კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აწარმოებენ ხსნად ყავას? - რამდენიმე დეტალი, რაზეც საჯაროდ არავინ საუბრობს
როგორ აწარმოებენ ხსნად ყავას? - რამდენიმე დეტალი, რაზეც საჯაროდ არავინ საუბრობს

მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ხსნად ყა­ვას აღარ მო­იხ­მარს და არ­ჩე­ვანს მხო­ლოდ ჯან­საღ, ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქტზე აკე­თებს.

ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, ხსნა­დი ყავა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ხა­რის­ხი­სა და მწი­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტად მი­იჩ­ნე­ვა და ის რო­გორც დი­ლის მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი სას­მე­ლი აღარ მო­იხ­მა­რე­ბა. ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­ში პა­ტა­რა ზო­მის ყა­ვის სახ­ლე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხე­შია გახ­სნი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბა­რის­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ თი­თო­ე­ულ ჭი­ქა­ში სრულ­ყო­ფი­ლი გე­მოს მიღ­წე­ვას, რაც ხსნა­დი ყა­ვის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­მართ ინ­ტე­რე­სის შემ­ცი­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი შემ­დე­გია: ნა­ტუ­რა­ლურ და ჯან­სა­ღად მომ­ზა­დე­ბულ ყა­ვას­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი, კო­ფე­ი­ნის მცი­რე შემ­ცვე­ლო­ბა, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გემო და და­მა­ტე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მი­ნა­რე­ვე­ბი. ამას­თან, სა­ინ­ტე­რე­სოა რომ მისი მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი არ არის. სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ პლატ­ფორ­მა­ზე ხსნა­დი ყა­ვის წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ასე თუ ისე ვხვდე­ბით, თუმ­ცა პრო­ცე­სი, თუ რო­გორ ხდე­ბა ხსნა­დი ყა­ვის წარ­მო­ე­ბა სა­წარ­მო­ებ­ში, ამის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მას­ლა თით­ქმის არ მო­ი­პო­ვე­ბა. ბევ­რი ძებ­ნის შემ­დეგ კი აღ­მო­ა­ჩენთ მხო­ლოდ დიდი ხნის წინ გა­და­ღე­ბულ კად­რებს, რომ­ლებ­შიც დე­ტა­ლუ­რად მა­ინც არ ჩანს, თუ რო­გორ მზად­დე­ბა ხსნა­დი ყავა.

მოკ­ლედ ახ­სნი­ლი, რა არის ხსნა­დი ყავა და რო­გორ მზად­დე­ბა ის:

სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სით იფ­ქვე­ბა უკვე გამ­შრა­ლი ყა­ვის მარ­ცვლე­ბი, შემ­დეგ გარ­და­იქ­მნე­ბა ერ­თი­ან ბლანტ მა­სად, რო­მე­ლიც იყი­ნე­ბა და წვრილ ნა­წი­ლა­კე­ბად იჭ­რე­ბა. ამ პრო­ცეს­ში ყავა კარ­გავს გე­მოვ­ნურ და სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს. ამას­თან, ბო­ლომ­დე არ არის ცნო­ბი­ლი, და­მუ­შა­ვე­ბი­სას რა მი­ნა­რე­ვებს უმა­ტე­ბენ მას და რას იღებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი. შე­ფუთ­ვა­ზე ხსნად ყა­ვას ყო­ველ­თვის ძა­ლა­ინ წვრი­ლად აწე­რია ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი და როცა მას გა­ეც­ნო­ბით, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ შე­ი­ცავს სო­ი­ოს, ბარ­დას და სხვა ისეთ პრო­დუქ­ტებს, რო­მელ­თა მოხ­ვედ­რა­საც სას­მელ­ში ნამ­დვი­ლად არ ისურ­ვებ­დით.

ხსნად ყა­ვა­ზე ცხე­ლი წყლის და­მა­ტე­ბით მი­ი­ღე­ბა სას­მე­ლი, რო­მელ­საც ნა­ტუ­რა­ლურ ყა­ვას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გემო აქვს, თუმ­ცა არა იდენ­ტუ­რი.

