პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი - უკრაინა, მეორე - საქართველო: ქალთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი გახდა
პირველი - უკრაინა, მეორე - საქართველო: ქალთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი გახდა

ინ­დო­ეთ­ში, ჩე­ნა­ი­ში მიმ­დი­ნა­რე 44-ე სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რებ­მა მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და ოლიმ­პი­უ­რი ოქრო უკ­რა­ი­ნის ქალ­თა ნაკ­რებს ერგო.

შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი იყო, ვინ გა­ვი­დო­და პირ­ველ ად­გი­ლას, სა­ქარ­თვე­ლოს თუ უკ­რა­ი­ნის ქალ­თა ნაკ­რე­ბი, რად­გან ორი­ვე ნაკ­რებ­მა დღეს მატ­ჩე­ბი მო­ი­გო ან­გა­რი­შით -3:1. დღეს, 9 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რებ­მა ამ ან­გა­რი­შით და­ა­მარ­ცხა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რე­ბი, ხოლო უკ­რა­ი­ნის ნაკ­რებ­მა ამა­ვე ან­გა­რი­შით სძლია პო­ლო­ნე­თის ნაკ­რებს.

სა­ბო­ლო­ოდ, და­მა­ტე­ბი­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­ჯა­მე­ბის შემ­დეგ, ოლიმ­პი­უ­რი ოქრო უკ­რა­ი­ნის ნაკ­რებ­მა მი­ი­ღო.

ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: ნანა ძაგ­ნი­ძე, ლელა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ნინო ბა­ცი­აშ­ვი­ლი, მერი არა­ბი­ძე და სა­ლო­მე მე­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნინო ბა­ცი­აშ­ვილ­მა მე­ო­რე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და­ფა­ზე სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა და ოლიმ­პი­ურ მცი­რე ოქ­როს მე­დალს და­ე­უფ­ლა! მან ფი­ნიშ­ზე ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა - ბოლო ოთხ გა­დამ­წყვეტ ტურ­ში ოთხი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

ნინო ბა­ცი­აშ­ვი­ლი

გა­მო­ცე­მა chess-news-ი ფე­ის­ბუქ­ზე წერს, რომ ეს მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, როცა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ქალ­თა ნაკ­რე­ბებ­მა ერ­თნა­ი­რი ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვეს სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და­ზე. ასე მოხ­და 2008 წელს დრეზ­დენ­ში გა­მარ­თულ სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და­ზე. მა­შინ პირ­ველ ად­გილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რე­ბი გა­ვი­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ქალ მო­ჭად­რა­კე­თა ნაკ­რებს 44-ე სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რო­ბას ულო­ცავს.

პრე­მი­ე­რი მო­ჭად­რა­კე­ებს შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბებს უსურ­ვებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ქალ მო­ჭად­რა­კე­თა ნაკ­რე­ბი 44-ე სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რია! ინ­დო­ე­თის ქა­ლაქ ჩე­ნა­ი­ში გა­მარ­თულ სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რებ­მა მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ვუ­ლო­ცავ ჩვენს სა­ა­მა­ყო ქალ­ბა­ტო­ნებს და შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ“, - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
0

გილოცვთ!!! ისე, ჩემი უსაყვარლესი 2 დროშა ფრიალებს გამარჯვების ნიშნად. ერთნაირი ქულებიც სიმბოლურია. საბოლოოდაც ერთად გავიმარჯვებთ!!!

მერაბი
6

როცა არ იცით გაჩერდით, რა. ყველგან პოლიტიკა ნუ გელანდებათ, განსაკუთრებით რუსეთუმეებს – უკრაინის ქალთა ნაკრები მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერესია და ამ ოლიმპიადაზეც მეორეები იყვნენ რეიტინგით (პირველი – ინდოეთი, მესამე – საქართველო). დები მუზიჩუკები მსოფლიო რეიტინგში მე-7 - მე-8 ადგილებზე არიან, ზუსტად ჩვენი ძაგნიძის შემდეგ. უმცროსი და – მარია მუზიჩუკი მსოფლიოს ექს–ჩემპიონია, ისევე როგორც ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ანა უშენინა. უფროსი მუზიჩუკი – ანაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია, ოღონდ ბლიცში.

მოკლედ, ვულოცავ ჩვენს გოგონებს ვერცხლს და მოძმე უკრაინელებს – ოქროს!

ავტორი:

პირველი - უკრაინა, მეორე - საქართველო: ქალთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი გახდა

პირველი - უკრაინა, მეორე - საქართველო: ქალთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი გახდა

ინდოეთში, ჩენაიში მიმდინარე 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

პირველი ადგილი და ოლიმპიური ოქრო უკრაინის ქალთა ნაკრებს ერგო.

შედეგების გამოცხადებამდე ჯერ კიდევ უცნობი იყო, ვინ გავიდოდა პირველ ადგილას, საქართველოს თუ უკრაინის ქალთა ნაკრები, რადგან ორივე ნაკრებმა დღეს მატჩები მოიგო ანგარიშით -3:1. დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამ ანგარიშით დაამარცხა აზერბაიჯანის ნაკრები, ხოლო უკრაინის ნაკრებმა ამავე ანგარიშით სძლია პოლონეთის ნაკრებს.

საბოლოოდ, დამატებითი მაჩვენებლების შეჯამების შემდეგ, ოლიმპიური ოქრო უკრაინის ნაკრებმა მიიღო.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში შედიან: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია.

აღსანიშნავია, რომ ნინო ბაციაშვილმა მეორე ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოლიმპიურ მცირე ოქროს მედალს დაეუფლა! მან ფინიშზე ფენომენალური შედეგი აჩვენა - ბოლო ოთხ გადამწყვეტ ტურში ოთხი გამარჯვება მოიპოვა.

ნინო ბაციაშვილი

გამოცემა chess-news-ი ფეისბუქზე წერს, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოსა და უკრაინის ქალთა ნაკრებებმა ერთნაირი ქულები დააგროვეს საჭადრაკო ოლიმპიადაზე. ასე მოხდა 2008 წელს დრეზდენში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე. მაშინ პირველ ადგილზე საქართველოს ქალთა ნაკრები გავიდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს.

პრემიერი მოჭადრაკეებს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

"საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია! ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავ ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ“, - ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.