სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მეგალაბი“ გახდა პირველი სამედიცინო ლაბორატორია ამიერკავკასიაში, რომელმაც JCI აკრედიტაცია მიიღო
„მეგალაბი“ გახდა პირველი სამედიცინო ლაბორატორია ამიერკავკასიაში, რომელმაც JCI აკრედიტაცია მიიღო

კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე დიდ მულ­ტიპრო­ფი­ლურ ლა­ბო­რა­ტო­რია „მე­გა­ლაბს“ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ჯან­დაც­ვის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის უმაღ­ლეს­მა ორ­გა­ნომ JCI აკ­რე­დი­ტა­ცია მი­ა­ნი­ჭა.

JCI - Joint Commission International-ი წარ­მო­ად­გენს ჯან­დაც­ვის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის უმაღ­ლეს ორ­გა­ნოს აშშ-ში, რო­მე­ლიც კლი­ნი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის სწო­რად წარ­მარ­თვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მისი მი­ზა­ნია პა­ცი­ენტზე ზრუნ­ვის ხა­რის­ხი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ამას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცია იტო­ვებს უფ­ლე­ბას, უკვე აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­სა და კლი­ნი­კე­ბის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა 3 წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­და­ა­მოწ­მოს.

„მე­გა­ლა­ბი“ მოხ­ვდა იმ 38 სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ას შო­რის მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, რო­მელ­თაც აშშ-ში აღ­ნიშ­ნუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. რე­გი­ონ­ში კი ერ­თა­დერ­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც JCI-ს ოქ­როს სტან­დარტს ფლობს. ის ყო­ველ­დღი­უ­რად 3 000-ზე მეტ პა­ცი­ენტს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სარ­გე­ბე­ლი, რო­მელ­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი JCI-ს სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვით მი­ი­ღე­ბენ

„მე­გა­ლა­ბის“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის ნინო ღუ­ლა­თა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ლა­ბო­რა­ტო­რი­ას აკ­რე­დი­ტა­ცია მი­ა­ნი­ჭეს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის პრო­ცე­სის სწო­რად და­გეგ­მვის, ანა­ლი­ზა­ტო­რე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სა და „სა­მე­ინ­თე­ნან­სო“ პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბით, რაც სა­ბო­ლო­ოდ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, მო­ი­პო­ვონ სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან პარტნი­ო­რო­ბა გა­აღ­რმა­ონ.

„აკ­რე­დი­ტა­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კვლე­ვე­ბის მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით ჩა­ტა­რე­ბას, რაც პა­ცი­ენ­ტის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ერთხელ სწო­რად გა­კე­თე­ბუ­ლი კვლე­ვით შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, ექიმ­მა დრო­უ­ლად და­უს­ვას დი­აგ­ნო­ზი,“ - გან­მარ­ტა ნინო ღუ­ლა­თა­ვამ.

ხა­რის­ხის დი­რექ­ტო­რის ელე­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თქმით, JCI აკ­რე­დი­ტა­ცია პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მა­ღალ სტან­დარტს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა რო­გორც კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ისე მისი ანა­ლი­ზე­ბის სწო­რად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ამის­თვის მას ენი­ჭე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი შტრი­ხკო­დი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ის ფლობს და არ მე­ორ­დე­ბა. ასე გან­ვსა­ზღვრავთ, ნამ­დვი­ლად უნი­კა­ლუ­რია თუ არა პა­ცი­ენ­ტის ტეს­ტი, ამი­ტო­მაც გვაქვს შეც­დო­მის ალ­ბა­თო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი. ვი­ცავთ JCI-ს ყვე­ლა სტან­დარტსა და ქვეს­ტან­დარტს, რათა პა­ცი­ენ­ტმა თავი და­ცუ­ლად იგ­რძნოს. ამ პრო­ცეს­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია ჩარ­თუ­ლი,“ - გან­მარ­ტა ელე­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, „მე­გა­ლაბ­მა“ ოპე­რი­რე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე გა­და­წყვი­ტა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ემუ­შა­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა აპა­რა­ტი, ყვე­ლა კად­რი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ამე­რი­კულ სტან­დარ­ტებს მო­არ­გო, რის­გა­ნაც პა­ცი­ენ­ტე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან სარ­გე­ბელს იღე­ბენ.

„JCI-ს გა­იდ­ლა­ი­ნი მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე 10 მსხვილ სტან­დარტს, სა­ი­და­ნაც თი­თო­ე­უ­ლი და­მა­ტე­ბით 20 ქვეს­ტან­დარ­ტად იყო­ფა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პი­რო­ბა ყვე­ლა მათ­გა­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო,ჩვენ გვაქვს გა­იდ­ლა­ი­ნი, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში და რა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დავ­დგათ, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­დე­გად მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი,“ - გან­მარ­ტა ელე­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა

„მე­გა­ლა­ბის“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის ნინო ღუ­ლა­თა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ლა­ბო­რა­ტო­რია აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბამ­დეც ნერ­გავ­და სი­ახ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლას უწყობ­და ხელს. JCI აკ­რე­დი­ტა­ცია კი ლა­ბო­რა­ტო­რი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ში ჩა­ერ­თოს.

ახა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის და­ნერგვა უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით

„მე­გა­ლა­ბი“ კლი­ნი­კურ და პა­თო­მორ­ფო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს აერ­თი­ა­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენტს ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ერთ სივ­რცე­ში შე­უძ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­აა, აგ­რძე­ლებს ახა­ლი კვლე­ვე­ბის და­ნერგვას, რომ­ლე­ბიც ასე­ვე უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით სრულ­დე­ბა.

„თით­ქმის და­ვას­რუ­ლეთ მუ­შა­ო­ბა NGS-ის გა­მო­ყე­ნე­ბით გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის და­ნერგვა­ზე. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, ჩა­ვა­ტა­როთ ისე­თი კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა მუ­ტა­ცი­ებს, ფა­მარ­კო­გე­ნე­ტი­კას, კარ­დი­ო­გე­ნე­ტი­კა­სა და ონ­კო­გე­ნე­ტი­კას. ასე­ვე, ვა­ვი­თა­რებთ პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბულ მე­დი­ცი­ნა­საც. ჩა­მოთ­ვლი­ლი კვლე­ვე­ბი დღეს სა­ზღვარ­გა­რეთ სრულ­დე­ბა, პა­სუ­ხის მი­ღე­ბას კი დიდი დრო ესა­ჭი­რო­ე­ბა, რაც ხში­რად პა­ცი­ენ­ტის­თვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ჩვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით კი ისი­ნი აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვებს ად­გილ­ზე და მოკ­ლე დრო­ში ჩა­ი­ტა­რე­ბენ,“ - გა­ნა­ცხა­და „მე­გა­ლა­ბის“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა.

რე­ზი­დენ­ტუ­რის პროგ­რა­მა ექი­მი-ლა­ბო­რან­ტე­ბის­თვის

რე­ზი­დენ­ტუ­რის პროგ­რა­მის და­ნერგვა­ზე „მე­გა­ლა­ბი“ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბამ­დეც მუ­შა­ობ­და. სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის ნინო ღუ­ლა­თა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ლა­ბო­რან­ტის პრო­ფე­სია პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და ის დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

„გვსურს, ხელი შე­ვუ­წყოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის ზრდას, რის­თვი­საც დავ­ნერ­გეთ რე­ზი­დენ­ტუ­რის პროგ­რა­მა რო­გორც ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ მე­დი­ცი­ნა­ში, ისე კლი­ნი­კურ პა­თო­ლო­გი­ა­ში. პროგ­რა­მა რე­ზი­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გა­ეც­ნონ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის იმ სა­ფუძ­ვლებ­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის წე­სებს, რაც მთელს მსოფ­ლი­ო­შია და­ნერ­გი­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ნინო ღუ­ლა­თა­ვამ.

