პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია "ბეკო“  საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
კომპანია "ბეკო“  საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის ბრენ­დი "ბეკო“ სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის 25 წლის იუ­ბი­ლეს სა­ზე­ი­მოდ აღ­ნიშ­ნავს.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე 25-წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს კომ­პა­ნია მას­შტა­ბუ­რი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბით აღ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში გა­ი­მარ­თე­ბა და 700 სტუ­მარს, მათ შო­რის სა­ჯა­რო პი­რებს, ბიზ­ნეს სექ­ტო­რი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს უმას­პინ­ძლებს. სტუმ­რებს სა­ზე­ი­მო პროგ­რა­მა და და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო ელით.

25 წლის იუ­ბი­ლე "ბე­კომ“ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ახა­ლი ხა­ზის Beyond-ის პრე­ზენ­ტა­ცი­ით აღ­ნიშ­ნა. ახა­ლი ხაზი მომ­ხმა­რე­ბელს მდგრად, მა­ღა­ლე­ფექ­ტურ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით შექ­მნილ მიზ­ნობ­რივ პრო­დუქ­ცი­ას შეს­თა­ვა­ზებს. Beyond-ის ხაზ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­დუქ­ტი გა­მო­ირ­ჩე­ვა ახა­ლი, ფუნ­ქცი­უ­რი დი­ზა­ი­ნის, უფრო ღრმა გა­ზ­ქუ­რე­ბით, გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მით, გლუ­ვი ზე­და­პი­რე­ბით, გა­ნი­ე­რი კა­რე­ბით, პრო­დუქ­ცი­ის შე­ნახ­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სის­ტე­მით, ბრენ­დის DNA კი ერთი სა­ერ­თო მიზ­ნის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­და - Live like a Pro (იცხოვ­რე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­ვით).

კომ­პა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა 1997 წელს, ბა­თუმ­ში გახ­სნი­ლი ერთი მა­ღა­ზი­ით და­ი­წყო, დღეს კი "ბე­კოს“ ან­გა­რიშ­ზე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 98 სა­ვაჭ­რო წერ­ტი­ლი, 5 სერ­ვის ცენ­ტრი, 800 და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ასო­ბით ათა­სი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლია.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნდო­ბა კომ­პა­ნი­ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი დო­ნით, ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნი­კით, პრო­დუქ­ცი­ის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი­თა და კად­რე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით მო­ი­პო­ვა. "ბე­კოს“ ამ წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას კი სტრა­ტე­გია - იცხოვ­რე ჩემ­პი­ო­ნი­ვით! - აერ­თი­ა­ნებს.

"ბეკო სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მეჰ­მეთ მე­ლე­ქის თქმით, გან­ვლი­ლი 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას, გა­და­ლა­ხა არა­ერ­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი რყე­ვა და ღირ­სე­უ­ლად გა­უმკლავ­და ქვეყ­ნის სა­ში­ნაო თუ სა­გა­რეო გა­მოწ­ვე­ვებს.

"დღე­ის­თვის ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ მტკი­ცე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ და მომ­გე­ბი­ან კომ­პა­ნი­ას მას­შტა­ბუ­რი მიზ­ნე­ბით, რო­მე­ლიც სა­ბი­უ­ჯე­ტო გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა და და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში ღირ­სე­ულ ად­გილს იკა­ვებს. ჩვე­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც ორ­მხრი­ვი სარ­გებ­ლის შექ­მნას ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მტკი­ცე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით“, - აღ­ნიშ­ნა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნია წლი­დან წლამ­დე ვი­თარ­დე­ბა და ფარ­თოვ­დე­ბა, თუმ­ცა არ აპი­რებს მიღ­წე­ულ­ზე გა­ჩე­რე­ბას და მო­მა­ვალ­ში გა­ფარ­თო­ე­ბას, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა­სა და სფე­რო­ში ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის და­ნერგვას გეგ­მავს.

"რა თქმა უნდა, წინ ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი გვაქვს და გვინ­და, ჩვენს ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს კი­დევ არა­ერ­თი სი­ახ­ლე შევ­თა­ვა­ზოთ. პირ­ველ რიგ­ში, ეს რა თქმა უნდა, "ბე­კოს“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვის ცენ­ტრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბაა, რად­გან მომ­ხა­რე­ბელს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში შე­ეძ­ლოს ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ი­თა და ხა­რის­ხი­ა­ნი სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბა. გარ­და ამი­სა, ჩვენ­თვის მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ბრენ­დე­ბის კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ასორ­ტი­მენ­ტი და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი პრო­დუქ­ცია შევ­თა­ვა­ზოთ. აქვე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დო თი­თო­ე­ულ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გვირ­ჩევს და "ბე­კოს“ ხა­რის­ხის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მეჰ­მეთ მე­ლექ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გარ­და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი­სა, კომ­პა­ნია "ბეკო“ სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლეა და კომ­პა­ნია ამა­ყობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით.

"ბეკო სა­ქარ­თვე­ლო“ ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე დიდ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის ტოპ 3 ბრენ­დს შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი "ბეკო გლო­ბა­ლის“ ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. მსოფ­ლიო მას­შტა­ბით "ბეკო გლო­ბა­ლი“ 7 კონ­ტი­ნენ­ტის 150 ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და 300 მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბელს ით­ვლის, აერ­თი­ა­ნებს 12 ბრენ­დს და ჯა­მუ­რად 40 000 თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავს.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

კომპანია "ბეკო“  საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

კომპანია "ბეკო“  საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი "ბეკო“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავს.

ქართულ ბაზარზე 25-წლიანი საქმიანობის საიუბილეო თარიღს კომპანია მასშტაბური საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება და 700 სტუმარს, მათ შორის საჯარო პირებს, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. სტუმრებს საზეიმო პროგრამა და დაუვიწყარი საღამო ელით.

25 წლის იუბილე "ბეკომ“ სრულიად განსხვავებული, დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი ხაზის Beyond-ის პრეზენტაციით აღნიშნა. ახალი ხაზი მომხმარებელს მდგრად, მაღალეფექტურ, განსხვავებული დიზაინის, უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილ მიზნობრივ პროდუქციას შესთავაზებს. Beyond-ის ხაზში გაერთიანებული ყველა პროდუქტი გამოირჩევა ახალი, ფუნქციური დიზაინის, უფრო ღრმა გაზქურებით, გაგრილების სისტემით, გლუვი ზედაპირებით, განიერი კარებით, პროდუქციის შენახვის გაუმჯობესებული სისტემით, ბრენდის DNA კი ერთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდა - Live like a Pro (იცხოვრე პროფესიონალივით).

კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო, დღეს კი "ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილი, 5 სერვის ცენტრი, 800 დასაქმებული ადამიანი და ასობით ათასი ერთგული მომხმარებელია.

მომხმარებელთა ნდობა კომპანიამ წლების განმავლობაში მომსახურების მაღალი დონით, ინოვაციური ტექნიკით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტითა და კადრების პროფესიონალიზმით მოიპოვა. "ბეკოს“ ამ წარმატებულ საქმიანობას კი სტრატეგია - იცხოვრე ჩემპიონივით! - აერთიანებს.

"ბეკო საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის თქმით, განვლილი 25 წლის განმავლობაში კომპანია ფეხდაფეხ მიჰყვებოდა საქართველოს განვითარებას, გადალახა არაერთი ეკონომიკური რყევა და ღირსეულად გაუმკლავდა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო გამოწვევებს.

"დღეისთვის ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცე, განვითარებაზე ორიენტირებულ და მომგებიან კომპანიას მასშტაბური მიზნებით, რომელიც საბიუჯეტო გადასახადებისა და დასაქმებულთა რაოდენობით ქართული ეკონომიკის განვითარების საქმეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ჩვენი მოღვაწეობა ემსახურება როგორც ორმხრივი სარგებლის შექმნას ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

მისივე თქმით, კომპანია წლიდან წლამდე ვითარდება და ფართოვდება, თუმცა არ აპირებს მიღწეულზე გაჩერებას და მომავალში გაფართოებას, მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებასა და სფეროში ინოვაციური მეთოდების დანერგვას გეგმავს.

"რა თქმა უნდა, წინ ამბიციური გეგმები გვაქვს და გვინდა, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კიდევ არაერთი სიახლე შევთავაზოთ. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, "ბეკოს“ მაღაზიათა ქსელისა და მომსახურების სერვის ცენტრების გაფართოებაა, რადგან მომხარებელს ყველა ქალაქში შეეძლოს ჩვენი პროდუქციითა და ხარისხიანი სერვისებით სარგებლობა. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშნელოვანია მომხმარებელს ბრენდების კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი და თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური პროდუქცია შევთავაზოთ. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ჩვენს მომხმარებელს, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენ გვირჩევს და "ბეკოს“ ხარისხის ერთგული რჩება“, - აღნიშნა მეჰმეთ მელექმა.

მისივე თქმით, გარდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამომხმარებლო ბაზარზე წამყვანი პოზიციებისა, კომპანია "ბეკო“ საქართველოში მრავალი სოციალური და ჰუმანიტარული პროექტის მონაწილეა და კომპანია ამაყობს ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებით.

"ბეკო საქართველო“ ევროპაში ყველაზე დიდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტოპ 3 ბრენდს შორის დასახელებული "ბეკო გლობალის“ ღირსეული წარმომადგენელია. მსოფლიო მასშტაბით "ბეკო გლობალი“ 7 კონტინენტის 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 300 მილიონ მომხმარებელს ითვლის, აერთიანებს 12 ბრენდს და ჯამურად 40 000 თანამშრომელი ჰყავს.

(R)