სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილმი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, რომლის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი, პროდიუსერი კი - ვალერი მელაძეა: რას ამბობს მწერლის ქალიშვილი და როდის დასრულდება გადაღებები?
ფილმი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, რომლის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი, პროდიუსერი კი - ვალერი მელაძეა: რას ამბობს მწერლის ქალიშვილი და როდის დასრულდება გადაღებები?

ნო­დარ დუმ­ბა­ძე ის ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აქ­ტი­უ­რად იბეჭ­დე­ბა. მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი კი არა მხო­ლოდ სცე­ნა­ზე იდ­გმე­ბა, არა­მედ მათი ეკ­რა­ნი­ზე­ბაც ხდე­ბა. უკვე დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში დუმ­ბა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ფილ­მი არ გა­და­უ­ღი­ათ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ­ჟა­მად მისი სამი მო­თხრო­ბის - "ბო­შე­ბი“, "და­დი­ა­ნე­ბის ყან­წი“ და "ღმერ­თო, რისი გუ­ლის­თვის“ - მი­ხედ­ვით ფილ­მს, სლო­გა­ნით: "ფილ­მი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ უნდა ნა­ხოს“ რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი იღებს.

რო­გორც გი­ორ­გი ამ­ბობს, სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის გა­და­ღე­ბა უკვე 8 თვეა, მიმ­დი­ნა­რე­ობს და თვე-ნა­ხე­ვარ­ში უნდა დას­რულ­დეს.

"ნო­დარ დუმ­ბა­ძე ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და სა­თუ­თი პი­როვ­ნე­ბა და შე­მოქ­მე­დია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სევ­და­ნა­რე­ვი იუ­მო­რით ყვე­ლას ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას უქ­მნის. დიდი პა­ტი­ვი იყო, რომ ფილ­მის კონ­სულ­ტან­ტი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძეა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც სამი მო­თხრო­ბა ავარ­ჩი­ეთ. შემ­დგომ კი ფილ­მის­თვის სა­ხელ­წო­დე­ბა "ჩვენ ვხე­დავთ მზეს“ თა­ვად ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძემ მო­ი­ფიქ­რა. ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­ვის მერე, რაც ჩვენ ირ­გვლივ ხდე­ბა, ალ­ბათ ამ "მზის“ და­ნახ­ვა და იმ სით­ბოს შეგ­რძნე­ბა ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა, რა­საც ბა­ტო­ნი ნო­და­რი თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბით უხ­ვად გას­ცემს და ყვე­ლას იმედს უსა­ხავს. სპე­ცი­ა­ლუ­რად ავირ­ჩი­ეთ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­თხრო­ბე­ბი. ჩვენ­ში ხომ სულ მე­გობ­რობ­დნენ სხვა­დას­ხვა ერის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. დღეს გვინ­და ახალ­გაზ­რდებ­საც შე­ვახ­სე­ნოთ ბა­ტო­ნი ნო­და­რის შე­მოქ­მე­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი.

რე­ჟი­სო­რის თქმით, ფილმში სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ" - ზურა და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­ე­ბი, ტრის­ტან სა­ლა­რი­ძე, ბესო ბა­რა­თაშ­ვი­ლი, მაკა მა­ხა­რა­ძე, ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი, რო­ლანდ ოქ­რო­პი­რი­ძე, მო­ნა­წი­ლე­ობს ასე­ვე ყა­ზა­ხი მსა­ხი­ო­ბიც, ბოშა ოქ­სა­ნას როლს კი უკ­რა­ი­ნე­ლი ოლია დუ­მო­ვა ას­რუ­ლებს. თი­თო­ე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა იმ ამ­ბავს, რომ ნო­დარ დუმ­ბა­ძეს­თან, საყ­ვა­რელ მწე­რალ­თან მო­უხ­დათ შეხ­ვედ­რა. თა­ვის ძა­ლი­ან კარგ მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს ბა­ჩა­ნა ჭან­ტუ­რია. გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გუ­რი­ა­ში (ჩო­ხა­ტა­უ­რი, ნა­ბეღ­ლა­ვი), ასე­ვე თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში.

"ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რია ქარ­თვე­ლი, კულ­ტუ­რის ქო­მა­გი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი ვა­ლე­რი მე­ლა­ძე, რო­მელ­მაც ასე­თი ნება გა­მო­ხა­ტა. ვა­ლე­რი ფი­ნან­სუ­რა­დაც გვერ­დით დაგ­ვიდ­გა. ეს არ არის ჩვენ­თვის კო­მერ­ცი­უ­ლი ფილ­მი, ფილ­მის წარ­მო­ე­ბა მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ჯით მი­დის. არ გვინ­დო­და ისე მომ­ხდა­რი­ყო, რომ ასე­თი ფილ­მის წარმდგე­ნი, სა­დაც სი­უ­ჟეტ­ში მოქ­მე­დე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 40-იან წლებ­ში ხდე­ბა, რო­მე­ლი­მე კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ეჭ­ვო სტრუქ­ტუ­რა ყო­ფი­ლი­ყო. მით უმე­ტეს, რომ მუ­სი­კა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ილია II-ის და­წე­რი­ლია. ის ექ­სკლუ­ზი­უ­რად უწ­მინ­დეს­მა მოგ­ვა­წო­და. ჯერ ერთი, ნო­დარ­თან თა­ვა­დაც მე­გობ­რობ­და. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბულ­მა გად­მოგ­ვცა და გა­მო­ვი­ყე­ნებთ“, - ამ­ბობს გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი.

- ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი რო­გორ აღ­მოჩ­ნდა?

გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი:

- ამ უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც მარ­თალ­მა და კარ­გმა ქარ­თველ­მა, თა­ვი­სი პო­ზი­ცია ხმა­მაღ­ლა გა­მო­ხა­ტა, დად­გა იმ მხა­რეს, სა­დაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ჩვენ დიდი ხა­ნია ვმე­გობ­რობთ. მე შევ­თა­ვა­ზე, - ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­ჩუ­ქარს ვა­კე­თებთ, ნო­დარ დუმ­ბა­ძეს ვი­ღებთ და ხომ არ მოგ­ვეხ­მა­რე­ბო­დი-მეთ­ქი. ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და, ჩა­ერ­თო ფილ­მის მომ­ზა­დე­ბა­ში და რა თქმა უნდა, პრე­მი­ე­რა­ზე აქ იქ­ნე­ბა და იტყვის თა­ვის სათ­ქმელს და ლა­მაზ სიმ­ღე­რა­საც გვა­ჩუ­ქებს. გი­თხა­რით, რომ ფილ­მი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, მას­ში ქარ­თვე­ლე­ბი, ყა­ზა­ხე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ და პრე­მი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, ყა­ზა­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ბრი­ტა­ნეთ­ში, ის­რა­ელ­ში და უკ­რა­ი­ნა­შიც შედ­გე­ბა. ყვე­ლას ნოს­ტალ­გია აქვს ამ ავ­ტო­რის მი­მართ.

ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე, მწერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი:

- გი­ორ­გი რომ და­მი­კავ­შირ­და, სამი მო­თხრო­ბა უკვე შერ­ჩე­უ­ლი ჰქონ­და, მე უბ­რა­ლოდ დავ­თან­ხმდი. სა­მი­ვე მო­თხრო­ბას ერთი მი­ზა­ნი აქვს - სი­კე­თე და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა. ამი­ტომ მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მეჩ­ვე­ნა, რომ უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და.

