოს შექმნის გარანტია, რომელიც იდეალურად გამოხატავს "ომოტენაშის" - იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელ სტუმართმოყვარეობას, რაც ლექსუსის დევიზი და სავიზიტო ბარათია. კონკრეტულად, RX-ის სალონის Ambient-განათება გულისხმობს 64 სხვადასხვა ფერის განათებას და ჯამში განათების 14 თემას. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის ინტერიერში ამაზე უფრო ინდივიდუალური გარემოს შექმნა რთულად წარმოსადგენია.

თვლების ბაზის გაზრდა ლექსუსის ინჟინრებმა საიმისოდ გამოიყენეს, რომ უკანა სავარძელზე მსხდომთათვის ახლა რეალურად მეტი სივრცე მიეღოთ. ვინც წინა თაობის RX-ში მჯდარა, განსხვავებას მარტივად შეამჩნევს.

საბარგულში დატვირთვის 5 სანტიმეტრით მეტი სივრცე დაგხვდებათ, საბარგულის ზღურბლმა კი 3 სანტიმეტრით დაბლა დაიწია, რაც ბარგის ჩადებისთვის გაუმჯობესებულ კომფორტს ნიშნავს. ახლებურად ფორმირებული საბარგულის კარი კი საშუალებას მოგცემთ, 1-2 ჩანთით მეტი მოათავსოთ.

მსუბუქი მასალების გამოყენებით, რაშიც პირველ რიგში ფრთებისთვის და კაპოტისთვის ალუმინის გამოყენება იგულისხმება, ახალი Lexus RX-ის წონა 90 კილოგრამით შემცირდა და მანქანა ახლა 2 ტონაზე ნაკლებს იწონის, რაც კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ეს კარგი წინაპირობაა ელექტრიფიცირებული ამძრავებისთვის. და აი, ძრავების საკითხსაც მივადექით.

ძრავები

საქართველოში ახალი Lexus RX-ის სამი ძირითადი ვერსია იქნება წარმოდგენილი, აქედან ორი ჰიბრიდი. საწყისი ვარიანტია RX 350h, რომელიც ბენზინის 2.5-ლიტრიან ძრავას და მეოთხე თაობის ჰიბრიდულ სისტემას მოიცავს. მის სავიზიტო ბარათზე 250 ცხენის ძალას ვკითხულობთ. ეს ვერსია ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 7.9 წამში ჩქარდება. საწვავის დაპირებული ხარჯი საშუალოდ 100 კილომეტრზე 6.3-დან 6.6 ლიტრამდე უნდა იყოს.

შემდეგ მოდის მეორე ჰიბრიდული ვერსია 500h, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, TOP-ვარიანტია. ეს არის ლექსუსის პირველი ჰიბრიდი ბენზინის ტურბირებული ძრავით! 2.4-ლიტრიან ტურბო-აგრეგატთან ერთად შემუშავებული სისტემის სიმძლავრე 371 ცხენის ძალაა. ეს სიმძლავრე 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის მეშვეობით ნაწილდება. ამ სისტემით აღჭურვილი RX 100 კმ/სთ-მდე 6.2 წამში ჩქარდება. საშუალო წვა: 8.0 – 8.3 ლიტრი. წინა ელექტროძრავა შიგა წვის ძრავასა და გადაცემათა კოლოფს შორისაა განთავსებული, უკან კი 80-კილოვატიანი ელექტრო-ღერძთან გვაქვს საქმე. ძალის ოპტიმალურ განაწილებაზე, სიტუაციების მიხედვით, მილიწამებში ზრუნავს სრული ამძრაობის ახალი სისტემა, რომელიც ლექსუსმა ახლახან RZ 450e-ში წარმოადგინა. ეს სისტემა მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად რეაგირებს, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური სისტემა. კინაღამ დაგვავიწყდა: მოსახვევების მაქსიმალურად დინამიკურად გავლაზე უკანა ღერძის მოხვევა ზრუნავს - ახალ RX-ში უკანა თვლებიც უხვევენ.

არის კიდევ ერთი, მესამე ვერსია: RX 350 ბენზინის 2.4 ლიატრიანი ტურბო-ძრავით და 8-საფეხურიანი ავტომატიკით. ამ შემთხვევაში სიმძლავრე 279 ცხენის ძალაა. აღნიშნული ვერსია 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 7.6 წამში ახერხებს და მისი საშუალო დაპირებული ხარჯი 100 კილომეტრზე 8.8 ლიტრია.

აღსანიშნავია, რომ ახალი Lexus RX-ის Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი, რაც ამ მოდელის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ეს არის იდენტური Plug-in-ჰიბრიდი, როგორსაც ახალი NX-იდან იცნობთ - 306 ცხენის ძალით, ელექტროსვლის 65-კილომეტრიანი რესურსით და საწვავის ხარჯის ზღაპრული მონაცემებით: 1.2 ლიტრი 100 კილომეტრზე.

ახალი Lexus RX-ის ყველა ვერსია აღჭურვილია სრული ამძრაობის ელექტრონული სისტემით.

დაკიდების სისტემა და სხვა დეტალები

თავიანთი ახალი ფლაგმანი SUV-ის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად იაპონელები ახალ მრავალბერკეტიან უკანა საკიდარს მიიჩნევენ. ასევე ციფრულ უკანა ხედვის სარკეს, რომელიც კამერით ფუნქციონირებს და ავტომატური დაპარკინგების სისტემას, რომელსაც ლუქს-სედან Lexus LS-დან იცნობთ.

წინ მაკფერსონის გაუმჯობესებული საკიდარი აქვს, რომლის ოპტიმირება სვლის კომფორტისა და მოხვევის გასაუმჯობესებლად მოხდა.

საქართველოში განსაკუთრებულ ინტერესს RX 500h გამოიწვევს, რომლის გონივრული ამძრავი, ჰიბრიდული სისტემა ბენზინის ტურბირებული ძრავით და ელექტრიფიცირებული 6-საფეხურიანი ავტომატიკით მართლაც უმნიშვნელოვანესი სიახლეა.

ჩვენს ბაზარზე ახალი Lexus RX-ის გაყიდვები 2023 წლის პირველ კვარტალში დაიწყება.

R