"ვიცი ყირიმი ელოდება უკრაინას, გველოდება ჩვენ, რომ დავიბრუნებთ და მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ჩვენ მას დავიბრუნებთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპაცია ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება.
"ტერორის დასაძლევად აუცილებელია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება. აუცილებელია ყირიმის გათავისუფლება. ეს იქნება მსოფლიო კანონისა და წესრიგის აღორძინება. ამიტომ, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყირიმი ოკუპაციისგან. ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მხოლოდ უკრაინას შეუძლია მოაშოროს ის მავთულხლართები, რომელიც ადამიანებს ყირიმის საუკეთესო ადგილებზე მისვლის გზებს უბლოკავს.
"ყირიმი ჩვენთვის მხოლოდ ტერიტორია არ არის, ან გეოპოლიტიკური თამაშების ფიგურა, ის ჩვენი ხალხის, საზოგადოების ნაწილია და დეოკუპაციის შემდეგ ის ჩვენს მთელ სახელმწიფოსთან ერთად გახდება ევროკავშირის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი მოქალაქეების პასპორტი იქნება ევროკავშირის პასპორტი და ეს არის დიდი შესაძლებლობა ყირიმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყირიმის გზები იქნება მთელი ევროპის კონტინენტის გზები, ყირიმის პორტები იქნება ევროპის პორტები. მხოლოდ უკრაინას შეუძლია მოაშოროს იმ მავთულხლართები, რომელიც ადამიანებს ყირიმის საუკეთესო ადგილებზე მისვლის გზებს უბლოკავს. მხოლოდ უკრაინას და არა სხვას, რომელიც მოვიდა დასაპყრობად, მოსაპარად და ხალხის დასამცირებლად. ჩვენ გვაქვს ძალიან სრულყოფილად ჩამოყალიბებული შეხედულება, თუ როგორ აღვადგნოთ თქვენი უკრანული ყირიმი რუსი დამპრობლების გაძევების შემდეგ.
ჩვენ "ყირიმის პლატფორმას“ ვუმატებთ ეკონომიკურ და საკანონმდებლო მიმართულებებს. ჩვენ გვაქვს ყირიმის აღდგენის სტრატეგია და დღეს მას ეკონომიკური პანელის ფარგლებში წარმოვადგენთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება აყალიბებს საკანონმდებლო საფუძველს ყირიმისთვის მისი დეოკუპაციის შემდეგ.
დიდი სისულელეა როდესაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ყირიმის თემას აფხაზეთის ან სამაჩაბლოს თემასთან აკავშირებს. აფხაზეთი ძირძველი ქართული ქართული მიწა, ისევე როგორც შიდა ქართლი უძველესი დროიდან იყვნენ წმინდა ქართული და მიუხედავად იმისა კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში არსებობდა თუ არა ერთიანი ქართული სახელმწიფო კითხვის გარეშე წარმოადგენდნენ ქართულ პოლიტიკურ დანაყოფებს. ცნობისათვის ყირიმი, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1954 წლის 19 თებერვლის დადგენილებით გადავიდა რსფსრ-ს შემადგენლობიდან უსსრ-ს შემადგენლობაში. ან როგორ იქნებოდა ყირიმი უკრაინის ძირძველი ისტორიული ნაწილი როცა თავად უკრაინას დღევანდელ საზღვრებში არასდროს უარსებია.
ასე რომ ქალბატონ სალომესაც და სხვებსაც მეტი სიფრთხილე მართებთ როცა ყირიმსა და ძირძველ ქართულ ტერიტორიებს შორის პარალელებს ავლებენ.
ყირიმი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (უსსრ) შემადგენელი ნაწილი (ოლქის სახით) გახდა 1954 წელს ხრუშოვის უშუალო გადაწყვეტილებით, რაც იმ პერიოდშიც ვოლუნტარისტული და მაშასადამე არალეგიტიმური გადაწყვეტილება იყო.
მანამდე სტალინმა მეორე მსოფლიო ომის შედეგების მიხედვით უკრაინას გადასცა ევროპისათვის წართმეული მიწები, როგორებიცაა კარპატების მხარე, ჩერნოვცის, ივანო-ფრანკოვსკისა და ლვოვის ოლქები, ასევე ჩვენთვის ახლად ცნობილი „გველის კუნძული“.
კიდევ მანამდე, ზუსტად 1917 წელს ლენინის გადაწყვეტილებით რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე შეიქმნა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (უსსრ).
დღევანდელი უკრაინის 25 ოლქიდან უკრაინელების ძირძველი, ისტორიული მიწებია ის ტერიტორიები, რომლებიც მდებარეობენ დღევანდელი კიროვოგრადისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში (კაზაკების მიწები, რომელიც ცნობილია მათი გეტმანი - მხედართმთავარი ბოგდან ხმელნიცკის სახელით).