პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - დამნაშავე უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია" - რუსეთის უშიშროების სამსახური განცხადებას ავრცელებს
"დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - დამნაშავე უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია" - რუსეთის უშიშროების სამსახური განცხადებას ავრცელებს

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, რომ ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის, და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბა გახ­სნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

  • "დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­ამ­ზა­დეს და ჩა­ი­დი­ნეს. დამ­ნა­შა­ვე არის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ნა­ტა­ლია ვოვ­კი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1979 წელს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ვოვ­კი 12 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად რუ­სეთ­ში 23 ივ­ლისს ჩა­ვი­და, იქი­რა­ვა ბინა სახ­ლში, სა­დაც დუ­გი­ნა ცხოვ­რობ­და, მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის მიზ­ნით.

ჟურ­ნა­ლისტზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად დამ­ნა­შა­ვემ "მინი კუ­პე­რი“ გა­მო­ი­ყე­ნა.

ამას­თან, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბის დღეს ვოვ­კი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რულ და მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც დუ­გი­ნა სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით იყო მიწ­ვე­უ­ლი.

"21 აგ­ვის­ტოს, დუ­გი­ნის მიერ მარ­თუ­ლი Toyota Land Cruiser Prado მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, ვოვ­კი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი პს­კო­ვის რე­გი­ო­ნის გავ­ლით გა­ემ­გზავრნენ ეს­ტო­ნეთ­ში“, - დას­ძი­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტს გა­და­ე­ცა.

ჟურ­ნა­ლის­ტი და­რია დუ­გი­ნა 20 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს და­ი­ღუ­პა. ის მარ­თავ­და მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც აფეთ­ქდა მოს­კო­ვის ოლ­ქში, ოდინ­ცო­ვოს რა­ი­ონ­ში, მოჟა­ის­კის გზატ­კე­ცილ­ზე. წი­ნას­წა­რი ვერ­სი­ით, მან­ქა­ნა­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ამოქ­მედ­და.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოროსანი მოსწავლე
9

უჰჰჰ,,,დავწყნარდი,,,,

 

ჟჟჟჟრრრრ
108

ღმერთო, 2012-ში პირდაპირ რუსები აგვირჩევია და ქოცები დაგვირქმევია>>>ასეთი მსგავსება?

ავტორი:

"დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - დამნაშავე უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია" - რუსეთის უშიშროების სამსახური განცხადებას ავრცელებს

"დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - დამნაშავე უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია" - რუსეთის უშიშროების სამსახური განცხადებას ავრცელებს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობა გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უშიშროების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი ავრცელებს.

  • "დადგინდა, რომ დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ვოვკი 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა, იქირავა ბინა სახლში, სადაც დუგინა ცხოვრობდა, მის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

ჟურნალისტზე დასაკვირვებლად დამნაშავემ "მინი კუპერი“ გამოიყენა.

ამასთან, რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

"21 აგვისტოს, დუგინის მიერ მართული Toyota Land Cruiser Prado მანქანის აფეთქების შემდეგ, ვოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვის რეგიონის გავლით გაემგზავრნენ ესტონეთში“, - დასძინა უსაფრთხოების სამსახურმა.

გამოძიების მასალები საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.

ჟურნალისტი დარია დუგინა 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. ის მართავდა მანქანას, რომელიც აფეთქდა მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოს რაიონში, მოჟაისკის გზატკეცილზე. წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.