პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს გარშემო ყველაფერი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის" - ელისაშვილი
"ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს გარშემო ყველაფერი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის" - ელისაშვილი

რუ­სე­თი ჩვენ­კენ იშ­ვერს ხელს და ამ ხე­ლის გა­მოშ­ვე­რას რა მოჰ­ყვე­ბა, ღმერ­თმა იცის, თქვენ გვაძ­ლევთ გა­რან­ტი­ას, რომ რუ­სე­თი რა­ღა­ცას არ მო­ი­მოქ­მე­დებს? - ასე მი­მარ­თა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალეკო ელი­საშ­ვილ­მა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძეს თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­დაც 2023 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ბი­უ­ჯეტ­ზე სა­უბ­რი­სას ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მა­გა­ლი­თად, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ჯან­დაც­ვის სფე­როს "ქამ­რე­ბი უნდა შე­მო­ვუ­ჭი­როთ“.

"რო­დე­საც ვთქვი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია-მეთ­ქი, თქვენ თქვით, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ბი­უ­ჯე­ტი გვაქვს და არა სა­ო­მა­რიო. მე­ზო­ბე­ლი რუ­სე­თი, ოკუ­პან­ტი გვაბ­რა­ლებს, რომ ჩვენ და ბულ­გა­რე­თი ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვით ტო­ნო­ბით ასა­ფეთ­ქებ­ლის გა­და­ტა­ნა­ში. სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ხიდი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა აუ­ფეთ­ქეს. ახლა რუ­სე­თი ხომ არ იტყვის კონ­ტრდაზ­ვერ­ვა მოშ­ლი­ლი მაქ­ვსო, ამი­ტომ ვი­ღა­ცე­ბის­კენ, მათ შო­რის ჩვენ­კენ იშ­ვერს ხელს და ამ ხე­ლის გა­მოშ­ვე­რას, რა მოჰ­ყვე­ბა, ღმერ­თმა იცის. თქვენ გვაძ­ლევთ გა­რან­ტი­ას, რომ რუ­სე­თი რა­ღა­ცას არ მო­ი­მოქ­მე­დებს? ინ­ტერ­ნე­ტი არ გაქვთ? ტე­ლე­ვი­ზორს არ უყუ­რებთ? დუღს ჩვენ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი. აზერ­ბა­ი­ჯან­მა და სომ­ხეთ­მა ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ იომა. თურ­ქე­თი ომ­შია ჩარ­თუ­ლი, რუ­სე­თიც. ჩვენ კი ვამ­ბობთ, რომ ჩვენ­თან ჩი­ტე­ბი ჭი­კ­ჭი­კე­ბენ, ქვე­ყა­ნა ყვა­ვის - კარ­გია, რომ ეკო­ნო­მი­კა იზ­რდე­ბა, მაგ­რამ რა გა­რან­ტია გაქვთ, რომ რო­მე­ლი­მეს ჩვენ­თან მი­მარ­თე­ბით ხელი არ წა­უც­დე­ბა? ეს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა მა­გი­ჟებს. ახლა პი­რი­ქით უნდა ვლა­პა­რა­კობ­დეთ, რომ, მა­გა­ლი­თად, ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში ცოტა ქამ­რე­ბი შე­მო­ვუ­ჭი­როთ. კა­დი­როვს რომ თავ­ში რა­მემ და­არ­ტყას, თქვენ გა­ა­ჩე­რებთ? “,- გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ელი­საშ­ვილს სხდო­მა­ზე კა­კა­უ­რი­ძემ უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა სფე­რო რომ გა­ჩერ­დეს, და­სა­ცა­ვი აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა.

"ამ­ბობთ, შე­მო­ვი­ჭი­როთ ქამ­რე­ბიო - იქ­ნებ წარ­მო­ად­გი­ნოთ, რას ფიქ­რობთ? რთვლის 70 მი­ლი­ო­ნი რომ თავ­დაც­ვას ვერ გა­და­არ­ჩენს და რე­ა­ლურ სუ­რათს ვერ შეც­ვლის, ხომ ვი­ცით?! 700 მი­ლი­ო­ნიც ახ­სე­ნეთ - აქე­დან 50 მი­ლი­ო­ნი მარ­ტო პენ­სი­აა, არ გავ­ზარ­დოთ პენ­სია და ყვე­ლა­ფე­რი თავ­დაც­ვა­ზე გა­და­ვი­ტა­ნოთ? თუ ის რის­კე­ბი მა­ტე­რი­ა­ლიზ­დე­ბა, რა­ზეც სა­უბ­რობთ, რაც ჩვენს რე­გი­ონ­ში მუდ­მი­ვა­დაა, უნდა გა­ვა­ჩე­როთ ყვე­ლა­ფე­რი, არა­ვინ ხელ­ფა­სი არ უნდა აი­ღოს და ყვე­ლა­ფე­რი მო­ვახ­მა­როთ ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნას. არ იქ­ნე­ბა სწო­რი, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­ჩე­როთ და რის­კე­ბის გვე­ში­ნო­დეს. ეს რის­კე­ბი არ­სე­ბობს, მზად­ყოფ­ნა უნდა გვქონ­დეს, თუმ­ცა ინფრას­ტრუქ­ტუ­რას მო­ვაკ­ლო­თო - წყა­ლი არ აქვს ბევრ ქა­ლაქს, აღარ გა­ვა­კე­თოთ არა­ფე­რი? შე­იძ­ლე­ბა რომ წყლის პრო­ექ­ტი არ და­ვი­წყოთ და გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა 50 მლნ, მაგ­რამ ეს სუ­რათს არ შეც­ვლის. რომ ვამ­ბობთ, რომ 3-4-ჯერ მეტი და­ფი­ნან­სე­ბა უნდა იყოს, ეს ნიშ­ნავს, რომ მა­შინ ქვე­ყა­ნა უნდა გა­და­ე­წყოს, მო­ვაკ­ლოთ ყვე­ლა­ფერს ყვე­ლა­ფე­რი, გავ­ზარ­დოთ გა­და­სა­ხა­დე­ბი, თუ ეკო­ნო­მი­კა არ გან­ვი­თარ­დე­ბა, ნუ გან­ვი­თარ­დე­ბა, არა­უ­შავს და შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეთ იქამ­დე, რომ და­სა­ცა­ვი არა­ფე­რი გვქონ­დეს. არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა იქ­ნე­ბო­და ის, რომ არა­ფე­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და ეს ფული თავ­დაც­ვა­ზე გა­დაგ­ვე­ტა­ნა“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში 2023 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. 2023 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით და­გეგ­მი­ლია ეკო­ნო­მი­კის 5%-იან ზრდა. მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ნო­მი­ნა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გან­სა­ზღვრუ­ლია 79.6 მლნ ლა­რით. მო­მა­ვალ წელს ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლი 24.3 მი­ლი­არ­დი ლარი იქ­ნე­ბა, რაც მთავ­რო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ქვე­ყა­ნამ ყვე­ლა ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს უპა­სუ­ხოს.

თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბის ხელ­ფა­სი 20%-ით გა­იზ­რდე­ბა, რის­თვი­საც ბი­უ­ჯეტ­ში 290,0 მლნ ლარ­ზე მე­ტია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის პროგ­რა­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა გაზ­რდი­ლია 770,0 მლნ ლარ­ზე მე­ტით, რომ­ლის ფარ­გლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პენ­სი­ე­ბის ზრდა.

გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა გაზ­რდი­ლია 290,0 მლნ ლარ­ზე მე­ტით. მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მან­და­ტუ­რის ხელ­ფა­სე­ბი 125 ლა­რით გა­იზ­რდე­ბა.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე 6 მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტი მი­ი­მარ­თე­ბა. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ხელ­ფა­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის 10%-იანი ზრდა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
---------
0

კადიტოვიოოოოო!!!!! თუ წამოვიდა რომელი ხართ გამჩერებელი?ან და რა იარაღიც არ უნდა გვქონდეს რა უნდა უქნათ?ერთი წკლიპურტი გვინდა,ამიტომ უნდაიყო წყნარად,ჩუმად.როგორ არის ნათქვამი:Моя хата с краю.როცა არაფრის მქნელი ხარ.როცა ომი დაიწყო 2008 მაშინ ვიყავი გონიოში.აი იქ უნდა გენახათ რა ხდებოდა.მანქანების კოლონა გარბოდა თურქეთში.აქეთ წითელი ხიდი იყო ათვისებული.ასე მოხდება თუ ჩვენც შეგვაწუხებენ.ისინი ვინც"ვითომ"უკრაინის დასაცავათ იკლავს თავს ჩამოვიდეს და საკუთარი ქვეყანა დაიცვას.იქ ძეგლს არავინ დაუდგავს.

არსენა
0

მართალიც რომ იყოს რასაც რუსები ამბობენ მაინც ვერავინ მოგვედავებიან - ლარსში თავადაც ხომ შეამოწმეს ტვირთი, რატომ ვერ აღმოაჩინეს ტროტილი თუ იყო? ან, ყირიმამდე სანამ ჩავიდა რამდენჯერ გააჩერებდნენ მსუნაგი რუსი მილიციელები.. ასე, რომ თავიათ თავს დააბრალონ!

ავტორი:

"ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს გარშემო ყველაფერი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის" - ელისაშვილი

"ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს გარშემო ყველაფერი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის" - ელისაშვილი

რუსეთი ჩვენკენ იშვერს ხელს და ამ ხელის გამოშვერას რა მოჰყვება, ღმერთმა იცის, თქვენ გვაძლევთ გარანტიას, რომ რუსეთი რაღაცას არ მოიმოქმედებს? - ასე მიმართა "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ბიუჯეტზე საუბრისას ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მაგალითად, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სფეროს "ქამრები უნდა შემოვუჭიროთ“.

"როდესაც ვთქვი არაადეკვატურია-მეთქი, თქვენ თქვით, ქვეყნის განვითარების ბიუჯეტი გვაქვს და არა საომარიო. მეზობელი რუსეთი, ოკუპანტი გვაბრალებს, რომ ჩვენ და ბულგარეთი ჩართული ვიყავით ტონობით ასაფეთქებლის გადატანაში. სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი, დიდი ალბათობით, უკრაინელებმა აუფეთქეს. ახლა რუსეთი ხომ არ იტყვის კონტრდაზვერვა მოშლილი მაქვსო, ამიტომ ვიღაცებისკენ, მათ შორის ჩვენკენ იშვერს ხელს და ამ ხელის გამოშვერას, რა მოჰყვება, ღმერთმა იცის. თქვენ გვაძლევთ გარანტიას, რომ რუსეთი რაღაცას არ მოიმოქმედებს? ინტერნეტი არ გაქვთ? ტელევიზორს არ უყურებთ? დუღს ჩვენ გარშემო ყველაფერი. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ორი წლის განმავლობაში ორჯერ იომა. თურქეთი ომშია ჩართული, რუსეთიც. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენთან ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქვეყანა ყვავის - კარგია, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ რომელიმეს ჩვენთან მიმართებით ხელი არ წაუცდება? ეს არაადეკვატურობა მაგიჟებს. ახლა პირიქით უნდა ვლაპარაკობდეთ, რომ, მაგალითად, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ასევე ჯანდაცვის სფეროში ცოტა ქამრები შემოვუჭიროთ. კადიროვს რომ თავში რამემ დაარტყას, თქვენ გააჩერებთ? “,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილს სხდომაზე კაკაურიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველა სფერო რომ გაჩერდეს, დასაცავი აღარაფერი იქნება.

"ამბობთ, შემოვიჭიროთ ქამრებიო - იქნებ წარმოადგინოთ, რას ფიქრობთ? რთვლის 70 მილიონი რომ თავდაცვას ვერ გადაარჩენს და რეალურ სურათს ვერ შეცვლის, ხომ ვიცით?! 700 მილიონიც ახსენეთ - აქედან 50 მილიონი მარტო პენსიაა, არ გავზარდოთ პენსია და ყველაფერი თავდაცვაზე გადავიტანოთ? თუ ის რისკები მატერიალიზდება, რაზეც საუბრობთ, რაც ჩვენს რეგიონში მუდმივადაა, უნდა გავაჩეროთ ყველაფერი, არავინ ხელფასი არ უნდა აიღოს და ყველაფერი მოვახმაროთ ქვეყნის გადარჩენას. არ იქნება სწორი, რომ ყველაფერი გავაჩეროთ და რისკების გვეშინოდეს. ეს რისკები არსებობს, მზადყოფნა უნდა გვქონდეს, თუმცა ინფრასტრუქტურას მოვაკლოთო - წყალი არ აქვს ბევრ ქალაქს, აღარ გავაკეთოთ არაფერი? შეიძლება რომ წყლის პროექტი არ დავიწყოთ და გამოთავისუფლდება 50 მლნ, მაგრამ ეს სურათს არ შეცვლის. რომ ვამბობთ, რომ 3-4-ჯერ მეტი დაფინანსება უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ მაშინ ქვეყანა უნდა გადაეწყოს, მოვაკლოთ ყველაფერს ყველაფერი, გავზარდოთ გადასახადები, თუ ეკონომიკა არ განვითარდება, ნუ განვითარდება, არაუშავს და შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ დასაცავი არაფერი გვქონდეს. არაადეკვატურობა იქნებოდა ის, რომ არაფერი გაგვეკეთებინა და ეს ფული თავდაცვაზე გადაგვეტანა“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია ეკონომიკის 5%-იან ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრულია 79.6 მლნ ლარით. მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24.3 მილიარდი ლარი იქნება, რაც მთავრობის ინფორმაციით, საშუალებას იძლევა, ქვეყანამ ყველა ძირითადი მიმართულებით არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასი 20%-ით გაიზრდება, რისთვისაც ბიუჯეტში 290,0 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290,0 მლნ ლარზე მეტით. მასწავლებლების და მანდატურის ხელფასები 125 ლარით გაიზრდება.

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება. გათვალისწინებულია ხელფასების რაოდენობის 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში.