მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს
სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში (სე­მეკ) კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თა. „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რედ და­ვით ნარ­მა­ნია, მე­ო­რე ვა­დით აირ­ჩი­ეს. კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბი სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე დამ­ტკიც­და.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პირ­ვე­ლი ვა­დის პე­რი­ოდ­ში სე­მეკს მი­ე­ნი­ჭა ISO 9001:2015 სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის ხა­რის­ხის მარ­თვის სის­ტე­მის სერ­ტი­ფი­კა­ტი, ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის კუ­თხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში შე­მუ­შავ­და და დამ­ტკიც­და რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი 50-ზე მეტი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი, შე­მუ­შავ­და ნეტო-აღ­რი­ცხვის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, და­ი­ნერ­გა და­ვე­ბის გან­ხილ­ვის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, შე­მუ­შავ­და და გან­ხორ­ცი­ელ­და მომ­სა­ხუ­რე­ბის მარ­ტი­ვი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბი, და­ი­ნერ­გა თა­ნამ­შრო­მელ­თა შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, ხელი შე­ე­წყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას. .

და­ვით ნარ­მა­ნია სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რედ პირ­ვე­ლი ვა­დით 2019 წელს აირ­ჩა, ხოლო კო­მი­სი­ის წევ­რის ვა­კან­ტურ პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში, პირ­ვე­ლი 6 წლის ვა­დით და­ამ­ტკი­ცა. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სე­მე­კის წევრთა ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რედ ირ­ჩე­ვა სე­მე­კის ერთ-ერთი წევ­რი 3 წლის ვა­დით, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს კო­მი­სი­ის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დარ­ჩე­ნი­ლი ვა­დი­სა.

და­ვით ნარ­მა­ნია 2014-2017 წლებ­ში იყო ქ. თბი­ლი­სის მერი და სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ევ­რო­საბ­ჭოს რე­გი­ო­ნუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კონ­გრეს­ში. 2012-2014 წლებ­ში იკა­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ას, 2012 წლი­დან დღემ­დე არის ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კა­თედ­რის გამ­გე, 2008-2012 წლებ­ში იყო კავ­კა­სი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის (GIPA) და ქარ­თულ ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (GAU) პრო­ფე­სო­რი, 2006-2007 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, 2004-2005 წლებ­ში იკა­ვებ­და ბიზ­ნეს კონ­სალ­ტინ­გის ჯგუფს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტს.2001-2003 წლებ­ში საქ­მი­ა­ნობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა და სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

და­ვით ნარ­მა­ნია პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია. მას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ეკო­ნო­მი­კის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი. იგი არის 42 სა­მეც­ნი­ე­რო და კვლე­ვი­თი ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი, 48 ნაშ­რო­მის თა­ნა­ავ­ტო­რი. იგი დღემ­დე აგ­რძე­ლებს სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას.

NS

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

ბატონი დავითი განათლებული, ინტელიგენტი და საქმის მცოდნე კაცია.ამავე დროს კეთილშობილი და კარგი ადამიანი. ვინც არ იცნობთ, გთხოვთ, კომენტარებისგან თავი შეიკავოთ. 

1970
0

გვეშველა აღარც გაზი გაძვირდება და აღარც დენი ნარმანია გვიშველის ფუი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს

სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრის შედეგები საჯარო სხდომაზე დამტკიცდა.

დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა მომსახურების მარტივი ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროექტები, დაინერგა თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას. .

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ პირველი ვადით 2019 წელს აირჩა, ხოლო კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის დეკემბერში, პირველი 6 წლის ვადით დაამტკიცა. კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის წევრთა ფარული კენჭისყრით, სემეკის თავმჯდომარედ ირჩევა სემეკის ერთ-ერთი წევრი 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა.

დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში. 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას, 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი, 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, 2004-2005 წლებში იკავებდა ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფს გენერალური დირექტორის პოსტს.2001-2003 წლებში საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში.

დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას.

NS