სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ" - პოდოლიაკი
"საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ" - პოდოლიაკი

სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა ტონი უნდა შეც­ვა­ლონ და თუ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ეს არ შე­უძ­ლი­ათ, მა­შინ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას ეხე­ბა, შე­ამ­ცი­რონ - ეს მათი რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა "მთა­ვარ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე გე­ნო­ციდს ამარ­თლე­ბენ, თა­ვად გა­სა­მარ­თლდე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან.

"პი­რა­დად მე და ასე­ვე პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის და და­ვით არა­ხა­მი­ას კარ­გად გვეს­მის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი უკ­რა­ი­ნის გვერ­დით დგას. ამ ერს კარ­გად ეს­მის უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის არსი. ეს ხალ­ხი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და დე­მოკ­რა­ტი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იზი­ა­რებს და რუ­სუ­ლი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია.

  • ყვე­ლამ იცის, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. მა­შინ, როცა უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ხო­ცა­ვენ, ვე­რა­ვინ შეძ­ლებს ჩვენს გა­კი­ცხვას და ვე­რა­ვინ იტყვის, რომ რა­ღაც არ გვეს­მის. სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა ტონი უნდა შეც­ვა­ლონ და თუ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ეს არ შე­უძ­ლი­ათ, მა­შინ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას ეხე­ბა, შე­ამ­ცი­რონ - ეს მათი რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა. სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე გე­ნო­ციდს ამარ­თლე­ბენ, თა­ვად გა­სა­მარ­თლდე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ რე­პუ­ტა­ცი­ა­სა და მო­მა­ვალ­ზე და­ფიქ­რდნენ და არ აღ­მოჩ­ნდნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან გა­რი­ყუ­ლე­ბი“, - აცხა­დებს პო­დო­ლი­ა­კი.

გარ­და ამი­სა, მან ისა­უბ­რა ყო­ფილ პრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დეს და ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი იქ­ნე­ბა.

"ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ფული გა­მო­ი­მუ­შა­ოს, თუმ­ცა რო­დე­საც ხვდე­ბი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია შენი ფუ­ლით ადა­მი­ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბას აფი­ნან­სე­ბენ, ამის გამო შენც მო­გი­წევს გარ­კვე­უ­ლი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და. რა თქმა უნდა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უკ­რა­ი­ნა­ში იყო გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ტალ­ღა. მათ ოლი­გარ­ქებს ვუ­წო­დებთ. ბევ­რი ფული აქვთ. ყი­დუ­ლო­ბენ პარ­ტი­ებს, პარ­ლა­მენ­ტში მან­და­ტებს ით­ვი­სე­ბენ და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე გავ­ლე­ნა აქვთ. უკ­რა­ი­ნამ ეს გა­ი­თა­ვი­სა და ამის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და. ვცდი­ლობთ, ეს პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ. სა­ქარ­თვე­ლოც ამ გზით უნდა წა­ვი­დეს. უნდა იყ­ვნენ დიდი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, თუმ­ცა მათ პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნა არ უნდა ჰქონ­დეთ. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას ვერ ვხე­დავთ. დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია ეფექ­ტუ­რი გზაა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ქვე­ყა­ნა ამ გზას გა­ივ­ლის. სან­ქცი­ე­ბის გამო რუ­სეთ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დიდ სა­ფა­სურს იხ­დის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა რომ ქარ­თველ­მა ოლი­გარ­ქებ­მაც, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მხა­რეს დგა­ნან, შე­სა­ბა­მი­სი სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­დონ“, - გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

ეს ჩვენი და ჩვენი ხელისუფლების ბრალი არის, გვლანძღავენ, გვემუქრებიან,გვარიგებენ, გვირჩევენ,გვასწავლიან და ჩვენი მეგობარი ქვეყანაო ამნაირი მეგობარი ქვეყნის დედაც.............

ჯ.ჯ.
0

ბატონო პოდოლიაკო!

როდესაც საქართველოში წინა რეჟიმის დამნაშავეებს დაწინაურების ნაცვლად დააპატიმრებთ და გადმოსცემთ საქართველოს სასამართლოს ამის შემდეგ შეგიძლიათ რაიმე პრეტენზია გამოთქვათ საქართველოზე.(იანუკოვიჩის რეჟიმის წარმომადგენლები რომ დაგვენიშნა გუბერნატორებად მოგეწონებოდათ?)

დიდება საქართველოს!

დიდება უკრაინას!

სიკვდილი საქართველოს მტრებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ" - პოდოლიაკი

"საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ" - პოდოლიაკი

საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ - ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

"პირადად მე და ასევე პრეზიდენტ ზელენსკის და დავით არახამიას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. ამ ერს კარგად ესმის უკრაინაში მიმდინარე ომის არსი. ეს ხალხი თავისუფლების და დემოკრატიის ღირებულებებს იზიარებს და რუსული მოძველებული ტექნოლოგიების კატეგორიული წინააღმდეგია.

  • ყველამ იცის, რაც უკრაინაში ხდება. მაშინ, როცა უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენს გაკიცხვას და ვერავინ იტყვის, რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ - ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება. სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. სასურველი იქნება, რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყულები“, - აცხადებს პოდოლიაკი.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს და ის დარწმუნებულია, რომ ინდივიდუალური სანქციები იქნება.

"ადამიანს შეუძლია ფული გამოიმუშაოს, თუმცა როდესაც ხვდები, რომ შესაძლებელია შენი ფულით ადამიანების მკვლელობას აფინანსებენ, ამის გამო შენც მოგიწევს გარკვეული საფასურის გადახდა. რა თქმა უნდა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში იყო გამდიდრებული ადამიანების ტალღა. მათ ოლიგარქებს ვუწოდებთ. ბევრი ფული აქვთ. ყიდულობენ პარტიებს, პარლამენტში მანდატებს ითვისებენ და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა აქვთ. უკრაინამ ეს გაითავისა და ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ვცდილობთ, ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს. უნდა იყვნენ დიდი ბიზნესმენები, თუმცა მათ პოლიტიკაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ამას ვერ ვხედავთ. დეოლიგარქიზაცია ეფექტური გზაა და დარწმუნებული ვარ ქვეყანა ამ გზას გაივლის. სანქციების გამო რუსეთში ბევრი ადამიანი დიდ საფასურს იხდის. აქედან გამომდინარე სასურველი იქნება რომ ქართველმა ოლიგარქებმაც, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან, შესაბამისი საფასური გადაიხადონ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.