პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სახლი ძალიან იაფად ვიყიდე... შემდეგ ინციდენტი მოხდა და მიატოვეს მშენებლობა" - ერთ დროს ცნობილი მომღერლის უცნობი პროფესია და ფენშუის ელემენტებით გაფორმებული სახლი
"ეს სახლი ძალიან იაფად ვიყიდე... შემდეგ ინციდენტი მოხდა და მიატოვეს მშენებლობა" - ერთ დროს ცნობილი მომღერლის უცნობი პროფესია და ფენშუის ელემენტებით გაფორმებული სახლი

სახ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ის საკ­რა­ლუ­რი სივ­რცეა, რო­მე­ლიც მის გე­მოვ­ნე­ბას, გა­ტა­ცე­ბებს, შე­ხე­დუ­ლე­ბებს გა­მო­ხა­ტავს. რე­მონ­ტის დროს ყვე­ლა ცდი­ლობს, მის­თვის იდე­ა­ლუ­რი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი სივ­რცე შექ­მნას. სწო­რედ ამ მიზ­ნით, მომ­ღე­რალ­მა თამუ­ნა ამო­ნაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ბი­ნის ინ­ტე­რი­ერ­ზე თა­ვად იმუ­შა­ვა და დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად შეძ­ლო დახ­ვე­წი­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რის შექ­მნა. პრო­ცე­სით იმ­დე­ნად და­ინ­ტე­რეს­და, შემ­დეგ­შიც არა­ერ­თი ბი­ნის ინ­ტე­რი­ე­რი და­გეგ­მა და სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა. ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცით მომ­ღერ­ლის ამ გა­ტა­ცე­ბის და მე­ო­რე პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ. თა­მუ­ნა ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე, რე­მონტზე და თა­ვი­სი ბი­ნის და­გეგ­მვის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს:

- სახ­ლი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ნავ­სა­ყუ­დე­ლია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ იქ კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დე თავს და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­ცაა. რაც უნდა დაღ­ლი­ლი ვიყო, რო­გორც კი კარს ვა­ღებ, ყვე­ლა­ნა­ი­რი დაღ­ლი­ლო­ბა და სტრე­სი მეხ­სნე­ბა. სა­დაც ჩემი ენერ­გია ტრი­ა­ლებს, იქ ყვე­ლა კუ­თხე მიყ­ვარს.

- მოგ­ვი­ყე­ვით სახლზე, სა­დაც ახლა ცხოვ­რობთ...

- ეს არის ე.წ. ვარ­სკვლა­ვე­ბის სახ­ლი. ამ სახ­ლში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. საკ­მა­ოდ დიდი ხნის წინ შე­ვი­ძი­ნე, თა­ნაც ძა­ლი­ან ია­ფად. შემ­დეგ რა­ღაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და და მი­ა­ტო­ვეს მშე­ნებ­ლო­ბა. ამი­ტომ მო­სახ­ლე­ე­ბი ვაგ­რო­ვებ­დით თან­ხებს და ჩვენ თვი­თონ და­ვამ­თავ­რეთ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. ჭე­რის სი­მაღ­ლე 3.30 მ-ია. ასეთ მა­ღა­ლ­ჭე­რი­ან ბი­ნებს დღეს არც ერთი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია აღარ აშე­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბინა მდე­ბა­რე­ობს ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ხმა­უ­რი არ მა­წუ­ხებს. შე­ნო­ბა ძა­ლი­ან მყუდ­რო და წყნარ ად­გი­ლას დგას. დი­ლით ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი მაღ­ვი­ძებს. ზა­ფხულ­ში გრი­ლა და ზამ­თარ­ში შე­და­რე­ბით თბი­ლა. ბევ­რი მი­ზე­ზია, რის გა­მოც უზო­მოდ მიყ­ვარს ჩემი ბინა.

- რო­გორც ვიცი, სახ­ლის დი­ზა­ი­ნი მთლი­ა­ნად თქვენ გე­კუთ­ვნით. რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ეს პრო­ცე­სი?

- დღეს­დღე­ო­ბით ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი ჩემი მე­ო­რე პრო­ფე­სი­აა. უკვე რვა ბინა მაქვს მო­წყო­ბი­ლი. რა თქმა უნდა, მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ იმ­დე­ნად მიყ­ვარს ეს საქ­მე, სირ­თუ­ლე­ებ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუმკლავ­დე­ბი. სწო­რედ ჩემი სახ­ლის დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მივ­ხვდი, რომ ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. დღეს ვფიქ­რობ, რომ არა სიმ­ღე­რა, ჩემი მთა­ვა­რი პრო­ფე­სია სწო­რედ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რო­ბა იქ­ნე­ბო­და.

სულ სწავ­ლის და ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. შე­მიძ­ლია ე.წ. შავ კარ­კასს მოვ­კი­დო ხელი და ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მით გა­ვა­კე­თო. ჯერ­ჯე­რო­ბით ამას ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბის მიზ­ნით არ ვა­კე­თებ. ის რვა ბინა, რო­მელ­ზეც აქამ­დე ვი­მუ­შა­ვე, ჩემი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის იყო. დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მი­ღია, თუმ­ცა, როცა შე­ნო­ბა­ში შევ­დი­ვარ, უკვე ვხვდე­ბი და ვგრძნობ, რო­გორ დავ­გეგ­მო. იდე­ე­ბი თა­ვი­სით მო­დის...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ფოტო: ჟურ­ნა­ლი შინი

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფაფა
6

უმშვენიერესი მანდილოსანი

ruska
0

თამუნა ძალიან მომწონს, ძალიან საყვარელი, პოზიტიური და სასიამოვნო გოგოა. სახლიც ძალიან მომეწონა, ლამაზი ფერები და დახვეწილი დიზაინი. წარმატებებს ვუსურევბ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ეს სახლი ძალიან იაფად ვიყიდე... შემდეგ ინციდენტი მოხდა და მიატოვეს მშენებლობა" - ერთ დროს ცნობილი მომღერლის უცნობი პროფესია და ფენშუის ელემენტებით გაფორმებული სახლი

"ეს სახლი ძალიან იაფად ვიყიდე... შემდეგ ინციდენტი მოხდა და მიატოვეს მშენებლობა" - ერთ დროს ცნობილი მომღერლის უცნობი პროფესია და ფენშუის ელემენტებით გაფორმებული სახლი

სახლი ნებისმიერი ადამიანისთვის ის საკრალური სივრცეა, რომელიც მის გემოვნებას, გატაცებებს, შეხედულებებს გამოხატავს. რემონტის დროს ყველა ცდილობს, მისთვის იდეალური, ჰარმონიული სივრცე შექმნას. სწორედ ამ მიზნით, მომღერალმა თამუნა ამონაშვილმა საკუთარი ბინის ინტერიერზე თავად იმუშავა და დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო დახვეწილი, კომფორტული ინტერიერის შექმნა. პროცესით იმდენად დაინტერესდა, შემდეგშიც არაერთი ბინის ინტერიერი დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა. ალბათ ცოტამ თუ იცით მომღერლის ამ გატაცების და მეორე პროფესიის შესახებ. თამუნა ინტერიერის დიზაინზე, რემონტზე და თავისი ბინის დაგეგმვის დეტალებზე საუბრობს:

- სახლი ჩემთვის ყველაზე დიდი ნავსაყუდელია. აუცილებელია, რომ იქ კომფორტულად ვგრძნობდე თავს და საბედნიეროდ, ასეცაა. რაც უნდა დაღლილი ვიყო, როგორც კი კარს ვაღებ, ყველანაირი დაღლილობა და სტრესი მეხსნება. სადაც ჩემი ენერგია ტრიალებს, იქ ყველა კუთხე მიყვარს.

- მოგვიყევით სახლზე, სადაც ახლა ცხოვრობთ...

- ეს არის ე.წ. ვარსკვლავების სახლი. ამ სახლში ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ. საკმაოდ დიდი ხნის წინ შევიძინე, თანაც ძალიან იაფად. შემდეგ რაღაც ინციდენტი მოხდა და მიატოვეს მშენებლობა. ამიტომ მოსახლეები ვაგროვებდით თანხებს და ჩვენ თვითონ დავამთავრეთ სახლის მშენებლობა. ჭერის სიმაღლე 3.30 მ-ია. ასეთ მაღალჭერიან ბინებს დღეს არც ერთი სამშენებლო კომპანია აღარ აშენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბინა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ხმაური არ მაწუხებს. შენობა ძალიან მყუდრო და წყნარ ადგილას დგას. დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს. ზაფხულში გრილა და ზამთარში შედარებით თბილა. ბევრი მიზეზია, რის გამოც უზომოდ მიყვარს ჩემი ბინა.

- როგორც ვიცი, სახლის დიზაინი მთლიანად თქვენ გეკუთვნით. რამდენად რთული იყო ეს პროცესი?

- დღესდღეობით ინტერიერის დიზაინი ჩემი მეორე პროფესიაა. უკვე რვა ბინა მაქვს მოწყობილი. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს საქმე, სირთულეებსაც სიამოვნებით ვუმკლავდები. სწორედ ჩემი სახლის დიზაინზე მუშაობისას მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მაინტერესებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დღეს ვფიქრობ, რომ არა სიმღერა, ჩემი მთავარი პროფესია სწორედ ინტერიერის დიზაინერობა იქნებოდა.

სულ სწავლის და ძიების პროცესში ვარ. შემიძლია ე.წ. შავ კარკასს მოვკიდო ხელი და ყველაფერი ჩემით გავაკეთო. ჯერჯერობით ამას ფინანსური დაინტერესების მიზნით არ ვაკეთებ. ის რვა ბინა, რომელზეც აქამდე ვიმუშავე, ჩემი მეგობრებისა და ახლობლების იყო. დიზაინის მიმართულებით განათლება არ მიმიღია, თუმცა, როცა შენობაში შევდივარ, უკვე ვხვდები და ვგრძნობ, როგორ დავგეგმო. იდეები თავისით მოდის...წაიკითხეთ სრულად

ფოტო: ჟურნალი შინი