მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელმოკლედ ვცხოვრობდით... ჰოლანდიაში რომ ჩავედით, მე ქუთაისის სამკერვალოში შეკერილი პალტო მეცვა, სანდრა მიშას პალტოთი იყო" - ნინო ჟვანია სააკაშვილსა და მის მეუღლესთან ურთიერთობაზე
"ხელმოკლედ ვცხოვრობდით... ჰოლანდიაში რომ ჩავედით, მე ქუთაისის სამკერვალოში შეკერილი პალტო მეცვა, სანდრა მიშას პალტოთი იყო" - ნინო ჟვანია სააკაშვილსა და მის მეუღლესთან ურთიერთობაზე

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნიას მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნინო ჟვა­ნია იაგო ხვი­ჩი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში "სა­ქარ­თვე­ლოს და­ბა­დე­ბა" სან­დრა რუ­ლოვსთან და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მე­გობ­რო­ბის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს. ჟვა­ნია ყვე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ოჯა­ხე­ბით გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ...

ნინო ჟვა­ნია:

"სა­ა­კაშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი არ იყო, ვინც ზუ­რას მეშ­ვე­ო­ბით მოხ­ვდა პარ­ლა­მენ­ტში. ზურა ყვე­ლა ნი­ჭი­ერ ადა­მი­ან­თან სა­უბ­რობ­და. ყვე­ლა პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ინ­ტე­რე­სო სუ­ბი­ექ­ტი უნ­დო­და, რომ ჩარ­თუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კა­ში. მი­შაც ასე მოხ­ვდა პარ­ლა­მენ­ტში...

ვმე­გობ­რობ­დით კი­დეც, მა­შინ წყნეთ­ში ვცხოვ­რობ­დით, წყნეთ­ში იყო სი­ნათ­ლე. სან­დრა და ედუ­არ­დი დიდი პე­რი­ო­დი ჩვენ­თან ცხოვ­რობ­დნენ, რომ შეგ­ვემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა მათ­თვი­საც ცხოვ­რე­ბა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, ჩვენ ზედ­მე­ტი არა­ფე­რი გვქონ­და. ეს პრინ­ცი­პი ზუ­რამ ბო­ლომ­დე და­იც­ვა. თა­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტამ­დე...

დავ­რჩი მე მარ­ტო სამი ბავ­შვით, არც სახ­ლი გვქონ­და, არც - ფული. ეს სი­სუფ­თა­ვე ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ეს იყო მისი სიძ­ლი­ე­რე. მის­თვის ეს იყო პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი. მა­შინ მიშა და სან­დრაც ასე ფიქ­რობ­დნენ, ხელ­მოკ­ლედ ვი­ყა­ვით, ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით.

იდე­უ­რა­დაც და სო­ცი­ა­ლუ­რა­დაც ერთ ფე­ნას წარ­მო­ვად­გენ­დით, ერთი ინ­ტე­რე­სი გვქონ­და, ერთ წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ­დით. სა­ლა­პა­რა­კო ყო­ველ­თვის გვქონ­და. მეც ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი მათ­თან ჰო­ლან­დი­ა­ში. თა­ვი­დან სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო, ჩვენ ვი­ყა­ვით ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბი. მახ­სოვს, ჰო­ლან­დი­ა­ში რომ ჩა­ვე­დით, მე ქუ­თა­ი­სის სამ­კერ­ვა­ლო­ში შე­კე­რი­ლი პალ­ტო მეც­ვა და სან­დრას მი­შას პალ­ტო ეცვა. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­დან ვი­ყა­ვით. გვინ­დო­და, რომ პალ­ტო გვე­ყი­და... მახ­სოვს, მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ვე­ლი ცდი­ლობ­და, ჩვენ­სა და პალ­ტო­ებს შო­რის დის­ტან­ცია და­ეც­ვა, რომ ხელი არ მოგ­ვე­კი­და..."

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინე
2

ცუდის თქმა არავიზე მინდა, უბრალოდ კითხვა მაქვს, სააკაშვილზე ყველაფერი ნათელია და ვიცით (მეტ-ნაკლებად) როგორც იშოვნა ცხოვრება, თქვენ, ქვრივმა, 3 შვილის დედამ, როგორ შეძელით 2 შვილის საზღვარგარეთ შენახვა, როდესაც ხალხს, (მშრომელ ადამიანებს ვგულისხმობ) აქ, საკუთარ მიწაზე უჭირს არა ცხოვრება, არამედ თავის გატანაც კი. დაუჯერებრლია... არ გინდათ... მიკვირს და მართლა მაინტერესებს...

 

ლეილა
6

მიშა თავიდან კარგად მიყვებოდა ქვეყნის საქმეს, მაგრამ მალე აუვარდა თავში. აი მაშინ დაიწო ხალხის უბედურებაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ხელმოკლედ ვცხოვრობდით... ჰოლანდიაში რომ ჩავედით, მე ქუთაისის სამკერვალოში შეკერილი პალტო მეცვა, სანდრა მიშას პალტოთი იყო" - ნინო ჟვანია სააკაშვილსა და მის მეუღლესთან ურთიერთობაზე

"ხელმოკლედ ვცხოვრობდით... ჰოლანდიაში რომ ჩავედით, მე ქუთაისის სამკერვალოში შეკერილი პალტო მეცვა, სანდრა მიშას პალტოთი იყო" - ნინო ჟვანია სააკაშვილსა და მის მეუღლესთან ურთიერთობაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნინო ჟვანია იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" სანდრა რულოვსთან და მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობის პერიოდს იხსენებს. ჟვანია ყვება, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები ოჯახებით გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ...

ნინო ჟვანია:

"სააკაშვილი ერთადერთი არ იყო, ვინც ზურას მეშვეობით მოხვდა პარლამენტში. ზურა ყველა ნიჭიერ ადამიანთან საუბრობდა. ყველა პოტენციურად საინტერესო სუბიექტი უნდოდა, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში. მიშაც ასე მოხვდა პარლამენტში...

ვმეგობრობდით კიდეც, მაშინ წყნეთში ვცხოვრობდით, წყნეთში იყო სინათლე. სანდრა და ედუარდი დიდი პერიოდი ჩვენთან ცხოვრობდნენ, რომ შეგვემსუბუქებინა მათთვისაც ცხოვრება. საკმაოდ რთული იყო, ჩვენ ზედმეტი არაფერი გვქონდა. ეს პრინციპი ზურამ ბოლომდე დაიცვა. თავის გარდაცვალების მომენტამდე...

დავრჩი მე მარტო სამი ბავშვით, არც სახლი გვქონდა, არც - ფული. ეს სისუფთავე ბოლომდე შეინარჩუნა. ეს იყო მისი სიძლიერე. მისთვის ეს იყო პრინციპული საკითხი. მაშინ მიშა და სანდრაც ასე ფიქრობდნენ, ხელმოკლედ ვიყავით, ერთმანეთს ვეხმარებოდით.

იდეურადაც და სოციალურადაც ერთ ფენას წარმოვადგენდით, ერთი ინტერესი გვქონდა, ერთ წიგნებს ვკითხულობდით. სალაპარაკო ყოველთვის გვქონდა. მეც ვიყავი ჩასული მათთან ჰოლანდიაში. თავიდან სხვა მოცემულობა იყო, ჩვენ ვიყავით ახალგაზრდა პოლიტიკოსების მეუღლეები. მახსოვს, ჰოლანდიაში რომ ჩავედით, მე ქუთაისის სამკერვალოში შეკერილი პალტო მეცვა და სანდრას მიშას პალტო ეცვა. გაჭირვებული ქვეყნიდან ვიყავით. გვინდოდა, რომ პალტო გვეყიდა... მახსოვს, მაღაზიაში გამყიდველი ცდილობდა, ჩვენსა და პალტოებს შორის დისტანცია დაეცვა, რომ ხელი არ მოგვეკიდა..."