პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკა ფიქრობს როლურ მოდელზე - ტაივანზე იყოს აგებული ჩინეთი და არა - პირიქით“ - პელოსის ვიზიტი და ჩინეთის მუქარა: როგორ შეიძლება გამწვავდეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობები
"ამერიკა ფიქრობს როლურ მოდელზე - ტაივანზე იყოს აგებული ჩინეთი და არა - პირიქით“ - პელოსის ვიზიტი და ჩინეთის მუქარა: როგორ შეიძლება გამწვავდეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობები

დღეს აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რი ნენ­სი პე­ლო­სი ტა­ი­ვა­ნის პრე­ზი­დენტს შეხ­ვდა. ჩი­ნე­თის მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, სპი­კე­რი მე­ო­რე დღეა ტა­ი­ვან­შია. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ბოლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ასე­თი მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სი კუნ­ძუ­ლო­ვან სა­ხელ­მწი­ფოს სტუმ­რობს. პე­ლო­სის ვი­ზიტ­მა ტა­ი­ვან­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია.

"აშშ-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რის ვი­ზი­ტის პა­სუ­ხად ჩი­ნე­თი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს ყვე­ლა სა­ჭი­რო ზო­მას, რათა მტკი­ცედ და­იც­ვას თა­ვი­სი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. ყვე­ლა შე­დე­გი უნდა აი­ტა­ნონ აშშ-მ და ტა­ი­ვა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სე­პა­რა­ტის­ტულ­მა ძა­ლებ­მა“, - ეს ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­აა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩი­ნე­თი საბ­რძო­ლო წვრთნებს იწყებს და ახლა ამ ფორ­მით ცდი­ლობს ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას.

ნენ­სი პე­ლო­სი კი ამ­ბობს, რომ ამე­რი­კა ტა­ი­ვანს არ მი­ა­ტო­ვებს.

"ჩვენ ერ­თგუ­ლე­ბი ვართ გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბი­სა და ტა­ი­ვან­თან შემ­დგო­მი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. ტა­ი­ვა­ნის ის­ტო­რია არის შთა­გო­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და მთელს მსოფ­ლი­ო­ში. თქვენ შექ­მე­ნით აყ­ვა­ვე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტია, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც ამა­ყად ხელ­მძღვა­ნე­ლობს ქალი პრე­ზი­დენ­ტი. ტა­ი­ვა­ნი კონ­ტრას­ტია ჩი­ნეთ­სა და ჰონგ-კონ­გის პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მას­თან. მისი, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის ემბლე­მის და­ნახ­ვა და გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - ამ­ბობს ნენ­სი პე­ლო­სი.

რას ცდი­ლო­ბა აშშ ტა­ი­ვან­ში ნენ­სი პე­ლო­სის ვი­ზი­ტით და მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა აშშ-ჩი­ნეთს შო­რის სი­ტუ­ა­ცი­ის უკი­დუ­რე­სად და­ძაბ­ვა, ამ აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მის ირ­გვლივ ambebi.ge-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

"ტა­ი­ვა­ნი არ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, თა­ვად ის ამ­ბობს, რომ არის ჩი­ნე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბა. ზო­გა­დად, ჩი­ნე­თი, რო­გორც მოვ­ლე­ნა, პი­რი­ქით, ეკუთ­ვნის ტა­ი­ვანს. ნამ­დვი­ლი ჩი­ნე­თი არის ტა­ი­ვა­ნი, ხოლო ახ­ლან­დე­ლი ჩი­ნე­თი, ანუ პე­კი­ნი არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, სა­დაც კო­მუ­ნის­ტე­ბის სა­ხით უზურ­პა­ტო­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მისი პო­ლი­ტი­კა აქამ­დე ასე­თი იყო და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 1949 წლის შემ­დეგ, ეს პო­ლი­ტი­კა არ შეც­ვლი­ლა. ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტურ­მა მთავ­რო­ბამ სცა­და ტა­ი­ვა­ნის ირ­გვლივ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კა­ვე­ბა, მაგ­რამ ჩა­ვარ­და მისი მცდე­ლო­ბა. ზო­გა­დად, ტა­ი­ვა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ავ­ტოკ­რა­ტუ­ლი, მას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჩან კა­ი­ში და ის წარ­მო­ად­გენ­და გო­მინ­და­ნის პარ­ტი­ის ლი­დერს. ეს გო­მინ­და­ნი ნამ­დვი­ლად მარ­თავ­და მთელ ჩი­ნეთს, ანუ იმა­ში არ ტყუ­იან ტა­ი­ვა­ნე­ლე­ბი, რომ ჩი­ნე­თი ოდეს­ღაც ტა­ი­ვანს ეკუთ­ვნო­და, მაგ­რამ რო­დე­საც შიდა არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო და კო­მუ­ნის­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ, გო­მინ­და­ნი გა­იქ­ცა ტა­ი­ვან­ზე. იმი­ტო­მაა მათი ეს ლო­გი­კა სწო­რი, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ რე­ა­ლუ­რად ჩვენ ვი­ყა­ვით ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და კო­მუ­ნის­ტე­ბი არი­ან უზურ­პა­ტო­რე­ბიო.

90-იანი წლე­ბის შემ­დეგ, გო­მინ­და­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­ცილ­და, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი წა­ვი­და და დღეს ტა­ი­ვა­ნი არის ძა­ლი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც ერთი უმ­თავ­რე­სი ტენ­დენ­ცია, რაც შე­ი­ნიშ­ნე­ბა არის ის, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი თავს ჩი­ნე­ლე­ბად აღარ მი­იჩ­ნე­ვენ ისე­ვე, რო­გორც მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა. თუ 1974 წლამ­დე აშშ-ც კი აღი­ა­რებ­და ოფი­ცი­ა­ლურ ტა­ი­ვანს, რო­გორც ჩი­ნე­თის ერ­თა­დერთ ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას და პე­კინს ეუბ­ნე­ბო­და, თქვენ ეკუთ­ვნით ტა­ი­ვან­სო, ამის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა შე­იც­ვა­ლა და ამ­ბობს, რომ ტა­ი­ვა­ნი დარ­ჩეს ასეთ ბუნ­დო­ვან წარ­მო­ნაქ­მნად, რო­მელ­საც არც ვა­ღი­ა­რებთ, რო­გორც ჩი­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლურ მთავ­რო­ბას და არც კო­მუ­ნის­ტებს ვაძ­ლევთ ტა­ი­ვან­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა­სო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დღეს ტა­ი­ვა­ნი დე ფაქ­ტო რე­ა­ლო­ბა­ში არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, მას აღარ აქვს იმა­ზე აქ­ცენ­ტი, რომ პე­კი­ნის დაბ­რუ­ნე­ბა სურს, და თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აცხა­დებს თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად, იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან აი­რი­დოს მას­შტა­ბუ­რი ომი ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტებ­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს 8 სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ტა­ი­ვანს აღი­ა­რებს, რო­გორც ჩი­ნე­თის ლე­გი­ტი­მურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. თუ ტა­ი­ვა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­დებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, რისი შან­სიც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ, რომ ბევ­რი და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო მას და­მო­უ­კი­დებ­ლად აღი­ა­რებს. ახლა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად დგას, ვი­ნა­ი­დან ფუნ­ქცი­უ­რად ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით - ჯა­რით, კავ­ში­რე­ბით და ა.შ. ტა­ი­ვა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ, ამ ეტაპ­ზე ეს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არ აქვს სა­კუ­თა­რი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“.

რა­ტომ წა­მო­იჭ­რაა ზუს­ტად ახლა ეს პრობ­ლე­მა, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ნენ­სი პე­ლო­სის ვი­ზი­ტი ტა­ი­ვან­ში, აღარსრუ­ლებს თუ არა ჩი­ნე­თი მუ­ქა­რას და უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბე­ბა თუ არა ვი­თა­რე­ბა აშშ-ჩი­ნეთს შო­რის, ამა­ზე გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ამ­ბობს, რომ ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­საძ­ლოა და­ძა­ბოს სი­ტუ­ა­ცია, ისაა, თუ ტა­ი­ვა­ნი თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ა­ცხა­დებს, ესეც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამე­რი­კამ მას მწა­ვა­ნე შუქი აუნ­თო.

"ჩი­ნე­თი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუქ­რე­ბო­და და იმუქ­რე­ბა ტა­ი­ვან­ზე გა­დავ­სხამ დე­სანტს და და­ვიბ­რუ­ნე­ბო, რაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლია იმი­ტომ, რომ დღეს აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში ტა­ი­ვანს ჰყავს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოდ აღ­ჭურ­ვი­ლი და გაწ­ვრთნი­ლი ჯარი, რო­მელ­საც ჩი­ნე­თის შე­კა­ვე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია და თუ მა­გა­ლი­თად რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში გა­უ­ჭირ­და, ჩი­ნეთს 3-4-ჯერ მე­ტად გა­უ­ჭირ­დე­ბა ტა­ი­ვან­ში.

ჩი­ნუ­რი მუ­ქა­რა არა­ხა­ლია და არის ცა­რი­ე­ლა სი­ტყვე­ბი. ამე­რი­კე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ტა­ი­ვა­ნი არის დე­მოკ­რა­ტია და იმის მა­გა­ლი­თი და­ნარ­ჩე­ნი აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის­თვის, თუ რო­გო­რი უნდა იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ტა­ი­ვა­ნი არის სუ­პერ სა­ხელ­მწი­ფო ეკო­ნო­მი­კის თვალ­საზ­რი­სით და არის რო­ლუ­რი მო­დე­ლი, რომ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბაც უნდა კო­მუ­ნის­ტურ ჩი­ნეთს. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის ტა­ი­ვა­ნი არის მა­გა­ლი­თი, რომ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც უნდა მოხ­დეს. ამი­ტომ ახლა აშშ, რო­მელ­საც ჩი­ნეთ­თან ისე­დაც და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, ცდი­ლობს აჩ­ვე­ნოს ჩი­ნეთს, რომ მისი სურ­ვი­ლი, რომ ტა­ი­ვა­ნი რუ­კი­დან გა­აქ­როს და მი­ი­ერ­თოს, იქ­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი. ტა­ი­ვა­ნი არის ერთ-ერთი ღერ­ძუ­ლი და­საყ­რდე­ნი მის­თვის, ამი­ტომ ნენ­სი პე­ლო­სის ვი­ზი­ტი არის არა უბ­რა­ლო სიმ­ბო­ლუ­რი აქტი, არა­მედ ჩი­ნე­თის­თვის იმის ჩვე­ნე­ბა, რომ აშშ და­ი­ცავს ტა­ი­ვანს. ამე­რი­კე­ლე­ბი ტა­ი­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ ორაზ­რო­ვან გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ და ეს შეგ­ნე­ბუ­ლად ხდე­ბა, ამ მიდ­გო­მას ჰქვია სტრა­ტე­გი­უ­ლი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა, როცა ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი შე­საძ­ლოა ემ­ხრო­ბოდ­ნენ ერთ ჩი­ნეთს, სა­დაც ტა­ი­ვა­ნი და ჩი­ნე­თი ერთი სა­ხელ­მწი­ფოა, მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ უფ­ლე­ბას და­ა­მარ­ცხონ და და­ი­პყრონ ტა­ი­ვა­ნი. ამი­ტომ იყო პე­ლო­სის ვი­ზი­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი იმი­სათ­ვის, რომ აშშ გვერ­დზე გად­გო­მას არ აპი­რებს.

ჩი­ნეთ­მა ბო­ლოს ომი აწარ­მოა ვი­ეტ­ნამ­თან, რო­მელ­შიც და­მარ­ცხდა. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 55 წლის წინ იყო, შე­სა­ბა­მი­სად, მას დიდი ხა­ნია, აღარ უო­მია, გან­სხვა­ვე­ბით აშშ-სგან, რო­მელ­საც აქვს სუ­პერ­შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იბ­რძო­ლოს ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფოს­თან. დღეს ჩი­ნე­თი რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს იმა­ზე სუსტ სა­ხელ­მწი­ფოს, ვიდ­რე ის პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს. მარ­თა­ლია, ჩი­ნეთს გა­აჩ­ნია ატო­მუ­რი ია­რა­ღი, ძა­ლი­ან დიდი ცო­ცხა­ლი ძალა, მაგ­რამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ტაქ­ტი­კით რომ ცო­ცხა­ლი ძალა, დე­სან­ტი გა­დას­ხას და ტა­ი­ვა­ნი და­ი­კა­ვოს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ჯა­რე­ბი ჰყავს, არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი. და­ძაბ­ვის შან­სი არ­სე­ბობს, მაგ­რამ მაქ­სი­მუ­მი, რაც შე­უძ­ლია ჩი­ნეთს სა­პა­სუ­ხოდ გა­ა­კე­თოს არის ის, რომ ტა­ი­ვა­ნის ერთ პა­ტა­რა კუნ­ძულ­ზე აწარ­მო­ოს სამ­ხედ­რო ფრე­ნე­ბი, ან რამე აქტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რა­ზეც აშშ სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემს. ამი­ტო­მაა, რომ დღეს რა­ი­მე მცდე­ლო­ბა ჩი­ნე­თის მხრი­დან არის ზურგგა­უ­მაგ­რე­ბე­ლი და ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუმ­ცა არის შან­სი, რომ ჩი­ნეთ­მა რუ­სეთ­თან მეტი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყოს იმი­ტომ, რომ ორი­ვე ამე­რი­კის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა. იმ ფონ­ზე, რომ ახლა ჩი­ნეთს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ძა­ლი­ან უჭირს, რუ­სე­თის­თვის ია­რა­ღის მი­ყიდ­ვა ან მი­ცე­მა ად­ვი­ლად ვერ მოხ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ია­რა­ღი თა­ვად მა­საც სჭირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, მა­ინც და მა­ინც ახლა რა­ტომ: ახლა, როცა ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის არის და­ძა­ბუ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ჩი­ნე­თი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, ეს დრო გა­მო­ი­ყე­ნოს და პირ­და­პირ შე­უქ­მნას საფრ­თხე ტა­ი­ვანს. მით უფრო, რომ 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჩი­ნეთ­ში არის არ­ჩევ­ნე­ბი, უნდა აირ­ჩი­ონ პო­ლიტ­ბი­უ­რო და შემ­დეგ მან აირ­ჩი­ოს ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი. სი ძინ­პინს მე­ო­რე ვადა ამო­ე­წუ­რა და უნდა მე­სა­მე ვა­და­ზე წას­ვლა. პო­ლიტ­ბი­უ­რო წი­ნა­აღ­მდე­გია და არის და­პი­რის­პი­რე­ბა. თუ სი ძინ­პი­ნი რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებს, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე კუნ­ძუ­ლის და­პყრო­ბას შე­ეც­დე­ბა, მას უფრო გა­უ­ად­ვილ­დე­ბო­და პო­ზი­ცი­ის გამ­ყა­რე­ბა, ვიდ­რე იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მან ეს ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ ჩი­ნე­თი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და, ეს თვე­ე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო და აკ­ვირ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნას, ეს ქვე­ყა­ნა თუ და­ე­ცე­მო­და, ისიც ად­ვი­ლად იმოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩი­ნე­თი იქეთ აღ­მოჩ­ნდა მიმ­წყვდე­უ­ლი. აშშ-მ იცო­და მისი ეს მომ­ზა­დე­ბა და მას ძა­ლი­ან ხის­ტი პა­სუ­ხი გას­ცა, უთხრა, რომ ტა­ი­ვანს აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ცავ­და. ტა­ი­ვანს შე­უძ­ლია და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თავი და აშშ-საც აქვს ნება და­იც­ვას ტა­ი­ვა­ნი, ამი­ტომ გა­მო­რი­ცხუ­ლია ეს­კა­ლა­ცია. ამას­თა­ნა­ვე, ჩი­ნე­ლე­ბი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხალ­ხია და ამ მიდ­გო­მას ნაკ­ლე­ბად შეს­წი­რა­ვენ სი ძინ­პი­ნის პო­ლი­ტი­კას, აირ­ჩი­ონ მე­სა­მედ.

ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­საძ­ლოა და­ძა­ბოს სი­ტუ­ა­ცია, ისაა, თუ კი ტა­ი­ვა­ნი თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ა­ცხა­დებს, ესეც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამე­რი­კამ მწა­ვა­ნე შუქი აუნ­თო. თუკი ჩვენ ოდეს­მე ვი­ხი­ლავთ ჩი­ნეთ­ში დიდ შიდა ძვრებს და ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას, არის ის, რომ სწო­რედ ტა­ი­ვა­ნი მი­ი­ერ­თებს ჩი­ნეთს, ვიდ­რე ჩი­ნე­თი-ტა­ი­ვანს. ეს იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი დაბ­რუ­ნე­ბა ჩი­ნეთ­ში, რო­მე­ლიც ლე­გი­ტი­მუ­რია. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ამე­რი­კა ფიქ­რობს რო­ლურ მო­დელ­ზე - ტა­ი­ვან­ზე იყოს აგე­ბუ­ლი ჩი­ნე­თი და არა - პი­რი­ქით“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსი
3

ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი ჩინეთისთვის მიცემული უდიდესი კოზირია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეუძლია გამოიყენოს. აშშ პოლიტიკურად დაუპირისპირდა ჩინეთს, რაც პეკინს საპასუხოდ არაერთი ეკონომიკური სვლის საშუალებას აძლევს. მათ შეუძლიათ გააქტიურდნენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, სრულიად დააიგნორონ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, შეისყიდონ ენერგომატარებლები და ა.შ. გააღვივონ ანტიამერიკული განწყობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. მოკლედ, არსებულ სიტუაციაში, პელოსის ვიზიტით ჩინეთი ბევრად მეტად იხეირებს, ვიდრე აშშ.

ეგაა
2

ჩინელების სიბრძნეზე როგორც უპირატესობასე ისე წერენ გეგონება ტაივანელები ჩინელები არ იყვნენ. ))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ამერიკა ფიქრობს როლურ მოდელზე - ტაივანზე იყოს აგებული ჩინეთი და არა - პირიქით“ - პელოსის ვიზიტი და ჩინეთის მუქარა: როგორ შეიძლება გამწვავდეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობები

"ამერიკა ფიქრობს როლურ მოდელზე - ტაივანზე იყოს აგებული ჩინეთი და არა - პირიქით“ - პელოსის ვიზიტი და ჩინეთის მუქარა: როგორ შეიძლება გამწვავდეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობები

დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა. ჩინეთის მუქარის მიუხედავად, სპიკერი მეორე დღეა ტაივანშია. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს სტუმრობს. პელოსის ვიზიტმა ტაივანში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

"აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის პასუხად ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტულმა ძალებმა“, - ეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაა. პარალელურად, ჩინეთი საბრძოლო წვრთნებს იწყებს და ახლა ამ ფორმით ცდილობს ძალის დემონსტრირებას.

ნენსი პელოსი კი ამბობს, რომ ამერიკა ტაივანს არ მიატოვებს.

"ჩვენ ერთგულები ვართ გლობალური მშვიდობისა და ტაივანთან შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდასაჭერად. ტაივანის ისტორია არის შთაგონება თავისუფლებისმოყვარე ადამიანებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში და მთელს მსოფლიოში. თქვენ შექმენით აყვავებული დემოკრატია, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მთელ მსოფლიოში, რომელსაც ამაყად ხელმძღვანელობს ქალი პრეზიდენტი. ტაივანი კონტრასტია ჩინეთსა და ჰონგ-კონგის პოლიტიკურ სისტემასთან. მისი, როგორც დემოკრატიის ემბლემის დანახვა და გასაჯაროვება მნიშვნელოვანია“, - ამბობს ნენსი პელოსი.

რას ცდილობა აშშ ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტით და მოსალოდნელია თუ არა აშშ-ჩინეთს შორის სიტუაციის უკიდურესად დაძაბვა, ამ აქტუალური თემის ირგვლივ ambebi.ge-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ესაუბრება:

"ტაივანი არ არის ოფიციალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო, თავად ის ამბობს, რომ არის ჩინეთის ლეგიტიმური მთავრობა. ზოგადად, ჩინეთი, როგორც მოვლენა, პირიქით, ეკუთვნის ტაივანს. ნამდვილი ჩინეთი არის ტაივანი, ხოლო ახლანდელი ჩინეთი, ანუ პეკინი არის ოკუპირებული, სადაც კომუნისტების სახით უზურპატორული ხელისუფლება ზის. ყოველ შემთხვევაში, მისი პოლიტიკა აქამდე ასეთი იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1949 წლის შემდეგ, ეს პოლიტიკა არ შეცვლილა. ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ სცადა ტაივანის ირგვლივ ტერიტორიების დაკავება, მაგრამ ჩავარდა მისი მცდელობა. ზოგადად, ტაივანის ხელისუფლება წლების განმავლობაში იყო ავტოკრატული, მას ხელმძღვანელობდა ჩან კაიში და ის წარმოადგენდა გომინდანის პარტიის ლიდერს. ეს გომინდანი ნამდვილად მართავდა მთელ ჩინეთს, ანუ იმაში არ ტყუიან ტაივანელები, რომ ჩინეთი ოდესღაც ტაივანს ეკუთვნოდა, მაგრამ როდესაც შიდა არეულობა დაიწყო და კომუნისტები მოვიდნენ, გომინდანი გაიქცა ტაივანზე. იმიტომაა მათი ეს ლოგიკა სწორი, როდესაც ამბობენ, რომ რეალურად ჩვენ ვიყავით ლეგიტიმური ხელისუფლება და კომუნისტები არიან უზურპატორებიო.

90-იანი წლების შემდეგ, გომინდანი ხელისუფლებას ჩამოცილდა, დემოკრატიული პროცესები წავიდა და დღეს ტაივანი არის ძალიან დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ერთი უმთავრესი ტენდენცია, რაც შეინიშნება არის ის, რომ ახალგაზრდები თავს ჩინელებად აღარ მიიჩნევენ ისევე, როგორც მოქმედი პოლიტიკური ელიტა. თუ 1974 წლამდე აშშ-ც კი აღიარებდა ოფიციალურ ტაივანს, როგორც ჩინეთის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობას და პეკინს ეუბნებოდა, თქვენ ეკუთვნით ტაივანსო, ამის შემდეგ პოლიტიკა შეიცვალა და ამბობს, რომ ტაივანი დარჩეს ასეთ ბუნდოვან წარმონაქმნად, რომელსაც არც ვაღიარებთ, როგორც ჩინეთის ოფიციალურ მთავრობას და არც კომუნისტებს ვაძლევთ ტაივანში შესვლის უფლებასო. საბოლოო ჯამში, დღეს ტაივანი დე ფაქტო რეალობაში არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას აღარ აქვს იმაზე აქცენტი, რომ პეკინის დაბრუნება სურს, და თუ ოფიციალურად არ აცხადებს თავს დამოუკიდებლად, იმიტომ, რომ თავიდან აირიდოს მასშტაბური ომი ჩინეთის კომუნისტებთან. აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში არსებობს 8 სახელმწიფო, რომელიც ტაივანს აღიარებს, როგორც ჩინეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას. თუ ტაივანი ოფიციალურად გამოაცხადებს დამოუკიდებლობას, რისი შანსიც ძალიან მაღალია, ამ შემთხვევაში შეიძლება დავუშვათ, რომ ბევრი დასავლური სახელმწიფო მას დამოუკიდებლად აღიარებს. ახლა ამის საჭიროება ნაკლებად დგას, ვინაიდან ფუნქციურად ყველა თვალსაზრისით - ჯარით, კავშირებით და ა.შ. ტაივანი აბსოლუტურად დამოუკიდებელია, უბრალოდ, ამ ეტაპზე ეს გამოცხადებული არ აქვს საკუთარივე პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“.

რატომ წამოიჭრაა ზუსტად ახლა ეს პრობლემა, რას ემსახურება ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში, აღარსრულებს თუ არა ჩინეთი მუქარას და უკიდურესად დაიძაბება თუ არა ვითარება აშშ-ჩინეთს შორის, ამაზე გიორგი კობერიძე ამბობს, რომ ერთადერთი, რამაც შესაძლოა დაძაბოს სიტუაცია, ისაა, თუ ტაივანი თავს დამოუკიდებლად გამოაცხადებს, ესეც შეიძლება მოხდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკამ მას მწავანე შუქი აუნთო.

"ჩინეთი დიდი ხნის განმავლობაში იმუქრებოდა და იმუქრება ტაივანზე გადავსხამ დესანტს და დავიბრუნებო, რაც არასერიოზულია იმიტომ, რომ დღეს აღმოსავლეთ აზიაში ტაივანს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესოდ აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარი, რომელსაც ჩინეთის შეკავება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია და თუ მაგალითად რუსეთს უკრაინაში გაუჭირდა, ჩინეთს 3-4-ჯერ მეტად გაუჭირდება ტაივანში.

ჩინური მუქარა არახალია და არის ცარიელა სიტყვები. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ტაივანი არის დემოკრატია და იმის მაგალითი დანარჩენი აღმოსავლეთ აზიისთვის, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული, დემოკრატიული, დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ტაივანი არის სუპერ სახელმწიფო ეკონომიკის თვალსაზრისით და არის როლური მოდელი, რომლის განადგურებაც უნდა კომუნისტურ ჩინეთს. დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის ტაივანი არის მაგალითი, რომლის მაქსიმალური შენარჩუნებაც უნდა მოხდეს. ამიტომ ახლა აშშ, რომელსაც ჩინეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვს, ცდილობს აჩვენოს ჩინეთს, რომ მისი სურვილი, რომ ტაივანი რუკიდან გააქროს და მიიერთოს, იქნება წარუმატებელი. ტაივანი არის ერთ-ერთი ღერძული დასაყრდენი მისთვის, ამიტომ ნენსი პელოსის ვიზიტი არის არა უბრალო სიმბოლური აქტი, არამედ ჩინეთისთვის იმის ჩვენება, რომ აშშ დაიცავს ტაივანს. ამერიკელები ტაივანის დაცვის შესახებ ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ და ეს შეგნებულად ხდება, ამ მიდგომას ჰქვია სტრატეგიული ბუნდოვანება, როცა ამბობენ, რომ ისინი შესაძლოა ემხრობოდნენ ერთ ჩინეთს, სადაც ტაივანი და ჩინეთი ერთი სახელმწიფოა, მაგრამ, ამასთანავე, ისინი ამბობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლებას არ მისცემენ უფლებას დაამარცხონ და დაიპყრონ ტაივანი. ამიტომ იყო პელოსის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალი იმისათვის, რომ აშშ გვერდზე გადგომას არ აპირებს.

