პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელის ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს? - "ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა"
რა ელის ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს? - "ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა"

3 აგ­ვის­ტოს, ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს (IAEA) დი­რექ­ტო­რის რა­ფა­ელ გრო­სის გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ირ­კვე­ვა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი სად­გუ­რი მთლი­ა­ნად კონ­ტრო­ლი­და­ნაა გა­სუ­ლი.

"ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა პრინ­ცი­პი და­ირ­ღვა", - გა­ნა­ცხა­და გრო­სიმ.

ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, მისი გუნ­დი მზად იყო, ქარ­ხნის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა მათ ამ დრომ­დე ვერ შეძ­ლეს მი­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიზ­ნე­ბი ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­უ­გე­ბა­რი რჩე­ბა, თუმ­ცა ქმე­დე­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც დამ­პყრობ­ლებ­მა ობი­ექ­ტზე ჩა­ი­დი­ნეს, ძირი გა­მო­უ­თხა­რა სად­გუ­რის მუ­შა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო დაზ­ვერ­ვის უახ­ლო­ეს ცნო­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ბრი­ტა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი მოქ­მე­დე­ბენ ელექტრო­სად­გუ­რის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე რა­ი­ო­ნებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნეს ამ რა­ი­ო­ნებ­ში ბა­ზი­რე­ბუ­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­ბომ­ბად დნეპ­რის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ჯარი ქა­ლაქ ენერ­გო­დარს თა­ვი­სი ძა­ლე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად იყე­ნებ­და და ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რის სი­ახ­ლო­ვეს ყოფ­ნით უკ­რა­ი­ნის მხრი­დან თა­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის და­ბომბვის რისკს ამ­ცი­რებ­და“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­ნამ­დე რუ­სუ­ლი მხა­რე ამ­ტკი­ცებ­და, - და­სავ­ლე­თი­დან მი­ღე­ბულ ია­რაღს უკ­რა­ი­ნა ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­ბომ­ბად იყე­ნებ­სო.

"რუსი ოკუ­პან­ტე­ბი იმა­ლე­ბი­ან ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხოლო უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ებ­ზე "გრა­დე­ბით" და " ურა­გა­ნე­ბით" შე­ტე­ვის მი­სა­ტა­ნად გა­მო­დი­ან ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან გარ­კვე­ულ მან­ძილ­ზე", - გა­ნა­ცხა­და სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა ოლეგ ჟდა­ნოვ­მა ამ ცოტა ხნის წინ, უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან. მისი თქმით, ამი­ტო­მაც უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ძა­ლი­ან ფრთხი­ლობს, იყე­ნებს შე­და­რე­ბით მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან ია­რაღს - დრონ-კა­მი­კა­ძე­ებს, რომ­ლებ­საც მიზ­ნის ზუს­ტად გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ, რათა რა­ი­მე ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ას. "მთა­ვა­რია მო­ეს­წროს მიზ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­ცე­ცხლე პო­ზი­ცი­ა­ზე. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე არ ის­ვრის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც ოკუ­პან­ტე­ბი იმა­ლე­ბი­ან და არც გა­ის­ვრის. კარ­გია, რომ რუსი ოკუ­პან­ტე­ბიც არ ხსნი­ან ცე­ცხლას უშუ­ა­ლოდ სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან", - გა­ნა­ცხა­და ჟდა­ნოვ­მა.

ცნო­ბის­თვის, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი სად­გუ­რი რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა მარ­ტის და­სა­წყის­ში და­ი­კა­ვეს. ის ევ­რო­პის უდი­დე­სი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატა
27

შემოდგომაზე პუტინი ისვრის ატომურ ბომბას და დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. მაგრამ ბომბი დაჟანგული აღმოჩნდება და მხოლოდ ადსგილობროვად გაჟონავს. მსხვერპლი არ მოყვება. მაგრამ რუსები შეშინდებიან და აქეთ გამოიქცევიან რო ბინები იყოდონ ბათუმში

გოჩა
27

დაწყნარდით არაფერიც არ მოხდება სადგურზე. უკრაინა მოიგებს ომს და დაიბრუნებს ატომურ სადგურს და დაკარგულ მიწებსაც. კრასნოდარის მხარესაც აიღებს და როსტოვებსაც მიაყოლებს.

ავტორი:

რა ელის ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს? - "ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა"

რა ელის ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს? - "ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა"

3 აგვისტოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის რაფაელ გროსის განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული.

"ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა", - განაცხადა გროსიმ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მისი გუნდი მზად იყო, ქარხნის მოსანახულებლად ბოლო ორი თვის განმავლობაში, თუმცა მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს მისიის განხორციელება.

რამდენიმეთვიანი ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მიზნები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით გაუგებარი რჩება, თუმცა ქმედებებმა, რომლებიც დამპყრობლებმა ობიექტზე ჩაიდინეს, ძირი გამოუთხარა სადგურის მუშაობის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის უახლოეს ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსული ჯარები მოქმედებენ ელექტროსადგურის სიახლოვეს მდებარე რაიონებში და გამოიყენეს ამ რაიონებში ბაზირებული საარტილერიო ქვედანაყოფები უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე.

"რუსეთის ფედერაციის ჯარი ქალაქ ენერგოდარს თავისი ძალების დასასვენებლად იყენებდა და ატომურ ელექტროსადგურის სიახლოვეს ყოფნით უკრაინის მხრიდან თავისი აღჭურვილობისა და პირადი შემადგენლობის დაბომბვის რისკს ამცირებდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე რუსული მხარე ამტკიცებდა, - დასავლეთიდან მიღებულ იარაღს უკრაინა ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დასაბომბად იყენებსო.

"რუსი ოკუპანტები იმალებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ხოლო უკრაინული პოზიციებზე "გრადებით" და " ურაგანებით" შეტევის მისატანად გამოდიან ამ ტერიტორიიდან გარკვეულ მანძილზე", - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა ამ ცოტა ხნის წინ, უკრაინულ მედიასთან. მისი თქმით, ამიტომაც უკრაინული მხარე ძალიან ფრთხილობს, იყენებს შედარებით მაღალხარისხიან იარაღს - დრონ-კამიკაძეებს, რომლებსაც მიზნის ზუსტად განადგურება შეუძლიათ, რათა რაიმე ზიანი არ მიადგეს ელექტროსადგურის ტერიტორიას. "მთავარია მოესწროს მიზნის განადგურება უშუალოდ საცეცხლე პოზიციაზე. უკრაინული მხარე არ ისვრის ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით, სადაც ოკუპანტები იმალებიან და არც გაისვრის. კარგია, რომ რუსი ოკუპანტებიც არ ხსნიან ცეცხლას უშუალოდ სადგურის ტერიტორიიდან", - განაცხადა ჟდანოვმა.

ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს. ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია.

იხილეთ ასევე: