პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყირიმი უკრაინაა! ქართველების სახელით, მინდა გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ თქვენ ამ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებთ" - სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე
"ყირიმი უკრაინაა! ქართველების სახელით, მინდა გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ თქვენ ამ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებთ" - სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე

მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა თქვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, თქვე­ნი დე­ო­კუ­პა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ის მი­მართ. ყი­რი­მი უკ­რა­ი­ნაა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "ყი­რი­მის პლატ­ფორ­მის“ მე­ო­რე სა­მიტ­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ამ სა­მიტ­ზე წარ­მო­ვად­გი­ნო სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თად დგო­მა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, რაც გვა­ერ­თი­ა­ნებს და რო­მე­ლიც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გან­სა­ზღვრავს ჩვენს სა­ერ­თო მო­მა­ვალს.

მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა თქვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, თქვე­ნი დე­ო­კუ­პა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ის მი­მართ. ყი­რი­მი უკ­რა­ი­ნაა.

ხვალ უკ­რა­ი­ნა ზე­ი­მობს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს და ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის 6 თვეს. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სია თე­ბერ­ვალ­ში არ და­წყე­ბუ­ლა და თავ­და­პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა სწო­რედ ყი­რი­მი იყო. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი აგ­რე­სია მეტ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას იწ­ვევს“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

"ის მოვ­ლე­ნე­ბი, რაც უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბია, მან ჩვენ მრა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა გაგ­ვახ­სე­ნა. კრემ­ლის აგ­რე­სია მშვი­დო­ბი­ა­ნი მე­ზობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმ გზას მი­უყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ უკვე სამ­ჯერ გა­მო­ცა­და, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ ვი­ცით რას ნიშ­ნავს ოკუ­პა­ცია და შე­მოჭ­რა, ვი­ცით რა ფასს იხ­დი­ან თქვე­ნი მებ­რძო­ლე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი. ქარ­თვე­ლე­ბის სა­ხე­ლით, მინ­და კი­დევ ერთხელ გა­მოვ­თქვა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა თქვე­ნი მა­მა­ცი ბრძო­ლის მი­მართ და გა­მოვ­ხა­ტო მტკი­ცე რწმე­ნა, რომ თქვენ ამ ბრძო­ლას გა­მარ­ჯვე­ბით და­ას­რუ­ლებთ. თქვე­ნი ბრძო­ლა უკვე გა­მარ­ჯვე­ბი­თაა აღ­სავ­სე, რად­გან ის რუ­სე­თის და­უ­მარ­ცხებ­ლო­ბი­სა და და­უს­ჯე­ლო­ბის თვითრწმე­ნას აღუდ­გა წინ, თქვე­ნი ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბი­თაა აღ­სავ­სე ასე­ვე იმი­ტომ, რომ მან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო პა­სუ­ხი გა­მო­იწ­ვია, ისე­თი, რო­გო­რიც ვლა­დი­მერ პუ­ტინს 2014 და 2008 წლებ­ში არ უნა­ხავს. დღე­ვან­დე­ლი პა­სუ­ხი მო­მა­ვალს შეც­ვლის.

აშ­კა­რაა, რომ ომი უკ­რა­ი­ნა­ში, ყი­რი­მის ოკუ­პა­ცია და ოდე­სის და­ბომბვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უთხრის ძირს შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად გლო­ბა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბა­საც - ჩვენ ვხე­დავთ, რომ მსოფ­ლიო საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტის უპ­რე­ცე­დენ­ტო საფრ­თხის პი­რის­პი­რაა, რაც მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის შე­ჩე­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ეს ჩვენ კი­დევ ერთხელ გვახ­სე­ნებს მარ­ტივ პრინ­ციპს - მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა გა­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბა, ჩვენ ერთ ნავ­ში ვართ.

ამ რთულ დროს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­და. მინ­და გულ­წრფე­ლად მი­ვუ­ლო­ცო უკ­რა­ი­ნას ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა და გა­მოვ­თქვა იმე­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლოც მალე შე­უ­ერ­თდე­ბა ორ პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას ამ გზა­ზე. მე მტკი­ცედ მჯე­რა, რომ ეს ანაქ­რო­ნის­ტუ­ლი ომი მალე დამ­თავ­რე­ბა და უკ­რა­ი­ნა, რო­გორც ის­ტო­რი­ის სწორ მხა­რეს მდგო­მი, გა­ი­მარ­ჯვებს. XXI სა­უ­კუ­ნე­ში ოკუ­პა­ცი­ის ად­გი­ლი არაა. ძვირ­ფა­სო პრე­ზი­დენ­ტო ზე­ლენ­სკი, მე მჯე­რა, რომ ჩვენ ვი­ხი­ლავთ ჩვენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ და აყ­ვა­ვე­ბულ ერებს უსაფრ­თხო ევ­რო­პა­ში. გა­უ­მარ­ჯოს უკ­რა­ი­ნას!“ - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტიტე
2

მე მრცხვენია ჩემი პრეზიდენტის.

მახო
2

ბიძინა დაჯექი დიდი ორიანი შენ ასეთი პრეზიდენტების შემოტენისათვის.ისე თუ გაჩუმებას ასწავლი ვერავინ ვერ იფიქრბს რომ მაგრად უბერავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ყირიმი უკრაინაა! ქართველების სახელით, მინდა გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ თქვენ ამ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებთ" - სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე

"ყირიმი უკრაინაა! ქართველების სახელით, მინდა გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ თქვენ ამ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებთ" - სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე

მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.

"ჩემთვის დიდი პატივია, ამ სამიტზე წარმოვადგინო საქართველო და ქართველი ხალხი. მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ ღირებულებების დასაცავად, რაც გვაერთიანებს და რომელიც, დარწმუნებული ვარ, განსაზღვრავს ჩვენს საერთო მომავალს.

მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა.

ხვალ უკრაინა ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე აღნიშნავს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირების 6 თვეს. ყველამ ვიცით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია თებერვალში არ დაწყებულა და თავდაპირველი გამოწვევა სწორედ ყირიმი იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების პასუხგაუცემელი გამოწვევები, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პასუხგაუცემელი აგრესია მეტ არასტაბილურობას იწვევს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ის მოვლენები, რაც უკრაინაში განვითარდა, საქართველოსთვის კარგად ნაცნობია, მან ჩვენ მრავალი ჭრილობა გაგვახსენა. კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ იმ გზას მიუყვება, რომელიც საქართველომ უკვე სამჯერ გამოცადა, შესაბამისად ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ოკუპაცია და შემოჭრა, ვიცით რა ფასს იხდიან თქვენი მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ქართველების სახელით, მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა აღფრთოვანება თქვენი მამაცი ბრძოლის მიმართ და გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ თქვენ ამ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებთ. თქვენი ბრძოლა უკვე გამარჯვებითაა აღსავსე, რადგან ის რუსეთის დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის თვითრწმენას აღუდგა წინ, თქვენი ბრძოლა გამარჯვებითაა აღსავსე ასევე იმიტომ, რომ მან საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო პასუხი გამოიწვია, ისეთი, როგორიც ვლადიმერ პუტინს 2014 და 2008 წლებში არ უნახავს. დღევანდელი პასუხი მომავალს შეცვლის.

აშკარაა, რომ ომი უკრაინაში, ყირიმის ოკუპაცია და ოდესის დაბომბვა მნიშვნელოვნად უთხრის ძირს შავი ზღვის უსაფრთხოებას, შესაბამისად გლობალურ უსაფრთხოებასაც - ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო საკვების დეფიციტის უპრეცედენტო საფრთხის პირისპირაა, რაც მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებამ გამოიწვია. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს მარტივ პრინციპს - მშვიდობა და უსაფრთხოება გაყოფილი ვერ იქნება, ჩვენ ერთ ნავში ვართ.

ამ რთულ დროს უკრაინელი ხალხი ევროპული მისწრაფებების გარშემო გაერთიანდა. მინდა გულწრფელად მივულოცო უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოც მალე შეუერთდება ორ პარტნიორ ქვეყანას ამ გზაზე. მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს ანაქრონისტული ომი მალე დამთავრება და უკრაინა, როგორც ისტორიის სწორ მხარეს მდგომი, გაიმარჯვებს. XXI საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არაა. ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მე მჯერა, რომ ჩვენ ვიხილავთ ჩვენ გაერთიანებულ და აყვავებულ ერებს უსაფრთხო ევროპაში. გაუმარჯოს უკრაინას!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.