პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობი, რომლის კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო : "მამა ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი იყო... უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი" - თამუნა ნიკოლაძის ცხოვრების მთავარი ამბები
მსახიობი, რომლის კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო : "მამა ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი იყო... უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი" - თამუნა ნიკოლაძის ცხოვრების მთავარი ამბები

მსა­ხი­ობ თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძეს მო­სა­ყო­ლი მარ­თლაც ბევ­რი აქვს. მისი ცხოვ­რე­ბა სავ­სეა სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბით. ის ალ­ბათ იმ იშ­ვი­ათ ადა­მი­ან­თა რიგ­შია, რომ­ლის სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­აც ჯერ კი­დევ მცი­რე­წლოვ­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ირ­ჩა. 3 წლის ასაკ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ავი­და და დღემ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია. თა­მუ­ნა უყ­ვარს რო­გორც თე­ატ­რის მა­ყუ­რე­ბელს, ისე ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბია.

ის ახლა ჩვე­ნი რუბ­რი­კის - "ჩემი ცხოვ­რე­ბის მთვა­რი ამ­ბე­ბი“ სტუ­მა­რია და "ambebi.ge“-ს თხოვ­ნით, ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვან ეპი­ზო­დებს იხ­სე­ნებს.

ბავ­შვო­ბის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი

- ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დი ბავ­შვო­ბაა და ის ჩვე­ნი შლე­ი­ფია - რა ასაკ­შიც არ უნდა ვი­ყოთ, ყო­ველ­თვის თან და­ვა­ტა­რებთ. მე­ა­მა­ყე­ბა ასე­ვე ჩემი ოჯა­ხი, ის ტრა­დი­ცი­ე­ბი, რაც მშობ­ლე­ბის­გან, ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის­გან მი­ვი­ღე.

ჩემ­მა ბავ­შვო­ბამ ჩემი მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­ნა­პი­რო­ბა... სამი წლის ასაკ­ში სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად დავ­დე­ქი და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლებ­ში ვთა­მა­შობ­დი, ვი­ყა­ვი შტატ­გა­რე­შე მსა­ხი­ო­ბი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან სპექ­ტაკლში ვი­თა­მა­შე. ერთ-ერთი გრან­დი­ო­ზუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტონ­მა სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­მა დად­გა "ური­ელ აკოს­ტა“ იყო, სა­დაც მე­სან­თლე ებ­რა­ე­ლი რა­ბი­ნი ვი­ყა­ვი. თე­ატ­რის სე­ზო­ნის გახ­სნას მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბო­დი, სე­ზო­ნის და­ხურ­ვა კი მა­სევ­დი­ა­ნებ­და, რად­გა­ნაც იმ პე­რი­ოდ­ში თე­ატრთან კავ­ში­რი წყდე­ბო­და და ამას ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი.

გარ­და იმი­სა, რომ ბე­ბია, დედა, სა­ნა­თე­სა­ვო მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, მამა ჩემი მსა­ხი­ო­ბო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ამი­ტომ მშობ­ლებ­თან მქონ­და სა­უბ­რე­ბი, მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ჩემი ექი­მო­ბა ძა­ლი­ან უნ­დო­დათ. ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თან, ექი­მო­ბა მიყ­ვარ­და, ზო­გა­დად მსი­ა­მოვ­ნებს ადა­მი­ა­ნის მოვ­ლა, მოფრ­თხი­ლე­ბა, მას­ზე ზრუნ­ვა, მაგ­რამ ეს არ გა­ვა­კე­თე. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, 16 წლის ასაკ­ში თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტი გავ­ხდი.

სულ თა­ვი­დან კი ყვე­ლა­ფე­რი იმან გა­და­წყვი­ტა, რომ ბე­ბი­ის­თვის, რო­მე­ლიც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში კოს­ტი­უ­მე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მხატ­ვრებ­თან და მკე­რა­ვებ­თან მუ­შა­ობ­და, უთ­ქვამთ, - შენი შვი­ლიშ­ვი­ლი მო­იყ­ვა­ნე, სპექ­ტაკ­ლის­თვის ბავ­შვებს ვსინ­ჯავ­თო. ბაღ­ში მო­მა­კი­თხა და თე­ატ­რში წა­მიყ­ვა­ნა. 2 გო­გო­ნა სჭირ­დე­ბო­დათ. რე­ჟი­სო­რი მე­დეა კუ­ჭუ­ხი­ძე გახ­ლდათ და დგამ­და "შეყ­ვა­რე­ბულ­თა თვით­მკვლე­ლო­ბას ციურ ბა­დე­თა კუნ­ძულ­ზე“. რთუ­ლი ამო­ცა­ნა იყო შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, - არ უნდა მე­ტი­რა, არ შემ­ში­ნე­ბო­და და არ დავმფრ­თხა­ლი­ყა­ვი. თო­ჯი­ნით ხელ­ში გავ­ჩერ­დი, - არ ვი­ტი­რე და არც შე­მე­შინ­და...

