მსოფლიო
სამართალი

16

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე სასწორშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთის მთავარი მოვლენა გურჯაანის ღვინის ფესტივალი 22 ოქტომბერს გაიმართება
კახეთის მთავარი მოვლენა გურჯაანის ღვინის ფესტივალი 22 ოქტომბერს გაიმართება

„გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ 22 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლის სრუ­ლი პროგ­რა­მა უც­ვლე­ლია, ასე­ვე უც­ვლე­ლია ჩა­ტა­რე­ბის ად­გი­ლი ისევ მეღ­ვი­ნე­ო­ბის ქა­ლა­ქი გურ­ჯა­ა­ნი, ისევ ახ­ტა­ლის პარ­კი.

ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნია ღვი­ნის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ღვი­ნის კულ­ტუ­რი­სა და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა, რო­გორც უცხო­ე­ლი, ისე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. წელს, გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, 30 000-ზე მეტ სტუ­მარს, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რისტს უმას­პინ­ძლებს. წელს, გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მეღ­ვი­ნე­ო­ბის ქა­ლაქ­ში გა­მარ­თუ­ლი გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის მე-4 ფეს­ტი­ვა­ლი ფი­როს­მანს და ღვი­ნით შთა­გო­ნე­ბულ ყვე­ლა ადა­მი­ანს მი­ე­ძღვნას.

წელს, ფეს­ტი­ვა­ლი 300-ზე მეტი მეღ­ვი­ნის სხვა­დას­ხვა ტი­პის, ფე­რი­სა და ასა­კის ღვი­ნოს, ჭა­ჭა­სა და სხვა სას­მე­ლებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის­თვის შექ­მნი­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სივ­რცე, მოწ­ვე­უ­ლი შე­ფე­ბი და ად­გილ­ზე შექ­მნი­ლი ავ­თენ­ტუ­რი კერ­ძე­ბი და­ამ­შვე­ნებს. ფეს­ტი­ვა­ლი იქ­ნე­ბა თავ­შე­საქ­ცე­ვი, მათ­რო­ბე­ლა და სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კით შთა­გო­ნე­ბუ­ლი, შე­მოდ­გო­მის ფე­რე­ბით აჭ­რე­ლე­ბულ ულა­მა­ზეს რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნა­ში, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ა­ტა­როს დრო მე­გობ­რებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად.

ფეს­ტი­ვალ­ზე, სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რის ფონ­ზე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ღვი­ნი­სა და ჭა­ჭის დე­გუს­ტა­ცი­ა­ში, ჩურ­ჩხე­ლის ამოვ­ლე­ბა­სა და ყუ­რძნის და­წურ­ვა­ში, სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებ­სა და სხვა გა­სარ­თობ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. გურ­ჯა­ა­ნის ახ­ტა­ლის პარკში გან­ლა­გე­ბუ­ლი 10-ზე მეტი სივ­რცე სტუმ­რე­ბის სურ­ვი­ლებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი სა­შე­მოდ­გო­მო, ის­ტო­რი­უ­ლი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი, ღვი­ნის ბარი. ასე­ვე, მო­ე­წყო­ბა ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის, კა­ხუ­რი ტკბი­ლე­უ­ლი­სა და ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. ფეს­ტი­ვა­ლის პა­ტა­რა სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე ანი­მა­ტო­რე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ, მათ­თვის ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მე­ბი, ილუ­ზი­ო­ნის­ტე­ბის და ანი­მა­ტო­რე­ბის შოუ, თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რი, ბუშ­ტე­ბის შოუ, თი­ხის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძერ­წვა, კა­რი­კა­ტუ­რე­ბის შექ­მნა, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის მას­ტერკლა­სი, სა­ხე­ზე ხატ­ვა და სხვა­დას­ხვა სა­ბავ­შვო თა­მა­ში. ფეს­ტი­ვალ­ზე თქვენს გან­წყო­ბა­ზე დი­დე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­სა და გე­მო­ე­ბის გარ­და, ასე­ვე დი­დე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ. გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი ორ­კესტრთან ერ­თად და მე­გობ­რე­ბი (სა­ლიო, სვან­სი­ხი, ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე), თა­მა­და, ნო­და­რი­კო ხუ­ციშ­ვი­ლი და ბენ­დი, ქარ­თუ­ლი ხმე­ბი და ბენ­დი (პრე­მი­ე­რა), Groove Possession, გიგი ვან­დე­რი, ნა­თია ქო­რ­ოღ­ლიშ­ვი­ლი, ტატო გო­დერ­ძიშ­ვი­ლი, ლე­ვან ყან­დი­აშ­ვი­ლი, ან­სამ­ბლი „ხა­რე­ბა“, ან­სამ­ბლი „მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი“ და სხვა.

„გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც მეღ­ვი­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში იმარ­თე­ბა.გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფი ფაქ­ტი­უ­რად უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მუ­შა­ობს იმის­თვის, რომ სტუმ­რე­ბის­თვის ეს დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გავ­ხა­დოთ. წლე­ვან­დელ ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სი­ახ­ლე­ე­ბით სავ­სე იქ­ნე­ბა, ვე­ლო­დე­ბით სტუმ­რებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან. და­ინ­ტე­რე­სე­ბა მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­და­ნაც დი­დია და წელს ყვე­ლა­ზე მეტი მეღ­ვი­ნეა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს და სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მი წარ­მო­ად­გი­ნოს და გა­აც­ნოს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. წელს, ფეს­ტი­ვალ­ში 300-ზე მეტი მცი­რე მე­წარ­მე, ღვი­ნის ქარ­ხა­ნა და მა­რა­ნი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ფეს­ტი­ვა­ლი ეს არის ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო პლატ­ფორ­მა, სა­დაც მო­სულ სტუ­მარს შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს რო­გორც ცნო­ბილ ღვი­ნო­ებს, ასე­ვე და­ა­გე­მოვ­ნოს დამ­წყე­ბი მეღ­ვი­ნე­ე­ბის პრო­დუქ­ცია. ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ყვე­ლას თა­ვი­სი ტრა­დი­ცია აქვს. მო­სუ­ლი სტუ­მა­რი და­ა­გე­მოვ­ნებს არამ­ხო­ლოდ კა­ხურ ღვი­ნოს, არა­მედ აქ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ღვი­ნო ცა­გე­რი­დან, რა­ჭი­დან, ბაღ­და­თი­დან, შიდა ქარ­თლი­დან და ა.შ. წელს, გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მეღ­ვი­ნე­ო­ბის ქა­ლაქ­ში გა­მარ­თუ­ლი გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის მე-4 ფეს­ტი­ვა­ლი ფი­როს­მანს და ღვი­ნით შთა­გო­ნე­ბულ ყვე­ლა ადა­მი­ანს მი­ე­ძღვნას. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის შევ­ქმნათ შე­სა­ბა­მი­სი სა­ინ­ტე­რე­სო, გა­სარ­თო­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი გა­რე­მო, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, ღვი­ნო­ბის­თვის მთა­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით,სტუმ­რი­ა­ნო­ბის კუ­თხი­თაც ხალ­ხმრა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, ასე რომ, მო­ი­ნიშ­ნეთ 22 ოქ­ტომ­ბე­რი და ეს­ტუმ­რეთ მეღ­ვი­ნე­ო­ბის ქა­ლაქს“ - ფეს­ტი­ვა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ ფეს­ტი­ვა­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი.

გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2022, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის დღე­ე­ბის ფარ­გლებ­ში იმარ­თე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია m². ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი, თე­ლი­ა­ნი ველი, საქპა­ტენ­ტი, გურ­ჯა­ა­ნის ნა­ყი­ნი, ჟურ­ნა­ლი „ღვი­ნის სამ­შობ­ლო“, ჯეპ­რა, რა­დიო „კო­მერ­სან­ტი“.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია, ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, USAID, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და გურ­ჯა­ნი­ის მუ­ნი­ცი­ა­ლი­ტე­ტის მე­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

კახეთის მთავარი მოვლენა გურჯაანის ღვინის ფესტივალი 22 ოქტომბერს გაიმართება

კახეთის მთავარი მოვლენა გურჯაანის ღვინის ფესტივალი 22 ოქტომბერს გაიმართება

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ 22 ოქტომბერს გაიმართება. ფესტივალის სრული პროგრამა უცვლელია, ასევე უცვლელია ჩატარების ადგილი ისევ მეღვინეობის ქალაქი გურჯაანი, ისევ ახტალის პარკი.

ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ისე ქართული საზოგადოებისთვის. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი, 30 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის, საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4 ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას.

წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. ფესტივალზე თქვენს განწყობაზე დიდებული ღვინოებისა და გემოების გარდა, ასევე დიდებული მუსიკოსები იზრუნებენ. გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობის მიმართულებით რეგიონებში იმართება.გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია და წელს ყველაზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული, რომელსაც შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი ნაწარმი წარმოადგინოს და გააცნოს ფართო საზოგადოებას. წელს, ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია. ღვინის წარმოების ყველას თავისი ტრადიცია აქვს. მოსული სტუმარი დააგემოვნებს არამხოლოდ კახურ ღვინოს, არამედ აქ იქნება წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ა.შ. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4 ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით,სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნება, ასე რომ, მოინიშნეთ 22 ოქტომბერი და ესტუმრეთ მეღვინეობის ქალაქს“ - ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში იმართება.

ფესტივალის გენერალური სპონსორია m². ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, საქპატენტი, გურჯაანის ნაყინი, ჟურნალი „ღვინის სამშობლო“, ჯეპრა, რადიო „კომერსანტი“.

მნიშვნელოვანია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, USAID, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია.