პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე" - მელია
"რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე" - მელია

სა­სა­მარ­თლო სა­ბო­ლოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და რო­გორც ყო­ველ­გვარ ავ­ტო­რი­ტეტს მოკ­ლე­ბუ­ლი, კო­რუფ­ცი­ულ-კლა­ნუ­რი ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც მოს­წონს მხო­ლოდ რუს ოლი­გარ­ქს და არა­ვის სხვას, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ნიკა მე­ლი­ამ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბად ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის და დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ "გუ­შინ, მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ამ არაფ­რად ჩა­აგ­დო სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი".

"იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბად აირ­ჩი­ეს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე და დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვი­ლი.

ვინ არის ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე და რა რე­პუ­ტა­ცი­ი­თა და ავ­ტო­რი­ტე­ტი­თაც სარ­გებ­ლობს, ყვე­ლამ ვი­ცით და გა­მე­ო­რე­ბით თავს არც შე­გა­წყენთ, უბ­რა­ლოდ, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მამ და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი არ­ჩე­ვით ღიად გა­ნა­ცხა­და უარი ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა­ზე.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და თა­ვად ამ მან­კი­ერ სის­ტე­მას შე­ეძ­ლოთ წა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ვინ­მე ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი მუ­რუ­სი­ძის კან­დი­და­ტუ­რა და ის აერ­ჩი­ათ, მაგ­რამ მათ ღიად, უტიფ­რად და თავ­ხე­დუ­რად სწო­რედ მუ­რუ­სი­ძე აირ­ჩი­ეს. მათ გა­მო­იწ­ვი­ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, და­სავ­ლე­თი.

ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე და გვრი­ტიშ­ვი­ლი აქამ­დეც იყ­ვნენ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში გავ­ლე­ნი­ან პო­ზი­ცი­ებ­ზე, მაგ­რამ ეს არ­ჩე­ვა ნიშ­ნავს იმას, რომ ახლა უკვე ისი­ნი მო­სა­მარ­თლე­ე­ბად უფრო მარ­ტი­ვად და­ნიშ­ნა­ვენ თა­ვის­ნა­ი­რებს - მუ­რუ­სი­ძის იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში არ­ჩე­ვა ნიშ­ნავს ასო­ბით მუ­რუ­სი­ძეს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში!

სა­სა­მარ­თლო სა­ბო­ლოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და რო­გორც ყო­ველ­გვარ ავ­ტო­რი­ტეტს მოკ­ლე­ბუ­ლი, კო­რუფ­ცი­ულ-კლა­ნუ­რი ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც მოს­წონს მხო­ლოდ რუს ოლი­გარ­ქს და არა­ვის სხვას.

სოსო გო­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გახ­ლდათ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საყ­რდე­ნი ბურ­ჯი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწო­რედ მუ­რუ­სი­ძე­სა და ჩინ­ჩა­ლა­ძეს ასა­ხე­ლებს პი­რა­დად ივა­ნიშ­ვილ­თან გა­რი­გე­ბულ მო­სა­მარ­თლე­ე­ბად, რო­მელ­თა­ნაც სუს-ი მუდ­მივ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო „ოც­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ“ და­ვე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად, მათ უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ, ნე­ბის­მი­ე­რი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც პარ­ტი­ი­დან მი­ვი­დო­და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სუს-ი მათ გა­დას­ცემ­და ოპე­რა­ტი­ულ მა­სა­ლას, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შე­სა­ხებ- ცხა­დია ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით.

რო­გორც უკვე ვთქვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სავ­ლეთს უცხა­დებს ღია ბრძო­ლას - უარს ამ­ბობს იმ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რაც იყო მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტში და არის ევ­რო­კო­მი­სი­ის 12 პუნ­ქტში.

შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის შერ­ჩე­ვა უნდა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო სა­ნამ რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მა არ ჩა­ტარ­დე­ბო­და; 12 პუნ­ქტში კი გარ­კვე­ვით წე­რია, რომ უნდა გა­ტარ­დეს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ჯე­რო­ვა­ნი რე­ფორ­მა.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ელჩი მო­უ­წო­დებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნა, რე­ფორ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ­დე და რით უპა­სუ­ხა რუ­სულ­მა ოც­ნე­ბამ და­სავ­ლეთს?

2021 წლის ბო­ლოს, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შე­ი­ტა­ნა ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ საბ­ჭოს ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩე­ვა ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

2022 წელს კი, ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ღე­ბი­დან 10 დღე­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხელ­მე­ო­რედ ირ­ჩევს ჩინ­ჩა­ლა­ძეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ მე­ო­რე ვა­დით.

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ოლი­გარ­ქის სა­სა­მარ­თლო კვლავ წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ტყვე­ვე­ბის შემ­დეგ, უკვე ნიკა გვა­რა­მი­ას ატყვე­ვე­ბენ.

მთე­ლი და­სავ­ლე­თი სა­უბ­რობს ჩვენს სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბულ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ზე, რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და რე­ფორ­მი­რე­ბას არ სა­ჭი­რო­ებს.

გუ­შინ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი ცხად­ყოფს, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად არ აპი­რებს ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. მე­ტიც, მათი ქმე­დე­ბე­ბი­დან ცალ­სა­ხად იკ­ვე­თე­ბა რომ ისი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ სწო­რედ იმის­თვის, რომ ახ­დეს რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო არ გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი.

