პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღირსეული კაცი წავიდა... დამარცხდა ისიც და დავმარცხდით ჩვენც ყველა" - ანსამბლი "სუხიშვილები" სოლისტსა და საუკეთესო ადამიანს ემშვიდობება
"ღირსეული კაცი წავიდა... დამარცხდა ისიც და დავმარცხდით ჩვენც ყველა" - ანსამბლი "სუხიშვილები" სოლისტსა და საუკეთესო ადამიანს ემშვიდობება

ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის, ან­სამ­ბლ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" სო­ლის­ტის ია­კობ (კობა) მეტ­რე­ვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ამ­წუხ­რა. უპირ­ვე­ლე­სად კი მისი ოჯა­ხი, კო­ლე­გე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი. ან­სამ­ბლის მოქ­მედ სო­ლისტს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მო­ცეკ­ვა­ვეს, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ, ambebi.ge-სთან დღეს უკვე გუ­ლის­წყვე­ტით იხ­სე­ნე­ბენ მისი კო­ლე­გე­ბი, ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი და "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის აკა­დე­მი­ის“ პე­და­გო­გე­ბი. კობა მეტ­რე­ვე­ლი აკა­დე­მი­ის პე­და­გო­გიც იყო.

ნი­ნუ­კა შა­რა­ში­ძე, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ მო­ცეკ­ვა­ვე, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტო­რი:

- წუ­ხელ გვი­ან ღა­მით გა­ვი­გე ეს სამ­წუ­ხა­რო და თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი. ერთ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, კო­ბას ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და, თუმ­ცა თვი­თონ ძა­ლი­ან შე­მარ­თე­ბით, მხნედ იყო. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტი გახ­ლდათ. გვამ­შვი­დებ­და და გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ პრობ­ლე­მას დაძ­ლევ­და, რომ ფარ-ხმალს არ დაყ­რი­და და ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებ­და. ასეც იყო, იბ­რძო­და, თუმ­ცა და­მარ­ცხდა ისიც და დავ­მარ­ცხდით ჩვენც ყვე­ლა... წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მას­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი. ძა­ლი­ან მიმ­ძიმს. მე და კობა წლე­ბია, ან­სამ­ბლში ერ­თად მოვ­დი­ვართ, ბევ­რი წელი ერ­თად ვცეკ­ვავ­დით. შემ­დგომ­ში ის უკვე "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის აკა­დე­მი­ის“ პე­და­გო­გი გახ­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ბავ­შვს უყ­ვარ­და. ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ახლა ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი აქვს მთელ ან­სამ­ბლს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, სა­მე­გობ­როს­თვის უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია.

ნი­ნუ­კა შა­რა­ში­ძე

იმ­დე­ნი მო­გო­ნე­ბა მაქვს მას­ზე... კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და, კონ­ცერ­ტის წინ სულ გვამ­ხნე­ვებ­და, გვა­ხა­ლი­სებ­და... ამ­დე­ნი გას­ტრო­ლი, ამ­დე­ნი კონ­ცერ­ტი, ამ­დე­ნი ერ­თად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვა, ერ­თად სცე­ნა­ზე, ჭი­რიც, ლხი­ნიც - ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­დაგ­ვქონ­და და ვი­ზი­ა­რებ­დით. ეს ბოლო წელი ვე­ღარ მუ­შა­ობ­და, ვერც ან­სამ­ბლში და ვე­ღარც აკა­დე­მი­ა­ში და­დი­ო­და, რად­გან თე­რა­პი­ის კურსს გა­დი­ო­და. ჩვენ კი ვე­ლო­დე­ბო­დით, გვე­გო­ნა, იმე­დი გვქონ­და, რომ დაძ­ლევ­და, ხომ ვამ­ბობ, სა­ო­ცა­რი შე­მარ­თე­ბით იყო. რო­გორც ჩანს, საკ­მა­ოდ რთუ­ლი და მძი­მე დი­აგ­ნო­ზი აღ­მოჩ­ნდა...

კო­ბას ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე დარ­ჩა. მზრუნ­ვე­ლი მამა და მე­უღ­ლე იყო. ხომ არი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი, უწე­სი­ე­რე­სი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, იუ­მო­რის გრძნო­ბით - კო­ბას ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და. უნდა ეცო­ცხლა და ყო­ფი­ლი­ყო ბედ­ნი­ე­რი.

ხა­ტია ეკი­ზაშ­ვი­ლი, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ან­სამ­ბლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე:

- მსგავ­სი წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია. მას­თან მუ­შა­ო­ბა გარ­და მე­გობ­რო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, იყო ძა­ლი­ან დიდი კომ­ფორ­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლის­თვის, მე­ნე­ჯე­რის­თვის, თა­ვი­სი კო­ლე­გე­ბის­თვის. არ მახ­სოვს, რა­ი­მე შე­ნიშ­ვნა და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნოს. ხომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, სულ სწო­რად რომ ცხოვ­რო­ბენ, ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ კო­ბამ სწო­რად იცხოვ­რა. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რო­ბე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ, მაგ­რამ ერთ ოჯა­ხად ვცხოვ­რობ­დით, იყო თვე­ო­ბით გას­ტრო­ლე­ბი და ასე­თი უკონ­ფლიქ­ტო, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ურ­თი­ერ­თო ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია. წე­სი­ე­რი, საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და გა­და­სა­რე­ვი მე­უღ­ლე, მამა, მე­გო­ბა­რი... ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ კობა აღარ არის...

არა­და, იმე­დი გვქონ­და, რომ და­ა­ვა­დე­ბას მო­ე­რე­ო­და, ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღად იყო... კონ­ცერ­ტე­ბი გვქონ­და ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში და მო­ვი­და... ვერ ნა­ხავთ ადა­მი­ანს, ვინც ოდ­ნავ სხვა­ნა­ი­რად და­ა­ხა­სი­ა­თებს მას. ღირ­სე­უ­ლი და წე­სი­ე­რი კაცი წა­ვი­და.

პუს­კა გამ­სა­ხურ­დია, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ მო­ცეკ­ვა­ვე, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის აკა­დე­მი­ის“ პე­და­გო­გი:

პუს­კა გამ­სა­ხურ­დია

- ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ... ვი­ცო­დი მისი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან ყვე­ლა­ნი მა­ინც იმე­დით ვი­ყა­ვით. მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, ისე­თი, რომ მიმ­ძიმს მას­ზე ასე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბის ბიჭი გახ­ლდათ და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­ცეკ­ვა­ვე. გე­სა­უბ­რე­ბით და ვერც წარ­მო­ვიდ­გენ, რომ აღარ არის. მგო­ნია, რომ მარ­თლა სიზ­მარ­ში ვარ... მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად გან­ვი­თარ­და და გული უზო­მოდ დაგ­ვწყვი­ტა. ან­სამ­ბლში ბევ­რი კარ­გი ბიჭი და გო­გოა, მაგ­რამ კობა ის შემ­თხვე­ვა იყო, ყვე­ლას რომ უყ­ვარ­და, თავ­მდა­ბა­ლი, მე­გობ­რუ­ლი. თუ შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე­ზე თქვა კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, ეს მას­ზე, ეს სი­ტყვა კო­ბას ნამ­დვი­ლად მი­ე­სა­და­გე­ბა. ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­დროს არა­ფე­რი შეშ­ლია, დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ, ან­სამ­ბლამ­დეც ვიც­ნობ­დი და ან­სამ­ბლში კი­დევ უფრო გაღ­ვივ­და ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა. სი­ტყვებს ვერ ვუყ­რი თავს, ეს ისე­თი ამ­ბა­ვია...

ყვე­ლას ვუ­სამ­ძიმ­რებ!

  • P.S.

ambebi.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს კობა მეტ­რე­ვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფატი
0

ნათელი და დიდება თქვენს ლამაზ სულს

gochik
2

ნათელში იყოს მისი სული.ყველა ადამიანი დასანანია ჩვენი მხრიდან როდესაც მიდის იმ ქვეყნად, მაგრამ ზეციურ საუფლოს საცა მართალნი განისვენებენ ვგონებ არც იყოს სამწუხარო, პირიქით.

ავტორი:

"ღირსეული კაცი წავიდა... დამარცხდა ისიც და დავმარცხდით ჩვენც ყველა" - ანსამბლი "სუხიშვილები" სოლისტსა და საუკეთესო ადამიანს ემშვიდობება

"ღირსეული კაცი წავიდა... დამარცხდა ისიც და დავმარცხდით ჩვენც ყველა" - ანსამბლი "სუხიშვილები" სოლისტსა და საუკეთესო ადამიანს ემშვიდობება

ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ "სუხიშვილების" სოლისტის იაკობ (კობა) მეტრეველის გარდაცვალებამ არაერთი ადამიანი დაამწუხრა. უპირველესად კი მისი ოჯახი, კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. ანსამბლის მოქმედ სოლისტს, არაჩვეულებრივ მოცეკვავეს, რომელიც გამორჩეული პიროვნება გახლდათ, ambebi.ge-სთან დღეს უკვე გულისწყვეტით იხსენებენ მისი კოლეგები, ანსამბლის წევრები და "სუხიშვილების აკადემიის“ პედაგოგები. კობა მეტრეველი აკადემიის პედაგოგიც იყო.

ნინუკა შარაშიძე, "სუხიშვილების“ მოცეკვავე, "სუხიშვილების აკადემიის“ დირექტორი:

- წუხელ გვიან ღამით გავიგე ეს სამწუხარო და თავზარდამცემი ამბავი. ერთ წელიწადზე მეტია, კობას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა თვითონ ძალიან შემართებით, მხნედ იყო. საერთოდ, ძალიან ოპტიმისტი გახლდათ. გვამშვიდებდა და გვეუბნებოდა, რომ პრობლემას დაძლევდა, რომ ფარ-ხმალს არ დაყრიდა და ბოლომდე იბრძოლებდა. ასეც იყო, იბრძოდა, თუმცა დამარცხდა ისიც და დავმარცხდით ჩვენც ყველა... წარმოუდგენელია მასზე წარსულში ლაპარაკი. ძალიან მიმძიმს. მე და კობა წლებია, ანსამბლში ერთად მოვდივართ, ბევრი წელი ერთად ვცეკვავდით. შემდგომში ის უკვე "სუხიშვილების აკადემიის“ პედაგოგი გახდა. გამორჩეული პიროვნება, პროფესიონალი, არაჩვეულებრივი ბუნების ადამიანი იყო, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ყველა ბავშვს უყვარდა. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ახლა ურთულესი პერიოდი აქვს მთელ ანსამბლს. ასეთი ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის, სამეგობროსთვის უდიდესი დანაკლისია.

ნინუკა შარაშიძე

იმდენი მოგონება მაქვს მასზე... კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, კონცერტის წინ სულ გვამხნევებდა, გვახალისებდა... ამდენი გასტროლი, ამდენი კონცერტი, ამდენი ერთად შესრულებული ცეკვა, ერთად სცენაზე, ჭირიც, ლხინიც - ყველაფერი ერთად გადაგვქონდა და ვიზიარებდით. ეს ბოლო წელი ვეღარ მუშაობდა, ვერც ანსამბლში და ვეღარც აკადემიაში დადიოდა, რადგან თერაპიის კურსს გადიოდა. ჩვენ კი ველოდებოდით, გვეგონა, იმედი გვქონდა, რომ დაძლევდა, ხომ ვამბობ, საოცარი შემართებით იყო. როგორც ჩანს, საკმაოდ რთული და მძიმე დიაგნოზი აღმოჩნდა...

კობას ორი მცირეწლოვანი შვილი და არაჩვეულებრივი მეუღლე დარჩა. მზრუნველი მამა და მეუღლე იყო. ხომ არიან გამორჩეული, უწესიერესი, პროფესიონალი ადამიანები, იუმორის გრძნობით - კობას ეს ყველაფერი ჰქონდა. უნდა ეცოცხლა და ყოფილიყო ბედნიერი.

ხატია ეკიზაშვილი, "სუხიშვილების“ ანსამბლის დირექტორის მოადგილე:

- მსგავსი წესიერი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. მასთან მუშაობა გარდა მეგობრობისა და ადამიანური ურთიერთობისა, იყო ძალიან დიდი კომფორტი ხელმძღვანელისთვის, მენეჯერისთვის, თავისი კოლეგებისთვის. არ მახსოვს, რაიმე შენიშვნა დაემსახურებინოს. ხომ არსებობენ ადამიანები, სულ სწორად რომ ცხოვრობენ, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კობამ სწორად იცხოვრა. შეიძლება ძალიან ახლო მეგობრობები არ ვყოფილვართ, მაგრამ ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, იყო თვეობით გასტროლები და ასეთი უკონფლიქტო, სასიამოვნო საურთიერთო ადამიანი იშვიათად შემხვედრია. წესიერი, საქმის პროფესიონალი და გადასარევი მეუღლე, მამა, მეგობარი... ძალიან გულდასაწყვეტია, რომ კობა აღარ არის...

არადა, იმედი გვქონდა, რომ დაავადებას მოერეოდა, ძალიან ყოჩაღად იყო... კონცერტები გვქონდა ფილარმონიაში და მოვიდა... ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ოდნავ სხვანაირად დაახასიათებს მას. ღირსეული და წესიერი კაცი წავიდა.

პუსკა გამსახურდია, "სუხიშვილების“ მოცეკვავე, "სუხიშვილების აკადემიის“ პედაგოგი:

პუსკა გამსახურდია

- ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგეთ... ვიცოდი მისი ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო, რადგან ყველანი მაინც იმედით ვიყავით. მართლა გამორჩეული იყო, ისეთი, რომ მიმძიმს მასზე ასე წარსულში ლაპარაკი. არაჩვეულებრივი ბუნების ბიჭი გახლდათ და შესანიშნავი მოცეკვავე. გესაუბრებით და ვერც წარმოვიდგენ, რომ აღარ არის. მგონია, რომ მართლა სიზმარში ვარ... მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა და გული უზომოდ დაგვწყვიტა. ანსამბლში ბევრი კარგი ბიჭი და გოგოა, მაგრამ კობა ის შემთხვევა იყო, ყველას რომ უყვარდა, თავმდაბალი, მეგობრული. თუ შეიძლება, ვინმეზე თქვა კეთილშობილი ადამიანი, ეს მასზე, ეს სიტყვა კობას ნამდვილად მიესადაგება. ცხოვრების განმავლობაში არასდროს არაფერი შეშლია, დიდი ხანია, ვიცნობ, ანსამბლამდეც ვიცნობდი და ანსამბლში კიდევ უფრო გაღვივდა ჩვენი მეგობრობა. სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეს ისეთი ამბავია...

ყველას ვუსამძიმრებ!

  • P.S.

ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს კობა მეტრეველის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.