ჩინეთმა ბოლოს ომი აწარმოა ვიეტნამთან, რომელშიც დამარცხდა. ეს დაახლოებით 55 წლის წინ იყო, შესაბამისად, მას დიდი ხანია, აღარ უომია, განსხვავებით აშშ-სგან, რომელსაც აქვს სუპერშესაძლებლობები იბრძოლოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან. დღეს ჩინეთი რეალურად წარმოადგენს იმაზე სუსტ სახელმწიფოს, ვიდრე ის პოზიციონირებს. მართალია, ჩინეთს გააჩნია ატომური იარაღი, ძალიან დიდი ცოცხალი ძალა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკით რომ ცოცხალი ძალა, დესანტი გადასხას და ტაივანი დაიკავოს, რომელსაც ძალიან ძლიერი ჯარები ჰყავს, არის წარმოუდგენელი. დაძაბვის შანსი არსებობს, მაგრამ მაქსიმუმი, რაც შეუძლია ჩინეთს საპასუხოდ გააკეთოს არის ის, რომ ტაივანის ერთ პატარა კუნძულზე აწარმოოს სამხედრო ფრენები, ან რამე აქტი განახორციელოს, რაზეც აშშ საკადრის პასუხს გასცემს. ამიტომაა, რომ დღეს რაიმე მცდელობა ჩინეთის მხრიდან არის ზურგგაუმაგრებელი და ნაკლებად მოსალოდნელი. თუმცა არის შანსი, რომ ჩინეთმა რუსეთთან მეტი თანამშრომლობა დაიწყოს იმიტომ, რომ ორივე ამერიკის მოწინააღმდეგეა. იმ ფონზე, რომ ახლა ჩინეთს თავისი პრობლემები აქვს და ძალიან უჭირს, რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა ან მიცემა ადვილად ვერ მოხდება იმიტომ, რომ იარაღი თავად მასაც სჭირდება.

რაც შეეხება იმას, მაინც და მაინც ახლა რატომ: ახლა, როცა ამერიკასა და რუსეთს შორის არის დაძაბულობა უკრაინის ტერიტორიაზე, ჩინეთი მაქსიმალურად ცდილობს, ეს დრო გამოიყენოს და პირდაპირ შეუქმნას საფრთხე ტაივანს. მით უფრო, რომ 2022 წლის ნოემბერში ჩინეთში არის არჩევნები, უნდა აირჩიონ პოლიტბიურო და შემდეგ მან აირჩიოს ქვეყნის რეალური მმართველი. სი ძინპინს მეორე ვადა ამოეწურა და უნდა მესამე ვადაზე წასვლა. პოლიტბიურო წინააღმდეგია და არის დაპირისპირება. თუ სი ძინპინი რაღაცას გააკეთებს, მაგალითად, რომელიმე კუნძულის დაპყრობას შეეცდება, მას უფრო გაუადვილდებოდა პოზიციის გამყარება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მან ეს ვერ განახორციელა. სწორედ ამიტომაა, რომ ჩინეთი მაქსიმალურად ცდილობდა, ეს თვეები გაძლიერებულიყო და აკვირდებოდა უკრაინას, ეს ქვეყანა თუ დაეცემოდა, ისიც ადვილად იმოქმედებდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ საბოლოო ჯამში, ჩინეთი იქეთ აღმოჩნდა მიმწყვდეული. აშშ-მ იცოდა მისი ეს მომზადება და მას ძალიან ხისტი პასუხი გასცა, უთხრა, რომ ტაივანს აუცილებლად დაიცავდა. ტაივანს შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი და აშშ-საც აქვს ნება დაიცვას ტაივანი, ამიტომ გამორიცხულია ესკალაცია. ამასთანავე, ჩინელები რაციონალური ხალხია და ამ მიდგომას ნაკლებად შესწირავენ სი ძინპინის პოლიტიკას, აირჩიონ მესამედ.

ერთადერთი, რამაც შესაძლოა დაძაბოს სიტუაცია, ისაა, თუ კი ტაივანი თავს დამოუკიდებლად გამოაცხადებს, ესეც შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკამ მწავანე შუქი აუნთო. თუკი ჩვენ ოდესმე ვიხილავთ ჩინეთში დიდ შიდა ძვრებს და ჩინეთის ხელისუფლების დამხობას, არის ის, რომ სწორედ ტაივანი მიიერთებს ჩინეთს, ვიდრე ჩინეთი-ტაივანს. ეს იქნება ხელისუფლების რეალური დაბრუნება ჩინეთში, რომელიც ლეგიტიმურია. ამიტომაცაა, რომ ამერიკა ფიქრობს როლურ მოდელზე - ტაივანზე იყოს აგებული ჩინეთი და არა - პირიქით“.

იხილეთ ასევე: