პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტობრივად, რუსეთი ზის და ის წერს ამ წერილებს" - გია ხუხაშვილი "ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე
"ფაქტობრივად, რუსეთი ზის და ის წერს ამ წერილებს" - გია ხუხაშვილი "ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­რიგ ბიბ­ლი­ურ ის­ტო­რი­ას წერს, რო­დე­საც მო­სეს ნაც­ვლად მისი ძმა აა­რო­ნი სა­უბ­რობს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ან­ტი­ბიბ­ლი­უ­რი ის­ტო­რია ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა­ზე კი არა და­ღუპ­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი - ის, რაც ამ წე­რილ­ში წე­რია, წმინ­და წყლის პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაა“,- ასე აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

  • რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში პა­რა­ნო­ი­ის ნიშ­ნე­ბიც არის. მი­სი­ვე თქმით, რუ­სულ პრო­პა­გან­დის­ტებ­საც არ ჰყოფ­ნით ფან­ტა­ზია, რომ ამ­ხე­ლა შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია დად­გან, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი და­აბ­რა­ლონ ამე­რი­კას.

"არა­ვის სჯე­რა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვად აკე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბებს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­რიგ ბიბ­ლი­ურ ის­ტო­რი­ას წერს, რო­დე­საც მო­სეს ნაც­ვლად მისი ძმა აა­რო­ნი სა­უბ­რობს, აა­რო­ნის იმი­ტა­ცია ხდე­ბა. მო­რი­გი ბიბ­ლი­უ­რი ლე­გენ­და იკვრე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ან­ტი­ბიბ­ლი­უ­რი ის­ტო­რია ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა­ზე კი არა და­ღუპ­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამის ავ­ტო­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მე­ლიც ამას არ უარ­ყოფს. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ჯგუ­ფი იმი­ტომ გა­ვი­და პარ­ტი­ი­დან, რომ თქვან ის, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ფიქ­რობს, მაგ­რამ არ ლა­პა­რა­კობს.

ის, რაც ამ წე­რილ­ში წე­რია, წმინ­და წყლის პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაა, გა­ას­წრეს კი­დეც. რუ­სულ პრო­პა­გან­დის­ტებ­საც არ ჰყოფ­ნით ფან­ტა­ზია, რომ ამ­ხე­ლა შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია დად­გან, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი და­აბ­რა­ლონ ამე­რი­კას.

დღეს სამ­ყა­რო ორად არის გა­ყო­ფი­ლი, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს პრო­რუ­სულს, მე­სა­მე არ­ჩე­ვა­ნი არ არ­სე­ბობს. უნ­დათ პატ­რი­ო­ტიზ­მად გა­ა­სა­ღონ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბრიყ­ვი უნდა იყო, რომ არ გეს­მო­დეს მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. რო­დე­საც და­სავ­ლეთს აკ­რი­ტი­კებ და ლან­ძღავ, ამით რუ­სეთს ეხ­მა­რე­ბი, მისი გავ­ლე­ნის სფე­რო­ში შე­დი­ხარ.

ამა­ში პა­რა­ნო­ი­ის ნიშ­ნე­ბიც არის. ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რო­დე­საც ლო­გი­კუ­რი ახ­სნის მო­ძებ­ნა და პო­ლი­ტი­კურ ლო­გი­კა­ში ჩას­მა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თი ზის და ის წერს ამ წე­რი­ლებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნაც­ვლად. მე არ მინ­და ეს და­ვი­ჯე­რო, მინ­და ეს სიბ­რიყ­ვეს და აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბას და­ვაბ­რა­ლო. შე­საძ­ლოა, ხე­ლი­სუ­ფა­ლი კე­დელ­თან მი­ყე­ნე­ბუ­ლად გრძნობს თავს და მზად არის ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს“,-აღ­ნიშ­ნავს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" წა­სულ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა სო­ზარ სუ­ბარ­მა, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა და გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი დღის წეს­რი­გი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს მიერ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, სა­ელ­ჩოს სურ­ვი­ლია, ივა­ნიშ­ვილ­მა გავ­ლე­ნა გა­მო­ი­ყე­ნოს და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩა­სარ­თა­ვად შე­მობ­რუნ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უუფ
0

ვაიმე, ეს რა ხდეფა

tngh
1

ბ-ნო "ხუხა"... ველით თქვენს კომპეტენტურ და დასაბუთებულ პასუხს აშშ-ს დემოკრატიისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიის შესახებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ფაქტობრივად, რუსეთი ზის და ის წერს ამ წერილებს" - გია ხუხაშვილი "ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე

"ფაქტობრივად, რუსეთი ზის და ის წერს ამ წერილებს" - გია ხუხაშვილი "ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე

"ქართული ოცნება“ მორიგ ბიბლიურ ისტორიას წერს, როდესაც მოსეს ნაცვლად მისი ძმა აარონი საუბრობს. სამწუხაროდ, ეს ანტიბიბლიური ისტორია ქვეყნის გადარჩენაზე კი არა დაღუპვაზეა ორიენტირებული - ის, რაც ამ წერილში წერია, წმინდა წყლის პრორუსული პროპაგანდაა“,- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

  • როგორც გია ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, გუშინ გავრცელებულ წერილში პარანოიის ნიშნებიც არის. მისივე თქმით, რუსულ პროპაგანდისტებსაც არ ჰყოფნით ფანტაზია, რომ ამხელა შეთქმულების თეორია დადგან, ასეთი რაღაცები დააბრალონ ამერიკას.

"არავის სჯერა, რომ ეს ადამიანები თავად აკეთებენ განცხადებებს. "ქართული ოცნება“ მორიგ ბიბლიურ ისტორიას წერს, როდესაც მოსეს ნაცვლად მისი ძმა აარონი საუბრობს, აარონის იმიტაცია ხდება. მორიგი ბიბლიური ლეგენდა იკვრება. სამწუხაროდ, ეს ანტიბიბლიური ისტორია ქვეყნის გადარჩენაზე კი არა დაღუპვაზეა ორიენტირებული. ამის ავტორია "ქართული ოცნება“, რომელიც ამას არ უარყოფს. ისინი ამბობენ, რომ ეს ჯგუფი იმიტომ გავიდა პარტიიდან, რომ თქვან ის, რასაც "ქართული ოცნება“ ფიქრობს, მაგრამ არ ლაპარაკობს.

ის, რაც ამ წერილში წერია, წმინდა წყლის პრორუსული პროპაგანდაა, გაასწრეს კიდეც. რუსულ პროპაგანდისტებსაც არ ჰყოფნით ფანტაზია, რომ ამხელა შეთქმულების თეორია დადგან, ასეთი რაღაცები დააბრალონ ამერიკას.

დღეს სამყარო ორად არის გაყოფილი, ანტიდასავლური და ანტიამერიკული ავტომატურად ნიშნავს პრორუსულს, მესამე არჩევანი არ არსებობს. უნდათ პატრიოტიზმად გაასაღონ, მაგრამ ძალიან ბრიყვი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს მარტივი ჭეშმარიტება. როდესაც დასავლეთს აკრიტიკებ და ლანძღავ, ამით რუსეთს ეხმარები, მისი გავლენის სფეროში შედიხარ.

ამაში პარანოიის ნიშნებიც არის. ისეთი ვითარებაა, როდესაც ლოგიკური ახსნის მოძებნა და პოლიტიკურ ლოგიკაში ჩასმა ძალიან რთულია. ფაქტობრივად, რუსეთი ზის და ის წერს ამ წერილებს ჩვენი ხელისუფლების ნაცვლად. მე არ მინდა ეს დავიჯერო, მინდა ეს სიბრიყვეს და აფექტურ მდგომარეობას დავაბრალო. შესაძლოა, ხელისუფალი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს და მზად არის ასეთი რადიკალური ზომები მიიღოს“,-აღნიშნავს ხუხაშვილი.

ცნობისათვის, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გუშინ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ არის კოორდინირებული. მათივე თქმით, საელჩოს სურვილია, ივანიშვილმა გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს.