სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენი მმართველობის მოდელი უიმედოდ მოძველებულია და კატასტროფულად აფერხებს რუსეთის განვითარებას..." - დეპუტატები პუტინის წინააღმდეგ: რა ხდება რუსეთში?
"თქვენი მმართველობის მოდელი უიმედოდ მოძველებულია და კატასტროფულად აფერხებს რუსეთის განვითარებას..." - დეპუტატები პუტინის წინააღმდეგ: რა ხდება რუსეთში?

პე­რი­ო­დუ­ლად, ან­ტიკ­რემ­ლის­ტურ რუ­სულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, პუ­ტი­ნის გუნდში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ხან მწვავ­დე­ბა, ხან მშვიდ­დე­ბა... თუმ­ცა, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, პუ­ტინს გარ­შე­მო ჰყავს გუნ­დი შე­მოკ­რე­ბი­ლი, რო­მე­ლიც მის სი­გი­ჟე­ებს იზი­ა­რებს და ქვე­ყა­ნას იზო­ლა­ცი­ის­კენ მი­ა­ქა­ნებს, მათი ნა­წი­ლი ღიად მოქ­მე­დებს, მე­დი­ა­სა და "ტრო­ლე­ბის ფაბ­რი­კებს" აფი­ნან­სებს, ზო­გიც კი უჩუმ­რად მუ­შა­ობს. მთა­ვა­რია, რომ ორი­ვე ნა­წი­ლი ერთ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ამ­ჯე­რად, ხარ­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი კონ­ტრშე­ტე­ვის გარ­შე­მო და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია. dw.com-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მოს­კო­ველ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა, პე­ტერ­ბურ­გე­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ, პუ­ტინს მო­უ­წო­დეს, გა­დად­გეს.

"გთხოვთ, და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან გა­დად­გეთ, რად­გან თქვე­ნი ხედ­ვა, მმარ­თვე­ლო­ბის მო­დე­ლი უი­მე­დოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და კა­ტას­ტრო­ფუ­ლად აფერ­ხებს რუ­სე­თის გან­ვი­თა­რე­ბას, მის ადა­მი­ა­ნურ პო­ტენ­ცი­ალს" - ნათ­ქვა­მია ლო­მო­ნოვ­სკის რა­ი­ო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც მათ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს გა­უგ­ზავ­ნეს.

მი­მარ­თვის ავ­ტო­რე­ბის მო­საზ­რე­ბით, პუ­ტი­ნი­სა და მისი ქვე­შევ­რდო­მე­ბის რი­ტო­რი­კამ, რო­მე­ლიც და­უნ­დო­ბე­ლი აგ­რე­სი­ით არის გაჟ­ღენ­თი­ლი, რუ­სე­თი ცივი ომის ეპო­ქა­ში და­აბ­რუ­ნა, ქვეყ­ნი­დან მა­სობ­რი­ვად გა­ე­დი­ნე­ბი­ან გო­ნი­ე­რი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, და­პი­რე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა კი არ­სად ჩანს.

უფრო ადრე, პუ­ტი­ნი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა, ის სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და მას თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს. ასე­ვე, მათ შე­ად­გი­ნეს ოქ­მე­ბი რუ­სე­თის ჯა­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ, რა­შიც სწო­რედ პუ­ტი­ნია დამ­ნა­შა­ვე.

ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით, რუ­სეთ­ში პრო­ტეს­ტი და­წყე­ბუ­ლია, ოღონდ ძა­ლი­ან სუს­ტი და არა­ვინ იცის, რა გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა, რად­გან პუ­ტი­ნის რო­გორც სა­ში­ნაო, ასე­ვე, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ კურსს, ქვეყ­ნის შიგ­ნით, ძა­ლი­ან ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს. თუმ­ცა, მა­ინც კარ­გია, რომ ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქებ­ში პრო­ტეს­ტის მუხ­ტი იგ­რძნო­ბა.

"ძა­ლი­ა­ნაც ნუ გვა­დარ­დებთ ამ ხალ­ხის წას­ვლით. თუ წა­ვიდ­ნენ, დაე, სხვე­ბიც გაჰ­ყვნენ, ქვე­ყა­ნა­ში ის ხალ­ხი დარ­ჩე­ბა, ვინც ადეკ­ვა­ტუ­რია და ვის­თვი­საც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... თქვენ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბა გა­დარ­დებთ, რაში იზღუ­დე­ბო­დით არ მეს­მის, ცხოვ­რობთ, მუ­შა­ობთ, ერ­თო­ბით, ჭამთ, სვამთ, მაგ­რამ იმის იქით არ იყუ­რე­ბით - მთე­ლი და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ და თურ­მე სა­დღაც ძვე­ლი ტან­კი გა­უყ­ვა­ნი­ათ და ამა­ზე ქი­ლი­კო­ბენ - წერს სერ­გეი ჟუ­მა­ლი­ე­ვა.