JCI აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ „მე­გა­ლა­ბი“ აგ­რძე­ლებს ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვას, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

R

გელა
1

ამიერკავკასია კაი რამეა? ჰა? იჭმევა? 

ავტორი:

„მეგალაბი“ გახდა პირველი სამედიცინო ლაბორატორია ამიერკავკასიაში, რომელმაც JCI აკრედიტაცია მიიღო

„მეგალაბი“ გახდა პირველი სამედიცინო ლაბორატორია ამიერკავკასიაში, რომელმაც JCI აკრედიტაცია მიიღო

კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ მულტიპროფილურ ლაბორატორია „მეგალაბს“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანდაცვის აკრედიტაციის უმაღლესმა ორგანომ JCI აკრედიტაცია მიანიჭა.

JCI - Joint Commission International-ი წარმოადგენს ჯანდაცვის აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს აშშ-ში, რომელიც კლინიკური პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. მისი მიზანია პაციენტზე ზრუნვის ხარისხისა და უსაფრთხოების მუდმივი გაუმჯობესება. ამასთან, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, უკვე აკრედიტებული ლაბორატორიებისა და კლინიკების სტანდარტებთან შესაბამისობა 3 წელიწადში ერთხელ გადაამოწმოს.

„მეგალაბი“ მოხვდა იმ 38 სამედიცინო ლაბორატორიას შორის მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაც აშშ-ში აღნიშნული აკრედიტაცია აქვთ მინიჭებული. რეგიონში კი ერთადერთი ლაბორატორიაა, რომელიც JCI-ს ოქროს სტანდარტს ფლობს. ის ყოველდღიურად 3 000-ზე მეტ პაციენტს ემსახურება.

სარგებელი, რომელსაც პაციენტები JCI-ს სტანდარტების დანერგვით მიიღებენ

„მეგალაბის“ სამედიცინო დირექტორის ნინო ღულათავას განმარტებით, ლაბორატორიას აკრედიტაცია მიანიჭეს ლაბორატორიული კვლევის პროცესის სწორად დაგეგმვის, ანალიზატორების ექსპლუატაციისა და „სამეინთენანსო“ პროცედურების ჩატარებით, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემთ, მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება და მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან პარტნიორობა გააღრმაონ.

„აკრედიტაცია ემსახურება ლაბორატორიაში კვლევების მაღალი სიზუსტით ჩატარებას, რაც პაციენტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთხელ სწორად გაკეთებული კვლევით შესაძლებლობა ეძლევა, ექიმმა დროულად დაუსვას დიაგნოზი,“ - განმარტა ნინო ღულათავამ.

ხარისხის დირექტორის ელენე მაჭავარიანის თქმით, JCI აკრედიტაცია პაციენტის უსაფრთხოების დაცვის მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს.

„პაციენტის უსაფრთხოების დაცვაში იგულისხმება როგორც კონფიდენციალურობის შენარჩუნება, ისე მისი ანალიზების სწორად იდენტიფიცირება. ამისთვის მას ენიჭება სპეციალური შტრიხკოდი, რომელსაც მხოლოდ ის ფლობს და არ მეორდება. ასე განვსაზღვრავთ, ნამდვილად უნიკალურია თუ არა პაციენტის ტესტი, ამიტომაც გვაქვს შეცდომის ალბათობა მინიმუმამდე დაყვანილი. ვიცავთ JCI-ს ყველა სტანდარტსა და ქვესტანდარტს, რათა პაციენტმა თავი დაცულად იგრძნოს. ამ პროცესში ლაბორატორიის ყველა პროფესიონალია ჩართული,“ - განმარტა ელენე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „მეგალაბმა“ ოპერირების დაწყებისთანავე გადაწყვიტა აკრედიტაციის მისაღებად ემუშავა, შესაბამისად, ყველა აპარატი, ყველა კადრი და ინფრასტრუქტურა ამერიკულ სტანდარტებს მოარგო, რისგანაც პაციენტები მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ.

„JCI-ს გაიდლაინი მოიცავს რამდენიმე 10 მსხვილ სტანდარტს, საიდანაც თითოეული დამატებით 20 ქვესტანდარტად იყოფა. ორგანიზაციის პირობა ყველა მათგანის დაკმაყოფილება იყო,ჩვენ გვაქვს გაიდლაინი, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში და რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუმცა დანარჩენი პირობების შესრულების შედეგად მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი,“ - განმარტა ელენე მაჭავარიანმა.

საერთაშორისო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობა

„მეგალაბის“ სამედიცინო დირექტორის ნინო ღულათავას განმარტებით, ლაბორატორია აკრედიტაციის მიღებამდეც ნერგავდა სიახლეებს, რომლებიც აღნიშნული სამედიცინო საქმიანობის განვითარებასა და ახალ საფეხურზე გადასვლას უწყობდა ხელს. JCI აკრედიტაცია კი ლაბორატორიას საშუალებას მისცემს, საერთაშორისო კვლევებში ჩაერთოს.

ახალი სამედიცინო კვლევების დანერგვა უახლესი აპარატურის გამოყენებით

„მეგალაბი“ კლინიკურ და პათომორფოლოგიურ ლაბორატორიებს აერთიანებს, შესაბამისად, პაციენტს ყველა საჭირო კვლევის ჩატარება ერთ სივრცეში შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მულტიპროფილური ლაბორატორიაა, აგრძელებს ახალი კვლევების დანერგვას, რომლებიც ასევე უახლესი აპარატურის გამოყენებით სრულდება.

„თითქმის დავასრულეთ მუშაობა NGS-ის გამოყენებით გენეტიკური კვლევების დანერგვაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩავატაროთ ისეთი კვლევები, რომლებიც ეხება მუტაციებს, ფამარკოგენეტიკას, კარდიოგენეტიკასა და ონკოგენეტიკას. ასევე, ვავითარებთ პერსონალიზებულ მედიცინასაც. ჩამოთვლილი კვლევები დღეს საზღვარგარეთ სრულდება, პასუხის მიღებას კი დიდი დრო ესაჭიროება, რაც ხშირად პაციენტისთვის პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი მეშვეობით კი ისინი აღნიშნულ კვლევებს ადგილზე და მოკლე დროში ჩაიტარებენ,“ - განაცხადა „მეგალაბის“ სამედიცინო დირექტორმა.

რეზიდენტურის პროგრამა ექიმი-ლაბორანტებისთვის

რეზიდენტურის პროგრამის დანერგვაზე „მეგალაბი“ აკრედიტაციის მიღებამდეც მუშაობდა. სამედიცინო დირექტორის ნინო ღულათავას განმარტებით, ლაბორანტის პროფესია პანდემიის პერიოდში საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული გახდა და ის დღემდე აქტუალურია.

„გვსურს, ხელი შევუწყოთ პროფესიონალი კადრების ზრდას, რისთვისაც დავნერგეთ რეზიდენტურის პროგრამა როგორც ლაბორატორიულ მედიცინაში, ისე კლინიკურ პათოლოგიაში. პროგრამა რეზიდენტებს საშუალებას აძლევს, პირველივე დღიდან გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხარისხის კონტროლის იმ საფუძვლებსა და აკრედიტაციის წესებს, რაც მთელს მსოფლიოშია დანერგილი,“ - განაცხადა ნინო ღულათავამ.

JCI აკრედიტაციის მიღების შემდეგ „მეგალაბი“ აგრძელებს ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და სიახლეების დანერგვას, რომელთა შესახებაც საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

R