სწო­რედ ამი­ტომ, მო­ვუ­წო­დებ ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს, რომ­ლე­ბიც ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რე­ბენ და გვეხ­მა­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, მო­ახ­დი­ნონ დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბა მის­ცენ ამ ფაქ­ტებს. ნა­თე­ლია, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც კი და­კარ­გუ­ლია და აქ გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან სი­ცხა­დის შე­ტე­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მათ­გა­ნაც იცო­დეს, რომ ამ მთლი­ა­ნად ყალ­ბი პრო­ცე­სის სა­პარ­ლა­მენ­ტო კენ­ჭისყ­რე­ბამ­დე მიყ­ვა­ნა და პარტნი­ო­რე­ბის­გან ამა­ვე პრო­ცეს­ში ოპო­ზი­ცი­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია. რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა გა­ცხად­დეს პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკვე უარი თქვა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რა­საც უნდა მოჰ­ყვეს სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა",- აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდო
0

გერმანიის მართველიპარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია და მოწოდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართ აჩვენეთ ვინმემ

დავით
3

არა დასავლეთი არ იტყვის ამას არამედ როცა 12 პუნქტი არ შესრულება იმ ვადაში რაც მოცემულია გააკეთებს შესაბამის განცხადებას.

საქართველო აქედან გამომდინარე ვერ მიიღებს სტატუსს ჯერჯერობით.

უკრაინა და მოლდავეთი აუცილებლად გაძვრებიან.

მომავალში რა იქნება ჩვენთან დაკავშირებით არავინ იცის იმიტომ რომ ფანჯარა სულ ღია არ იქნება.

ანუ შანსი არის მაგრამ არა ავტომატურად.

დასავლეთი გარდა იმ 12 პუნქტისა რაც ძალიან ცხადია მეტს არაფერს იტყვის.

რას ვაკეთებთ ჩვენ ? ასე დგას საკითხი.

 

 

ავტორი:

"რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე" - მელია

"რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე" - მელია

სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "გუშინ, მოსამართლეთა კონფერენციამ არაფრად ჩააგდო საერთაშორისო რეკომენდაციები".

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.

ვინ არის ლევან მურუსიძე და რა რეპუტაციითა და ავტორიტეტითაც სარგებლობს, ყველამ ვიცით და გამეორებით თავს არც შეგაწყენთ, უბრალოდ, სასამართლო სისტემამ და ამ ხელისუფლებამ მისი არჩევით ღიად განაცხადა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, სისტემის რეფორმირებაზე.

ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას შეეძლოთ წამოეყენებინათ ვინმე ნაკლებად ცნობილი მურუსიძის კანდიდატურა და ის აერჩიათ, მაგრამ მათ ღიად, უტიფრად და თავხედურად სწორედ მურუსიძე აირჩიეს. მათ გამოიწვიეს საზოგადოება, დასავლეთი.

ლევან მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, მაგრამ ეს არჩევა ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე ისინი მოსამართლეებად უფრო მარტივად დანიშნავენ თავისნაირებს - მურუსიძის იუსტიციის საბჭოში არჩევა ნიშნავს ასობით მურუსიძეს სასამართლო სისტემაში!

სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას.

სოსო გოგაშვილი, რომელიც გახლდათ ამ ხელისუფლების საყრდენი ბურჯი წლების განმავლობაში, სწორედ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს ასახელებს პირადად ივანიშვილთან გარიგებულ მოსამართლეებად, რომელთანაც სუს-ი მუდმივ კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო „ოცნების სასარგებლოდ“ დავების გადასაწყვეტად, მათ უნდა შეესრულებინათ, ნებისმიერი დავალება, რომელიც პარტიიდან მივიდოდა, საჭიროების შემთხვევაში კი სუს-ი მათ გადასცემდა ოპერატიულ მასალას, მოსამართლეების შესახებ- ცხადია ზეწოლის განხორციელების მიზნით.

როგორც უკვე ვთქვი ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას - უარს ამბობს იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც იყო მიშელის დოკუმენტში და არის ევროკომისიის 12 პუნქტში.

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევა უნდა შეჩერებულიყო სანამ რეალური რეფორმა არ ჩატარდებოდა; 12 პუნქტში კი გარკვევით წერია, რომ უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა.

აბსოლუტურად ყველა ელჩი მოუწოდებდა ხელისუფლებას შეჩერებულიყო საბჭოს მოსამართლე წევრების დანიშვნა, რეფორმების ჩატარებამდე და რით უპასუხა რუსულმა ოცნებამ დასავლეთს?

2021 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომ საბჭოს ყოფილი წევრების ხელახალი არჩევა ყოფილიყო შესაძლებელი.

2022 წელს კი, ევროკავშირის რეკომენდაციების მიღებიდან 10 დღეში, ხელისუფლება ხელმეორედ ირჩევს ჩინჩალაძეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით.

ამ ყველაფრის პარალელურად, ოლიგარქის სასამართლო კვლავ წარმატებით ახორციელებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და მიხეილ სააკაშვილის დატყვევების შემდეგ, უკვე ნიკა გვარამიას ატყვევებენ.

მთელი დასავლეთი საუბრობს ჩვენს სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსული ოცნება აცხადებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და რეფორმირებას არ საჭიროებს.

გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. მეტიც, მათი ქმედებებიდან ცალსახად იკვეთება რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორედ იმისთვის, რომ ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ევროპული მისწრაფების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს. ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და აქ გასაგები მიზეზების გამო მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტენა, რომ საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს, რომ ამ მთლიანად ყალბი პროცესის საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა და პარტნიორებისგან ამავე პროცესში ოპოზიციის სავალდებულო ჩართულობაზე საუბარი აზრს მოკლებულია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება",- აღნიშნა მელიამ.