პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ე.წ. დოკუმენტი, რითაც ცდილობენ, დაამტკიცონ "აზოვის“ მონაწილეობა დუგინას აფეთქებაში, სხვა არაფერია თუ არა "აზოველების“ "ტრიბუნალისთვის" მომზადება" - "აზოვი"
"ე.წ. დოკუმენტი, რითაც ცდილობენ, დაამტკიცონ "აზოვის“ მონაწილეობა დუგინას აფეთქებაში, სხვა არაფერია თუ არა "აზოველების“ "ტრიბუნალისთვის" მომზადება" - "აზოვი"

"აზო­ვის" პოლ­კი და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბას ტე­ლეგ­რა­მის ოფი­ცი­ა­ლურ არხზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­მარ­თვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ რუ­სეთ­ში გამ­ყარ­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი "აზო­ვის" პოლ­კის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მი­ლი "ტრი­ბუ­ნა­ლის" აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

"ქალს, რომ­ლის სა­ხე­ლი და სამ­ხედ­რო პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა რუსი პრო­პა­გან­დის­ტის, დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს "აზო­ვის" პოლკ­თან და ის არას­დროს ეკუთ­ვნო­და ჩვენს და­ნა­ყოფს.

ე.წ. დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ამ­ტკი­ცონ „აზო­ვის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­რია დუ­გი­ნას ავ­ტო­მო­ბი­ლის აფეთ­ქე­ბა­ში, რე­ა­ლუ­რად სხვა არა­ფე­რია თუ არა მათი მო­რი­გი „სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი“. თა­ვად ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა კი არის „აზო­ვე­ლე­ბის“ "ტრი­ბუ­ნა­ლის­თვის" მომ­ზა­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით რუ­სე­თი ამ­ძაფ­რებს თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს ასე­თი სა­სა­მარ­თლოს აუ­ცი­ლებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვგმობთ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ამ უკა­ნო­ნო სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, ვი­საც შეს­წევს ძალა, შე­ა­ჩე­როს ეს პრო­ცე­სი და გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რათა არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს ე.წ. „ტრი­ბუ­ნა­ლი“, - ნათ­ქვა­მია "აზო­ვის" პოლ­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­ამ­ზა­დეს და ჩა­ი­დი­ნეს. რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რებს თქმით, დამ­ნა­შა­ვე არის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ნა­ტა­ლია ვოვ­კი, რო­მე­ლიც, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, არის "აზო­ვის" პოლ­კის წევ­რი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
3

დარწმუნებული ვარ რომ რუსეთის პროვოკაციიაა ეგეც, ოღონდაც ეს საცოდავი ხალხი ბოლომდე გაწირონ, აგერ თავისიანსაც არ ინდობენ. 

Dito
6

აზოველების ისე ეშინიათ გაწყვიტეს ტიპებმა ერთმანეთის შვილები

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ე.წ. დოკუმენტი, რითაც ცდილობენ, დაამტკიცონ "აზოვის“ მონაწილეობა დუგინას აფეთქებაში, სხვა არაფერია თუ არა "აზოველების“ "ტრიბუნალისთვის" მომზადება" - "აზოვი"

"ე.წ. დოკუმენტი, რითაც ცდილობენ, დაამტკიცონ "აზოვის“ მონაწილეობა დუგინას აფეთქებაში, სხვა არაფერია თუ არა "აზოველების“ "ტრიბუნალისთვის" მომზადება" - "აზოვი"

"აზოვის" პოლკი დარია დუგინას მკვლელობის ბრალდებას ტელეგრამის ოფიციალურ არხზე გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ოფიციალური მოსკოვის აღნიშნული ბრალდება ემსახურება იმას, რომ რუსეთში გამყარდეს საზოგადოებრივი აზრი "აზოვის" პოლკის ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების წინააღმდეგ დაგეგმილი "ტრიბუნალის" აუცილებლობის შესახებ.

"ქალს, რომლის სახელი და სამხედრო პირადობის მოწმობა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა რუსი პროპაგანდისტის, დუგინის ქალიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის გამოძიების შესახებ, არანაირი კავშირი არ აქვს "აზოვის" პოლკთან და ის არასდროს ეკუთვნოდა ჩვენს დანაყოფს.

ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ მონაწილეობა დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებაში, რეალურად სხვა არაფერია თუ არა მათი მორიგი „სავიზიტო ბარათი“. თავად ტერორისტული თავდასხმა კი არის „აზოველების“ "ტრიბუნალისთვის" მომზადება. აღნიშნული ქმედებით რუსეთი ამძაფრებს თავისი მოქალაქეების საზოგადოებრივ აზრს ასეთი სასამართლოს აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინელი სამხედროების ამ უკანონო სასამართლო პროცესს და მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, შეაჩეროს ეს პროცესი და გააკეთოს ყველაფერი, რათა არ განხორციელდეს ე.წ. „ტრიბუნალი“, - ნათქვამია "აზოვის" პოლკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. რუსული სპეცსამსახურებს თქმით, დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, რომელიც, ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, არის "აზოვის" პოლკის წევრი.