...ძა­ლი­ან ხში­რად მომ­მარ­თა­ვენ სტუ­დენ­ტე­ბი თხოვ­ნით, სურ­ვი­ლი აქვთ, სა­კურ­სო ფილ­მად ნო­დარ დუმ­ბა­ძე გა­და­ი­ღონ. პან­დე­მი­ამ­დე უკ­რა­ი­ნი­დან ჯგუ­ფი იყო ჩა­მო­სუ­ლი, რო­მელ­მაც ფილ­მი გა­და­ი­ღო. ასე­ვე ნო­და­რის მო­ტი­ვებ­ზე გერ­მა­ნე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ფილ­მი გა­და­ი­ღეს, იმის თქმა მინ­და, რომ ინ­ტე­რე­სი სულ არის, სპექ­ტაკ­ლებ­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ და ის, რომ გი­ორ­გის ეს იდეა გა­უჩ­ნდა, გა­საკ­ვი­რი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იყო. სა­ბო­ლო­ოდ უნდა, რომ ფილ­მი მა­მას იუ­ბი­ლეს და­უ­კავ­ში­როს, გა­ი­სად ნო­და­რი 95 წლის ხდე­ბა. მე ვნა­ხე ამ ფილ­მის ნა­წყვე­ტე­ბი, რო­მე­ლიც გი­ორ­გის უკვე გა­და­ღე­ბუ­ლი და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აქვს. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ყუ­რე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, "ბო­შე­ბის“ ეპი­ზო­დე­ბი, მით უფრო, რომ უკვე არ­სე­ბობს ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფილ­მი "ბო­შე­ბი“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. როცა შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვს, თა­ვი­დან ცო­ტა­თი და­და­რა­ჯე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ყვე­ლა რე­ჟი­სორს თა­ვის ხედ­ვა აქვს. გი­ორ­გის ნა­მუ­შევ­რის პირ­ვე­ლი­ვე კად­რი­დან მივ­ხვდი, რომ აბ­სურ­დი იქ­ნე­ბო­და მათი შე­და­რე­ბა. გა­დავ­წყვი­ტე ის ფილ­მი გო­ნე­ბა­ში მი­მე­ძი­ნე­ბი­ნა და არ შე­მე­და­რე­ბი­ნა. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან კარ­გია, ჩანს ოპე­რა­ტო­რის ხედ­ვაც, მსა­ხი­ო­ბე­ბის თა­მა­ში, თან, რო­გო­რი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ის, რაც ვნა­ხე, სა­ინ­ტე­რე­სოა და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დე­ბა და მა­ყუ­რე­ბე­ლიც ფილ­მს კარ­გად მი­ი­ღებს. ასე რომ, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ.

ambebi.ge მომ­ღე­რალ ვა­ლე­რი მელ­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო ვა­ლე­რი, რო­გორც გა­ირ­კვა, იმ ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი ხართ, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი იღებს. სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდით ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას?

- კი, ასეა, მაგ­რამ მის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს ძა­ლი­ან არ ჩავღრმა­ვე­ბი­ვარ, გი­ორ­გის ვენ­დო­ბი, ვიცი, რომ ყვე­ლა­ფერს გუ­ლით და სუ­ლით გა­ა­კე­თებს... ამი­ტომ, ყვე­ლა­ნა­ი­რად, რო­გორც შევ­ძე­ლი, მი­ვეხ­მა­რე.

- კონ­კრე­ტუ­ლად დახ­მა­რე­ბა რაში გა­მო­ი­ხა­ტა?

- ეს იყო მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და ასე­ვე გარ­კვე­ულ­წი­ლად მა­ტე­რი­ა­ლუ­რიც... დღეს სწო­რე­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ვუბ­რუნ­დეთ ისეთ ავ­ტორს, რო­გო­რიც ნო­დარ დუმ­ბა­ძეა. რთუ­ლი და უც­ნა­უ­რი დროა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი თავს ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ. ისე­თი დროა, როცა ამა თუ იმ საქ­ცი­ელს ახ­სნა არ აქვს. ამა­სო­ბა­ში ვკარ­გავთ სწორ ორი­ენ­ტი­რებს, ანუ იმას, სწო­რად რო­გორ ვი­ცხოვ­როთ. ბევ­რი სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობს, რაც ცუ­დია. ნო­დარ დუმ­ბა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­ზე მოგ­ვი­თხრობს. მათ სწორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, სწორ პო­ზი­ცი­ებ­ზე, ადა­მი­ა­ნებს შო­რის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, ეს მარ­ტი­ვი და უბ­რა­ლო ამ­ბე­ბი ყვე­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს და ცხოვ­რე­ბა ასე უნდა შევ­ძლოთ. ვი­ღა­ცე­ბი კი­დეც მიყ­ვე­ბი­ან ამ წე­სებს, მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებს, ფა­სე­უ­ლო­ბებს, მაგ­რამ ბევ­რი მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რობს. მათი პო­ზი­ცი­აა - დღეს შე­მიძ­ლია რო­გორც მინ­და, ისე მო­ვიქ­ცე, მაგ­რამ მერე გა­მო­ვას­წო­რო. არა, ასე არ გა­მო­ვა! ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის, ყო­ველ წუთს, დღე ისე უნდა ცხოვ­რობ­დეს, რომ არ და­კარ­გოს მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი. ნო­დარ დუმ­ბა­ძის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი ამას გვას­წავ­ლის.

- რას ელით ამ ფილ­მის­გან - გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი და­სა­ხულ მი­ზანს შე­ას­რუ­ლებს?

