რუსული ვერტმფრენი "მი-8" ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა.
რუსულმა ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ესტონეთის თვალთახედვით, ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი პროტესტის გამოხატვის მიზნით დაიბარეს.
რუს დიპლომატს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის შესახებ ნოტაც გადასცეს.
მერე? ჩვენ რომ გვედიდგულებით, ჩამოგეგდოთ, მაგრამ ვინ მოგცათ მაგის თავი, შეშფოთება აღშფოთება ეს კი ბატონო
ნატოს სივრცე დაირღვა და არც შეიმჩნიეს, ჩვენ გვიშველიან ეგენი?