პა­ტა­რა თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე თე­მურ ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად
პა­ტა­რა თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე თე­მურ ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად

უბა­ნი და ეზო

- ვცხოვ­რობ­დი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის გვერ­დით, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. თე­ატრს და ჩვენს ძველ სახ­ლს ერთი კე­დე­ლი ყოფს. იქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, სახ­ლის მთე­ლი შე­ნო­ბა ინ­ვეს­ტორ­მა იყი­და და 18-19 ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან გა­და­ვე­დით. ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი იყო, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, აივ­ნე­ბი­ა­ნი, მარ­მა­რი­ლოს კი­ბე­ე­ბით. ლა­მა­ზი ეზო ჰქონ­და, სა­დაც აუ­ზიც იყო. ძა­ლი­ან თბი­ლი მე­ზობ­ლე­ბი გვყავ­და და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მე­ზობ­ლო ტრა­დი­ცი­ე­ბი გვქონ­და. ჩვენ გვერ­დით ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი ცხოვ­რობ­და. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის 4 ნო­მერ­ში, მე­ზობ­ლად, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მია... მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრს კი ჩემს კა­რის მე­ზობ­ლად აღ­ვიქ­ვამ­დი და ისეთ მე­ზობ­ლად, რო­მე­ლიც ჩემი ცხოვ­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა... ასე რომ, ბავ­შვო­ბის გა­ტა­რე­ბა ამ გა­რე­მოც­ვა­ში მი­წევ­და...

სო­ხუ­მი

- ზა­ფხულ­ში ორი თვე, არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­ნამ აფხა­ზეთს დავ­კარ­გავ­დით, სო­ხუმ­ში ვის­ვე­ნებ­დი, ბე­ბი­ას­თან, დე­დის დე­დას­თან ჩავ­დი­ო­დი. იქა­უ­რი მო­გო­ნე­ბე­ბი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია... სო­ხუ­მის და­კარ­გვი­დან 30 წელი გა­ვი­და და აფხზეთ­ში ჩას­ვლა ისევ შე­უძ­ლე­ბე­ლია, რაც ძა­ლი­ან მა­სევ­დი­ა­ნებს...

სკო­ლა

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩას უნი­ვერ­მაღ­თან გა­დავ­ჭრი­დი და სკო­ლაც იქვე იყო, 23-ეში დავ­დი­ო­დი. მშვი­დი, წყნა­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. სკო­ლას არ ვაც­დენ­დი, ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ თე­ატ­რით იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი მო­ცუ­ლი, რომ შა­ტა­ლო­ზე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მივ­დი­ო­დი. ყო­ფი­ლა, რომ სკო­ლა­ში მივ­სულ­ვარ, 2 გაკ­ვე­თილს დავ­სწრე­ბი­ვარ და მერე 11 სა­ა­თის­თვის თე­მურ ჩხე­ი­ძის რე­პე­ტი­ცი­ა­ზე გავ­პა­რულ­ვარ...

ბე­ბია

- ბე­ბი­ას სხვა თე­ატ­რებ­შიც დავ­ყავ­დი, - მას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი როლი აქვს. ჩემ გვერ­დით ისე მაგ­რად რომ არ დამ­დგა­რი­ყო, ალ­ბათ მსა­ხი­ო­ბი არ ვიქ­ნე­ბო­დი. თუმ­ცა ეს ჩემ­მა და­ბა­დე­ბის ად­გილ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა, ოჯახ­მა, სახ­ლმა, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩამ. ბე­ბი­ას სურ­ვი­ლით ასე­ვე თე­ატ­რა­ლურ სკო­ლა-სტუ­დია "ბე­რი­კებ­ში“ დავ­დი­ო­დი... თე­ატ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით პი­რა­დად შე­ხე­ბა მქონ­და უდი­დეს მსა­ხი­ობ­თან ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს­თან. მას­თან ერ­თად ფან­ტას­ტი­კუ­რი ფოტო მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი, ჩემს ოთახ­ში დევს და უძ­ვირ­ფა­სე­სი რამ არის. რამ­დენ­ჯერ­მე ქალ­ბა­ტო­ნი ვე­რი­კო ჩემ­თან სახ­ლშიც მყავს ნა­ნა­ხი, ბე­ბი­ას­თან იყო მო­სუ­ლი...

რო­გორც მიყ­ვე­ბი­ან, დე­და­ჩე­მის და მა­მა­ჩე­მის ქორ­წი­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ძვე­ლი სახ­ლის ეზო­ში ყო­ფი­ლა. თა­მა­და კი, თურ­მე კოტე მა­ხა­რა­ძე გახ­ლდათ... ერთ კვი­რა­ში სო­ხუმ­ში ასე­ვე ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლი დე­დას მშობ­ლებს გა­და­უხ­დი­ათ.

დედ­მა­მიშ­ვი­ლი

- მყავს უმ­ცრო­სი და, სოფო, რო­მელ­საც სა­ხე­ლი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად მე და­ვარ­ქვი. მკი­თხეს, - რა გინ­და, შენს დას და­ვარ­ქვა­თო და სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი-მეთ­ქი. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მე და ჩემი და სო­ხუმ­ში, ულა­მა­ზეს სა­ნა­პი­რო­ზე, ერთ-ერთ სამ­შო­ბი­რო­ში და­ვი­ბა­დეთ...

თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი

- პირ­ველ კურ­სზე ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ მიგ­ვი­ღო, შემ­დეგ გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი ვი­ყა­ვით. ვსწავ­ლობ­დი დრა­მი­სა და კი­ნოს სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე და ფან­ტას­ტი­კუ­რი 4 წელი მაქვს იქ გავ­ლი­ლი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პი­ე­სებ­ზე ვი­მუ­შა­ვეთ. კარ­გი სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი გვქონ­და "სე­ი­ლე­მის პრო­ცე­სი,“ სა­დაც ერთ-ერთი სა­ოც­ნე­ბო რო­ლის თა­მა­ში მო­მი­წია. ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ასის­ტენ­ტი ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი იყო. მის­გან სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის ბევ­რი ელე­მენ­ტი მაქვს ნას­წავ­ლი, რა­საც დღემ­დე ვით­ვა­ლის­წი­ნებ. სა­ერ­თოდ, ინ­სტი­ტუ­ტში ფან­ტას­ტი­კუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავ­და. მე­ტყვე­ლე­ბის სა­ო­ცა­რი პე­და­გო­გის­თვის ბა­ბუ­ლია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის­თვის კი, სამ­წუ­ხა­როდ ბოლო ჯგუ­ფი აღ­მოვ­ჩნდით, მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვით, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. რა­მაც გული დაგ­ვწყვი­ტა. ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ვა­ტა­რე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ალ­ბათ მეც გავ­ტარ­დი მათ­ში. ასე გა­დაგ­ვყა­რა და შეგ­ვახ­ვედ­რა ეთ­მა­ნეთს ღმერ­თმა.

ინ­სტი­ტუ­ტის შემ­დეგ, ორი წელი სტუ­დენტ რე­ჟი­სო­რებ­თან ვი­მუ­შა­ვე გიზო ჟორ­და­ნი­ას სტუ­დენ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც სა­კურ­სო სპექ­ტაკ­ლებს დგამ­დნენ. 22 წლი­სამ 80 წლის ქა­ლის რო­ლიც შე­ვას­რუ­ლე. ამით პრო­ფე­სი­ა­ში დიდი კარი გა­მეხ­სნა. მა­შინ ბევ­რმა რე­ჟი­სორ­მა მნა­ხა და სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში და­მა­კა­ვა. რე­ჟი­სორ­მა სოსო ნემ­სა­ძემ კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში სე­რი­ო­ზულ სპექ­ტაკლში მი­მიწ­ვია, რაც ჩემი ცხოვ­რე­ბის ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი შლე­ი­ფია. გერტრუ­დეს ვთა­მა­შობ­დი და ქა­ლის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის "სტუ­დენ­ტუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის აღ­მო­ჩე­ნა“ გავ­ხდი.

თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე სპექ­ტაკლში "ვალ­სი ძი­ლის წინ"
თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე სპექ­ტაკლში "ვალ­სი ძი­ლის წინ"

ოქ­როს ხანა

გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვილ­მა რუს­თა­ვის თე­ატ­რში რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი წაგ­ვიყ­ვა­ნა და ედუ­არ­დო დე ფი­ლი­პოს "აჩ­რდი­ლე­ბი“ დად­გა. სპექ­ტაკ­ლის და თე­ატ­რის კონ­სულ­ტან­ტი რო­ბერტ სტუ­რუა იყო. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მას­თა­ნაც მქონ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად "სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში,“ სა­დაც 2005 წლი­დან 5 წელი შტატ­ში ვი­ყა­ვი, ვთა­მა­შობ­დი და ეს მა­შინ, როცა თე­მურ ჩხე­ი­ძის სა­ხე­ლოს­ნო პირ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, სა­დაც პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი "აქ ამ სა­ვა­ნე­ში“ და­იდ­გა. ბუმ­ბე­რა­ზი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შობ­დნენ. მე­დეა ჩა­ხა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი აღარ გვი­თა­მა­შია.

კად­რი სპექ­ტაკ­ლი­დან "აქ ამ სა­ვა­ნე­ში“
კად­რი სპექ­ტაკ­ლი­დან "აქ ამ სა­ვა­ნე­ში“

მერე ისე, მოხ­და, რომ გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის თხოვ­ნით, ერთ-ერთი მსა­ხი­ო­ბის ნაც­ვლად "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში“ 2 დღე­ში სპექ­ტაკლში შე­ვე­დი. 2004 წლის 5 მარტს ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვი­თა­მა­შე, დღემ­დე, ამ და­სის წევ­რი ვარ და ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლის არა­ერთ სპე­ტაკლში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. 2011 წელს ჩემ­თვის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნო­ვა­ლე­სი როლი ნორა აღ­მოჩ­ნდა, იო­ა­ნე ხუ­ციშ­ვი­ლის დად­გმულ "თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლში“. ეს ის სპექ­ტაკ­ლია, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თან დამ­ყვე­ბა... მიწ­ვე­ვით თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რშიც ვთა­მა­შობ­დი, ასე­ვე "თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში“. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, ბევ­რი სა­მუ­შაო მქონ­და.

თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე სპექ­ტაკლში "თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლში“
თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე სპექ­ტაკლში "თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლი“

ახლა თვალს ვავ­ლებ ამ ყვე­ლა­ფერს და "ოქ­როს ხა­ნად“ მა­ინც თე­მურ ჩხე­ი­ძი­სა და რო­ბერტ სტუ­რუ­ას რე­პეტ­ცი­ებს მი­ვიჩ­ნევ.

სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დია

- 2007 წელი იყო, თბი­ლის­ში არ ვი­ყა­ვი, და­მი­რე­კეს და კას­ტინგზე მი­მიწ­ვი­ეს. ბევ­რი ვი­ფიქ­რე, ვმერ­ყე­ობ­დი, კას­ტინგზე არ ვი­ყა­ვი მა­ნამ­დე ნამ­ყო­ფი... მოკ­ლედ, მა­ინც წა­ვე­დი. მე­სა­მე ტუ­რის შემ­დეგ და­მი­რე­კეს - და­ვით გო­გო­ჩა­იშ­ვი­ლი გი­ბა­რებთ, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარ­თო. 800 კა­ცი­დან 5 გოგო და 3 ბიჭი აგ­ვიყ­ვა­ნეს (მე, თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი, მა­რი­ამ ჯო­ლო­გუა, მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე, ქეთო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ჯაბა კი­ლა­ძე, ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი, გოგა ბარ­ბა­ქა­ძე). 2007 წლი­დან 2011 წლამ­დე, პირ­ვე­ლი 4 წელი, ნამ­დვი­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კი იფ­ქვე­ო­და. ტე­ლე­სე­რი­ა­ლი "შუა ქა­ლაქ­ში“ რე­ი­ტინ­გებს ხსნი­და, სა­დაც ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ქე­თე­ვან ღლონ­ტი გახ­ლდათ... მერე სხვა­დას­ხვა არხზე სე­რი­ა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კი­დევ მო­მი­წია. 2017 წელს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი 10 წლის შემ­დეგ, სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დია "შუა ქა­ლაქ­ში“ დამ­თავ­რდა. სე­რი­ალ­მა ყვე­ლა ასა­კის და თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. სა­დაც არ უნდა ვიყო, პა­ტი­ვის­ცე­მას, ენით აუ­წე­რელ სიყ­ვა­რულს, სით­ბოს ვგრძნობ... კი­დევ რამ­დე­ნი წელი დას­ჭირ­დე­ბა იმას, რომ ასე­თი რამ ისევ შე­იქ­მნას. ეს კი მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"და­ქა­ლე­ბი“

- მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე სე­რი­ა­ლით "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“. ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ ექი­მის ცო­ლის როლ­ზე მი­მიწ­ვია. ამ როლ­მა ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. ხალ­ხი მა­სობ­რი­ვად სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კო­მე­დი­ის მსა­ხი­ო­ბო­ბი­დან მიც­ნობ­და და უეც­რად ასე­ვე პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში, ოღონდ, არა კო­მე­დი­ურ­ში გა­მოვ­ჩნდი.

ეკას მად­ლი­ე­რი ვარ. ქე­თე­ვა­ნის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ვი­თა­მა­შე. სა­ო­ცარ გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან და ძა­ლი­ან კარგ მსა­ხი­ობ­თან სოსო ხვე­დე­ლი­ძეს­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვე.

პე­და­გო­გის ამ­პლუა

- როცა მა­ყუ­რე­ბე­ლი სე­რი­ა­ლებ­ში მხე­დავ­და, ქუ­ჩა­ში ხში­რად მა­ჩე­რებ­დნენ, მწერ­დნენ, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ - ხომ არ მუ­შა­ობთ თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში, ან ხომ არ გაქვთ თე­ატ­რა­ლუ­რი სკო­ლა, ბავ­შვებს მო­ვიყ­ვან­დით. არას­დროს მი­ფიქ­რია, პე­და­გო­გი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, ლექ­ტო­რი, მენ­ტო­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­ბო­ლო­ოდ, რო­დე­საც ეს გა­დავ­წყვი­ტე, მე­ტყვე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა ავირ­ჩიე. თე­ატ­რა­ლუ­რი­დან რაც ვი­ცო­დი, ნას­წავ­ლი მქონ­და და სა­ერ­თოდ ამ სფე­რო­ში რა მა­სა­ლაც არ­სე­ბობს, იმას და­ვეყ­რდე­ნი, მაგ­რამ ამ დარ­გის სი­ახ­ლე­ე­ბიც მა­ინ­ტე­რე­სებ­და და თე­ატ­რა­ლურ­ში მა­რი­ამ კო­ბა­ხი­ძეს­თან, რექ­ტო­რის, გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის თან­ხმო­ბით, თე­მურ ჩხე­ი­ძი­სა და გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძის ჯგუ­ფებ­თან დავ­დი­ო­დი.

მერე ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ჯგუფ­თან სა­მუ­შა­ოდ მი­მიწ­ვი­ეს, სას­ცე­ნო მე­ტყვე­ლე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სას­ცე­ნო მე­ტყვე­ლე­ბის ლექ­ტო­რი გახ­ლდით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ობ­მა სტუ­დია "თეა-ტრი“ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, 5 წე­ლია, იქ ვას­წავ­ლი, ბევ­რი მოს­წავ­ლე მყავს. ვმუ­შა­ობ­დი მა­რი­ამ ჯო­ლო­გუ­ას სტუ­დია "ეთ­სე­ტე­რა­ში“. გოგა პი­პი­ნაშ­ვილ­თან "არტ-ჰოლ­ში“ და ეროვ­ნულ სა­სახ­ლე­ში მე­ტყვე­ლე­ბის კულ­ტუ­რას ვას­წავ­ლი. ახლა კი, ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, 18 წლი­დან ზე­მოთ სწავ­ლე­ბის კურ­სი შევ­ქმე­ნი. ამ სამ­თვი­ა­ნი კურ­სის გავ­ლა სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, რაც არა­ერ­თი პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

- ერ­თა­დერ­თი, რა­საც ჩემ­თვის ვი­ტო­ვებ, ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაა. რაც წლე­ბი გა­დის, სულ უფრო არ მომ­წონს ცნო­ბი­ლი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბენ. ხალ­ხმა იმ­დე­ნად კარ­გად გა­მიც­ნო, ქუ­ჩა­ში ჭი­ან­ჭვე­ლაც კი მცნობს, ამი­ტომ, სრუ­ლი უფ­ლე­ბა მაქვს, პი­რა­დი ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვო. ამ დროს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო დიდი, სა­ო­ცა­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, მაგ­რამ ცოტა სა­კუ­თარ თავ­საც ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. ადა­მი­ან­მა ყვე­ლაფ­რის­თვის უნდა გა­ა­ნა­წი­ლო დრო. ჩემი ცხოვ­რე­ბის 95% პრო­ფე­სი­ას და­ვუთ­მე. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, ყვე­ლა დამ­წყებ მსა­ხი­ობ ქალს, გო­გო­ნას ვურ­ჩევ, დრო ისე გა­და­ა­ნა­წი­ლოს, რომ არც პი­რად ცხოვ­რე­ბას, არც ოჯახს და არც კა­რი­ე­რას მო­აკ­ლოს რამე.

სცე­ნი­სა და კადრს მიღ­მა

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს შინ სხვა­დას­ხვა სა­რე­მონ­ტო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, მაგ­რამ თუ რა­ღაც ჩემს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა, მა­შინ ხე­ლოს­ნე­ბი მომ­ყავს. მათ­თან ფან­ტას­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მიყ­ვარს ბა­ზარ­ში სი­ა­რუ­ლი და კარ­გი პრო­დუქ­ტის ყიდ­ვა, დი­ა­სახ­ლი­სო­ბა, კუ­ლი­ნა­რია, თუ რა­ი­მემ და­მა­ინ­ტე­რე­სა, არ არ­სე­ბობს, არ გა­ვა­კე­თო. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ბე­ბი­ის­გან და დე­დის­გან ბევ­რი რამ მაქვს შე­ძე­ნი­ლი.

მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი

- თე­ო­დო­რე, ჩემი დის­შვი­ლი მე-9 წე­ლი­წად­შია. ის ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნია და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ძა­ლი­ან ლაღი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მის და­ბა­დე­ბას და­ვეს­წა­რი. ჩემს თვალ­წინ გაჩ­ნდა, პა­ტა­რა სი­ცო­ცხლეს მა­შინ­ვე თბი­ლად რომ მი­ვე­სალ­მე, მას მერე ასე­თი თბი­ლი და ლაღი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ვე­უბ­ნე­ბი, პირ­ვე­ლად ხელი მე ჩა­მო­გარ­თვი-მეთ­ქი.

არც ვიცი, მის და­ბა­დე­ბამ­დე ჩვე­ნი ოჯა­ხი რო­გორ ცხოვ­რობ­და. ყვე­ლა­ნი მას დავტრი­ა­ლებთ. ბოლო დროს დიდი სურ­ვი­ლი აქვს, ფეხ­ბურ­თე­ლი იყოს. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას წარ­მა­ტე­ბა­მაც მას­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა... ...მოკ­ლედ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვია, ბევ­რზე ვი­სა­უბ­რე, ბევ­რიც მიღ­მა დამ­რჩა, თუმ­ცა მათი გახ­სე­ნე­ბა ყო­ველ­თვის დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
2

როგორ მიყვარს ეს მსახიობი,წარმატებებს ვუსურვებ

ლალი
5

საუკეთესო ნიჭიერი წარმატებული ადამიანი არის ნამდვილად რომელიც დარწმუმებული ვარ ძალიან ბევრს მოსწონს და უყვარს მხოლოდ შურიანი და ბოროტი თუ იტყვის მასზე ძვირს აბა რა იტრაბახა ადამიანმა თქვა ის რაც იყო მის ცხოვრებათი ვისურვებდი დავაფასოთ და კარგი ვისურვოთ ყოველთვის გამორჩეულ ადამიანებს წარმატებები ძალიან ბევრი თამუნას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

მსახიობი, რომლის კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო : "მამა ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი იყო... უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი" - თამუნა ნიკოლაძის ცხოვრების მთავარი ამბები

მსახიობი, რომლის კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო : "მამა ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი იყო... უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი" - თამუნა ნიკოლაძის ცხოვრების მთავარი ამბები

მსახიობ თამუნა ნიკოლაძეს მოსაყოლი მართლაც ბევრი აქვს. მისი ცხოვრება სავსეა საინტერესო ამბებით. ის ალბათ იმ იშვიათ ადამიანთა რიგშია, რომლის სამომავლო პროფესიაც ჯერ კიდევ მცირეწლოვნობის პერიოდში შეირჩა. 3 წლის ასაკში პროფესიული თეატრის სცენაზე ავიდა და დღემდე წარმატებული მსახიობია. თამუნა უყვარს როგორც თეატრის მაყურებელს, ისე ტელემაყურებლისთვისაც ცნობილი და საყვარელი მსახიობია.

ის ახლა ჩვენი რუბრიკის - "ჩემი ცხოვრების მთვარი ამბები“ სტუმარია და "ambebi.ge“-ს თხოვნით, ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვან ეპიზოდებს იხსენებს.

ბავშვობის მთავარი ამბავი

- ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ბავშვობაა და ის ჩვენი შლეიფია - რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის თან დავატარებთ. მეამაყება ასევე ჩემი ოჯახი, ის ტრადიციები, რაც მშობლებისგან, ბებია-ბაბუებისგან მივიღე.

ჩემმა ბავშვობამ ჩემი მსახიობობა განაპირობა... სამი წლის ასაკში სცენაზე პირველად დავდექი და მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში ვთამაშობდი, ვიყავი შტატგარეშე მსახიობი. სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე მნიშვნელოვან სპექტაკლში ვითამაშე. ერთ-ერთი გრანდიოზული ნამუშევარი, რომელიც ქალბატონმა სოფიკო ჭიაურელმა დადგა "ურიელ აკოსტა“ იყო, სადაც მესანთლე ებრაელი რაბინი ვიყავი. თეატრის სეზონის გახსნას მოუთმენლად ველოდებოდი, სეზონის დახურვა კი მასევდიანებდა, რადგანაც იმ პერიოდში თეატრთან კავშირი წყდებოდა და ამას ვერ ვეგუებოდი.

გარდა იმისა, რომ ბებია, დედა, სანათესავო მგულშემატკივრობდა, მამა ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი იყო. ამიტომ მშობლებთან მქონდა საუბრები, მოვმზადებულიყავი და სამედიცინოზე ჩამებარებინა. ჩემი ექიმობა ძალიან უნდოდათ. ხასიათიდან გამომდინარე, თან, ექიმობა მიყვარდა, ზოგადად მსიამოვნებს ადამიანის მოვლა, მოფრთხილება, მასზე ზრუნვა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. სკოლის დამთავრებისთანავე, 16 წლის ასაკში თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი.

სულ თავიდან კი ყველაფერი იმან გადაწყვიტა, რომ ბებიისთვის, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში კოსტიუმების განყოფილებაში მხატვრებთან და მკერავებთან მუშაობდა, უთქვამთ, - შენი შვილიშვილი მოიყვანე, სპექტაკლისთვის ბავშვებს ვსინჯავთო. ბაღში მომაკითხა და თეატრში წამიყვანა. 2 გოგონა სჭირდებოდათ. რეჟისორი მედეა კუჭუხიძე გახლდათ და დგამდა "შეყვარებულთა თვითმკვლელობას ციურ ბადეთა კუნძულზე“. რთული ამოცანა იყო შესასრულებელი, - არ უნდა მეტირა, არ შემშინებოდა და არ დავმფრთხალიყავი. თოჯინით ხელში გავჩერდი, - არ ვიტირე და არც შემეშინდა...

პატარა თამუნა ნიკოლაძე თემურ ჩხეიძესთან ერთად
პატარა თამუნა ნიკოლაძე თემურ ჩხეიძესთან ერთად

უბანი და ეზო

- ვცხოვრობდი მარჯანიშვილის თეატრის გვერდით, მარჯანიშვილის ქუჩაზე. თეატრს და ჩვენს ძველ სახლს ერთი კედელი ყოფს. იქ დავიბადე და გავიზარდე. თეატრალური უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სახლის მთელი შენობა ინვესტორმა იყიდა და 18-19 ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. ორსართულიანი სახლი იყო, ძალიან ლამაზი, აივნებიანი, მარმარილოს კიბეებით. ლამაზი ეზო ჰქონდა, სადაც აუზიც იყო. ძალიან თბილი მეზობლები გვყავდა და შესანიშნავი სამეზობლო ტრადიციები გვქონდა. ჩვენ გვერდით ბევრი მსახიობი ცხოვრობდა. მარჯანიშვილის 4 ნომერში, მეზობლად, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმია... მარჯანიშვილის თეატრს კი ჩემს კარის მეზობლად აღვიქვამდი და ისეთ მეზობლად, რომელიც ჩემი ცხოვრების კოორდინატორი აღმოჩნდა... ასე რომ, ბავშვობის გატარება ამ გარემოცვაში მიწევდა...

სოხუმი

- ზაფხულში ორი თვე, არდადეგების პერიოდში, სანამ აფხაზეთს დავკარგავდით, სოხუმში ვისვენებდი, ბებიასთან, დედის დედასთან ჩავდიოდი. იქაური მოგონებები ჩემთვის ძალიან ძვირფასია... სოხუმის დაკარგვიდან 30 წელი გავიდა და აფხზეთში ჩასვლა ისევ შეუძლებელია, რაც ძალიან მასევდიანებს...

სკოლა

- მარჯანიშვილის ქუჩას უნივერმაღთან გადავჭრიდი და სკოლაც იქვე იყო, 23-ეში დავდიოდი. მშვიდი, წყნარი ბავშვი ვიყავი. სკოლას არ ვაცდენდი, ვსწავლობდი, მაგრამ თეატრით იმდენად ვიყავი მოცული, რომ შატალოზე მარჯანიშვილის თეატრში მივდიოდი. ყოფილა, რომ სკოლაში მივსულვარ, 2 გაკვეთილს დავსწრებივარ და მერე 11 საათისთვის თემურ ჩხეიძის რეპეტიციაზე გავპარულვარ...

ბებია

- ბებიას სხვა თეატრებშიც დავყავდი, - მას ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი აქვს. ჩემ გვერდით ისე მაგრად რომ არ დამდგარიყო, ალბათ მსახიობი არ ვიქნებოდი. თუმცა ეს ჩემმა დაბადების ადგილმაც განაპირობა, ოჯახმა, სახლმა, მარჯანიშვილის ქუჩამ. ბებიას სურვილით ასევე თეატრალურ სკოლა-სტუდია "ბერიკებში“ დავდიოდი... თეატრის საშუალებით პირადად შეხება მქონდა უდიდეს მსახიობთან ვერიკო ანჯაფარიძესთან. მასთან ერთად ფანტასტიკური ფოტო მაქვს გადაღებული, რომელიც ჩარჩოში ჩასმული, ჩემს ოთახში დევს და უძვირფასესი რამ არის. რამდენჯერმე ქალბატონი ვერიკო ჩემთან სახლშიც მყავს ნანახი, ბებიასთან იყო მოსული...

როგორც მიყვებიან, დედაჩემის და მამაჩემის ქორწილი მარჯანიშვილის ძველი სახლის ეზოში ყოფილა. თამადა კი, თურმე კოტე მახარაძე გახლდათ... ერთ კვირაში სოხუმში ასევე ულამაზესი ქორწილი დედას მშობლებს გადაუხდიათ.

დედმამიშვილი

- მყავს უმცროსი და, სოფო, რომელსაც სახელი სოფიკო ჭიაურელის პატივსაცემად მე დავარქვი. მკითხეს, - რა გინდა, შენს დას დავარქვათო და სოფიკო ჭიაურელი-მეთქი. მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემი და სოხუმში, ულამაზეს სანაპიროზე, ერთ-ერთ სამშობიროში დავიბადეთ...

თეატრალური ინსტიტუტი

- პირველ კურსზე ნუკრი ქანთარიამ მიგვიღო, შემდეგ გიორგი შალუტაშვილის პირველი ჯგუფი ვიყავით. ვსწავლობდი დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტზე და ფანტასტიკური 4 წელი მაქვს იქ გავლილი. ძალიან საინტერესო პიესებზე ვიმუშავეთ. კარგი სადიპლომო სპექტაკლი გვქონდა "სეილემის პროცესი,“ სადაც ერთ-ერთი საოცნებო როლის თამაში მომიწია. ბატონი გიორგის ასისტენტი ალეკო მახარობლიშვილი იყო. მისგან სამსახიობო ოსტატობის ბევრი ელემენტი მაქვს ნასწავლი, რასაც დღემდე ვითვალისწინებ. საერთოდ, ინსტიტუტში ფანტასტიკური მასწავლებლები გვყავდა. მეტყველების საოცარი პედაგოგისთვის ბაბულია ნიკოლაიშვილისთვის კი, სამწუხაროდ ბოლო ჯგუფი აღმოვჩნდით, მესამე კურსზე ვიყავით, რომ გარდაიცვალა. რამაც გული დაგვწყვიტა. ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი გავატარე ჩემს ცხოვრებაში და ალბათ მეც გავტარდი მათში. ასე გადაგვყარა და შეგვახვედრა ეთმანეთს ღმერთმა.

ინსტიტუტის შემდეგ, ორი წელი სტუდენტ რეჟისორებთან ვიმუშავე გიზო ჟორდანიას სტუდენტებთან, რომლებიც საკურსო სპექტაკლებს დგამდნენ. 22 წლისამ 80 წლის ქალის როლიც შევასრულე. ამით პროფესიაში დიდი კარი გამეხსნა. მაშინ ბევრმა რეჟისორმა მნახა და სხვადასხვა თეატრში დამაკავა. რეჟისორმა სოსო ნემსაძემ კულტურის ინსტიტუტში სერიოზულ სპექტაკლში მიმიწვია, რაც ჩემი ცხოვრების ასევე სერიოზული შლეიფია. გერტრუდეს ვთამაშობდი და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "სტუდენტური ფესტივალის აღმოჩენა“ გავხდი.

თამუნა ნიკოლაძე სპექტაკლში "ვალსი ძილის წინ"
თამუნა ნიკოლაძე სპექტაკლში "ვალსი ძილის წინ"

ოქროს ხანა

გიორგი შალუტაშვილმა რუსთავის თეატრში რამდენიმე მსახიობი წაგვიყვანა და ედუარდო დე ფილიპოს "აჩრდილები“ დადგა. სპექტაკლის და თეატრის კონსულტანტი რობერტ სტურუა იყო. რეპეტიციები მასთანაც მქონდა. პარალელურად "სამეფო უბნის თეატრში,“ სადაც 2005 წლიდან 5 წელი შტატში ვიყავი, ვთამაშობდი და ეს მაშინ, როცა თემურ ჩხეიძის სახელოსნო პირველად ჩამოყალიბდა, სადაც პირველი სპექტაკლი "აქ ამ სავანეში“ დაიდგა. ბუმბერაზი მსახიობები თამაშობდნენ. მედეა ჩახავას გარდაცვალების შემდეგ კი აღარ გვითამაშია.

კადრი სპექტაკლიდან "აქ ამ სავანეში“
კადრი სპექტაკლიდან "აქ ამ სავანეში“

მერე ისე, მოხდა, რომ გიორგი შალუტაშვილის თხოვნით, ერთ-ერთი მსახიობის ნაცვლად "თავისუფალ თეატრში“ 2 დღეში სპექტაკლში შევედი. 2004 წლის 5 მარტს ასე მოულოდნელად ვითამაშე, დღემდე, ამ დასის წევრი ვარ და ავთო ვარსიმაშვილის არაერთ სპეტაკლში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 2011 წელს ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნოვალესი როლი ნორა აღმოჩნდა, იოანე ხუციშვილის დადგმულ "თოჯინების სახლში“. ეს ის სპექტაკლია, რომელიც მთელი ცხოვრება თან დამყვება... მიწვევით თუმანიშვილის თეატრშიც ვთამაშობდი, ასევე "თეატრალურ სარდაფში“. ძალიან დატვირთული ვიყავი, ბევრი სამუშაო მქონდა.

თამუნა ნიკოლაძე სპექტაკლში "თოჯინების სახლში“
თამუნა ნიკოლაძე სპექტაკლში "თოჯინების სახლი“

ახლა თვალს ვავლებ ამ ყველაფერს და "ოქროს ხანად“ მაინც თემურ ჩხეიძისა და რობერტ სტურუას რეპეტციებს მივიჩნევ.

სიტუაციური კომედია

- 2007 წელი იყო, თბილისში არ ვიყავი, დამირეკეს და კასტინგზე მიმიწვიეს. ბევრი ვიფიქრე, ვმერყეობდი, კასტინგზე არ ვიყავი მანამდე ნამყოფი... მოკლედ, მაინც წავედი. მესამე ტურის შემდეგ დამირეკეს - დავით გოგოჩაიშვილი გიბარებთ, დამტკიცებული ხართო. 800 კაციდან 5 გოგო და 3 ბიჭი აგვიყვანეს (მე, თათული ედიშერაშვილი, მარიამ ჯოლოგუა, მაია დობორჯგინიძე, ქეთო ლორთქიფანიძე, ჯაბა კილაძე, ოთარ ტატიშვილი, გოგა ბარბაქაძე). 2007 წლიდან 2011 წლამდე, პირველი 4 წელი, ნამდვილი ფეიერვერკი იფქვეოდა. ტელესერიალი "შუა ქალაქში“ რეიტინგებს ხსნიდა, სადაც ჩემი პერსონაჟი ქეთევან ღლონტი გახლდათ... მერე სხვადასხვა არხზე სერიალებში მონაწილეობა კიდევ მომიწია. 2017 წელს, წარმატებული 10 წლის შემდეგ, სიტუაციური კომედია "შუა ქალაქში“ დამთავრდა. სერიალმა ყველა ასაკის და თაობის ადამიანი გააერთიანა. სადაც არ უნდა ვიყო, პატივისცემას, ენით აუწერელ სიყვარულს, სითბოს ვგრძნობ... კიდევ რამდენი წელი დასჭირდება იმას, რომ ასეთი რამ ისევ შეიქმნას. ეს კი მთელი შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა.

