პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველ ცდაზე არაფერი გამომივიდა... თიკა რომ გავიცანი და ჩემი სახელი ვუთხარი, სიცილი აუტყდა" - ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის "ლავსთორი": კალათბურთელი პირველ შეხვედრას იხსენებს
"პირველ ცდაზე არაფერი გამომივიდა... თიკა რომ გავიცანი და ჩემი სახელი ვუთხარი, სიცილი აუტყდა" - ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის "ლავსთორი": კალათბურთელი პირველ შეხვედრას იხსენებს

NBA-ში მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ზაზა ფა­ჩუ­ლია უკვე 13 წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. მისი მე­უღ­ლე "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე თიკა ალა­ვი­ძეა. წყვილს 4 შვი­ლი ჰყავს. ისი­ნი ძი­რი­თა­დად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ.

ფა­ჩუ­ლია ალა­ვი­ძეს­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს და ჰყვე­ბა, თუ რო­გორ მოხ­და მათი და­ო­ჯა­ხე­ბა:

"პირ­ველ ცდა­ზე არ გა­მო­ვი­და. პირ­ვე­ლად რომ შევ­ხვდით, ხელი ჩა­მო­ვარ­თვი, ჩემი სა­ხე­ლი ვუ­თხა­რი და აუ­ტყდა სი­ცი­ლი. ჩემ­თვის ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო (იცი­ნის). თურ­მე სი­მაღ­ლე­ზე გა­ე­ცი­ნა. ეს მოხ­და ივ­ნის­ში და რამ­დე­ნი­მე თვის მერე, სექ­ტემ­ბერ­ში სწორ დროს სწორ ად­გილ­ზე მოვ­ხვდით. მქონ­და ღო­ნის­ძი­ე­ბა მე­რი­ა­ში, ვხვდე­ბო­დი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლებს. საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი დღე იყო ჩემ­თვის. ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, რომ სწო­რი მე­სი­ჯე­ბი მეთ­ქვა მათ­თვის და მო­ტი­ვა­ცია მი­მე­ცა...

ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე უნდა შე­ვი­დე, გად­მოვ­დი­ვარ მან­ქა­ნი­დან და ამ დროს გა­მი­ა­რა თი­კამ. ოღონდ იმ დროს ვე­რა­ვის ვხე­დავ­დი, მხო­ლოდ ვფიქ­რობ­დი ამ ბავ­შვებ­ზე. თურ­მე თი­კას ეგო­ნა, რომ და­ვა­იგ­ნო­რე, ამ დროს ასე არ იყო. მა­შინ­ვე და­უ­რე­კია ჩვენს სერ­თო მე­გო­ბარ­თან და გა­უ­ლან­ძღი­ვარ, ცუდი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლაო, უთ­ქვამს.

შემ­დეგ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გა­მო­ას­წო­რა ისევ სი­ტუ­ა­ცია - უთხრა, ზა­ზას ნო­მე­რი დავ­კარ­გე და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვე­ლა­პა­რა­კო მას და ტე­ლე­ფო­ნი მი­უ­ტა­ნეო. დიდ­ხანს თიკა უარ­ზე იყო. მე ამა­სო­ბა­ში ბავ­შებ­თან ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღე, ვი­სა­უბ­რე და ამ დროს მო­ვი­და თიკა, რომ ტე­ლე­ფონ­ზე შენს მე­გო­ბარს სა­უ­ბა­რი უნ­დაო. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებ­სო მე­ო­რე შანსსო... და მე­ო­რე შან­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში და­ვო­ჯახ­დით... დღეს ოთხი შვი­ლი გვყავს" - იხ­სე­ნებს ფა­ჩუ­ლია გა­და­ცე­მა­ში "სხვა კი­თხვე­ბი ნი­კო­ლო­ზის­გან".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთო
1

თავის ბედზე გამოუვლია მაგ გოგოს იმ დღეს. საერთო მეგობარი კი ყოჩაღ 

სენაკელი
6

ზაზას კი შესანიშნავი დედა ჰყავს, როგორც სულიერად ისე გარეგნობით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პირველ ცდაზე არაფერი გამომივიდა... თიკა რომ გავიცანი და ჩემი სახელი ვუთხარი, სიცილი აუტყდა" - ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის "ლავსთორი": კალათბურთელი პირველ შეხვედრას იხსენებს

"პირველ ცდაზე არაფერი გამომივიდა... თიკა რომ გავიცანი და ჩემი სახელი ვუთხარი, სიცილი აუტყდა" - ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის "ლავსთორი": კალათბურთელი პირველ შეხვედრას იხსენებს

NBA-ში მოასპარეზე ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია უკვე 13 წელია დაოჯახებულია. მისი მეუღლე "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე თიკა ალავიძეა. წყვილს 4 შვილი ჰყავს. ისინი ძირითადად ამერიკაში ცხოვრობენ.

ფაჩულია ალავიძესთან პირველ შეხვედრას იხსენებს და ჰყვება, თუ როგორ მოხდა მათი დაოჯახება:

"პირველ ცდაზე არ გამოვიდა. პირველად რომ შევხვდით, ხელი ჩამოვართვი, ჩემი სახელი ვუთხარი და აუტყდა სიცილი. ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო (იცინის). თურმე სიმაღლეზე გაეცინა. ეს მოხდა ივნისში და რამდენიმე თვის მერე, სექტემბერში სწორ დროს სწორ ადგილზე მოვხვდით. მქონდა ღონისძიება მერიაში, ვხვდებოდი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების შვილებს. საკმაოდ ემოციური დღე იყო ჩემთვის. ამიტომ ძალიან ბევრს ვფიქრობდი, რომ სწორი მესიჯები მეთქვა მათთვის და მოტივაცია მიმეცა...

ამ ღონისძიებაზე უნდა შევიდე, გადმოვდივარ მანქანიდან და ამ დროს გამიარა თიკამ. ოღონდ იმ დროს ვერავის ვხედავდი, მხოლოდ ვფიქრობდი ამ ბავშვებზე. თურმე თიკას ეგონა, რომ დავაიგნორე, ამ დროს ასე არ იყო. მაშინვე დაურეკია ჩვენს სერთო მეგობართან და გაულანძღივარ, ცუდი ადამიანი ყოფილაო, უთქვამს.

შემდეგ ჩემმა მეგობარმა გამოასწორა ისევ სიტუაცია - უთხრა, ზაზას ნომერი დავკარგე და აუცილებლად უნდა დაველაპარაკო მას და ტელეფონი მიუტანეო. დიდხანს თიკა უარზე იყო. მე ამასობაში ბავშებთან ფოტოები გადავიღე, ვისაუბრე და ამ დროს მოვიდა თიკა, რომ ტელეფონზე შენს მეგობარს საუბარი უნდაო. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ყველა იმსახურებსო მეორე შანსსო... და მეორე შანსი წარმატებული აღმოჩნდა, წელიწადნახევარში დავოჯახდით... დღეს ოთხი შვილი გვყავს" - იხსენებს ფაჩულია გადაცემაში "სხვა კითხვები ნიკოლოზისგან".