სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გალკინის და მაკარევიჩის კონცერტები გაუქმდა: "ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას" - Biletebi.ge
გალკინის და მაკარევიჩის კონცერტები გაუქმდა: "ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას" - Biletebi.ge

ბი­ლე­თე­ბის ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვის ვებ-გვერ­დი biletebi.ge ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს. რო­გორც მათი გან­ცხა­დე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს სპორ­ტის სა­სახ­ლემ უარი უთხრა მა­კა­რე­ვი­ჩი­სა და გალ­კი­ნის კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა­ზე.

მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, ეს მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტით, რად­გან ერ­თიც და მე­ო­რეც მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას.

გთა­ვა­ზობთ წე­რილს სრუ­ლად:

"ღია წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს (სამ­წუ­ხა­როდ ვერ ვთა­გავთ):

ამ დღე­ებ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ 3 კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორს, რომ­ლებ­ზეც უკვე გა­ყი­დუ­ლია ათა­სო­ბით ბი­ლე­თი, დარ­ბა­ზის მიერ ეთ­ქვა უარი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბია.

და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცია თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით უარს ამ­ბობს შე­მო­სა­ვალ­ზე და მი­დის ასეთ რე­პუ­ტა­ცი­ულ ზი­ან­ზე.

ცხა­დია, ეს მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტით. აკ­რძა­ლეს არ­ტის­ტე­ბი (მა­კა­რე­ვი­ჩი, გალ­კი­ნი), რომ­ლე­ბიც ღიად უჭე­რენ მხარს უკ­რა­ი­ნას და რო­მელ­თაც მხარს უჭე­რენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი. გა­და­ხე­დეთ კო­მენ­ტა­რებს არ­ტის­ტე­ბის მო­მარ­თვებ­ზე. თუმ­ცა მო­ტი­ვა­ცია მა­ინც ბო­ლომ­დე გა­უ­გე­ბა­რია.

თუ გვე­ში­ნია კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მიერ რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ტის­ტე­ბის შე­მოშ­ვე­ბა, რათა რუ­სეთ­ში ვინ­მე არ გა­ღი­ზი­ან­დეს, რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი? "ფე­ის­ბუქ­საც" ავ­კრძა­ლავთ? სენ­ტი­მენ­ტე­ბი რომ გა­დავ­დოთ, ეს არის სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა სა­კონ­ცერ­ტო ინ­დუსტრი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ამ 3 გა­უქ­მე­ბულ კონ­ცერტს მოყ­ვე­ბა (მოყ­ვა) მრა­ვა­ლი სხვაც, რად­გან აღა­რა­ვინ გა­რის­კავს ასეთ გა­რე­მო­ში ისე­დაც სა­რის­კო ლო­გის­ტი­კა­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბას. დღეს­დღე­ი­სო­ბით არ­ტის­ტე­ბის 70%, ვისი ჩა­მოყ­ვა­ნაც შე­იძ­ლე­ბა იყოს კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი (არა სახ. და­ფი­ნან­სე­ბით, რაც სა­ბო­ლო­ოდ კო­რუფ­ცი­ის სა­ხეს იძენს) არის პოსტ-საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან. ბევ­რს ეს არ მოს­წონს - გა­სა­გე­ბია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვალთ და­სავ­ლურ არ­ტის­ტებ­ზეც, თუმ­ცა ამის­თვის სა­ჭი­როა არ გა­ვა­კოტ­როთ და მივ­ცეთ გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იმათ, ვინც ამ სფე­რო­ში მუ­შა­ობს. მოკ­ლედ, გვჭირ­დე­ბა ზუს­ტი თა­მა­შის წე­სე­ბი, რომ არ ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის კუ­ლუ­ა­რულ აკ­რძალ­ვებ­ზე, თან ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ზა­რა­ლის მი­ყე­ნე­ბით. გვჯე­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უნდა გვეხ­მა­რე­ბო­დეს და არ გვმტრობ­დეს".

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
2

სპორტის სასახლე კერძო აქციონერის საკუთრებაა... კერძო პირია მისი მფლობელი... შეევით ხელისუფლებისთვის აკრძალვის გადაბრალებას... ნუ ავრცელებთ სიცრუეს!!!

გუგა
4

გალკინის მარჩენალი პუგაჩოვა მოსკოვშია და ბავსვები პუტინის სკოლაში შეყავს, რა ეს გალკინის თანხმობის გარეშე ხდება ?. გალკინიც ჩვეულებრივი გარუსებული ავანტურისტია ბებია უზის ცოლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

გალკინის და მაკარევიჩის კონცერტები გაუქმდა: "ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას" - Biletebi.ge

გალკინის და მაკარევიჩის კონცერტები გაუქმდა: "ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას" - Biletebi.ge

ბილეთების ონლაინ გაყიდვის ვებ-გვერდი biletebi.ge ღია წერილით მიმართავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, ორგანიზატორებს სპორტის სასახლემ უარი უთხრა მაკარევიჩისა და გალკინის კონცერტების გამართვაზე.

მათივე მტკიცებით, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით, რადგან ერთიც და მეორეც მხარს უჭერს უკრაინას.

გთავაზობთ წერილს სრულად:

"ღია წერილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (სამწუხაროდ ვერ ვთაგავთ):

ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

დაუჯერებელია, რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე. თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია.

თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გაღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? "ფეისბუქსაც" ავკრძალავთ? სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას. დღესდღეისობით არტისტების 70%, ვისი ჩამოყვანაც შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი (არა სახ. დაფინანსებით, რაც საბოლოოდ კორუფციის სახეს იძენს) არის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. ბევრს ეს არ მოსწონს - გასაგებია. დროთა განმავლობაში გავალთ დასავლურ არტისტებზეც, თუმცა ამისთვის საჭიროა არ გავაკოტროთ და მივცეთ განვითარების საშუალება იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს. მოკლედ, გვჭირდება ზუსტი თამაშის წესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე, თან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მაქსიმალური ზარალის მიყენებით. გვჯერა, რომ სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს და არ გვმტრობდეს".