სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს - ჯგუფს ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს
დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს - ჯგუფს ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს

დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი პირ­ველ სხდო­მას მარ­თავს.

ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თვის და­რი­გე­ბუ­ლია და გან­ხილ­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის უკ­რა­ი­ნუ­ლი მო­დე­ლი, რო­გორც სა­ბა­ზი­სო დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც მმარ­თვე­ლი გუნ­დი ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნის და­წე­რას აპი­რებს.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მო­დე­ლი, სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა აქ­ცენ­ტი იმა­ზე გა­ა­კე­თა, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ამ უკ­რა­ი­ნას დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ მი­ერ­ვე მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თა. ოხა­ნაშ­ვი­ლის აზ­რით, ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის მი­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­თე­ლია, რომ მათი სურ­ვი­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის იმპლე­მენ­ტა­ცია.

ამ კონ­ტექ­სტში ისიც აღი­ნიშ­ნა, რომ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის სხვა მო­დე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მხრივ არ­ჩე­ვა­ნი არ არ­სე­ბობს და სწო­რედ ამი­ტომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მო­დე­ლი სა­ბა­ზი­სო დო­კუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის უკ­რა­ი­ნუ­ლი მო­დე­ლის პრინ­ცი­პებს, რო­გორც ოხა­ნაშ­ვილ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და, უკ­რა­ი­ნუ­ლი კა­ნო­ნი ოთხ ძი­რი­თად კომ­პო­ნენტს ეფუძ­ნე­ბა. ეს არის: შე­სა­ბა­მი­სი პი­რის პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვის კომ­პო­ნენ­ტი; დიდი ოდე­ნო­ბით ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი გამ­რავ­ლე­ბუ­ლი ერთ მი­ლი­ონ­ზე გა­მო­ით­ვლე­ბა; მე­დი­ა­ზე ზე­გავ­ლე­ნა და ბა­ზარ­ზე დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ქონა.

“უკ­რა­ი­ნუ­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, თუკი ამ ოთხი კომ­პო­ნენ­ტი­დან სამი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, პირი ოლი­გარ­ქად მი­იჩ­ნე­ვა“, – გა­ნა­ცხა­და ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა.

სა­მუ­შაო ჯგუ­ფის გეგ­მის თა­ნახ­მად, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბის ბოლო ვადა მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ოქ­ტომ­ბე­რია, ხოლო პარ­ლა­მენ­ტის მიერ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის ბოლო ვა­დად გან­სა­ზღვრუ­ლია 29 ნო­ემ­ბე­რი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ი­დან სა­მუ­შაო ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ- “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“, “ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“, პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და “გირ­ჩის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

წინადადება შემომაწვს, თვითონ ბიძინა აირჩიონ მაგ ჯგუფის თავმჯდომარედ :)

მეტა
0

ოხანაშვილი ბატონ ბიძინას სოციალურად დაუცველად გამოაცხდებს, დანარჩენ საქართველოს ოლიგარხად. 

ავტორი:

დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს - ჯგუფს ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს

დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს - ჯგუფს ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს

დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს.

ჯგუფის წევრებისთვის დარიგებულია და განხილვის საგანს წარმოადგენს დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი, როგორც საბაზისო დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც მმართველი გუნდი ქართული კანონის დაწერას აპირებს.

კითხვაზე, რატომ უკრაინული მოდელი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ევროკომისიამ უკრაინას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მათ მიერვე მიღებული კანონის იმპლემენტაციაზე მიუთითა. ოხანაშვილის აზრით, ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის მიცემული რეკომენდაციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მათი სურვილია აღნიშნული კანონის იმპლემენტაცია.

ამ კონტექსტში ისიც აღინიშნა, რომ დეოლიგარქიზაციის სხვა მოდელების გამოყენების მხრივ არჩევანი არ არსებობს და სწორედ ამიტომ უკრაინული მოდელი საბაზისო დოკუმენტი იქნება.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელის პრინციპებს, როგორც ოხანაშვილმა პრეზენტაციისას განაცხადა, უკრაინული კანონი ოთხ ძირითად კომპონენტს ეფუძნება. ეს არის: შესაბამისი პირის პოლიტიკაში ჩარევის კომპონენტი; დიდი ოდენობით ფინანსური რესურსის კომპონენტი, რომელიც საარსებო მინიმუმი გამრავლებული ერთ მილიონზე გამოითვლება; მედიაზე ზეგავლენა და ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ქონა.

“უკრაინული მოდელის მიხედვით, თუკი ამ ოთხი კომპონენტიდან სამი დაკმაყოფილებული იქნება, პირი ოლიგარქად მიიჩნევა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის გეგმის თანახმად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერია, ხოლო პარლამენტის მიერ კანონის მიღების ბოლო ვადად განსაზღვრულია 29 ნოემბერი.

საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ- “მოქალაქეების“, “ევროპელი სოციალისტების“, პარტია “საქართველოსთვის და “გირჩის“ დეპუტატები.