რუსი პროპაგანდისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბახმუტის მიმართულებით რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე რუსებმა კონტროლი მოიპოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ძალიან წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა არ დააკონკრეტა ფრონტის რომელ მონაკვეთზე დაიხიეს რუსებმა უკან.
„გარკვეული წინსვლა იყო სვატოვოს მიდამოში. რუსული შენაერთები ცდილობდნენ კონტრშეტევას - მაგრამ ამაოდ. ჩვენებმა ბახმუტთან კონტრშეტევა განახორციელეს და უკან დახიეს მტერი. ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს, ერთ ადგილას რუსები გაყარეს. ჯერ არ ვამბობთ რომელი ადგილია, რადგან გენერალურ შტაბს ჯერ არ გამოუცხადებია ამის შესახებ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
ეს იმას მაგონებს მიშავიზიები 2008 ში რო გაკიოდნენ ჯავა ავიღეთ ცხინვსლში შევედით და ბოლოს თბილისიდან გარბოდა ხალხი
თავში ქვაც გიხლიათ!!)) უკრაინელებს გამარჯვებას ვუსურვებ, მისი მთავრობის უსახურ არაუკრაინელ რუსულ ენოვან "ლიდერებს" რუსულ გემთან გამგზავრებას!!))