მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტოავარია რუსეთში: გარდაცვლილია ყაზახეთის 16 მოქალაქე - რუსული მედია ტრაგედიის ადგილიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებს
ავტოავარია რუსეთში: გარდაცვლილია ყაზახეთის 16 მოქალაქე - რუსული მედია ტრაგედიის ადგილიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებს

რუ­სეთ­ში, ული­ა­ნოვ­სკის ოლ­ქში უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რო­მელ­საც სულ ცოტა 16 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში, რო­მე­ლიც 2 სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა, ყა­ზა­ხე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ­ყო­ფებ­დნენ - სულ 18 ადა­მი­ა­ნი.

ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის თქმით, 3 ადა­მი­ა­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს უახ­ლო­ეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მათ­გან ერთი გარ­და­იც­ვა­ლა, ორის მდგო­მა­რე­ო­ბა კი უმ­ძი­მე­სია. რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­სა­ხე­ლა ავა­რი­ის მი­ზე­ზი, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი სატ­ვირ­თოს მძღოლ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა ავ­ტო­მო­ბი­ლის და­მუხ­რუ­ჭე­ბა და და­არ­ტყა მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ მე­ო­რე სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა. შე­დე­გად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ორ სატ­ვირ­თოს შო­რის ჩა­ი­ჭე­და. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მარ­თლაც უმ­ძი­მე­სია ის კად­რე­ბი, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი მე­დია ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან ავ­რცე­ლებს. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

ცუდი რამ მოხდა

ნინა
0

რა საშინელებაა, საწყალი ხალხიი

ავტორი:

ავტოავარია რუსეთში: გარდაცვლილია ყაზახეთის 16 მოქალაქე - რუსული მედია ტრაგედიის ადგილიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებს

ავტოავარია რუსეთში: გარდაცვლილია ყაზახეთის 16 მოქალაქე - რუსული მედია ტრაგედიის ადგილიდან უმძიმეს კადრებს ავრცელებს

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც სულ ცოტა 16 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში, რომელიც 2 სატვირთოს შეეჯახა, ყაზახეთი მოქალაქეები იმყოფებდნენ - სულ 18 ადამიანი.

ოლქის გუბერნატორის თქმით, 3 ადამიანი გადაიყვანეს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. მათგან ერთი გარდაიცვალა, ორის მდგომარეობა კი უმძიმესია. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასახელა ავარიის მიზეზი, მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლმა ვერ მოახერხა ავტომობილის დამუხრუჭება და დაარტყა მიკროავტობუსს, რომელიც თავის მხრივ მეორე სატვირთოს შეეჯახა. შედეგად მიკროავტობუსი ორ სატვირთოს შორის ჩაიჭედა. უწყების განცხადებით, მომხდარის გამოძიება დაიწყო. მართლაც უმძიმესია ის კადრები, რომელსაც რუსული მედია ტრაგედიის ადგილიდან ავრცელებს. წყარო