სა­ინ­ტე­რე­სოა ერთი ფაქ­ტიც, პრო­დუქტს აქვს შე­ნახ­ვის ხან­გრძლი­ვი ვადა, რაც შე­იძ­ლე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბა იყოს კარ­ვე­ბით ლაშ­ქრო­ბის ან სხვა აქ­ტი­ვო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და არა ყო­ველ დი­ლით სახ­ლში მომ­ზა­დე­ბი­სას. სა­უ­კე­თე­სო გე­მო­სა და არო­მა­ტის მი­სა­ღე­ბად, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყავა მუდ­მი­ვად ახ­ლად დაფ­ქუ­ლი ან ჰერ­მე­ტუ­ლად და­ცულ სივ­რცე­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი უნდა მი­ვირ­თვათ. ცნო­ბი­ლია, რომ რაც უფრო ხან­გრძლი­ვი ვადა აქვს პრო­დუქტს, უფრო მე­ტად პრო­ცე­სი­რე­ბუ­ლი და ნაკ­ლე­ბად ჯან­სა­ღია. ამას­თან, სუს­ტი არო­მა­ტის გამო ხსნად ყა­ვას უმა­ტე­ბენ ყა­ვის ხე­ლოვ­ნურ ეთერ­ზე­თებს, რო­მელ­საც პრო­დუქ­ტი და­მუ­შა­ვე­ბი­სას კარ­გავს. შე­დე­გად, მომ­ხმა­რე­ბელს უჩ­ნდე­ბა შეგ­რძნე­ბა, რომ ახალ პრო­დუქტს მი­ირ­თმევს, თუმ­ცა საკ­მა­რი­სია ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყავა და­ა­გე­მოვ­ნოს, რომ გან­სხვა­ვე­ბას მა­შინ­ვე იგ­რძნობს.

ევ­რო­პის ბევ­რი ქვეყ­ნის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხსნად ყა­ვას უკვე ნა­ტუ­რა­ლუ­რი ანაც­ვლებს. თუ აქამ­დე კა­ფე­ებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში და სახ­ლებ­ში აღ­ნიშ­ნულ პრო­დუქტს მო­იხ­მარ­დნენ, ახლა მას­ზე მო­თხოვ­ნა მცირ­დე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, იკ­ლებს იმ ობი­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც და­ბა­ლი ხა­რის­ხის მა­ტო­ნი­ზი­რე­ბელ სას­მელს შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუ
0

წარმომიდგენია, უკოფეინო ხსნადი ყავა როგორ მზადდება და რას შეიცავს. არადა, ვისთვისაც კოფეინი მავნეა, მაგრამ უნდა, იმან რა ჰქმნას?

ანა
2

კატასტროფა ფასი კი ადევს და რავიცი იმედია გაასაჯაროებენ დეტალებს ხსნად ყავასთან დაკავშირებთ ძალიან მიყვარს ცივი ყავა რძით და ვერ შეველევი რაოდენ გაურკვეველიც არ უნდა იყოს 

ავტორი:

როგორ აწარმოებენ ხსნად ყავას? - რამდენიმე დეტალი, რაზეც საჯაროდ არავინ საუბრობს

როგორ აწარმოებენ ხსნად ყავას? - რამდენიმე დეტალი, რაზეც საჯაროდ არავინ საუბრობს

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მომხმარებელთა უმრავლესობა ხსნად ყავას აღარ მოიხმარს და არჩევანს მხოლოდ ჯანსაღ, ნატურალურ პროდუქტზე აკეთებს.

ევროპის ბევრ ქვეყანაში, ხსნადი ყავა ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ხარისხისა და მწირი გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტად მიიჩნევა და ის როგორც დილის მატონიზირებელი სასმელი აღარ მოიხმარება. ევროპის ქალაქებში პატარა ზომის ყავის სახლები ცენტრალური ქუჩების თითქმის ყველა კუთხეშია გახსნილი და პროფესიონალი ბარისტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ თითოეულ ჭიქაში სრულყოფილი გემოს მიღწევას, რაც ხსნადი ყავის შემთხვევაში შეუძლებელია.