"გა­სა­გე­ბია, რომ პრო­ტეს­ტი სუს­ტია, მაგ­რამ მთა­ვა­რია და­ი­წყო... დღეს ორი-სამი მოს­კო­ვე­ლი დე­პუ­ტა­ტი ამო­ი­ღებს ხმას, ხვალ სხვე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან, ყვე­ლას ვერ გა­ა­ჩუ­მებს ეფეს­ბე და პატ­რუ­შე­ვი... ბევ­რი გა­იქ­ცა, მაგ­რამ ვი­ღა­ცე­ბი დარ­ჩნენ, ვი­საც წას­ვლას ბრძო­ლა ურ­ჩევ­ნია, რად­გან ხვდე­ბა, რომ ასე ვერ გაგ­რძელ­დე­ბა" - წერს ფა­ზიხ ალახ­ვერ­დი­ე­ვი.

"მთა­ვა­რია, ეს პრო­ტეს­ტი თა­ვი­ან­თი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად არ წა­მო­ი­წყონ, თო­რემ მათ პრო­ტესტს ხალ­ხი არ აჰ­ყვე­ბა, რად­გან მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ეს ხალ­ხი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პუ­ტი­ნი­სა და მისი გუნ­დის ნა­მოქ­მე­დარ ათას სი­სა­ძაგ­ლე­ზე თვალს ხუ­ჭავ­დნენ. რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას 2022 წელს კი არა 2014 -ში და­ეს­ხა, მაგ­რამ მა­შინ სან­ქცი­ე­ბი არ და­უ­წე­სე­ბი­ათ და არც პუ­ტი­ნის ბო­ბო­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლან. ყვე­ლა ხომ ვერ გა­იქ­ცე­ვა? ყვე­ლას ხომ არ შე­უძ­ლია თა­ვი­სი რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი, ფეს­ვებ­გამ­დგა­რი ბიზ­ნე­სი სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ი­ტა­ნოს. ხე­და­ვენ, რომ კოტ­რდე­ბი­ან, თა­ვი­ან­თი წლე­ბის ნაწ­ვა­ლე­ბი ჩა­წყო­ბით, ძა­ლა­დო­ბით, მუ­ქა­რით, ხში­რად სუს­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლზე გა­კე­თე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი ეხუ­რე­ბათ და ამის ყუ­რე­ბა ხომ აუ­ტა­ნე­ლია?..

ეს დე­პუ­ტა­ტე­ბი, გუ­შინ ხომ არ გა­მო­ჩე­კი­ლან? რამ­დე­ნი წე­ლია ეს სტა­ტუ­სი აქვთ? დე­პუ­ტა­ტო­ბა კი, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბის, კა­ნონ­ზე მაღ­ლა დგო­მის პრი­ვი­ლე­გი­ას ანი­ჭებს ადა­მი­ანს, მათ ჩვენ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წე­სით თით­ქმის არას­დროს ირ­ჩე­ვენ. ამი­ტო­მაც, არ მჯე­რა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც ახლა გა­ახ­სენ­და, რომ რუ­სე­თი არას­წო­რად იქ­ცე­ვა, ჯარს და სა­ხელ­მწი­ფოს აკ­ნი­ნებს" - წერს მა­რი­ნა კა­პუს­ტენ­კო.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ნებისმიერი ომი მარაზმია, ხოლო ძმასთან ომი დანაშაულიცაა !

პუტოს
5

იმ დღეს გნახე იღიმოდი,

და ჯოკონდა გამახსენდა,

ნეტავ მართლა იღიმოდი?

თუ გტანჯავდა ჩუმად სევდა?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თქვენი მმართველობის მოდელი უიმედოდ მოძველებულია და კატასტროფულად აფერხებს რუსეთის განვითარებას..." - დეპუტატები პუტინის წინააღმდეგ: რა ხდება რუსეთში?

"თქვენი მმართველობის მოდელი უიმედოდ მოძველებულია და კატასტროფულად აფერხებს რუსეთის განვითარებას..." - დეპუტატები პუტინის წინააღმდეგ: რა ხდება რუსეთში?

პერიოდულად, ანტიკრემლისტურ რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, პუტინის გუნდში არსებული დაპირისპირების შესახებ, რომელიც ხან მწვავდება, ხან მშვიდდება... თუმცა, რუსული მედიის ნაწილის მოსაზრებით, პუტინს გარშემო ჰყავს გუნდი შემოკრებილი, რომელიც მის სიგიჟეებს იზიარებს და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს, მათი ნაწილი ღიად მოქმედებს, მედიასა და "ტროლების ფაბრიკებს" აფინანსებს, ზოგიც კი უჩუმრად მუშაობს. მთავარია, რომ ორივე ნაწილი ერთ საქმეს ემსახურება.

ამჯერად, ხარკოვის მიმართულებით უკრაინული ძალების მიერ წარმოებული კონტრშეტევის გარშემო დაიძაბა სიტუაცია. dw.com-ის რუსული სამსახურის ცნობით, მოსკოველმა დეპუტატებმა, პეტერბურგელების კვალდაკვალ, პუტინს მოუწოდეს, გადადგეს.

"გთხოვთ, დაკავებული პოზიციიდან გადადგეთ, რადგან თქვენი ხედვა, მმართველობის მოდელი უიმედოდ მოძველებულია და კატასტროფულად აფერხებს რუსეთის განვითარებას, მის ადამიანურ პოტენციალს" - ნათქვამია ლომონოვსკის რაიონის მუნიციპალური დეპუტატების მიმართვაში, რომელიც მათ რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნეს.

მიმართვის ავტორების მოსაზრებით, პუტინისა და მისი ქვეშევრდომების რიტორიკამ, რომელიც დაუნდობელი აგრესიით არის გაჟღენთილი, რუსეთი ცივი ომის ეპოქაში დააბრუნა, ქვეყნიდან მასობრივად გაედინებიან გონიერი და პროდუქტიული ადამიანები, დაპირებული სტაბილურობა და კეთილდღეობა კი არსად ჩანს.

უფრო ადრე, პუტინი მწვავედ გააკრიტიკეს სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალურმა დეპუტატებმა, ის სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს და მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. ასევე, მათ შეადგინეს ოქმები რუსეთის ჯარის დისკრედიტაციის შესახებ, რაშიც სწორედ პუტინია დამნაშავე.

ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლების მოსაზრებით, რუსეთში პროტესტი დაწყებულია, ოღონდ ძალიან სუსტი და არავინ იცის, რა გაგრძელება ექნება, რადგან პუტინის როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკურ კურსს, ქვეყნის შიგნით, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა, მაინც კარგია, რომ ცენტრალურ ქალაქებში პროტესტის მუხტი იგრძნობა.

"ძალიანაც ნუ გვადარდებთ ამ ხალხის წასვლით. თუ წავიდნენ, დაე, სხვებიც გაჰყვნენ, ქვეყანაში ის ხალხი დარჩება, ვინც ადეკვატურია და ვისთვისაც სახელმწიფო ინტერესები მნიშვნელოვანია... თქვენ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა გადარდებთ, რაში იზღუდებოდით არ მესმის, ცხოვრობთ, მუშაობთ, ერთობით, ჭამთ, სვამთ, მაგრამ იმის იქით არ იყურებით - მთელი დასავლური სამყაროა ჩვენს წინააღმდეგ და თურმე სადღაც ძველი ტანკი გაუყვანიათ და ამაზე ქილიკობენ - წერს სერგეი ჟუმალიევა.

"გასაგებია, რომ პროტესტი სუსტია, მაგრამ მთავარია დაიწყო... დღეს ორი-სამი მოსკოველი დეპუტატი ამოიღებს ხმას, ხვალ სხვები შეუერთდებიან, ყველას ვერ გააჩუმებს ეფესბე და პატრუშევი... ბევრი გაიქცა, მაგრამ ვიღაცები დარჩნენ, ვისაც წასვლას ბრძოლა ურჩევნია, რადგან ხვდება, რომ ასე ვერ გაგრძელდება" - წერს ფაზიხ ალახვერდიევი.

"მთავარია, ეს პროტესტი თავიანთი თავის გადასარჩენად არ წამოიწყონ, თორემ მათ პროტესტს ხალხი არ აჰყვება, რადგან მიხვდებიან, რომ ეს ხალხი, წლების განმავლობაში, პუტინისა და მისი გუნდის ნამოქმედარ ათას სისაძაგლეზე თვალს ხუჭავდნენ. რუსეთი უკრაინას 2022 წელს კი არა 2014 -ში დაესხა, მაგრამ მაშინ სანქციები არ დაუწესებიათ და არც პუტინის ბობოლები დაზარალებულან. ყველა ხომ ვერ გაიქცევა? ყველას ხომ არ შეუძლია თავისი რამდენიმე წლიანი, ფესვებგამდგარი ბიზნესი სხვა ქვეყანაში გადაიტანოს. ხედავენ, რომ კოტრდებიან, თავიანთი წლების ნაწვალები ჩაწყობით, ძალადობით, მუქარით, ხშირად სუსტი ადამიანების სისხლზე გაკეთებული ბიზნესები ეხურებათ და ამის ყურება ხომ აუტანელია?..

ეს დეპუტატები, გუშინ ხომ არ გამოჩეკილან? რამდენი წელია ეს სტატუსი აქვთ? დეპუტატობა კი, ჩვენს ქვეყანაში ყველაფრის კეთების, კანონზე მაღლა დგომის პრივილეგიას ანიჭებს ადამიანს, მათ ჩვენში დემოკრატიული წესით თითქმის არასდროს ირჩევენ. ამიტომაც, არ მჯერა იმ ადამიანების, ვისაც ახლა გაახსენდა, რომ რუსეთი არასწორად იქცევა, ჯარს და სახელმწიფოს აკნინებს" - წერს მარინა კაპუსტენკო.