მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიკამ გაბედა და წნეხის მიუხედავად, ქმრისგან წამოვიდა, მაგრამ ამის მერეც უკვე ყოფილი მეუღლე მუდმივ ტერორში ამყოფებდა" - რას წერს მაკა ჩიჩუა მოულოდნელად გარდაცვლილ ლიკა დილევსკაიაზე
"ლიკამ გაბედა და წნეხის მიუხედავად, ქმრისგან წამოვიდა, მაგრამ ამის მერეც უკვე ყოფილი მეუღლე მუდმივ ტერორში ამყოფებდა" - რას წერს მაკა ჩიჩუა მოულოდნელად გარდაცვლილ ლიკა დილევსკაიაზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავ­მა მო­იც­ვა. ერთ-ერთი სა­მოგ­ზა­უ­რო კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი და მხატ­ვა­რი, 31 წლის ლიკა დი­ლევ­სკა­ია გარ­და­იც­ვა­ლა. ლიკა "თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის სო­ფიო მა­მარ­დაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა თრომ­ბო ემ­ბო­ლი­ამ გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ახლა გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბის თქმით, ლი­კას ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა ყო­ფილ ქმარ­თან, გი­ორ­გი ახვლე­დი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბის (გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნის) შე­სა­ხებ 18 აგ­ვის­ტოს სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის “NEW LIFE"-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­მა პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მა­მა­კა­ცის მხრი­დან ახალ­გაზ­რდა ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ წერ­და:

  • რას წერ­და მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი?

"ახალ­გაზ­რდა ქალი, ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი, სა­ღა­მოს, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­დეგ და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი და ნა­ცე­მი მო­ვი­და ოფის­ში და ეს ფაქ­ტი ნახა კი­დევ სამ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა. სცე­მა ე.წ. შეყ­ვა­რე­ბულ­მა, რო­მე­ლიც გახ­ლავთ 32 წლის გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი და რო­მე­ლიც იმუქ­რე­ბა, რომ თუ ამ ფაქტს გა­ვახ­მო­ვა­ნებთ, დაგ­ვხო­ცავს. გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი არის ძა­ლა­დო­ბა­ზე უკვე ნა­სა­მარ­თლე­ვი.

იგი სა­ჯა­რო რე­ესტრში გაყ­ვა ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს, მა­შინ როცა ის სა­მუ­შაო მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და, შემ­დეგ კი ტყე­ში სა­სე­ირ­ნოდ და­პა­ტი­ჟა, სცე­მა და და­ა­სის­ხლი­ა­ნა და შვი­ლის მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა.ამ ვი­ქენ­დზე ძა­ლა­დო­ბა გა­მოვ­ლი­ლი 7 ბავ­შვი მყავ­და ახ­ლობ­ლე­ბის და მათ­ზე ვზრუ­ნავ­დი და ვარ­თობ­დი. ვას­წავ­ლი მათ პერ­მა­ნენ­ტულ რე­ჟიმ­ში თუ რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი და რა არ არის. ასე­ვე წინა კვი­რას, ძა­ლა­დო­ბას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ის ქალი მყავ­და სახ­ლში, რო­მელ­საც მე თა­ვად მივ­წე­რე ქმა­რი უკვე ერთი წე­ლია გღა­ლა­ტობს და გა­ტყუ­ებს მეთ­ქი.

განა არ იცო­და ისე­დაც? იჯდა და ყვე­ბო­და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, სა­შინ­ლად მექ­ცე­ო­და და ნე­ტავ ამას რა­ტომ ან რის­თვის ვუძ­ლებ­დიო. უკომ­პრო­მი­სო ომი მო­ძა­ლა­დე­ებს. და­ი­ჭი­რეთ გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი ! არა ძა­ლა­დო­ბას ! არა ტყუ­ილს და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს. არა­ნა­ი­რი დან­დო­ბა! ამ­ხი­ლეთ მო­ძა­ლა­დე და ამით გა­და­არ­ჩენთ თა­ო­ბებს ბავ­შვე­ბი­სას! წარ­სულს ჩა­ბარ­და და­ში­ნე­ბუ­ლი მსხვერ­პლის მენ­ტა­ლი­ტე­ტი. დაე ბნელ ხალ­ხს აქეთ ეში­ნო­დეს ჩვე­ნი", - წერ­და მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი.

კუ­კუ­ნაშ­ვი­ლის პოსტს ახ­ლა­ხანს ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რით გა­მო­ეხ­მა­უ­რა ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, მაკა ჩი­ჩუა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი ლიკა დი­ლევ­სკა­ი­ას ახ­ლო­ბე­ლია. რო­გორც ჩი­ჩუა წერს, გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი ლი­კას ყო­ფი­ლი ქმა­რია და ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, სწო­რედ მას უკავ­შირ­დე­ბა.

მაკა ჩი­ჩუა:

გა­მარ­ჯო­ბა მა­რი­ამ, ეს მო­ძა­ლა­დე (გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი ) რო­მელ­მაც ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლის, თა­ვი­სი ყო­ფი­ლი ცო­ლის ლიკა დი­ლევ­სკა­ი­ას მი­მართ არა­ერ­თხელ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ფი­ზი­კუ­რი, მო­რა­ლუ­რი თუ ფსი­ქი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ვა­დას­ტუ­რებ, რომ მე­ტად სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

ლიკა დი­ლევ­სკა­ია - გი­ორ­გის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა… მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რაც ყო­ფილ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ბევ­რად გა­უ­უ­ა­რეს­და.

ლი­კამ რო­გორც კი გა­ბე­და და წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად ქმრის­გან წა­მო­ვი­და, მას მე­რეც მისი უკვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მუდ­მივ ტე­რორ­ში ამ­ყო­ფებ­და ..ერთხელ, ღა­მის სა­ა­თებ­ში, როცა ყვე­ლას ეძი­ნა, მა­ლუ­ლად შე­იჭ­რა ლი­კას მშობ­ლე­ბის სახ­ლში და ლი­კას უმ­ცრო­სი დის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით აშან­ტა­ჟებ­და თუ ის სახ­ლში არ დაბ­რუნ­დე­ბო­და მას­თან ერ­თად.

ცივი ია­რა­ღის(და­ნის) სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ა­ხერ­ხა და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სახ­ლი­დან გა­ი­ტა­ცა. ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს და ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს თუ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან არ მოჰ­ყვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა..ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - წერს მაკა ჩი­ჩუა.

ყო­ვე­ლი­ვეს მსა­ხი­ო­ბი მა­რიშ­კა ჯა­ვა­ხა­ძეც ეხ­მი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ამ უზარ­მა­ზა­რი უსა­მარ­თლო­ბის მოწ­მეა - "ვა­დას­ტუ­რებ! მოწ­მე ვარ ამ უზარ­მა­ზა­რი უსა­მარ­თლო­ბის და ბრა­ზი მახ­რჩობს. სა­დღაც თუ არ­სე­ბობს სა­მარ­თა­ლი ეს ამ­დე­ნი სი­ბო­რო­ტე არ შერ­ჩე­ბა!" - წერს მა­რიშ­კა ჯა­ვა­ხა­ძე.

თე­მა­ზე კო­მენ­ტარს აკე­თებს მსა­ხი­ო­ბი ეკა ნი­ჟა­რა­ძეც:

"მა­რი­ამ ეს მო­ძა­ლა­დე ჩემი მე­გობ­რის შვი­ლის, ჩვე­ნი სა­მე­გობ­როს პირ­ვე­ლი ბავ­შვის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ნი­ჭი­ე­რი ლი­კუ­ნა დი­ლევ­სკა­ი­ას ქმა­რი იყო. სა­ში­ნე­ლე­ბა გა­მო­ი­ა­რა ლი­კუნ­დამ და ჩვენც მას­თან მის ოჯახ­თან ერ­თად! სწო­რედ ლი­კუ­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბის გამო იჯდა ცი­ხე­ში. ვერ წარ­მო­იდ­გენ რო­გორ იქ­ცე­ო­და მთე­ლი ოჯა­ხი სა­სა­მარ­თლო­ში, რა ეპი­თე­ტე­ბით გვამ­კობ­დნენ. თით­ქოს ჩვენ ვი­ყა­ვით დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მათ წი­ნა­შე. ძა­ლა­დო­ბა შენ თა­ნამ­შრო­მელ­ზე კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ მისი ად­გი­ლი ცი­ხე­შია", - წერს ნი­ჟა­რა­ძე.

ლიკა დი­ლევ­სკა­ი­ას ახ­ლობ­ლის თქმით, მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით ახვლე­დი­ა­ნი 126-ე მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს და 3 -წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­ხა­და. ჩვენ ვცა­დეთ ინ­ფორ­მა­ცი­ის შსს-ში გა­და­მოწ­მე­ბა, ასე­ვე და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ აღიძ­რა საქ­მე მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პა­სუ­ხის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ჩვენს მკი­თხველს ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
7

გაანათლოს უფალმა!!!

ლალი
2

სანამ ნარკოტიკების გამსაღებლებს არ მიხედავენ ეს პრობლემა არ შეჩერდება,თითქმის ყველა მოძალადეს ნარკოტიკებთან აქვს კავშირი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ლიკამ გაბედა და წნეხის მიუხედავად, ქმრისგან წამოვიდა, მაგრამ ამის მერეც უკვე ყოფილი მეუღლე მუდმივ ტერორში ამყოფებდა" - რას წერს მაკა ჩიჩუა მოულოდნელად გარდაცვლილ ლიკა დილევსკაიაზე

"ლიკამ გაბედა და წნეხის მიუხედავად, ქმრისგან წამოვიდა, მაგრამ ამის მერეც უკვე ყოფილი მეუღლე მუდმივ ტერორში ამყოფებდა" - რას წერს მაკა ჩიჩუა მოულოდნელად გარდაცვლილ ლიკა დილევსკაიაზე

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელები ახალგაზრდა ქალის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავმა მოიცვა. ერთ-ერთი სამოგზაურო კომპანიის მფლობელი და მხატვარი, 31 წლის ლიკა დილევსკაია გარდაიცვალა. ლიკა "თბილისის მოდის კვირეულის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ორგანიზატორის სოფიო მამარდაშვილის ქალიშვილი გახლდათ.

თავდაპირველად, ახლობლები ამბობდნენ, რომ ქალის გარდაცვალება თრომბო ემბოლიამ გამოიწვია, თუმცა ახლა გარდაცვლილის მეგობრების თქმით, ლიკას ჯანმრთელობის გაუარესება ყოფილ ქმართან, გიორგი ახვლედიანთან ურთიერთობას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პიროვნების (გიორგი ახვლედიანის) შესახებ 18 აგვისტოს სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცის მხრიდან ახალგაზრდა ქალზე ძალადობის შესახებ წერდა:

  • რას წერდა მარიამ კუკუნაშვილი?

"ახალგაზრდა ქალი, ჩემი თანამშრომელი, საღამოს, სამუშაო საათების შემდეგ დასისხლიანებული და ნაცემი მოვიდა ოფისში და ეს ფაქტი ნახა კიდევ სამმა თანამშრომელმა. სცემა ე.წ. შეყვარებულმა, რომელიც გახლავთ 32 წლის გიორგი ახვლედიანი და რომელიც იმუქრება, რომ თუ ამ ფაქტს გავახმოვანებთ, დაგვხოცავს. გიორგი ახვლედიანი არის ძალადობაზე უკვე ნასამართლევი.

იგი საჯარო რეესტრში გაყვა ჩვენს თანამშრომელს, მაშინ როცა ის სამუშაო მოვალეობას ასრულებდა, შემდეგ კი ტყეში სასეირნოდ დაპატიჟა, სცემა და დაასისხლიანა და შვილის მოკვლით დაემუქრა.ამ ვიქენდზე ძალადობა გამოვლილი 7 ბავშვი მყავდა ახლობლების და მათზე ვზრუნავდი და ვართობდი. ვასწავლი მათ პერმანენტულ რეჟიმში თუ რა არის ბედნიერება და სიყვარული და რა არ არის. ასევე წინა კვირას, ძალადობას გადარჩენილი ის ქალი მყავდა სახლში, რომელსაც მე თავად მივწერე ქმარი უკვე ერთი წელია გღალატობს და გატყუებს მეთქი.

განა არ იცოდა ისედაც? იჯდა და ყვებოდა გაოგნებული, საშინლად მექცეოდა და ნეტავ ამას რატომ ან რისთვის ვუძლებდიო. უკომპრომისო ომი მოძალადეებს. დაიჭირეთ გიორგი ახვლედიანი ! არა ძალადობას ! არა ტყუილს და მანიპულაციებს. არანაირი დანდობა! ამხილეთ მოძალადე და ამით გადაარჩენთ თაობებს ბავშვებისას! წარსულს ჩაბარდა დაშინებული მსხვერპლის მენტალიტეტი. დაე ბნელ ხალხს აქეთ ეშინოდეს ჩვენი", - წერდა მარიამ კუკუნაშვილი.

კუკუნაშვილის პოსტს ახლახანს ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, რომელიც გარდაცვლილი ლიკა დილევსკაიას ახლობელია. როგორც ჩიჩუა წერს, გიორგი ახვლედიანი ლიკას ყოფილი ქმარია და ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სწორედ მას უკავშირდება.

მაკა ჩიჩუა:

გამარჯობა მარიამ, ეს მოძალადე (გიორგი ახვლედიანი ) რომელმაც ჩვენი ახლობელის, თავისი ყოფილი ცოლის ლიკა დილევსკაიას მიმართ არაერთხელ განახორციელა ფიზიკური, მორალური თუ ფსიქიკური ძალადობა ვადასტურებ, რომ მეტად საშიშია საზოგადოებისთვის.

ლიკა დილევსკაია - გიორგის ყოფილი მეუღლე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა… მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც ყოფილ ქმართან ურთიერთობისას ბევრად გაუუარესდა.

ლიკამ როგორც კი გაბედა და წნეხის მიუხედავად ქმრისგან წამოვიდა, მას მერეც მისი უკვე ყოფილი მეუღლე მუდმივ ტერორში ამყოფებდა ..ერთხელ, ღამის საათებში, როცა ყველას ეძინა, მალულად შეიჭრა ლიკას მშობლების სახლში და ლიკას უმცროსი დის სიცოცხლის მოსპობით აშანტაჟებდა თუ ის სახლში არ დაბრუნდებოდა მასთან ერთად.

ცივი იარაღის(დანის) საშუალებით მოახერხა და ყოფილი მეუღლე სახლიდან გაიტაცა. ის აუცილებლად გააგრძელებს და ვერაფერი შეაჩერებს თუ სამართალდამცავების მხრიდან არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება..ასეთი ადამიანების საზოგადოებისგან იზოლირება აუცილებელია", - წერს მაკა ჩიჩუა.

ყოველივეს მსახიობი მარიშკა ჯავახაძეც ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ ამ უზარმაზარი უსამართლობის მოწმეა - "ვადასტურებ! მოწმე ვარ ამ უზარმაზარი უსამართლობის და ბრაზი მახრჩობს. სადღაც თუ არსებობს სამართალი ეს ამდენი სიბოროტე არ შერჩება!" - წერს მარიშკა ჯავახაძე.

თემაზე კომენტარს აკეთებს მსახიობი ეკა ნიჟარაძეც:

"მარიამ ეს მოძალადე ჩემი მეგობრის შვილის, ჩვენი სამეგობროს პირველი ბავშვის ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი ლიკუნა დილევსკაიას ქმარი იყო. საშინელება გამოიარა ლიკუნდამ და ჩვენც მასთან მის ოჯახთან ერთად! სწორედ ლიკუნაზე ძალადობის გამო იჯდა ციხეში. ვერ წარმოიდგენ როგორ იქცეოდა მთელი ოჯახი სასამართლოში, რა ეპითეტებით გვამკობდნენ. თითქოს ჩვენ ვიყავით დამნაშავეები მათ წინაშე. ძალადობა შენ თანამშრომელზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი ადგილი ციხეშია", - წერს ნიჟარაძე.

ლიკა დილევსკაიას ახლობლის თქმით, მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ახვლედიანი 126-ე მუხლით გაასამართლეს და 3 -წლიანი პატიმრობა მოიხადა. ჩვენ ვცადეთ ინფორმაციის შსს-ში გადამოწმება, ასევე დავინტერესდით, თუ აღიძრა საქმე მარიამ კუკუნაშვილის მიერ გასაჯაროებულ ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით. პასუხის მიღებისთანავე ჩვენს მკითხველს ინფორმაციას მივაწვდით.