პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე ბევრი სიურპრიზი იქნება... რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება ომი ზამთრის პერიოდამდე გაწელოს" - ანდრეი ერმაკი
"მალე ბევრი სიურპრიზი იქნება... რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება ომი ზამთრის პერიოდამდე გაწელოს" - ანდრეი ერმაკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის ან­დრეი ერ­მა­კის გან­ცხა­დე­ბით, ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ომი ზამ­თრის პე­რი­ო­დამ­დე ვერ გა­წე­ლოს. "ტე­ლეგ­რამ­ში“ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, ერ­მაკ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სწო­რედ ამ დრო­ის­თვის არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­და­ტე­ხა უკ­რა­ი­ნის სა­სარ­გებ­ლოდ.

"ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის სწავ­ლე­ბა­ზე. ჩვენ გა­დავ­ტეხთ ამ ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. მალე ბევ­რი სი­ურპრი­ზი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ერ­მაკ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი აკე­თებს ყვე­ლა­ფერს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­საბ­რუ­ნებ­ლად. ამას­თან, რო­გორც ერ­მაკ­მა აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში არი­ან სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბას­თან და სწო­რედ მათ­გან იგე­ბენ უკ­რა­ი­ნის დამ­ცვე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რათა ფრონ­ტის ამა თუ იმ მო­ნაკ­ვეთ­ზე მათ მტრის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლონ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის ტემ­პის ზრდის სა­კი­თხი მან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­თან სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ჯეიკ სა­ლი­ვან­თან გა­ნი­ხი­ლა.

"უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში მას­თან კვლავ მექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის ახა­ლი პა­კე­ტის შე­სა­ხებ. ვე­ლით კი­დევ 4 HIMARS-ს და არა მხო­ლოდ. რუ­სეთს არ უნდა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ომი ზამ­თრის პე­რი­ო­დამ­დე გა­წე­ლოს“,- გა­ნა­ცხა­და ერ­მაკ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
1

ყველა ხალხის ტვინის ასარევად ხართ გაჩენილები. ეს ჩასაკლავი მედიები და ჟურნალისტები მე თქვენი. 

!
1

ვფიქრობ ყველაზე მეტ სიურპრიზს თქვენ უკრაინელებს უკეთებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მალე ბევრი სიურპრიზი იქნება... რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება ომი ზამთრის პერიოდამდე გაწელოს" - ანდრეი ერმაკი

"მალე ბევრი სიურპრიზი იქნება... რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება ომი ზამთრის პერიოდამდე გაწელოს" - ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი ზამთრის პერიოდამდე ვერ გაწელოს. "ტელეგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში, ერმაკმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ დროისთვის არის მოსალოდნელი გარდატეხა უკრაინის სასარგებლოდ.

"ბევრია დამოკიდებული ჩვენი სამხედროების სწავლებაზე. ჩვენ გადავტეხთ ამ ომის მიმდინარეობას. მალე ბევრი სიურპრიზი იქნება“, - განაცხადა ერმაკმა.

მისი განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტი აკეთებს ყველაფერს ოკუპირებული ტერიტორიების რაც შეიძლება სწრაფად დასაბრუნებლად. ამასთან, როგორც ერმაკმა აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში არიან სამხედრო სარდლობასთან და სწორედ მათგან იგებენ უკრაინის დამცველების საჭიროებების შესახებ, რათა ფრონტის ამა თუ იმ მონაკვეთზე მათ მტრის დამარცხება შეძლონ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ტემპის ზრდის საკითხი მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანთან განიხილა.

"უმოკლეს პერიოდში მასთან კვლავ მექნება საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. ველით კიდევ 4 HIMARS-ს და არა მხოლოდ. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება ომი ზამთრის პერიოდამდე გაწელოს“,- განაცხადა ერმაკმა.