პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილის გარდაცვალების შემდეგ ამნეზია დამემართა" - მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი
"შვილის გარდაცვალების შემდეგ ამნეზია დამემართა" - მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი

ორი წლის წინ, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ობს ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილს, ვაჟი გარ­და­ეც­ვა­ლა. თა­მაზ აფხა­ი­ძე 55 წლის იყო. ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან - თა­მაზ აფხა­ი­ძე უფ­როს­თან სულ ხუთი თვე იცხოვ­რა. მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე თვე­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა მის­გან ერთი ვაჟი - თა­მაზ აფხა­ი­ძე უმ­ცრო­სი დარ­ჩა. მსა­ხი­ო­ბი გა­და­ცე­მა "სხვა კი­თხვებ­ში“ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ტკი­ვი­ლით გა­მოწ­ვე­ულ ამ­ნე­ზი­ა­ზე ისა­უბ­რა და ასე­ვე მისი და მსა­ხი­ობ გოგი ხა­რა­ბა­ძის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე...

"მარ­ტო ვარ­ჩიე ცხოვ­რე­ბა, მარ­ტო ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ იყო სა­შიშ­რო­ე­ბა ცუ­დად გავმხდა­რი­ყა­ვი. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და ჩემი ვა­ჟის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ის დარ­ჩა სამი თვე ჩემ­თან. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გავმხდარ­ვარ, ორ­დღი­ა­ნი ამ­ნე­ზია და­მე­მარ­თა. მიხ­ვდა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი რომ ვერ ვი­ყა­ვი კარ­გად, და­რე­კა, მო­ვიდ­ნენ ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. მე ამ დროს სად ვარ რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი, დავფრი­ნავ, იცით, რა კარ­გი იყო...

სას­წრა­ფო მო­ვი­და და არ მივ­ყვე­ბო­დი. რად მინ­და სას­წრა­ფო-მეთ­ქი. გონ­ზე რომ მო­ვე­დი, სა­ა­ვამდყო­ფო­ში ვი­ყა­ვი, ბეწ­ვზე გა­დავ­რჩი. რო­დე­საც პა­ლა­ტა­ში ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვა­ნი­კო შე­მო­ვი­და და სა­წოლ­თან მისი ხელი და­ვი­ნა­ხე, ვკი­თხე, კი მაგ­რამ, შენ რა­ტომ ხარ აქ, თა­მა­ზი სად არის-მეთ­ქი. თან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი რომ არ იყო, თან ვე­კი­თხე­ბო­დი. ეს და­მე­მარ­თა შვი­ლის და­ღუპ­ვი­დან თვე­ნა­ხე­ვარ­ში. აი, იქ უკვე მიხ­ვდნენ, რომ ვერ ვარ... ნუ გე­ში­ნია, მო­ვაო, მამ­შვი­დებ­და. იმის შემ­დეგ, სულ ეში­ნია ლე­ვანს, ხში­რად მე­კი­თხე­ბა, - ნანა, რო­გორ ხარ?.." - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა მსა­ხი­ობ გოგი ხა­რა­ბა­ძე­ზე, რო­მელ­თა­ნაც კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და...

"ჩვე­ნი ხა­სი­ა­თი ვერ შე­ე­წყო, მაგ­რამ ვი­ყა­ვით პარტნი­ო­რე­ბი და ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ონ­ლიზ­მის წყა­ლო­ბით ეს არ გვე­ტყო­ბო­და სცე­ნა­ზე. არა­და, კუ­ლი­სებ­ში არც ვე­სა­უბ­რე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ერთხელ რა­ღაც შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი რო­გორც პარტნი­ორს და არ მი­ი­ღო... ჩემ თავ­ზე გავ­ბრაზ­დი, ვინ მე­კი­თხე­ბო­და. მე­რეც წლე­ბი არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და მოხ­და, ისე რომ ჩემი შვი­ლის ტრა­გე­დი­ის დროს ეკ­ლე­სი­ა­ში შე­მო­ვი­და. უკვე უჭირ­და სი­ა­რუ­ლი, დიდი ტკი­ვი­ლით მო­მი­სამ­ძიმ­რა, ჩვენ ერთი დიდი ტრა­გე­დი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მოვ­ჩნდით. მან გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი. მაგ­რამ მა­ნამ­დე მე გა­დავ­დგი და სა­პა­სუ­ხო იყო გო­გის მხრი­დან... სი­ბე­რე­ში უფრო გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს რო­დე­საც გაგ­ვი­ჭირ­და".

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
2

ბავშვობიდან მიყვარს ულამაზესი და უნიჭიერესი ნანა! ნამდვილი ვარსკვლავი! <3 რამხელა ტკივილი ჰქონია და აქვს! ღმერთმა გამძლეობა მისცეს! ისინი კი, ვინც ყველაფერში ცუდს ხედავენ, იმაშიც კი, რომ შვილიშვილი გაუბედურებულ ბებიას სახელს ეძახის, თვითონ არიან სამარცხვინოები! გვიყვარხართ, ქალბატონო ნანა და სულის სიმხნევეს და გამოჯანმრთელებას გისურვებთ! <3

pensioneri
2

ხალხნო რამ გაგაბოროტათ, ადამიანი მის ტრაგედიას ყვება თუ შეგიძლიათ თანადგომა გამოუცხადეთ თუ არადა რას მიედ მოედებით, მე პირადად ძალიან მსიამოვნებს შვილიშვილი სახელს რომ მეძახის, არ მინდა დაგაბეროო ძალიან კარგი ნამდვილად მსიამოვნებს და სხვისი გასარჩევი ეს არ არის. რად გინდა ბებია და ბაბუა დაგიძაცხოს და ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციოს, ქალბატონო თქვენ კი გამძლეობა და დიდი ხნის სიცოცხლე!!!

ავტორი:

"შვილის გარდაცვალების შემდეგ ამნეზია დამემართა" - მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი

"შვილის გარდაცვალების შემდეგ ამნეზია დამემართა" - მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი

ორი წლის წინ, თეატრისა და კინოს მსახიობს ნანა ფაჩუაშვილს, ვაჟი გარდაეცვალა. თამაზ აფხაიძე 55 წლის იყო. ნანა ფაჩუაშვილმა პირველ მეუღლესთან - თამაზ აფხაიძე უფროსთან სულ ხუთი თვე იცხოვრა. მეუღლე რამდენიმე თვეში ტრაგიკულად დაიღუპა, თუმცა მისგან ერთი ვაჟი - თამაზ აფხაიძე უმცროსი დარჩა. მსახიობი გადაცემა "სხვა კითხვებში“ შვილის გარდაცვალების ტკივილით გამოწვეულ ამნეზიაზე ისაუბრა და ასევე მისი და მსახიობ გოგი ხარაბაძის ურთიერთობაზე...

"მარტო ვარჩიე ცხოვრება, მარტო ვარ, მიუხედავად იმისა რომ იყო საშიშროება ცუდად გავმხდარიყავი. ჩემი ქალიშვილი უცხოეთში ცხოვრობს და ჩემი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, ის დარჩა სამი თვე ჩემთან. მოულოდნელად ცუდად გავმხდარვარ, ორდღიანი ამნეზია დამემართა. მიხვდა ჩემი ქალიშვილი რომ ვერ ვიყავი კარგად, დარეკა, მოვიდნენ ჩემი შვილიშვილები. მე ამ დროს სად ვარ რეალობას მოწყვეტილი, დავფრინავ, იცით, რა კარგი იყო...

სასწრაფო მოვიდა და არ მივყვებოდი. რად მინდა სასწრაფო-მეთქი. გონზე რომ მოვედი, საავამდყოფოში ვიყავი, ბეწვზე გადავრჩი. როდესაც პალატაში ჩემი შვილიშვილი ლევანიკო შემოვიდა და საწოლთან მისი ხელი დავინახე, ვკითხე, კი მაგრამ, შენ რატომ ხარ აქ, თამაზი სად არის-მეთქი. თან ვნერვიულობდი რომ არ იყო, თან ვეკითხებოდი. ეს დამემართა შვილის დაღუპვიდან თვენახევარში. აი, იქ უკვე მიხვდნენ, რომ ვერ ვარ... ნუ გეშინია, მოვაო, მამშვიდებდა. იმის შემდეგ, სულ ეშინია ლევანს, ხშირად მეკითხება, - ნანა, როგორ ხარ?.." - განაცხადა მსახიობმა.

ნანა ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა მსახიობ გოგი ხარაბაძეზე, რომელთანაც კონფლიქტი ჰქონდა...

"ჩვენი ხასიათი ვერ შეეწყო, მაგრამ ვიყავით პარტნიორები და ჩვენი პროფესიონლიზმის წყალობით ეს არ გვეტყობოდა სცენაზე. არადა, კულისებში არც ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ერთხელ რაღაც შენიშვნა მივეცი როგორც პარტნიორს და არ მიიღო... ჩემ თავზე გავბრაზდი, ვინ მეკითხებოდა. მერეც წლები არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს და მოხდა, ისე რომ ჩემი შვილის ტრაგედიის დროს ეკლესიაში შემოვიდა. უკვე უჭირდა სიარული, დიდი ტკივილით მომისამძიმრა, ჩვენ ერთი დიდი ტრაგედიის ადამიანები აღმოვჩნდით. მან გადადგა ეს ნაბიჯი. მაგრამ მანამდე მე გადავდგი და საპასუხო იყო გოგის მხრიდან... სიბერეში უფრო გავუგეთ ერთმანეთს როდესაც გაგვიჭირდა".