"დაქალები“

- მოგვიანებით ძალიან ვისიამოვნე სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები“. ეკა მჟავანაძემ ექიმის ცოლის როლზე მიმიწვია. ამ როლმა ყველაფერი შეცვალა. ხალხი მასობრივად სიტუაციური კომედიის მსახიობობიდან მიცნობდა და უეცრად ასევე პოპულარულ სერიალში, ოღონდ, არა კომედიურში გამოვჩნდი.

ეკას მადლიერი ვარ. ქეთევანისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟი ვითამაშე. საოცარ გადამღებ ჯგუფთან და ძალიან კარგ მსახიობთან სოსო ხვედელიძესთან ერთად ვიმუშავე.

პედაგოგის ამპლუა

- როცა მაყურებელი სერიალებში მხედავდა, ქუჩაში ხშირად მაჩერებდნენ, მწერდნენ, მეკითხებოდნენ - ხომ არ მუშაობთ თეატრალურ სტუდიაში, ან ხომ არ გაქვთ თეატრალური სკოლა, ბავშვებს მოვიყვანდით. არასდროს მიფიქრია, პედაგოგი, მასწავლებელი, ლექტორი, მენტორი ვყოფილიყავი. საბოლოოდ, როდესაც ეს გადავწყვიტე, მეტყველების მიმართულება ავირჩიე. თეატრალურიდან რაც ვიცოდი, ნასწავლი მქონდა და საერთოდ ამ სფეროში რა მასალაც არსებობს, იმას დავეყრდენი, მაგრამ ამ დარგის სიახლეებიც მაინტერესებდა და თეატრალურში მარიამ კობახიძესთან, რექტორის, გიორგი შალუტაშვილის თანხმობით, თემურ ჩხეიძისა და გიორგი სიხარულიძის ჯგუფებთან დავდიოდი.

მერე ილიას უნივერსიტეტში სამსახიობო ჯგუფთან სამუშაოდ მიმიწვიეს, სასცენო მეტყველების კულტურისა და სასცენო მეტყველების ლექტორი გახლდით. მოგვიანებით რუსთაველის თეატრში რამდენიმე მსახიობმა სტუდია "თეა-ტრი“ ჩამოვაყალიბეთ, 5 წელია, იქ ვასწავლი, ბევრი მოსწავლე მყავს. ვმუშაობდი მარიამ ჯოლოგუას სტუდია "ეთსეტერაში“. გოგა პიპინაშვილთან "არტ-ჰოლში“ და ეროვნულ სასახლეში მეტყველების კულტურას ვასწავლი. ახლა კი, ჩემი ხელმძღვანელობით, 18 წლიდან ზემოთ სწავლების კურსი შევქმენი. ამ სამთვიანი კურსის გავლა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ, რაც არაერთი პრობლემის დაძლევაში დაეხმარებათ.

პირადი ცხოვრება

- ერთადერთი, რასაც ჩემთვის ვიტოვებ, ჩემი პირადი ცხოვრებაა. რაც წლები გადის, სულ უფრო არ მომწონს ცნობილი, საყვარელი ადამიანები, ვარსკვლავები სატელევიზიო სივრცეში პირადი ცხოვრების დეტალებს რომ საზოგადოებას აცნობენ. ხალხმა იმდენად კარგად გამიცნო, ქუჩაში ჭიანჭველაც კი მცნობს, ამიტომ, სრული უფლება მაქვს, პირადი ჩემთვის დავიტოვო. ამ დროს ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო დიდი, საოცარი, წარმატებული, სიყვარულის ისტორია, მაგრამ ცოტა საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ. ადამიანმა ყველაფრისთვის უნდა გაანაწილო დრო. ჩემი ცხოვრების 95% პროფესიას დავუთმე. ამ გადასახედიდან, ყველა დამწყებ მსახიობ ქალს, გოგონას ვურჩევ, დრო ისე გადაანაწილოს, რომ არც პირად ცხოვრებას, არც ოჯახს და არც კარიერას მოაკლოს რამე.

სცენისა და კადრს მიღმა

- ძალიან მიყვარს შინ სხვადასხვა სარემონტო საქმეების კეთება, მაგრამ თუ რაღაც ჩემს ძალებს აღემატება, მაშინ ხელოსნები მომყავს. მათთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ბაზარში სიარული და კარგი პროდუქტის ყიდვა, დიასახლისობა, კულინარია, თუ რაიმემ დამაინტერესა, არ არსებობს, არ გავაკეთო. კულინარიული მიმართულებით ბებიისგან და დედისგან ბევრი რამ მაქვს შეძენილი.

მთავარი ადამიანი

- თეოდორე, ჩემი დისშვილი მე-9 წელიწადშია. ის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია და ძალიან მიყვარს. ძალიან ლაღი ურთიერთობა გვაქვს. მის დაბადებას დავესწარი. ჩემს თვალწინ გაჩნდა, პატარა სიცოცხლეს მაშინვე თბილად რომ მივესალმე, მას მერე ასეთი თბილი და ლაღი ურთიერთობა გვაქვს. ვეუბნები, პირველად ხელი მე ჩამოგართვი-მეთქი.

არც ვიცი, მის დაბადებამდე ჩვენი ოჯახი როგორ ცხოვრობდა. ყველანი მას დავტრიალებთ. ბოლო დროს დიდი სურვილი აქვს, ფეხბურთელი იყოს. ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებამაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა... ...მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო ამბავია, ბევრზე ვისაუბრე, ბევრიც მიღმა დამრჩა, თუმცა მათი გახსენება ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს.