ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინაში, პირველ რიგში, საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვეს, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე.
”ვიცით, რომ ეს ცუდია. ომი ყოველთვის ცუდია. მე ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ მსოფლიო ახლა პრობლემით არის დაკავებული და ეძებენ პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე. მისმინეთ, შემდეგ გავარკვიოთ, ვინ არის დამნაშავე. ყოველდღე ხალხი კვდება. მოდით, ომი შევაჩეროთ და შევთანხმდეთ. შემდეგ კი გავარკვევთ, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე. ალბათ, ეს ნორმალური ფორმულაა", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე მტკიცებით, ბელარუსი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში ჩართვას, მითუმეტეს, რომ ამას არც რუსეთი სთხოვს.
„ჩვენ იქ არავინ მოგვიკლავს და არც არავის მოკვლას ვაპირებთ, ჯერ ერთი, არავინ გვთხოვს ამ ოპერაციაში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში რუსეთი, და არც ვაპირებთ მასში ჩართვას“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ეს პროვინციელი,ვირეშმაკი,რომელიც საქართველოს ძირძველ კუთხეში აფხაზეთში ჩავიდა და შემდეგ დაწერეს შავიზღისპირეთი მოვიარეო.ეს ცუდად დაამთავრებს,ორი ბატონის მსახური,ყოვლად უპრინციპი და სამარცხვინო ადამიანი.
იქნებ ვინმემ შეაცეროს ეს ორი, მონათესავე სლავური ერის ომი... შერგება ძნელია, იმდენად დიდი ზიზღი და აუტანლობაა დანერგილი მათ შორის. ეს ყველაფერი ისტორიის გადაწერისა და წამქეზებლების ქმედების შედეგია... რომლებიც ეხლაც არიან.