პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინი, ჰიტლერი და სტალინი - მსოფლიოს სამი ყველაზე სასტიკი დიქტატორის ფსიქოლოგიური პორტრეტი: რა აერთიანებთ და განასხვავებთ მათ
პუტინი, ჰიტლერი და სტალინი - მსოფლიოს სამი ყველაზე სასტიკი დიქტატორის ფსიქოლოგიური პორტრეტი: რა აერთიანებთ და განასხვავებთ მათ

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დგომ პუ­ტინს ხში­რად ადა­რე­ბენ ადოლფ ჰიტ­ლერს. პო­ლი­ტი­კოს­სა და ფსი­ქო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძეს­თან სა­უბ­რი­სას შე­ვე­ცა­დეთ მსგავ­სე­ბე­ბი, გან­სხვა­ვე­ბე­ბი და პა­რა­ლე­ლე­ბი გვე­პო­ვა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­სა თუ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ში და მათი ქმე­დე­ბე­ბი ამოგ­ვეხ­სნა.

- ნე­ბის­მი­ე­რი ისე­თი დის­კომ­ფორ­ტი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს ადა­მი­ანს ბავ­შვო­ბამ თუ ახალ­გაზ­რდო­ბამ, უკვე მუხტს აჩენს მას­ში, რომ სხვებს აჯო­ბოს. ამის სა­ბა­ბი, რო­გორც ჩანს, ჰიტ­ლერ­საც ჰქონ­და, და აქვს პუ­ტინ­საც. დიქ­ტა­ტო­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი ბი­ოგ­რა­ფია არ გა­მო­ამ­ზე­უ­რონ და ესეც ნი­შა­ნია იმი­სა, რომ მათ წარ­სულ­ში არის რა­ღაც მათ­თვის უსი­ა­მოვ­ნო. ეს მიდ­გო­მა, რომ მათ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა იყოს, რომ­ლის კომ­პენ­სა­ცი­ა­საც ცდი­ლო­ბენ, თა­ვის დრო­ზე წარ­მო­ად­გი­ნა ად­ლერ­მა, ფრო­ი­დის მიმ­დე­ვარ­მა, და მისი ეს თე­ო­რია პო­ლი­ტო­ლო­გებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სწო­რედ იმი­ტომ, რომ ხში­რად თვალ­ში სა­ცე­მი იყო არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სის კომ­პენ­სა­ცია... ამ კომ­პლექ­სე­ბის ნა­წი­ლია, მა­გა­ლი­თად, ნა­პო­ლე­ო­ნის და­ბა­ლი ტანი ან სტა­ლი­ნის ნაყ­ვა­ვი­ლა­რი სახე და სხვა ასე­თი რამ, რაც ხელს უშ­ლის ახალ­გაზ­რდის წარ­მა­ტე­ბას თა­ნა­ტო­ლებ­ში. შე­იძ­ლე­ბა ეს და­ცინ­ვის, აბუ­ჩად აგ­დე­ბის სა­გა­ნი გახ­დეს... თუმ­ცა მარ­ტო წარ­სუ­ლის მა­გა­ლი­თე­ბით მსჯე­ლო­ბა არ კმა­რა. თუკი აწ­მყო ხელს უწყობს დიქ­ტა­ტუ­რას, მა­შინ უფრო ად­ვი­ლად ხდე­ბი­ან დიქ­ტა­ტო­რე­ბი. ანა­ლო­გი­უ­რი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ჰიტ­ლერ­ზე, როცა მთე­ლი გერ­მა­ნია მხარს უჭერ­და, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას, ად­რე­ულ ჰიტ­ლერს, რო­მელ­შიც კი ჩან­და ძა­ლა­დო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, მაგ­რამ ჯერ ისე­თი მას­შტა­ბი არ ჰქონ­და, რომ პრო­ტეს­ტი გა­მო­ეწ­ვია გერ­მა­ნე­ლებ­ში. ამას­თან, ჰიტ­ლერს გერ­მა­ნუ­ლი ნა­ცი­ის გან­დი­დე­ბა­ზე ზრუნ­ვაც ახა­სი­ა­თებ­და და ეს სი­ა­მოვ­ნებ­და ხალ­ხს. ხალ­ხის გან­დი­დე­ბა და ამა­ზე დაყ­რდნო­ბა ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა დიქ­ტა­ტო­რე­ბის ხერ­ხი - ჰიტ­ლერ­მა გერ­მა­ნელ ერს გა­მო­უ­ცხა­და სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, პა­ტი­ვის­ცე­მა, აიყ­ვა­ნა თა­ვის გა­მოს­ვლებ­ში დიდ სი­მაღ­ლე­ებ­ზე და გა­მო­ა­ცხა­და, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღალ შე­ფა­სე­ბას გერ­მა­ნე­ლი ერი იმ­სა­ხუ­რებ­სო. ამას ხალ­ხი გაჰ­ყვა. ანა­ლო­გი­უ­რი რამ ახა­სი­ა­თებს პუ­ტინ­საც. ძა­ლი­ან ხში­რად ის­ტო­რი­ას ისე გა­და­წერს ხოლ­მე, რომ რუ­სე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ არა მარ­ტო თა­ნა­მედ­რო­ვე, არა­მედ ძვე­ლი ის­ტო­რი­ის შე­მოქ­მე­დიც, ლა­მის აგერ ბერ­ძნულ კულ­ტუ­რა­შიც რუ­სუ­ლი კვა­ლი და­ი­ნა­ხოს პუ­ტინ­მა. დიდი რუ­სე­თის შექ­მნის იდე­აც ასეთ ის­ტო­რი­ულ გა­აზ­რე­ბებს ეფუძ­ნე­ბა. რუ­სე­თი და რუ­სე­ბი უნდა ჩან­დნენ პირ­ველ პლან­ზე, მე­ო­რე­ზე კი სხვა ერე­ბი, და­ვუშ­ვათ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი. ხომ ამ­ბობს, უკ­რა­ი­ნე­ლი ერი არ არ­სე­ბობ­სო - ის კაცი, რო­მე­ლიც კი­ე­ვის რუ­სე­თის შთა­მო­მა­ვა­ლია, ის­ტო­რი­ის ამ ნა­წილს უგუ­ლე­ბელ­ყოფს... ანა­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ჰქონ­და სტა­ლინ­საც. ეს მკა­ფი­ოდ ჩანს უფრო იმი­ტომ, რომ ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი იყო. ამა­ვე დროს, როცა დას­ჭირ­და, "დიდ რუს ხალ­ხზე" და­ი­წყო ლა­პა­რა­კი. "დიდი რუსი ხალ­ხი" - ეს ხომ მისი ფრა­ზა გახ­ლდათ. რუსი ხალ­ხიც ომში რომ მი­დი­ო­და, "სამ­შობ­ლოს­თვის და სტა­ლი­ნის­თვი­სო" გაჰ­ყვი­როდ­ნენ - გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან. სტა­ლი­ნი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მთე­ლი რუ­სე­თი ტი­რო­და. თვლიდ­ნენ, რომ ქვე­ყა­ნა ცუდ დღე­ში ჩა­ვარ­დე­ბო­და უმი­სოდ. ანა­ლო­გი­უ­რად, გერ­მა­ნე­ლი ერის­თვის ჰიტ­ლე­რი იყო მთა­ვა­რი ფი­გუ­რა - ჰიტ­ლერ­თან გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი ნა­ცია შექ­მნა ჰიტ­ლერ­მა.