აღნიშნული პროდუქტის მიმართ ინტერესის შემცირების მიზეზები შემდეგია: ნატურალურ და ჯანსაღად მომზადებულ ყავასთან შედარებით ნაკლები სასარგებლო თვისებები, კოფეინის მცირე შემცველობა, არასასიამოვნო გემო და დამატებული სხვადასხვა მინარევები. ამასთან, საინტერესოა რომ მისი მომზადების პროცესი ბოლომდე გასაჯაროებული არ არის. სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე ხსნადი ყავის წარმოების შესახებ ინფორმაციას ასე თუ ისე ვხვდებით, თუმცა პროცესი, თუ როგორ ხდება ხსნადი ყავის წარმოება საწარმოებში, ამის ვიზუალური მასლა თითქმის არ მოიპოვება. ბევრი ძებნის შემდეგ კი აღმოაჩენთ მხოლოდ დიდი ხნის წინ გადაღებულ კადრებს, რომლებშიც დეტალურად მაინც არ ჩანს, თუ როგორ მზადდება ხსნადი ყავა.

მოკლედ ახსნილი, რა არის ხსნადი ყავა და როგორ მზადდება ის:

სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესით იფქვება უკვე გამშრალი ყავის მარცვლები, შემდეგ გარდაიქმნება ერთიან ბლანტ მასად, რომელიც იყინება და წვრილ ნაწილაკებად იჭრება. ამ პროცესში ყავა კარგავს გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს. ამასთან, ბოლომდე არ არის ცნობილი, დამუშავებისას რა მინარევებს უმატებენ მას და რას იღებს ადამიანის ორგანიზმი. შეფუთვაზე ხსნად ყავას ყოველთვის ძალაინ წვრილად აწერია ინგრედიენტები და როცა მას გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ შეიცავს სოიოს, ბარდას და სხვა ისეთ პროდუქტებს, რომელთა მოხვედრასაც სასმელში ნამდვილად არ ისურვებდით.

ხსნად ყავაზე ცხელი წყლის დამატებით მიიღება სასმელი, რომელსაც ნატურალურ ყავასთან მიახლოებული გემო აქვს, თუმცა არა იდენტური.

საინტერესოა ერთი ფაქტიც, პროდუქტს აქვს შენახვის ხანგრძლივი ვადა, რაც შეიძლება უპირატესობა იყოს კარვებით ლაშქრობის ან სხვა აქტივობის შემთხვევაში და არა ყოველ დილით სახლში მომზადებისას. საუკეთესო გემოსა და არომატის მისაღებად, ნატურალური ყავა მუდმივად ახლად დაფქული ან ჰერმეტულად დაცულ სივრცეში მოთავსებული უნდა მივირთვათ. ცნობილია, რომ რაც უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს პროდუქტს, უფრო მეტად პროცესირებული და ნაკლებად ჯანსაღია. ამასთან, სუსტი არომატის გამო ხსნად ყავას უმატებენ ყავის ხელოვნურ ეთერზეთებს, რომელსაც პროდუქტი დამუშავებისას კარგავს. შედეგად, მომხმარებელს უჩნდება შეგრძნება, რომ ახალ პროდუქტს მიირთმევს, თუმცა საკმარისია ნატურალური ყავა დააგემოვნოს, რომ განსხვავებას მაშინვე იგრძნობს.

ევროპის ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც ხსნად ყავას უკვე ნატურალური ანაცვლებს. თუ აქამდე კაფეებში, რესტორნებში და სახლებში აღნიშნულ პროდუქტს მოიხმარდნენ, ახლა მასზე მოთხოვნა მცირდება და, შესაბამისად, იკლებს იმ ობიექტების რაოდენობა, სადაც დაბალი ხარისხის მატონიზირებელ სასმელს შემოგთავაზებენ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/4G5LcVUcWAg" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>