უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
კერძოდ, საჰაერო განგაში ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ კორიუკივკაში გერმანიის პრეზიდენტის მედიასთან საუბრის დროს გაისმა. ამის შედეგად, გამოცემის ინფორმაციით, შტაინმაიერს სამოქალაქო მოსახლეობასთან "სპონტანური საუბარი" ბომბსაცავში" მოუწია.
დღეს მოგვიანებით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ცნობისთვის, შტაინმაირი კიევში დღეს დილით მოულოდნელად ჩავიდა. იგი ზელენსკისთან კიევში შეხვედრას წინა ხუთშაბათს გეგმავდა, თუმცა მაშინ ვიზიტი "უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე" გადაიდო.
გორში თავზე რომ გადაუფრინა საფრანგეთის მაღალჩინოსანს რუსეთის ბომბდამშენმა მაშინ ის არსად გაქცეულა და ახლა მხოლოდ უბრალო განგაშის სიგნალზე ამას ბუნკერში რა მიარბეინებდა? შემთხვევით გორის ის ოპერაცია პუტინთან ხომ არ ქონდა საფრანგეთს, კერძოდ სარკოზას, შეთანხმებული?
კიდევ ერთი დადგმული შოუ