პუ­ტი­ნი ახლა და­ეს­ხა თავს უკ­რა­ი­ნას, მა­ნამ­დე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მა­გა­ლი­თად, 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი­ყო სუ­რა­თი, რომ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო იყო. პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­საც სურს თავ­დას­ხმა სხვა ქვე­ყა­ნა­ზე, შე­იძ­ლე­ბა უამ­რავ ხერ­ხს ხმა­რობ­დეს სა­ი­მი­სოდ, რომ ეს თავ­დას­ხმა გა­ა­მარ­თლოს. პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­უ­კე­თოს იმას, რომ ან იმ ქვე­ყა­ნამ და­ი­წყო ომი, ან ის ქვე­ყა­ნა გა­მო­იყ­ვა­ნოს მჩაგ­ვრე­ლად და თვი­თონ ჩაგ­რუ­ლე­ბის დამ­ცვე­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოს თავი. სტა­ლინ­მა აღ­მო­სავ­ლე­თი ევ­რო­პა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ჰიტ­ლე­რის­გან და გან­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მო­ევ­ლი­ნა მსოფ­ლი­ოს, მაგ­რამ მერე ისე­თი რე­ჟი­მი და­ამ­ყა­რა, რომ ამ ქვეყ­ნებს ერთი სული ჰქონ­დათ, რო­დის გა­იქ­ცე­ოდ­ნენ საბ­ჭო­თა გავ­ლე­ნი­სა­გან. ასე რომ, კაც­მა არ იცის, სტა­ლი­ნი ჰიტ­ლერს რომ ებ­რძო­და, იმი­ტომ ებ­რძო­და რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ეც­ვა, თუ იმი­ტომ, რომ მერე გა­და­სუ­ლი­ყო ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და გავ­ლე­ნა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ზე. მარ­თლაც გა­და­ვი­და და ბო­ლომ­დე მიჰ­ყვა, მერე დიპ­ლო­მა­ტი­ურ არე­ნა­ზეც აქ­ტი­უ­რად იბ­რძო­და გავ­ლე­ნის­თვის და სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს მი­ზა­ნი ჰქონ­და კი­დეც. რო­გორ უნდა ჩა­ით­ვა­ლოს ახლა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ზე სტა­ლი­ნის გავ­ლე­ნა? იმად, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა ამ ქვეყ­ნე­ბის ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნა თუ და­იხ­სნა ჰიტ­ლე­რის ოკუ­პა­ცი­ის­გან? - ორი­ვე ვერ­სია სწო­რია, და­იხ­სნა კი­დეც და მერე თვი­თონ მო­ახ­დი­ნა ოკუ­პა­ცია. ასე რომ, დიქ­ტა­ტო­რებს ყო­ველ­თვის აქვთ ტენ­დენ­ცია, რომ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ სხვებ­ზე და სხვა­თა შო­რის, ეს მხო­ლოდ მათი დიქ­ტა­ტო­რო­ბით არ აიხ­სნე­ბა. ადა­მი­ანს აქვს ეს ტენ­დენ­ცია. მა­გა­ლი­თად, იმ ქვეყ­ნე­ბის, რო­მელ­თაც დიქ­ტა­ტო­რულს არ ვუ­წო­დებთ, მმარ­თვე­ლე­ბი ხში­რად დგა­მენ ისეთ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებს უპი­რის­პირ­დე­ბა და მათ ჩაგ­რავს. და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლისს არ წარ­მო­ად­გე­ნენ, ამე­რი­კა­საც არა­ერ­თი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბა წა­მო­უ­წყია. ასე რომ, "დიქ­ტა­ტორს" ძა­ლი­ან რა­დი­კა­ლურ შემ­თხვე­ვებ­ში ვარ­ქმევთ, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა მარ­თლაც დაბრმა­ვე­ბუ­ლია ძა­ლა­უფ­ლე­ბით.

- კი­დევ რა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პა­რა­ლე­ლე­ბი შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ­ლებ­მაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დიქ­ტა­ტო­რე­ბად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა?

- დიქ­ტა­ტორს სჭირ­დე­ბა რო­გორც ქვეყ­ნის მორ­ჩი­ლე­ბა, და ამას აღ­წევს არა მარ­ტო იმით, რომ ტე­რორს ამ­ყა­რებს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ იმით, რომ ორი­ვე ხერ­ხით მოქ­მე­დებს - მათ­რა­ხი­თაც და ნა­ზუ­ქი­თაც: რაკი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გამ­რავ­ლე­ბა სურს, შე­საძ­ლო მხარ­დამ­ჭე­რებს ქა­თი­ნა­უ­რებს ეუბ­ნე­ბა, შე­საძ­ლო მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს კი სჯის. ჰიტ­ლე­რის გა­რე­მოც­ვა­შიც სტა­ლინ­თა­ნაც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლამ­დე იყო დაყ­ვა­ნი­ლი. იგი­ვე სუ­რა­თი გვაქვს პუ­ტინ­თა­ნაც - ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი არ გა­ა­ჭა­ჭა­ნა, ბევ­რი ცი­ხე­ში ჰყავს, ზოგი ფი­ზი­კუ­რად მო­ი­შო­რა და და­ნარ­ჩე­ნებ­საც უს­წორ­დე­ბა. ესეც დიქ­ტა­ტო­რე­ბის სა­ერ­თო თვი­სე­ბაა - ელი­ტა, უშუ­ა­ლო გა­რე­მოც­ვა, უნდა გა­ხა­დოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მორ­ჩი­ლი.

- თით­ქოს რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას კარ­გა­ვენ...

- ოუ­ენ­მა, ინ­გლი­სელ­მა ნევ­რო­ლოგ­მა და პო­ლი­ტი­კურ­მა მოღ­ვა­წემ, შექ­მნა კონ­ცეფ­ცია, რომ პო­ლი­ტი­კო­სებს პრო­ფე­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვთ, ე.წ. ჰიბ­რი­სის სინ­დრო­მი - თავ­და­ჯე­რე­ბის სიმ­ბო­ლო ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში. ისი­ნი ხდე­ბი­ან ზედ­მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მი­აჩ­ნი­ათ, რომ სამ­ყა­რო ისე­თია, რო­გო­რიც თვი­თონ აწყობთ. სხვა­თა შო­რის, ამ სინ­დრომ­ზე მსჯე­ლო­ბის დროს ოუ­ე­ნი არ ეძებ­და დიქ­ტა­ტო­რებს ამ კონ­ცეფ­ცი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად. იქვე, ინ­გლი­სის სი­ნამ­დვი­ლე­ში ეგუ­ლე­ბო­და ასე­თი ფი­გუ­რან­ტი - მა­გა­ლი­თად მარ­გა­რეტ ტე­თჩე­რი. ეს თავ­და­ჯე­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბუ­ნებ­რი­ვი დე­ფორ­მა­ცი­აა პო­ლი­ტი­კო­სის­თვის, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მო­უ­ვი­და, რო­მელ­საც ბევ­რი ეუბ­ნე­ბა, რა ჭკვი­ა­ნი და ძლი­ე­რი ხარო და ამას იჯე­რებს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ"პუ­ტი­ნი, რო­გორც ზვი­გე­ნი" - რას ჰყვე­ბა CIA-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტზე?"მი­ა­მი­ტუ­რია ფიქ­რი, რომ კრემლს ახლა ჩვენ­თვის არ სცა­ლია“"სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში ნა­ტოს ჯა­რე­ბის შეს­ვლაც"- პრო­პა­გან­და მათი ძლი­ე­რი ია­რა­ღია.

- ამ მხრივ ჰიტ­ლე­რი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბრძან­დე­ბო­და. ჰიტ­ლე­რის­თვის პრო­პა­გან­და იყო სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი. პუ­ტი­ნი ასეთ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­ში თით­ქმის არ მო­ნა­წი­ლე­ობს. მის­თვის გა­მოს­ვლა გა­რე­მოც­ვას­თან საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა ან მი­მარ­თვაა, მაგ­რამ ტე­ლე­კა­მე­რით. ადა­მი­ან­თა დიდ რა­ო­დე­ნო­ბას­თან კონ­ტაქ­ტი არ უყ­ვარს, გან­სხვა­ვე­ბით ჰიტ­ლე­რი­სა­გან. სტა­ლი­ნი­საც არ უყ­ვარ­და... არა­და, არც ჰიტ­ლე­რი იყო სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის დიდი სპე­ცი­ა­ლის­ტი, სარ­კის წინ ვარ­ჯი­შობ­და გამ­წა­რე­ბუ­ლი. ის­ტე­რი­კუ­ლი იყო ყვე­ლა გა­მოს­ვლა­ში, ემო­ცი­ით აჰ­ყავ­და ხალ­ხი და არა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბით. პუ­ტინ­თან იგი­ვე სუ­რა­თი არა გვაქვს, მაგ­რამ ის, რომ პრო­პა­გან­და მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უდა­ვოა. ჰიტ­ლე­რი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­ში ემო­ცი­უ­რი მუხ­ტის გაზ­რდა­ზე მუ­შა­ობ­და, ამი­ტომ ჭარ­ბად იყე­ნებ­და ჟეს­ტებს, მი­მი­კას. პუ­ტი­ნი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია, ჩა­კე­ტი­ლი ტი­პია და ამი­ტომ სტი­ლის­ტი­კაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს. ცდი­ლობს რომ მისი გა­მოს­ვლე­ბი ემო­ცი­ის ნი­შანს არ ატა­რებ­დეს და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვოს.

- მათ შო­რის რას ნა­ხუ­ლობთ სა­ერ­თოს?

- ერთ-ერთი მსგავ­სე­ბა ისაა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­რე­შე ძა­ლი­ან სა­ცო­და­ვი და უსუ­სუ­რი ხდე­ბი­ან. უსუ­სუ­რი იყო ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ჰიტ­ლე­რი, რო­დე­საც ვერ ჩა­ა­ბა­რა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში, მე­გო­ბა­რი არ ჰყავ­და, ურ­თი­ერ­თო­ბა უჭირ­და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ხა­და ისე­თი, რო­გო­რიც მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. ანა­ლო­გი­უ­რად იყო პუ­ტინ­თა­ნაც. ის­ტო­რი­ამ შე­მოგ­ვი­ნა­ხა, თუ რო­გორ დაჰ­ქონ­და სობ­ჩა­კის ჩე­მო­და­ნი, მისი დაც­ვის უფ­რო­სი კი იყო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მომ­სა­ხუ­რე ბი­ჭის როლს ას­რუ­ლებ­და. ის ძლი­ე­რი ფი­გუ­რა, რომ სპორ­ტუ­ლია, ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სია, უფრო გვი­ან­დე­ლი მოვ­ლე­ნაა, რო­მე­ლის ნიშ­ნე­ბიც ად­რინ­დელ პუ­ტინს არ ჰქონ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლა­უფ­ლე­ბას თუ და­კარ­გავს, დიდი შან­სია, ისევ მო­რი­დე­ბულ, გა­უ­ბე­დავ პერ­სო­ნად იქ­ცეს. უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტში უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბი­სა და რუ­სე­თის მარ­ცხის ფონ­ზე პუ­ტინ­ში ისევ გა­უ­ბე­და­ვი ინ­ტო­ნა­ცი­აა და თავ­და­ჯე­რე­ბა და­კარ­გა მის­მა გა­მოს­ვლებ­მა.

- ეს რა მო­მენ­ტში იგ­რძე­ნით?

- ყი­რი­მის ხი­დის აფეთ­ქე­ბამ­დე მას უფრო მო­რი­დე­ბუ­ლი კილო ჰქონ­და. მერე შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტი­აო, გა­მო­ა­ცხა­და. ამან ის ვერ­სი­აც გა­ა­ჩი­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბა მისი აფეთ­ქე­ბუ­ლია ხიდი, იმი­ტომ, რომ სა­ბა­ბი იპო­ვოს. პრე­ზი­დენ­ტო­ბის სა­ვარ­ძე­ლი ხომ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბით გა­იმ­ყა­რა. დიქ­ტა­ტო­რე­ბი თავ­და­ჯე­რე­ბას კარ­გა­ვენ, როცა ძალა ეც­ლე­ბათ და სა­ცო­და­ვე­ბი ხდე­ბი­ან... ხომ ხე­დავთ, მთე­ლი მსოფ­ლიო აწ­ვდის ია­რაღს უკ­რა­ი­ნას. მა­ნამ­დე პუ­ტი­ნი იმუქ­რე­ბო­და, ვინც უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­რე­ბა, ჩვე­ნი მტე­რი იქ­ნე­ბაო. ეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ პუ­ტი­ნი ვერ ბე­დავს მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას. მან და­კარ­გა თავ­და­ჯე­რე­ბა, იმი­ტომ, რომ მარ­ცხდე­ბა. ოღონდ თუ ძალა იგ­რძნო, მერე სა­დიზ­მამ­დე მივა ძა­ლა­დო­ბა­ში.

- პუ­ტინ­მა სცა­და გა­მო­სა­ვა­ლი ეპო­ვა აღ­მო­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც.

- შე­იძ­ლე­ბა სცა­დოს ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის თავ­მოყ­რა და ბრძო­ლის ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტის შექ­მნა, თუკი მის­ცეს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. ეგ ვნა­ხეთ სწო­რედ - ჩი­ნე­თი ეუბ­ნე­ბა, კი ბა­ტო­ნო, გა­ვერ­თი­ან­დეთ, ოღონდ შენ არ იქ­ნე­ბი პირ­ვე­ლი პი­რიო. აგ­რძნო­ბი­ნეს, რომ მას პა­ტივს არ სცე­მენ... გაჩ­ნდა გან­ცდა, რომ პუ­ტი­ნი გა­მო­სა­ვალს ეძებს იმა­შიც, რომ შეც­ვა­ლოს გა­რე­მოც­ვა. გე­ნერ­ლებს ცვლის... ის შე­ეც­დე­ბა ყვე­ლა რე­სურ­სი გა­მო­ი­ყე­ნოს, სა­ნამ იფიქ­რებს იმა­ზე, და­ა­ჭი­როს თუ არა ღი­ლაკს თითი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსი
0

ყველა დიდი უბედურება , რომელიც სამყაროშია ჩადენილი ტანმოკლე ადამიანების მიერაა მოწყობილი.

ნოდარი
0

აი მაგარი სისულელეები გიწერიათ რა! მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მხრივ ვინ არის ყველაზე სასტიკი?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

პუტინი, ჰიტლერი და სტალინი - მსოფლიოს სამი ყველაზე სასტიკი დიქტატორის ფსიქოლოგიური პორტრეტი: რა აერთიანებთ და განასხვავებთ მათ

პუტინი, ჰიტლერი და სტალინი - მსოფლიოს სამი ყველაზე სასტიკი დიქტატორის ფსიქოლოგიური პორტრეტი: რა აერთიანებთ და განასხვავებთ მათ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ პუტინს ხშირად ადარებენ ადოლფ ჰიტლერს. პოლიტიკოსსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან საუბრისას შევეცადეთ მსგავსებები, განსხვავებები და პარალელები გვეპოვა ამ ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა თუ თავისებურებებში და მათი ქმედებები ამოგვეხსნა.

- ნებისმიერი ისეთი დისკომფორტი, რომელიც ცხოვრებაში შეიძლება მოუტანოს ადამიანს ბავშვობამ თუ ახალგაზრდობამ, უკვე მუხტს აჩენს მასში, რომ სხვებს აჯობოს. ამის საბაბი, როგორც ჩანს, ჰიტლერსაც ჰქონდა, და აქვს პუტინსაც. დიქტატორები ცდილობენ, თავიანთი ბიოგრაფია არ გამოამზეურონ და ესეც ნიშანია იმისა, რომ მათ წარსულში არის რაღაც მათთვის უსიამოვნო. ეს მიდგომა, რომ მათ ბიოგრაფიაში რაღაც შეიძლება იყოს, რომლის კომპენსაციასაც ცდილობენ, თავის დროზე წარმოადგინა ადლერმა, ფროიდის მიმდევარმა, და მისი ეს თეორია პოლიტოლოგებში პოპულარული გახდა სწორედ იმიტომ, რომ ხშირად თვალში საცემი იყო არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსაცია... ამ კომპლექსების ნაწილია, მაგალითად, ნაპოლეონის დაბალი ტანი ან სტალინის ნაყვავილარი სახე და სხვა ასეთი რამ, რაც ხელს უშლის ახალგაზრდის წარმატებას თანატოლებში. შეიძლება ეს დაცინვის, აბუჩად აგდების საგანი გახდეს... თუმცა მარტო წარსულის მაგალითებით მსჯელობა არ კმარა. თუკი აწმყო ხელს უწყობს დიქტატურას, მაშინ უფრო ადვილად ხდებიან დიქტატორები. ანალოგიური შეიძლება ითქვას ჰიტლერზე, როცა მთელი გერმანია მხარს უჭერდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ადრეულ ჰიტლერს, რომელშიც კი ჩანდა ძალადობისკენ მიდრეკილება, მაგრამ ჯერ ისეთი მასშტაბი არ ჰქონდა, რომ პროტესტი გამოეწვია გერმანელებში. ამასთან, ჰიტლერს გერმანული ნაციის განდიდებაზე ზრუნვაც ახასიათებდა და ეს სიამოვნებდა ხალხს. ხალხის განდიდება და ამაზე დაყრდნობა ძალიან ხშირად ხდება დიქტატორების ხერხი - ჰიტლერმა გერმანელ ერს გამოუცხადა სრული მხარდაჭერა, პატივისცემა, აიყვანა თავის გამოსვლებში დიდ სიმაღლეებზე და გამოაცხადა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ შეფასებას გერმანელი ერი იმსახურებსო. ამას ხალხი გაჰყვა. ანალოგიური რამ ახასიათებს პუტინსაც. ძალიან ხშირად ისტორიას ისე გადაწერს ხოლმე, რომ რუსები გამოვიდნენ არა მარტო თანამედროვე, არამედ ძველი ისტორიის შემოქმედიც, ლამის აგერ ბერძნულ კულტურაშიც რუსული კვალი დაინახოს პუტინმა. დიდი რუსეთის შექმნის იდეაც ასეთ ისტორიულ გააზრებებს ეფუძნება. რუსეთი და რუსები უნდა ჩანდნენ პირველ პლანზე, მეორეზე კი სხვა ერები, დავუშვათ უკრაინელები. ხომ ამბობს, უკრაინელი ერი არ არსებობსო - ის კაცი, რომელიც კიევის რუსეთის შთამომავალია, ისტორიის ამ ნაწილს უგულებელყოფს... ანალოგიური ტენდენციები ჰქონდა სტალინსაც. ეს მკაფიოდ ჩანს უფრო იმიტომ, რომ ეთნიკურად ქართველი იყო. ამავე დროს, როცა დასჭირდა, "დიდ რუს ხალხზე" დაიწყო ლაპარაკი. "დიდი რუსი ხალხი" - ეს ხომ მისი ფრაზა გახლდათ. რუსი ხალხიც ომში რომ მიდიოდა, "სამშობლოსთვის და სტალინისთვისო" გაჰყვიროდნენ - გაიგივებული ჰქონდათ ერთმანეთთან. სტალინი რომ გარდაიცვალა, მთელი რუსეთი ტიროდა. თვლიდნენ, რომ ქვეყანა ცუდ დღეში ჩავარდებოდა უმისოდ. ანალოგიურად, გერმანელი ერისთვის ჰიტლერი იყო მთავარი ფიგურა - ჰიტლერთან გაიგივებული ნაცია შექმნა ჰიტლერმა.

პუტინი ახლა დაესხა თავს უკრაინას, მანამდე ყველაფერი გააკეთა, რომ მაგალითად, 2008 წელს საქართველოში შექმნილიყო სურათი, რომ საბრძოლო მოქმედებების ინიციატორი საქართველო იყო. პოლიტიკოსი, რომელსაც სურს თავდასხმა სხვა ქვეყანაზე, შეიძლება უამრავ ხერხს ხმარობდეს საიმისოდ, რომ ეს თავდასხმა გაამართლოს. პროვოცირება გაუკეთოს იმას, რომ ან იმ ქვეყანამ დაიწყო ომი, ან ის ქვეყანა გამოიყვანოს მჩაგვრელად და თვითონ ჩაგრულების დამცველად წარმოაჩინოს თავი. სტალინმა აღმოსავლეთი ევროპა გაათავისუფლა ჰიტლერისგან და განმათავისუფლებლად მოევლინა მსოფლიოს, მაგრამ მერე ისეთი რეჟიმი დაამყარა, რომ ამ ქვეყნებს ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიქცეოდნენ საბჭოთა გავლენისაგან. ასე რომ, კაცმა არ იცის, სტალინი ჰიტლერს რომ ებრძოდა, იმიტომ ებრძოდა რომ საბჭოთა კავშირი დაეცვა, თუ იმიტომ, რომ მერე გადასულიყო ევროპის ტერიტორიაზე და გავლენა მოეპოვებინა ევროპულ ქვეყნებზე. მართლაც გადავიდა და ბოლომდე მიჰყვა, მერე დიპლომატიურ არენაზეც აქტიურად იბრძოდა გავლენისთვის და სავარაუდოდ, ეს მიზანი ჰქონდა კიდეც. როგორ უნდა ჩაითვალოს ახლა ევროპულ ქვეყნებზე სტალინის გავლენა? იმად, რომ საბჭოთა კავშირმა ამ ქვეყნების ოკუპაცია მოახდინა თუ დაიხსნა ჰიტლერის ოკუპაციისგან? - ორივე ვერსია სწორია, დაიხსნა კიდეც და მერე თვითონ მოახდინა ოკუპაცია. ასე რომ, დიქტატორებს ყოველთვის აქვთ ტენდენცია, რომ გავლენა მოახდინონ სხვებზე და სხვათა შორის, ეს მხოლოდ მათი დიქტატორობით არ აიხსნება. ადამიანს აქვს ეს ტენდენცია. მაგალითად, იმ ქვეყნების, რომელთაც დიქტატორულს არ ვუწოდებთ, მმართველები ხშირად დგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც სხვა ქვეყნების ინტერესებს უპირისპირდება და მათ ჩაგრავს. დასავლეთის ქვეყნები ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, ამერიკასაც არაერთი საომარი მოქმედება წამოუწყია. ასე რომ, "დიქტატორს" ძალიან რადიკალურ შემთხვევებში ვარქმევთ, როდესაც პოლიტიკური ფიგურა მართლაც დაბრმავებულია ძალაუფლებით.

- კიდევ რა ცხოვრებისეული პარალელები შეგვიძლია გავიხსენოთ, რომლებმაც ეს ადამიანები დიქტატორებად ჩამოაყალიბა?

- დიქტატორს სჭირდება როგორც ქვეყნის მორჩილება, და ამას აღწევს არა მარტო იმით, რომ ტერორს ამყარებს ქვეყანაში, არამედ იმით, რომ ორივე ხერხით მოქმედებს - მათრახითაც და ნაზუქითაც: რაკი მხარდამჭერების გამრავლება სურს, შესაძლო მხარდამჭერებს ქათინაურებს ეუბნება, შესაძლო მოწინააღმდეგეებს კი სჯის. ჰიტლერის გარემოცვაშიც სტალინთანაც მოწინააღმდეგეები პრაქტიკულად ნულამდე იყო დაყვანილი. იგივე სურათი გვაქვს პუტინთანაც - ოპოზიციონერი არ გააჭაჭანა, ბევრი ციხეში ჰყავს, ზოგი ფიზიკურად მოიშორა და დანარჩენებსაც უსწორდება. ესეც დიქტატორების საერთო თვისებაა - ელიტა, უშუალო გარემოცვა, უნდა გახადოს მაქსიმალურად მორჩილი.

- თითქოს რეალობის შეგრძნებას კარგავენ...

- ოუენმა, ინგლისელმა ნევროლოგმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ, შექმნა კონცეფცია, რომ პოლიტიკოსებს პროფესიული დაავადება აქვთ, ე.წ. ჰიბრისის სინდრომი - თავდაჯერების სიმბოლო ბერძნულ მითოლოგიაში. ისინი ხდებიან ზედმეტად თავდაჯერებული, მიაჩნიათ, რომ სამყარო ისეთია, როგორიც თვითონ აწყობთ. სხვათა შორის, ამ სინდრომზე მსჯელობის დროს ოუენი არ ეძებდა დიქტატორებს ამ კონცეფციის გასამყარებლად. იქვე, ინგლისის სინამდვილეში ეგულებოდა ასეთი ფიგურანტი - მაგალითად მარგარეტ ტეთჩერი. ეს თავდაჯერება, შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დეფორმაციაა პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ყველაფერი მეტ-ნაკლებად გამოუვიდა, რომელსაც ბევრი ეუბნება, რა ჭკვიანი და ძლიერი ხარო და ამას იჯერებს.

ასევე დაგაინტერესებთ"პუტინი, როგორც ზვიგენი" - რას ჰყვება CIA-ს თანამშრომელი რუსეთის პრეზიდენტზე?"მიამიტურია ფიქრი, რომ კრემლს ახლა ჩვენთვის არ სცალია“"სავსებით შესაძლებელია უკრაინაში ნატოს ჯარების შესვლაც"- პროპაგანდა მათი ძლიერი იარაღია.

- ამ მხრივ ჰიტლერი ძალიან აქტიური ბრძანდებოდა. ჰიტლერისთვის პროპაგანდა იყო საჯარო გამოსვლები. პუტინი ასეთ საჯარო გამოსვლებში თითქმის არ მონაწილეობს. მისთვის გამოსვლა გარემოცვასთან საქმიანი შეხვედრა ან მიმართვაა, მაგრამ ტელეკამერით. ადამიანთა დიდ რაოდენობასთან კონტაქტი არ უყვარს, განსხვავებით ჰიტლერისაგან. სტალინისაც არ უყვარდა... არადა, არც ჰიტლერი იყო საჯარო გამოსვლების დიდი სპეციალისტი, სარკის წინ ვარჯიშობდა გამწარებული. ისტერიკული იყო ყველა გამოსვლაში, ემოციით აჰყავდა ხალხი და არა რაციონალური მსჯელობით. პუტინთან იგივე სურათი არა გვაქვს, მაგრამ ის, რომ პროპაგანდა მისთვის მნიშვნელოვანია, უდავოა. ჰიტლერი საჯარო გამოსვლებში ემოციური მუხტის გაზრდაზე მუშაობდა, ამიტომ ჭარბად იყენებდა ჟესტებს, მიმიკას. პუტინი თავშეკავებულია, ჩაკეტილი ტიპია და ამიტომ სტილისტიკაც განსხვავებული აქვს. ცდილობს რომ მისი გამოსვლები ემოციის ნიშანს არ ატარებდეს და რაციონალური მსჯელობის შთაბეჭდილება დატოვოს.

- მათ შორის რას ნახულობთ საერთოს?

- ერთ-ერთი მსგავსება ისაა, რომ ძალაუფლების გარეშე ძალიან საცოდავი და უსუსური ხდებიან. უსუსური იყო ახალგაზრდობაში ჰიტლერი, როდესაც ვერ ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, მეგობარი არ ჰყავდა, ურთიერთობა უჭირდა... მოგვიანებით ხელისუფლებამ გახადა ისეთი, როგორიც მსოფლიომ გაიცნო. ანალოგიურად იყო პუტინთანაც. ისტორიამ შემოგვინახა, თუ როგორ დაჰქონდა სობჩაკის ჩემოდანი, მისი დაცვის უფროსი კი იყო, მაგრამ რეალურად მომსახურე ბიჭის როლს ასრულებდა. ის ძლიერი ფიგურა, რომ სპორტულია, ძლიერი პოლიტიკოსია, უფრო გვიანდელი მოვლენაა, რომელის ნიშნებიც ადრინდელ პუტინს არ ჰქონდა. სავარაუდოდ, ძალაუფლებას თუ დაკარგავს, დიდი შანსია, ისევ მორიდებულ, გაუბედავ პერსონად იქცეს. უკრაინის კონფლიქტში უკრაინის წარმატებისა და რუსეთის მარცხის ფონზე პუტინში ისევ გაუბედავი ინტონაციაა და თავდაჯერება დაკარგა მისმა გამოსვლებმა.

- ეს რა მომენტში იგრძენით?

- ყირიმის ხიდის აფეთქებამდე მას უფრო მორიდებული კილო ჰქონდა. მერე შეტევაზე გადავიდა, ტერორისტული აქტიაო, გამოაცხადა. ამან ის ვერსიაც გააჩინა, რომ შეიძლება მისი აფეთქებულია ხიდი, იმიტომ, რომ საბაბი იპოვოს. პრეზიდენტობის სავარძელი ხომ ტერორისტული აქტებით გაიმყარა. დიქტატორები თავდაჯერებას კარგავენ, როცა ძალა ეცლებათ და საცოდავები ხდებიან... ხომ ხედავთ, მთელი მსოფლიო აწვდის იარაღს უკრაინას. მანამდე პუტინი იმუქრებოდა, ვინც უკრაინას დაეხმარება, ჩვენი მტერი იქნებაო. ეხმარებიან, მაგრამ პუტინი ვერ ბედავს მათთან დაპირისპირებას. მან დაკარგა თავდაჯერება, იმიტომ, რომ მარცხდება. ოღონდ თუ ძალა იგრძნო, მერე სადიზმამდე მივა ძალადობაში.

- პუტინმა სცადა გამოსავალი ეპოვა აღმოსავლეთთან ურთიერთობაშიც.

- შეიძლება სცადოს ავტორიტარული რეჟიმების თავმოყრა და ბრძოლის ერთიანი ფრონტის შექმნა, თუკი მისცეს ამის საშუალება. ეგ ვნახეთ სწორედ - ჩინეთი ეუბნება, კი ბატონო, გავერთიანდეთ, ოღონდ შენ არ იქნები პირველი პირიო. აგრძნობინეს, რომ მას პატივს არ სცემენ... გაჩნდა განცდა, რომ პუტინი გამოსავალს ეძებს იმაშიც, რომ შეცვალოს გარემოცვა. გენერლებს ცვლის... ის შეეცდება ყველა რესურსი გამოიყენოს, სანამ იფიქრებს იმაზე, დააჭიროს თუ არა ღილაკს თითი.

განაგრძეთ კითხვა