დღეს დილით ვარკეთილში, ე.წ. სვანების ბაზრობასთან, ტრაგედია დატრიალდა. 72 წლის მეეზოვე ქალს, რომელიც ქუჩას ასუფთავებდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და იგი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, დამნაშავე მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე გამოძიება სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს და შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღეს.
გარდაცვლილი ქალი 72 წლის ზაირა ანყოსია. მეეზოვე ქალბატონი იქვე, ახლოს ცხოვრობდა. ფაქტი სახლიდან 300 მეტრში მოხდა.
მანანა წიკლაური, გარდაცვლილი ქალის მეზობელი:
- მე და ზაირა ვმეგობრობდით. წლებია, ამ კორპუსში ვცხოვრობ. ის პირველ სართულზე ცხოვრობდა, მე - მე-9-ზე. საოცრად კარგი, ენერგიული, მშრომელი და თბილი ადამიანი იყო. მასზე განაწყენებულ ადამიანს უბანში ვერ ნახავთ. ყველას ესიყვარულებოდა და გვერდში ედგა.
ყოველ დილით გადიოდა სამუშაოდ, მეეზოვედ მუშაობდა. დილით, 8 საათზე, მე რომ მივდიოდი სამსახურში, ის მაშინ უკან ბრუნდებოდა და ყოველ დილით ერთმანეთს კორპუსთან ვხვდებოდით და მოვიკითხავდით ხოლმე.
- მომხდარის დეტალები ხომ არ იცით?
- ამ დილით ადრე გასულა სამსახურში. ლიფტში შევდიოდი, წივილ-კივილის ხმა რომ გავიგე, პირველ სართულზე მისი სახლის კარი ღია დამხვდა და ეს ამბავი შევიტყვე. ტიროდნენ, ზაირა დაიღუპაო. მძღოლს თუ შეეშინდა და გაიქცა, მერე მაინც ხომ მოვიდოდა აზრზე და ახლა რატომ არ მიდის პოლიციაში და რატომ არ ცხადდება? რომ ეჯახები ადამიანს, დაეხმარე, იქნებ, გადარჩეს. სასწრაფო რომ მისულა, უკვე გარდაცვლილი დახვედრიათ. თავის მოვალეობას ასრულებდა და ამ დროს დაეჯახა... მაღალი სიჩქარით მომავალი რომ შეეჯახა, ეტყობა, ქალი ჯერ ჰაერში ააგდო და შემდეგ ხეს შეეჯახა, საბრალო... ასე ამბობენ... წაიკითხეთ სტატია სრულად
რა უბედურებაა ამდენი უვიცი მძღოლი ერთი გაკვრით ჩაბარებული გამოცდებით რომ აძლევენ მართვის მოწმობებს? გორში ხომ ჩუქნიან საერთოდ ...რატომ არ გაამკაცრებენ ზომებს? რატომ არ ისჯებიან უმკაცრესად ის ადამიანები რომლებიც სხვის სიცოცხლეს იწირავენ? თუ კოვიდი რასაც ვერ ახერხებს ავარიებით და ნარკომანიით და ერთმანეთის დახოცვით გინდა ამოხადოთ სული ადამიანებს....გაამკაცრეტ კანონი ყველა სფეროში.....