პოლიტიკა
მოზაიკა

18

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღე, როცა ვერ მოკლეს ილია“
"დღე, როცა ვერ მოკლეს ილია“

2022 წელი ქარ­თველ­თა ეროვ­ნულ ხა­ტად ქცე­უ­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლია. მისი და­ბა­დე­ბი­დან 185 წელი სრულ­დე­ბა. მისი მკვლე­ლო­ბი­დან კი 115 წელი გა­ვი­და. 12 სექ­ტემ­ბე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ტრა­გი­კუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღია. ამ დღეს წი­წა­მუ­რის გზა­ზე მოკ­ლეს ილია.

ამ დღეს"ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი­სა“ და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ეროვ­ნუ­ლი იმ­პე­რა­ტი­ვის“ მიერ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი პრო­ექ­ტის "დღე, როცა ვერ მოკ­ლეს ილია“ ფარ­გლებ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბა უკვე მე­ცხრედ ჩა­ტარ­და.

გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, "ეროვ­ნუ­ლი იმ­პე­რა­ტი­ვის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რე­ჟი­სო­რი და დრა­მა­ტურ­გი გი­ორ­გი სა­ვა­ნე­ლი.

გი­ორ­გი სა­ვა­ნე­ლი

- გი­ორ­გი, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ მა­ინ­ცდა­მა­ინც ილი­ას მკვლე­ლო­ბის დღე?

- ვფიქ­რობ, რომ ამ დღემ გა­ნა­პი­რო­ბა ილია იდე­ე­ბის უკ­ვდა­ვე­ბა. ასე მგო­ნია, რომ მან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით და მოღ­ვა­წე­ო­ბით თა­ვი­სი აღ­სას­რუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აირ­ჩია. ცხოვ­რე­ბის ბოლო წლებ­ში ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - ფრთხი­ლად იყავ, მკვლე­ლო­ბას გი­პი­რე­ბე­ნო. მე­ტიც, ურ­ჩი­ეს კი­დეც, რომ დაც­ვა აეყ­ვა­ნა. მაგ­რამ ილი­ას უთ­ქვამს,- სამ­შობ­ლო­ში, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში დაც­ვით არ გა­ვივ­ლი, დაე, მომ­კლან, თუ ეს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი აქ­ვთო... ამი­ტო­მაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად წა­ვი­და ამ მსხვერ­პლზე, რო­გორც თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით, ასე­ვე თა­ვი­სი მრწამ­სი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით. ვიდ­რე ნიკო კე­ცხო­ვე­ლი ცო­ცხა­ლი იყო, თურ­მე მიჰ­ყავ­და თა­ვის სტუ­დენ­ტე­ბი წი­წა­მურ­ში და ეუბ­ნე­ბო­და, რომ ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ვერ მოკ­ლეს ილი­აო! ჩვე­ნი პრო­ექ­ტის სა­ხე­ლიც აქე­დან და­ი­ბა­და.

დღეს ყვე­ლას პირ­ზე აკე­რია ილია, მათ შო­რის მათ, ვი­საც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე არც არა­ფე­რი იცის და მი­სიც არ ეს­მის. ილია არის უდი­დე­სი ეროვ­ნუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე და სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა მისი შე­მოქ­მე­დე­ბაც და არა - პი­რი­ქით.

- მას რომ დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეცხოვ­რა, მისი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და?

- დღეს რომ ილია ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ პირ­ველ რიგ­ში და­წერ­და "ბედ­ნი­ერ ერზე" უფრო მძაფრს, სა­ტი­რულ, უფრო დიდ ნი­მუშს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბაც იქ­ნე­ბო­და კი­დევ უფრო რა­დი­კა­ლუ­რი. ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც უკან და­ხე­ვა არ იცო­და არა­ვის წი­ნა­შე. მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი და ორი­ენ­ტი­რი იყო სა­ქარ­თვე­ლო და სამ­შობ­ლო. ის ანა­ლი­ტი­კუ­რად უდ­გე­ბო­და და აფა­სებ­და ყვე­ლა­ფერს. ილია არ იყო ლო­კა­ლუ­რი მოღ­ვა­წე, მისი ხედ­ვა წვდე­ბო­და ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს... პირ­და­პირ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რა­საც დღეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­რო ქა­და­გებს, ამას ქა­და­გებ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ჯერ კი­დევ რო­დის...

- შემ­თხვე­ვი­თი არ იყო, მისი წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა...

- 1987 წელს, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის 150 წლის იუ­ბი­ლე­ზე, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ამ ფაქტს, იმი­ტომ რომ ეს იყო ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ამას ჰქონ­და არა მხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რიც.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, და­არ­სდა "ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის პრე­მია"...

- გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ რე­გი­ო­ნებს, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ ახალ­გაზ­რდო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა რე­გი­ო­ნებ­ში. რო­გორც კი გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­შინ­ვე მივ­დი­ვართ სხვა­დას­ხვა მხა­რეს და ვცდი­ლობთ, რა­ღაც ახა­ლი შევ­ძი­ნოთ ამა თუ იმ რე­გი­ონს. მივ­ხვდით, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბას თა­ვი­სი დრო და რე­სურ­სი სჭირ­დე­ბო­და და ამი­ტომ, ილი­ას ხაზი რომ არ და­კარ­გუ­ლი­ყო, ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­და­წყვი­ტა, 2015 წლის ბო­ლოს, და­ე­არ­სე­ბი­ნა შვი­ლო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, -" ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი“, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ილი­ას მი­მარ­თუ­ლე­ბას უხელ­მძღვა­ნე­ლებ­და. გაგ­ვიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის პრე­მია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­წე­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლი­სათ­ვის.

ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ პრე­მი­ას ისე­თი ღირ­სე­უ­ლი ლა­უ­რე­ა­ტე­ბი ჰყავს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე, როს­ტომ ჩხე­ი­ძე, ილი­კო და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა. წელს, უკვე მე­ექ­ვსედ გა­ი­ცა პრე­მია, რო­მე­ლის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და მეც­ნი­ე­რი ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე, რო­მელ­მაც ავად­მყო­ფო­ბის გამო ვერ შეძ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოს­ვლა. ჯილ­დო სიმ­ბო­ლუ­რად გა­და­ე­ცა მის შვილს, რეზო კიკ­ნა­ძეს. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თბი­ლი­სის მე­რი­ას, რო­მე­ლიც წლე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია.

პრო­ექ­ტით - "ილია - 185 თბი­ლი­სის ცის ქვეშ“ თბი­ლი­სის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში, ღია სივ­რცე­ებ­ში, უშუ­ა­ლოდ, პირ­და­პირ ინ­ტე­რაქ­ტი­ულ რე­ჟიმ­ში ჩვენ მი­ვალთ თით­ქმის ყვე­ლა უბან­ში, სა­დაც გვექ­ნე­ბა სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი. მსა­ხი­ო­ბე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ილი­ას მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ნა­წყვეტს ოთარ ჭი­ლა­ძის რო­მა­ნი­დან, ილი­ა­ზე უფრო მე­ტია სა­სა­უბ­რო, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად გა­ი­თა­ვი­სოს მისი ღვაწ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის და სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე.

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

დავით
0

მკვლელები ვერ ჰკლავენ დიდ ადამიანებს. ისინი რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო ცოცხლდებიან. ეს უფალს ასე უნდა.

თვითონ მკვლელები კი კვდებიან იმ საბედისწერო დღიდან თუნდაც ფიზიკურად დიდხანს გასტანონ.

ესეც უფლის ნებაა

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვირუსები ცირკულირებს და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავიცვათ თავი სხვა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან
ავტორი:

"დღე, როცა ვერ მოკლეს ილია“

"დღე, როცა ვერ მოკლეს ილია“

2022 წელი ქართველთა ეროვნულ ხატად ქცეული ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 185 წელი სრულდება. მისი მკვლელობიდან კი 115 წელი გავიდა. 12 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს წიწამურის გზაზე მოკლეს ილია.

ამ დღეს"ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდისა“ და საზოგადოებრივი გაერთიანება "ეროვნული იმპერატივის“ მიერ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის "დღე, როცა ვერ მოკლეს ილია“ ფარგლებში ღონისძიება უკვე მეცხრედ ჩატარდა.

გვესაუბრება პროექტის ორგანიზატორი, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება, "ეროვნული იმპერატივის“ თანადამფუძნებელი, რეჟისორი და დრამატურგი გიორგი სავანელი.

გიორგი სავანელი

- გიორგი, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ილიას მკვლელობის დღე?

- ვფიქრობ, რომ ამ დღემ განაპირობა ილია იდეების უკვდავება. ასე მგონია, რომ მან თავისი ცხოვრებით და მოღვაწეობით თავისი აღსასრული, მიზანმიმართულად აირჩია. ცხოვრების ბოლო წლებში ეუბნებოდნენ, - ფრთხილად იყავ, მკვლელობას გიპირებენო. მეტიც, ურჩიეს კიდეც, რომ დაცვა აეყვანა. მაგრამ ილიას უთქვამს,- სამშობლოში, არცერთ შემთხვევაში დაცვით არ გავივლი, დაე, მომკლან, თუ ეს ჩაფიქრებული აქვთო... ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ის მიზანმიმართულად წავიდა ამ მსხვერპლზე, როგორც თავისი მოღვაწეობით, ასევე თავისი მრწამსისადმი ერთგულებით. ვიდრე ნიკო კეცხოველი ცოცხალი იყო, თურმე მიჰყავდა თავის სტუდენტები წიწამურში და ეუბნებოდა, რომ ეს არის ადგილი, სადაც ვერ მოკლეს ილიაო! ჩვენი პროექტის სახელიც აქედან დაიბადა.

დღეს ყველას პირზე აკერია ილია, მათ შორის მათ, ვისაც ილია ჭავჭავაძეზე არც არაფერი იცის და მისიც არ ესმის. ილია არის უდიდესი ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწე და სწორედ ამან განაპირობა მისი შემოქმედებაც და არა - პირიქით.

- მას რომ დღევანდელ საქართველოში ეცხოვრა, მისი მსოფლმხედველობა როგორი იქნებოდა?

- დღეს რომ ილია ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ პირველ რიგში დაწერდა "ბედნიერ ერზე" უფრო მძაფრს, სატირულ, უფრო დიდ ნიმუშს. აქედან გამომდინარე, მისი საზოგადოებრივი საქმიანობაც იქნებოდა კიდევ უფრო რადიკალური. ეს იყო ადამიანი, რომელმაც უკან დახევა არ იცოდა არავის წინაშე. მისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ორიენტირი იყო საქართველო და სამშობლო. ის ანალიტიკურად უდგებოდა და აფასებდა ყველაფერს. ილია არ იყო ლოკალური მოღვაწე, მისი ხედვა წვდებოდა ყველას და ყველაფერს... პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რასაც დღეს დემოკრატიული სამყარო ქადაგებს, ამას ქადაგებდა ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ როდის...

- შემთხვევითი არ იყო, მისი წმინდანად შერაცხვა...

- 1987 წელს, ილია ჭავჭავაძის 150 წლის იუბილეზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ფაქტს, იმიტომ რომ ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საბჭოთა მმართველობის პერიოდში, ამას ჰქონდა არა მხოლოდ რელიგიური დატვირთვა, არამედ პოლიტიკურიც.

- რამდენიმე წლის წინ, დაარსდა "ილია ჭავჭავაძის პრემია"...

- განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდობის მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა რეგიონებში. როგორც კი გვეძლევა საშუალება, მაშინვე მივდივართ სხვადასხვა მხარეს და ვცდილობთ, რაღაც ახალი შევძინოთ ამა თუ იმ რეგიონს. მივხვდით, რომ ამ საქმიანობას თავისი დრო და რესურსი სჭირდებოდა და ამიტომ, ილიას ხაზი რომ არ დაკარგულიყო, ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, 2015 წლის ბოლოს, დაეარსებინა შვილობილი ორგანიზაცია, -" ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“, რომელიც უშუალოდ ილიას მიმართულებას უხელმძღვანელებდა. გაგვიჩნდა სურვილი, რომ დაგვეარსებინა ილია ჭავჭავაძის პრემია, საზოგადოებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის.

ძალიან გვიხარია, რომ პრემიას ისეთი ღირსეული ლაურეატები ჰყავს, როგორებიც არიან: უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, როსტომ ჩხეიძე, ილიკო და ნინო სუხიშვილები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წელს, უკვე მეექვსედ გაიცა პრემია, რომელის ლაურეატი გახდა მეცნიერი ზურაბ კიკნაძე, რომელმაც ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ღონისძიებაზე მოსვლა. ჯილდო სიმბოლურად გადაეცა მის შვილს, რეზო კიკნაძეს. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, რომელიც წლევანდელი ჩვენი ღონისძიებების მხარდამჭერია.

პროექტით - "ილია - 185 თბილისის ცის ქვეშ“ თბილისის ყველა რაიონში, ღია სივრცეებში, უშუალოდ, პირდაპირ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩვენ მივალთ თითქმის ყველა უბანში, სადაც გვექნება საჯარო ლექციები. მსახიობები წარმოადგენენ ილიას მკვლელობის შესახებ ნაწყვეტს ოთარ ჭილაძის რომანიდან, ილიაზე უფრო მეტია სასაუბრო, რათა საზოგადოებამ კარგად გაითავისოს მისი ღვაწლი, თითოეული ჩვენგანის და სამშობლოს წინაშე.

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი