მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს" - ბიძინა კულუმბეგოვი
"შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ბოლო 2 კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, გვაქვს 17%-იანი კო­ვიდ­და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლია და შიდა გავ­რცე­ლე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღალ მას­შტა­ბებ­ზე მი­უ­თი­თებს", - ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“, ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა აღ­ნიშ­ნა, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­ზომ­ვა­თა ინ­სტი­ტუტ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­საძ­ლოა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 6000-დან 20 000-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა ცირ­კუ­ლი­რებ­დეს.

"თუ შევ­ხე­დავთ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­ზომ­ვა­თა ინ­სტი­ტუ­ტის მო­ნა­ცე­მებს, ჩვე­ნი ტი­პის და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­თა და სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­საძ­ლოა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 6000-დან 20 000-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა ცირ­კუ­ლი­რებ­დეს. სა­სურ­ვე­ლია ტეს­ტი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყოს უფრო მეტი, რა­საც აქვს პირ­და­პი­რი კლი­ნი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ქვე­ყა­ნას პი­კუ­რი გავ­რცე­ლე­ბა გა­დავ­ლი­ლი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავ­რცე­ლე­ბის იმ მას­შტაბ­ზე, სა­დაც არის პლა­ტო და შე­იძ­ლე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბრის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე. დრა­მა­ტუ­ლი მა­ტე­ბა შემ­დგო­მი 4-6 კვი­რა არ გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ გა­მოვ­ლე­ნა და ტეს­ტი­რე­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, მზა­ო­ბა კლი­ნი­კე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით შე­მოდ­გო­მის­თვის კი­დევ უფრო უნდა გაძ­ლი­ერ­დეს, ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია, შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მო­უ­წო­დონ.

"პი­რა­დად მე, წინა 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ვა­ხერ­ხე ორი ადა­მი­ა­ნის სტა­ცი­ო­ნარ­ში გან­თავ­სე­ბა, რაც ასე­ვე არის პრობ­ლე­მა. ამ თვალ­საზ­რი­სით, მზა­ო­ბა კლი­ნი­კე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით შე­მოდ­გო­მის­თვის კი­დევ უფრო უნდა გაძ­ლი­ერ­დეს. სა­სურ­ვე­ლია, შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დოთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, ვი­საც ეს შე­უძ­ლია და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მას არ უქ­მნის“, - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

ყველას ვურჩევ, არ დაელოდოთ კოვიდ რეგულაციებს და დავიცვათ თავი პირბადის ტარებით, ინდივიდუალური ჰიგიენის დაცვით ხალხმრავალ ადგილებში. რადგან ბევრი ტურისტია შემოსული გაურკვეველი მიზეზებით და არავის არ აქვს ტესტირება გავლილი. 

მარიამი
5

გამძვინვარებული რომ იყო კოვიდი მაშინ არ დამმართნია იმიტომ რომ რეგულაციებს ყველა იცავდა ეხლა აუშვეს და აუშვა კოვიდმაც არავის უკეთია პირბადე გთხოვთ ისევ სავალდებულო გახადეთ თორემ ყოველდღიურად მატულობს ცოდვაა ის ხალხი ვისაც პირბადე უკეთია და მაინც ემართებათ მაგ მე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს" - ბიძინა კულუმბეგოვი

"შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ბოლო 2 კვირის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი, რაც უპრეცედენტოდ მაღალია და შიდა გავრცელების საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ "მთავარში“, ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტზე დაყრდნობით შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს.

"თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. დრამატული მატება შემდგომი 4-6 კვირა არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა და ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი შეფასებით, მზაობა კლინიკების მობილიზაციის კუთხით შემოდგომისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ასევე სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას პირბადის ტარება მოუწოდონ.

"პირადად მე, წინა 2 კვირის განმავლობაში ვერ მოვახერხე ორი ადამიანის სტაციონარში განთავსება, რაც ასევე არის პრობლემა. ამ თვალსაზრისით, მზაობა კლინიკების მობილიზაციის კუთხით შემოდგომისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას მოვუწოდოთ პირბადის ტარება, ვისაც ეს შეუძლია და ჯანმრთელობის პრობლემას არ უქმნის“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.