პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ "ნაცმოძრაობის" მომხრეებს, ვთქვათ, ნიკა მელია არ მოგწონთ... მაშინ ვინ გინდათ? რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პარტია მკვდრეთით აღდგეს?" - ნოდია
"მივმართავ "ნაცმოძრაობის" მომხრეებს, ვთქვათ, ნიკა მელია არ მოგწონთ... მაშინ ვინ გინდათ? რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პარტია მკვდრეთით აღდგეს?" - ნოდია

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ექ­სპერ­ტი გია ნო­დია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მომ­ხრე­ებს მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ დღეს ეს პარ­ტია პო­ლი­ტი­კუ­რად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. გია ნო­დია მი­იჩ­ნევს, რომ პარ­ტი­ის აქ­ტი­ურ­მა მომ­ხრე­ებ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბედ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა იგ­რძნონ. ამას­თან, ნო­დია კი­თხუ­ლობს - რა უნდა გა­კეთ­დეს, რომ ეს „პარ­ტია მკვდრე­თით აღ­დგეს?“

„მივ­მარ­თავ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მომ­ხრე­ებს, ვინც ბოლო თვე­ებ­ში მათი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას კრი­ტი­კი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

(მე არც ნიკა მე­ლი­ას მომ­ხრე ვარ და არც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, ნე­იტ­რა­ლუ­რი გარე დამ­კვირ­ვებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ვწერ). ვთქვათ, ნიკა მე­ლია არ მოგ­წონთ. კი ბა­ტო­ნო. მა­შინ ვინ გინ­დათ ამ პარ­ტი­ის ლი­დე­რად და, რაც მთა­ვა­რია, რო­გო­რი უნდა იყოს ეს ლი­დე­რი, რა უნდა გა­ა­კე­თოს?

ოღონდ არ თქვათ, ახლა, მი­შაო. მიშა ცი­ხე­ში ზის, არა­ვინ მის გა­მოშ­ვე­ბას არ აპი­რებს, ხოლო თვი­თონ სიგ­ნა­ლებს გვიგ­ზავ­ნის, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. ამ კონ­ტექ­სტში კი­დევ მიშა-მი­შას ძა­ხი­ლი მისი პარ­ტი­ის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნია.

მისი ცი­ხი­დან გა­მოშ­ვე­ბის მო­თხოვ­ნა სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რია და მე მას (ისე­ვე, რო­გორც ნიკა გვა­რა­მი­ას გა­მოშ­ვე­ბის მო­თხოვ­ნას) ასი პრო­ცენ­ტით მხარს ვუ­ჭერ. მაგ­რამ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი სტრა­ტე­გი­ის ცენ­ტრი ვერ იქ­ნე­ბა.

პარ­ტი­ის აქ­ტი­ურ­მა მომ­ხრე­ებ­მა ამ პარ­ტი­ის ბედ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა იგ­რძნოთ. ეს მხო­ლოდ ამ პარ­ტი­ის საქ­მე არ არის. მოს­წონთ თუ არა ეს სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს და მათ მომ­ხრე­ებს, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვარ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ძა­ლად რჩე­ბა, ანუ „ოც­ნე­ბის“ შეც­ვლის იმედს ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ინც მას­თან აკავ­ში­რებს.

მაგ­რამ დღეს ეს პარ­ტია პო­ლი­ტი­კუ­რად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და ამას ყვე­ლა ვხე­დავთ. ბი­ძი­ნას მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა, რომ ის რა­და­რე­ბი­დან გაქ­რეს, ჯერ არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ, ასე თუ გაგ­რძელ­და, ის შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლის­ტუ­რი გახ­დეს. რა უნდა გა­კეთ­დეს, რომ ეს პარ­ტია მკვდრე­თით აღ­დგეს?

ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა მი­თხრას, რომ ამ პოს­ტით „ოც­ნე­ბის“ წის­ქვილ­ზე ვას­ხამ წყალს. ყვე­ლა­ზე მე­ტად „ოც­ნე­ბას“ ის უხა­რია, რაც ახლა ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე ხდე­ბა“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გია ნო­დია.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

ნაცებს მეტი"ლიდერი" აღარ გეყოლებათ.რისთვისაც იყვნენ მოსულები,ანუ ფულის მოსახვეტად,უკვე მოხვეტეს,გაძარცვეს,ხოდა ახლა "იდეის" გულისათვის ბრძოლას არავინ აპირებს.ნაცები აღმოჩნდნენ ჩვეულებრივი ჩარჩები.

grisha
1

ნაციონალური მოძრაობა ფაქტიურად მკვდარია და აღარაფერი ეშველება წერტილი. ქართული ოცნება კიდე ხელისუფლებაში იქნება მინიმუმ 35-40 წელი ორი წერტილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მივმართავ "ნაცმოძრაობის" მომხრეებს, ვთქვათ, ნიკა მელია არ მოგწონთ... მაშინ ვინ გინდათ? რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პარტია მკვდრეთით აღდგეს?" - ნოდია

"მივმართავ "ნაცმოძრაობის" მომხრეებს, ვთქვათ, ნიკა მელია არ მოგწონთ... მაშინ ვინ გინდათ? რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პარტია მკვდრეთით აღდგეს?" - ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ექსპერტი გია ნოდია „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს მიმართავს და აცხადებს, რომ დღეს ეს პარტია პოლიტიკურად პარალიზებულია. გია ნოდია მიიჩნევს, რომ პარტიის აქტიურმა მომხრეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბედზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. ამასთან, ნოდია კითხულობს - რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს „პარტია მკვდრეთით აღდგეს?“

„მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, ვინც ბოლო თვეებში მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას კრიტიკითაა დაკავებული.

(მე არც ნიკა მელიას მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე, ნეიტრალური გარე დამკვირვებლის პოზიციიდან ვწერ). ვთქვათ, ნიკა მელია არ მოგწონთ. კი ბატონო. მაშინ ვინ გინდათ ამ პარტიის ლიდერად და, რაც მთავარია, როგორი უნდა იყოს ეს ლიდერი, რა უნდა გააკეთოს?

ოღონდ არ თქვათ, ახლა, მიშაო. მიშა ციხეში ზის, არავინ მის გამოშვებას არ აპირებს, ხოლო თვითონ სიგნალებს გვიგზავნის, ქართული პოლიტიკა აღარ მაინტერესებსო. ამ კონტექსტში კიდევ მიშა-მიშას ძახილი მისი პარტიისთვის სასიკვდილო განაჩენია.

მისი ციხიდან გამოშვების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია და მე მას (ისევე, როგორც ნიკა გვარამიას გამოშვების მოთხოვნას) ასი პროცენტით მხარს ვუჭერ. მაგრამ ეს პოლიტიკური სტრატეგიის ცენტრი ვერ იქნება.

პარტიის აქტიურმა მომხრეებმა ამ პარტიის ბედზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოთ. ეს მხოლოდ ამ პარტიის საქმე არ არის. მოსწონთ თუ არა ეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და მათ მომხრეებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების მთავარ მოწინააღმდეგე ძალად რჩება, ანუ „ოცნების“ შეცვლის იმედს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უმრავლესობა მაინც მასთან აკავშირებს.

მაგრამ დღეს ეს პარტია პოლიტიკურად პარალიზებულია და ამას ყველა ვხედავთ. ბიძინას მთავარი ოცნება, რომ ის რადარებიდან გაქრეს, ჯერ არ აღსრულებულა, მაგრამ, ასე თუ გაგრძელდა, ის შეიძლება რეალისტური გახდეს. რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პარტია მკვდრეთით აღდგეს?

ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ ამ პოსტით „ოცნების“ წისქვილზე ვასხამ წყალს. ყველაზე მეტად „ოცნებას“ ის უხარია, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ხდება“, - წერს სოციალურ ქსელში გია ნოდია.