- ბევ­რი რამ იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ სივ­რცე­ში იქ­ნე­ბა ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი... ამ რთულ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა მი­წევს, მათ შო­რის, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­შიც. დღე­ვან­დლამ­დე ქარ­თვე­ლებ­თან - ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა პო­ზი­ტი­უ­რია, ისე­თი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან, რო­გორც ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ვფიქ­რობ, რომ ეს ფილ­მი ყვე­ლას მიწ­ვდე­ბა და გა­აღ­ვი­ძებს ისევ სიყ­ვა­რულს, სი­კე­თეს და იმ­პულსს მის­ცემს კე­თილ­გან­წყო­ბილ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ეს ჩვენ, ქარ­თვე­ლებ­საც დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გვა­ნი­ჭებს, რად­გა­ნაც უნდა შე­ვე­სა­ბა­მე­ბო­დეთ ამ სუ­რათს, ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას...

- პრე­მი­ე­რა­ზე იქ­ნე­ბით?

- დიდი შან­სია (50%-ზე მეტი) ჩა­მო­ვი­დე. სურ­ვი­ლიც მაქვს და ვეც­დე­ბი.წა­ი­კი­თხეთ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
0

თუ გადაიღეს და გამოვიდა ეს ფილმები უკვე?

eka
0

ძალიან კარგი ამბავია! წარმატებები მთელ გუნდს! დარწმუნებული ვარ კარგი ფილმი გამოვა და გაახარებს მაყურებელს)):

ავტორი:

ფილმი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, რომლის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი, პროდიუსერი კი - ვალერი მელაძეა: რას ამბობს მწერლის ქალიშვილი და როდის დასრულდება გადაღებები?

ფილმი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, რომლის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი, პროდიუსერი კი - ვალერი მელაძეა: რას ამბობს მწერლის ქალიშვილი და როდის დასრულდება გადაღებები?

ნოდარ დუმბაძე ის ავტორია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იბეჭდება. მისი ნაწარმოებები კი არა მხოლოდ სცენაზე იდგმება, არამედ მათი ეკრანიზებაც ხდება. უკვე დიდი ხანია საქართველოში დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით ფილმი არ გადაუღიათ.

როგორც ირკვევა, ამჟამად მისი სამი მოთხრობის - "ბოშები“, "დადიანების ყანწი“ და "ღმერთო, რისი გულისთვის“ - მიხედვით ფილმს, სლოგანით: "ფილმი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს“ რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი იღებს.

როგორც გიორგი ამბობს, სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება უკვე 8 თვეა, მიმდინარეობს და თვე-ნახევარში უნდა დასრულდეს.

"ნოდარ დუმბაძე ქართველებისთვის ძალიან საყვარელი და სათუთი პიროვნება და შემოქმედია, რომელიც თავისი სევდანარევი იუმორით ყველას ძალიან პოზიტიურ განწყობას უქმნის. დიდი პატივი იყო, რომ ფილმის კონსულტანტი თავიდან ბოლომდე ქალბატონი ქეთევან დუმბაძეა, რომელთან ერთადაც სამი მოთხრობა ავარჩიეთ. შემდგომ კი ფილმისთვის სახელწოდება "ჩვენ ვხედავთ მზეს“ თავად ქეთევან დუმბაძემ მოიფიქრა. ამდენი ნეგატივის მერე, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ალბათ ამ "მზის“ დანახვა და იმ სითბოს შეგრძნება ყველას გვჭირდება, რასაც ბატონი ნოდარი თავისი ნაწარმოებებით უხვად გასცემს და ყველას იმედს უსახავს. სპეციალურად ავირჩიეთ ინტერნაციონალური მოთხრობები. ჩვენში ხომ სულ მეგობრობდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები. დღეს გვინდა ახალგაზრდებსაც შევახსენოთ ბატონი ნოდარის შემოქმედება", - აღნიშნავს გიორგი კიკალეიშვილი.

რეჟისორის თქმით, ფილმში საუკეთესო ქართველი მსახიობები მონაწილეობენ" - ზურა და გიორგი ყიფშიძეები, ტრისტან სალარიძე, ბესო ბარათაშვილი, მაკა მახარაძე, ვანიკო თარხნიშვილი, როლანდ ოქროპირიძე, მონაწილეობს ასევე ყაზახი მსახიობიც, ბოშა ოქსანას როლს კი უკრაინელი ოლია დუმოვა ასრულებს. თითოეული სიხარულით შეხვდა იმ ამბავს, რომ ნოდარ დუმბაძესთან, საყვარელ მწერალთან მოუხდათ შეხვედრა. თავის ძალიან კარგ მოცეკვავეებთან ერთად მონაწილეობს ბაჩანა ჭანტურია. გადაღებები მიმდინარეობდა გურიაში (ჩოხატაური, ნაბეღლავი), ასევე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

"ფილმის პროდიუსერია ქართველი, კულტურის ქომაგი და კარგი ადამიანი ვალერი მელაძე, რომელმაც ასეთი ნება გამოხატა. ვალერი ფინანსურადაც გვერდით დაგვიდგა. ეს არ არის ჩვენთვის კომერციული ფილმი, ფილმის წარმოება მხოლოდ ტექნიკური ხარჯით მიდის. არ გვინდოდა ისე მომხდარიყო, რომ ასეთი ფილმის წარმდგენი, სადაც სიუჟეტში მოქმედება გასული საუკუნის დაახლოებით 40-იან წლებში ხდება, რომელიმე კომერციული საეჭვო სტრუქტურა ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ მუსიკა საქართველოს პატრიარქის ილია II-ის დაწერილია. ის ექსკლუზიურად უწმინდესმა მოგვაწოდა. ჯერ ერთი, ნოდართან თავადაც მეგობრობდა. ძალიან გახარებულმა გადმოგვცა და გამოვიყენებთ“, - ამბობს გიორგი კიკალეიშვილი.

- ვალერი მელაძე ფილმის პროდიუსერი როგორ აღმოჩნდა?

გიორგი კიკალეიშვილი:

- ამ უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში, როგორც მართალმა და კარგმა ქართველმა, თავისი პოზიცია ხმამაღლა გამოხატა, დადგა იმ მხარეს, სადაც უნდა ყოფილიყო. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ. მე შევთავაზე, - ქართველებისთვის საჩუქარს ვაკეთებთ, ნოდარ დუმბაძეს ვიღებთ და ხომ არ მოგვეხმარებოდი-მეთქი. ამ შემოთავაზებისთვის მადლობა გადამიხადა, ჩაერთო ფილმის მომზადებაში და რა თქმა უნდა, პრემიერაზე აქ იქნება და იტყვის თავის სათქმელს და ლამაზ სიმღერასაც გვაჩუქებს. გითხარით, რომ ფილმი ინტერნაციონალურია, მასში ქართველები, ყაზახები და უკრაინელები თამაშობენ და პრემიერა საქართველოს გარდა, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ბრიტანეთში, ისრაელში და უკრაინაშიც შედგება. ყველას ნოსტალგია აქვს ამ ავტორის მიმართ.

ქეთევან დუმბაძე, მწერლის ქალიშვილი:

- გიორგი რომ დამიკავშირდა, სამი მოთხრობა უკვე შერჩეული ჰქონდა, მე უბრალოდ დავთანხმდი. სამივე მოთხრობას ერთი მიზანი აქვს - სიკეთე და კაცთმოყვარეობა. ამიტომ მათი გაერთიანება მეჩვენა, რომ უპრიანი იქნებოდა.

...ძალიან ხშირად მომმართავენ სტუდენტები თხოვნით, სურვილი აქვთ, საკურსო ფილმად ნოდარ დუმბაძე გადაიღონ. პანდემიამდე უკრაინიდან ჯგუფი იყო ჩამოსული, რომელმაც ფილმი გადაიღო. ასევე ნოდარის მოტივებზე გერმანელი მაყურებლისთვის გერმანულენოვანი ფილმი გადაიღეს, იმის თქმა მინდა, რომ ინტერესი სულ არის, სპექტაკლებზე აღარ ვლაპარაკობ და ის, რომ გიორგის ეს იდეა გაუჩნდა, გასაკვირი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან სასიხარულო იყო. საბოლოოდ უნდა, რომ ფილმი მამას იუბილეს დაუკავშიროს, გაისად ნოდარი 95 წლის ხდება. მე ვნახე ამ ფილმის ნაწყვეტები, რომელიც გიორგის უკვე გადაღებული და დამონტაჟებული აქვს. ძალიან სასიამოვნო საყურებელია, მაგალითად, "ბოშების“ ეპიზოდები, მით უფრო, რომ უკვე არსებობს ლეილა გორდელაძის არაჩვეულებრივი ფილმი "ბოშები“, რომელიც ძალიან მიყვარს. როცა შედარების საშუალება გაქვს, თავიდან ცოტათი დადარაჯებული ვიყავი, მაგრამ ყველა რეჟისორს თავის ხედვა აქვს. გიორგის ნამუშევრის პირველივე კადრიდან მივხვდი, რომ აბსურდი იქნებოდა მათი შედარება. გადავწყვიტე ის ფილმი გონებაში მიმეძინებინა და არ შემედარებინა. მოკლედ, ძალიან კარგია, ჩანს ოპერატორის ხედვაც, მსახიობების თამაში, თან, როგორი ინტერნაციონალურია, სხვადასხვა ეროვნების მსახიობები მონაწილეობენ. ის, რაც ვნახე, საინტერესოა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება და მაყურებელიც ფილმს კარგად მიიღებს. ასე რომ, ვთანამშრომლობთ.

ambebi.ge მომღერალ ვალერი მელძეს დაუკავშირდა.

- ბატონო ვალერი, როგორც გაირკვა, იმ ფილმის პროდიუსერი ხართ, რომელსაც რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი იღებს. სიამოვნებით დათანხმდით ამ შემოთავაზებას?

- კი, ასეა, მაგრამ მის შინაარსობრივ მხარეს ძალიან არ ჩავღრმავებივარ, გიორგის ვენდობი, ვიცი, რომ ყველაფერს გულით და სულით გააკეთებს... ამიტომ, ყველანაირად, როგორც შევძელი, მივეხმარე.

- კონკრეტულად დახმარება რაში გამოიხატა?

- ეს იყო მორალური მხარდაჭერა და ასევე გარკვეულწილად მატერიალურიც... დღეს სწორედაც აუცილებელია მივუბრუნდეთ ისეთ ავტორს, როგორიც ნოდარ დუმბაძეა. რთული და უცნაური დროა, როცა ადამიანები თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. ისეთი დროა, როცა ამა თუ იმ საქციელს ახსნა არ აქვს. ამასობაში ვკარგავთ სწორ ორიენტირებს, ანუ იმას, სწორად როგორ ვიცხოვროთ. ბევრი საკუთარი ქმედების გამართლებას ცდილობს, რაც ცუდია. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები უბრალო ადამიანებზე მოგვითხრობს. მათ სწორ დამოკიდებულებებზე, სწორ პოზიციებზე, ადამიანებს შორის პატივისცემაზე, ეს მარტივი და უბრალო ამბები ყველასთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი არ უნდა დაგვავიწყდეს და ცხოვრება ასე უნდა შევძლოთ. ვიღაცები კიდეც მიყვებიან ამ წესებს, მორალურ პრინციპებს, ფასეულობებს, მაგრამ ბევრი მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. მათი პოზიციაა - დღეს შემიძლია როგორც მინდა, ისე მოვიქცე, მაგრამ მერე გამოვასწორო. არა, ასე არ გამოვა! ადამიანი ყოველთვის, ყოველ წუთს, დღე ისე უნდა ცხოვრობდეს, რომ არ დაკარგოს მორალური პრინციპები. ნოდარ დუმბაძის ყველა ნაწარმოები ამას გვასწავლის.

- რას ელით ამ ფილმისგან - გადამღები ჯგუფი დასახულ მიზანს შეასრულებს?

- ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რომელ სივრცეში იქნება ის წარმოდგენილი... ამ რთულ პერიოდში ბევრი მოგზაურობა მიწევს, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. დღევანდლამდე ქართველებთან - ჩვენთან ურთიერთობა პოზიტიურია, ისეთი კეთილგანწყობილები არიან, როგორც ახლობელი ადამიანები. ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ყველას მიწვდება და გააღვიძებს ისევ სიყვარულს, სიკეთეს და იმპულსს მისცემს კეთილგანწყობილ ურთიერთობებს. ეს ჩვენ, ქართველებსაც დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რადგანაც უნდა შევესაბამებოდეთ ამ სურათს, ამ დამოკიდებულებას...

- პრემიერაზე იქნებით?

- დიდი შანსია (50%-ზე მეტი) ჩამოვიდე. სურვილიც მაქვს და ვეცდები. წაიკითხეთ ვალერი მელაძის ექსკლუზიური ინტერვიუ სრულად