ბათუმის კლინიკა "მედინა“ სამი ტყუპი გოგონას ფოტოს აქვეყნებს, რომლებმაც დღეს კლინიკა დატოვეს. ევა, მარია და ნია ცეცხლაძეები 19 მაისს მოევლინენ ქვეყანას, მაგრამ იმის გამო, რომ 1500-1500 და 1100 კგ-ს იწონიდნენ, ორი თვის გატარება კლინიკაში მოუწიათ.
"ევა, მარია, ნია ცეცხლაძეები - სამი ტყუპი, რომლებიც "მედინაში" 19 მაისს გესტაციის 31-ე კვირას დაიბადნენ. მარია და ნია დაბადებისას 1500-1500 კგ-ს იწონიდნენ, ევა კი 1100 კგ-ს. ახალშობილებმა ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინას" ახალშობილთა ინტენსიურ განყოფილებაში 2 თვე გაატარეს. პატარებმა კლინიკა სრულიად ჯანმრთელებმა დატოვეს. გაწერისას ბავშვები იწონიდნენ: მარია - 3130 კგ, ნია - 3140 კგ, ევა - 2980 კგ, ტყუპებს, ოჯახში მშობლებთან ერთად, 14 წლის და დახვდა...“ - ვკითხულობთ კლინიკის განცხადებაში...
საყვარელი თოჯინები. ღმერთმა სულ ბედნიერად გატაროთ მთელი ცხოვრება. ❤️🌹
ღმერთო ჩემო... ნამდვილი პრინცესები, პატარა ფერიები. გაიზარდეთ ჯანმრთელები და ბედნიერები.