მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ ან რუსული მიწა იქნება, ან გადაიბუგება ყველაფერი" - ოკუპანტებმა აღიარეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მნიშვნელოვანი ობიექტები დანაღმულია
"აქ ან რუსული მიწა იქნება, ან გადაიბუგება ყველაფერი"  - ოკუპანტებმა აღიარეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მნიშვნელოვანი ობიექტები დანაღმულია

7 აგ­ვის­ტოს უკ­რა­ი­ნულ კომ­პა­ნია "ენერ­გო­ა­ტომ­მა“ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სებ­მა კი­დევ ერთხელ და­ბომ­ბეს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მი­სად­გო­მე­ბი. რა­კე­ტე­ბი ბირ­თვუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ას­თან ჩა­მო­ვარ­და, სა­დაც ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვით დატ­ვირ­თუ­ლი 174 კონ­ტე­ი­ნე­რი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ირ­გვლივ გან­თავ­სე­ბუ­ლი რა­დი­ა­ცი­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის სამი სენ­სო­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ამ ეტაპ­ზე რა­დი­ა­ცი­ის დო­ნის გან­სა­ზღვრა სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მომ­ხდარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ან­ტო­ნიო გუ­ტე­რე­ში. მისი თქმით, მსოფ­ლი­ო­ში, ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, ბირ­თვუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის რის­კი დაბ­რუნ­და.

"ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი თავ­დას­ხმა არის თვით­მკვლე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მან. მისი თქმით, გა­ე­რო მხარს უჭერს ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს ძა­ლის­ხმე­ვას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია აღ­ნიშ­ნულ ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის შექ­მნის­კენ.

თა­ვის მხრივ ოკუ­პან­ტებ­მა ღიად გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ნაღ­მუ­ლია ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი. რუ­სე­თი აღარ მა­ლავს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ას "ბირ­თვულ ფა­რად" იყე­ნებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ZNPP-ის სა­ო­კუ­პა­ციო გარ­ნი­ზო­ნის მე­თა­ურ­მა ვა­ლე­რი ვა­სი­ლი­ევ­მა გა­ა­კე­თა.

ვა­ლე­რი ვა­სი­ლი­ევ­მა დამ­პყრობ­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი მზა­დაა ნე­ბის­მი­ე­რი სცე­ნა­რის­თვის და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყვე­ლა ქმე­დე­ბას უპა­სუ­ხებს.

ვა­სი­ლი­ე­ვის თქმით, თუ სად­გუ­რი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კონ­ტროლს არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მა­შინ მის ად­გი­ლას გა­და­ბუ­გუ­ლი მიწა დარ­ჩე­ბა...

"აქ იქ­ნე­ბა ან რუ­სუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი მიწა, ან გა­და­ი­ბუ­გე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. თქვენ, რუ­სუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბი, მზად უნდა იყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ჩვენ და­ნაღ­მუ­ლი გვაქვს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექ­ტო­რო­სად­გუ­რის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი და ამას არ ვუ­მა­ლავთ მტერს. მტერ­მა იცის, რომ სად­გუ­რი იქ­ნე­ბა ან რუ­სუ­ლი, ან გა­ნად­გურ­დე­ბა. თქვენ უნდა გეს­მო­დეთ, რომ სხვა გზა არ გვაქვს. თუ იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მკაც­რი ბრძა­ნე­ბა, ეს პა­ტი­ვით უნდა შე­ვას­რუ­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და ვა­სი­ლი­ევ­მა.

ცნო­ბის­თვის, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი სად­გუ­რი რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა მარ­ტის და­სა­წყის­ში და­ი­კა­ვეს. ის ევ­რო­პის უდი­დე­სი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კონსტანტინე
2

თუ გინდათ გაიგოთ, რა ხდება უკრაინის და ჩვენს თავს, შედით იუთუბზე და მოუსმინეთ უკრაინელ პოლიტოლოგს დიმიტრი სპივაკს. ძალიან საინტერესო და დამაჯერებელი ანალიზი აქვს.

satana
4

ხიროსიმა ნაგასაკი!!!

ავტორი:

"აქ ან რუსული მიწა იქნება, ან გადაიბუგება ყველაფერი" - ოკუპანტებმა აღიარეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მნიშვნელოვანი ობიექტები დანაღმულია

"აქ ან რუსული მიწა იქნება, ან გადაიბუგება ყველაფერი"  - ოკუპანტებმა აღიარეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მნიშვნელოვანი ობიექტები დანაღმულია

7 აგვისტოს უკრაინულ კომპანია "ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისადგომები. რაკეტები ბირთვული ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტერიტორიასთან ჩამოვარდა, სადაც ბირთვული საწვავით დატვირთული 174 კონტეინერი იყო განთავსებული. მათივე ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განთავსებული რადიაციული მონიტორინგის სამი სენსორი დაზიანებულია, ამ ეტაპზე რადიაციის დონის განსაზღვრა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლებელია.

მომხდარს გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. მისი თქმით, მსოფლიოში, ათწლეულების შემდეგ, ბირთვული დაპირისპირების რისკი დაბრუნდა.

"ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი თავდასხმა არის თვითმკვლელობა“, - განაცხადა მან. მისი თქმით, გაერო მხარს უჭერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აღნიშნულ ატომურ ელექტროსადგურზე სტაბილიზაციის პირობების შექმნისკენ.

თავის მხრივ ოკუპანტებმა ღიად განაცხადეს, რომ დანაღმულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი. რუსეთი აღარ მალავს, რომ ამ ტერიტორიას "ბირთვულ ფარად" იყენებს. შესაბამისი განცხადება ZNPP-ის საოკუპაციო გარნიზონის მეთაურმა ვალერი ვასილიევმა გააკეთა.

ვალერი ვასილიევმა დამპყრობლებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა ქმედებას უპასუხებს.

ვასილიევის თქმით, თუ სადგური რუსეთის ფედერაციის კონტროლს არ დაექვემდებარება, მაშინ მის ადგილას გადაბუგული მიწა დარჩება...

"აქ იქნება ან რუსული თავისუფალი მიწა, ან გადაიბუგება ყველაფერი. თქვენ, რუსული არმიის ჯარისკაცები, მზად უნდა იყოთ მნიშვნელოვანი ბრძანების შესასრულებლად. ჩვენ დანაღმული გვაქვს ზაპოროჟიეს ატომური ელექტოროსადგურის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და ამას არ ვუმალავთ მტერს. მტერმა იცის, რომ სადგური იქნება ან რუსული, ან განადგურდება. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ სხვა გზა არ გვაქვს. თუ იქნება ყველაზე მკაცრი ბრძანება, ეს პატივით უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა ვასილიევმა.

ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს. ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია.

იხილეთ ასევე: